29. Green In White

508 21 6
                                    

ბუხრის გვერდით, ოთახის კუთხეში მდგარ როიალთან იჯდა უმანკო არსება, რომლის გამოც მე ახლა აქ ვდგავარ. თავისი გრძელი, ნაზი თითებით ჰაეროვნად ეხებოდა თეთრ კლავიშებს. თვალები დაეხუჭა და თითოეული ნოტის ჟღერადობით სიამოვნებას იღებდა.

არასდროს არ ვყოფილვარ ბანალური ადამიანი, რომელიც მხოლოდ სიყვარულზე და ურთიერთობებზე ლაპარაკობდა. ყველაფრის მიუხედავად სიყვარულის მჯეროდა. მაგრამ არა ვინმეს სიყვარულის ჩემდამი, ან პირიქით, ჩემი სიყვარულის რომელიმე მდედრობითი სქესის წარმომადგენლისადმი. ყოველდღიურად ვხვდებოდი ერთმანეთზე შეყვარებულ ადამიანებს. ზოგი ერთად წლების განმავლობაში იყო, ზოგიც თვეების, ზოგიც კი მხოლოდ რამდენიმე დღე. ეს ყველაფერი ჩემი არ იყო და სიყვარულის ქონის არანაირი სურვილი არ გამაჩნდა.

ცოტა ხნის წინ ჩემთვის რომ ეთქვათ რამდენიმე თვეში ერთ შავგვრემან, ცისფერთვალება გოგოზე იქნები შეყვარებულიო, სიცილით გავიგუდებოდი. მაგრამ ჯანდაბა... ასეა!

ის ერთადერთი გოგო, რომლის პირველივე დღესვე დანახვისას მისი გაჟიმვა არ მომდომებია. ერთადერთი ადამიანი, რომელთანაც თავის შეკავება შემიძლია და ასევე ერთადერთი ადამინი რომელიც ჩემზე ზემოქმედებს.

ვუყურებ მის მხრებზე ნაზად დაბნეულ თმას, ლამაზ ალუბლისფერ ტუჩებს, პატარა ცხვირს და წითლად შეფარკლულ ლოყებს. ვუყურებ და ვხვდები, რომ არააქმვეყნიურად მიყვარს.

მაგიდასთან მდგარნი ლიზას შემხედბარე ვუსმენთ როგორ უდარდელად უკრავს მშვიდ მელოდიას.

ხელებგადაჯვარედინებული ზეინი ყურებამდე იღიმის და თან ადგილზე ირწევა.
- ოთხი წელია პიანინოს არ შეხებია, ზედაც არ შეუხედავს.-ბედნიერად ჩურჩულებს.
-კი, როგორ არა. რამდენიმე კვირის წინ კოლეჯში, საცეკვაო დარბაზში უკრავდა.-გამახსენდა როდესაც კოლეჯის მუსიკის განყოფილებაში პირველად დავინახე, თუ როგორ უკრავდა.
-შენ საიდან იცი?
-ეგონა იქ არავი იყო.
-ჯანდაბა, ეს ძალიან მაგარია!-გაოცებული ამბობს მია.
-ალბათ ბიოლოგიურმა და ფიზიკურმა მივლენებმაც უშველა.-უადგილო კომენტარს აყოლებს ნაილი. იდიოტია.
ისეთი სახით გავხედეთ, რომ ადგილზე დაიწვა. მისი ნათქვამიდან რამოდენიმე წამში მუცელში ზეინის იდაყვი ხვდება რის შემდეგაც ეს სირი ცხრა პირად იკეცება.
-ძმაო, ის ჩემი დაა. დარწმუნებული ხარ, რომ მაგაზეა ლაპარაკი ღირს?
მომენტალურად კი მეორე მხრიდან ჩემი იდაყვი ხვდება მკერდში.
-სირი ხარ!-სიცილით ვაუბნები რის შემდეგაც ყველა არამიწიერ ხმაზე იცინიან.
მელოდია შეწყდა.

𝑬𝑳𝑬𝑽𝑬𝑵 𝑫𝑹𝑬𝑨𝑴𝑺Where stories live. Discover now