იღბალი, სიყვარული და სხვა.

By Cosmic-girl1

11.7K 743 263

-ახლა კი გაჩუმდი! - ტუჩებზე ხელი ავაფარე და სხეულზე უკნიდან უფრო მაგრად მივიკარი- ვიცი როგორ დავამშვიდო გაბრა... More

Run, Baby Run..
jeckpot!!!
Kiss In The Dark
Money, Money, Money...
Oh Sister...
Boss's Office
YOU ?
My Game, My Rules.
Victim
hello
force
New biggining! New Life!
Fantasy Night
The Gun!
Cousin Boy
Escape?
Dont Lie To Me...
Punishment..
New Love.. ?
Everything Goes Wrong
Touch...
Shower, Power..
Short Dress
The Ice Melts..
No Bra Day!
Separate Room, Why..?
Enzo !!!
The Forbidden Fruit.
Surprise P.
The Truth!
Revange.
Bravo Adrian!

Sleepover.

257 27 5
By Cosmic-girl1







მიუხედავად იმისა რომ ჩემი დაბადების დღე დიდად არ მიყვარდა დღეს გაბრიელმა მოახერხა რომ მართლა ბედნიერი ვყოფილიყავი.

კი მაგრამ სიურპრიზ წვეულება გაბრიელისგან? ეს რომ რამდენიმე თვის წინ ეთქვა ვინმეს ჩემთვის ალბათ არ დავიჯერებდი და გულიანად ვიცინებდი კიდეც. მაგრამ ახლა აქ ვარ, ჩემს წვეულებაზე და ჩემი ორივე თვალით ვხედავ როგორ დგას კუთხეში გაბრიელი, საერთოდ არაფერს იმჩნევს და ჩემს ყოველ რეაქციაზე ეღიმება.

ნეტავ რატომ გადაწყვიტა რომ ყველაფერი ადრიანისთვის გადაებრალებინა?! მაგრამ ეს ხომ ტიპიური გაბრიელია თავისი უცნაური სიამაყის გრძნობით?!

კიდევ დაახლოებით ერთი საათი დავყავით აქ. მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი მშვენიერი იყო, უცხო ხალხთან გართობას დროის სახლში მყუდროდ თაიათან ერთად გატარება მერჩივნა. და როგორც დღის მთავარი გმირი, როგორც გაბრიელმა მიწოდა,
დღეს ყველაფრის უფლება მქონდა.

...

-ღმერთო ჩემო ულამაზესი სახლია. - თქვა თაიამ სახლის დათვალიერების შემდეგ. ფეხზე გაიხადა და ჩემს საწოლზე ამოძვრა.

უკვე მოგვემარაგებინა სასუსნავები, ჩიფსები, ნაყინი, ტორის ორი ნაჭერი, ყავა და ულევი სასაუბრო თემა.

-რა დროს სახლზე ლაპარაკია. მომიყევი შენ როგორ ხარ ? რას აკეთებდი ჩემს არყოფნაში და აქ როგორ მოხვდი. - ცნობისმოყვარეობას ვერ ვშველოდი. ყველაფერი მაინტერესებდა და მომაბეზრებელი ბავშვივით ვესროდი კითხვებს თაიას.

-ისეთი არაფერია მოსაყოლი. როგორც გითხარი მუშაობა დავიწყე კაფეში. სადაც ერთ მშვენიერ დღეს ადრიანი დამადგა თავს და შენთან წამოსვლა შემომთავაზა. -ვითომც არაფერიო ხელი აიქნია თაიამ და ნაყინის კოვზი ტუჩებს შორის მოიქცია.

-როგორ გარისკე და უცხო ადამიანს დაუჯერე.. -მხრები ავიჩეჩე და ტორტის დიდი ლუკმა გადავსანსლე.

-თავიდან შემეშინდა და პოლიციაში დარეკვაც კი დავაპირე მაგრამ მერე დავფიქრდი და მივხვდი რომ ეს ერთადერთი გზა იყო შენს სანახავად. ამიტომ როგორღაც ვენდე. საბედნიეროდ ადრიანმა ნდობა გამიმართლა.. -ჩაიცინა თაიამ.

-წარმოდგენაც არ მქონდა ასეთ რამეს რომ გეგმავდნენ მართლა.. და შენმა მშობლებმა რაო? ასე უბრალოდ გამოგიშვეს?

-გაგიჟდი? არც კი იციან! ეს რომ გაეგოთ ალბათ სახლში გამომკეტავდნენ და გასაღებს პირდაპირი მნიშვნელობით გადაყლაპავდნენ.

ორივეს სიცილი აგვიტყდა.

-ღმერთო ჩემო თაია შენ ნორმალური ხარ?! აბა რა უთხარი?

-ის რომ სამსახურში დამატებითი ცვლა ავიღე, შემდეგ კი მეგობართან დავრჩი.

-არარსებობს!

-როგორ არა, რსებობს. -გაიკრიჭა თაია - ადრიანმა კერძო თვითმფრინავით წამომიყვანა და დილით უკან დამაბრუნებს ამიტომ ყველაფერს მოვასწრებ და ისინიც ვერაფერს გაიგებენ.

-ისევ ისეთი შეშლილი ხარ. -თავი გავაქნიე მის მოხერხებულობაზე.

-არა ელ, შენი წასვლის შემდეგ ისეთი აღარ ვარ..

-მოდი არ გვინდა დეპრესიული და სევდიანი საუბრები. დღეს მინდა რომ ისე ვიმხიარულოთ როგორც ამას ერთი წლის წინ ვაკეთებდით როცა მე ჩემს სახლში ვცხოვრობდი, შენ კი ჩემი მეზობელი იყავი.. სწავლაზე მომიყევი უნივერსიტეტზე, ბიჭებზე, შეყვარებული უკვე გაიჩინე?

-ამმ... იცი უნივერსიტეტში არ დავდივარ და ბიჭებიც ისეთი არავინაა რომ ღირდეს.

-მოიცა. მოიცა რა? შენ კლასში უჭკვიანესმა გოგომ უნივერსიტეტში ვერ ჩააბარე ?!გინდა ეს დავიჯერო? -ხელები გადავაჯვარედინე და დაბნეულ თაიას მკაცრად შევხედე.

-როგორ ვერა. ზუსტად იქ ჩავაბარე სადაც ჩვენ გვინდოდა. მაგრამ შენს გარეშე იქ ისე სიარული ვითომც არაფერი მომხდარა.. უბრალოდ არ შემიძლია ელ. ამიტომ გარკეული დროით აკადემიური ავიღე.

-არა ეს არასწორია! - როცა გავაცნობიერე რომ ჩემი ისტორიით მხოლოდ მე კი არა, არამედ ჩემი მეგობარიც დაზარალდა სიბრაზემ ტვინში ამასხა და სახეზე ავწითლდი.

-და რაარის სწორი?

-მისმინე! -ღრმად ჩავისუნთქე და მის ხელს ჩემი მოვუჭირე -თაია შენ უნდა ისწავლო. უნდა მოიკრიბო ძალა და იარო უნივერსიტეტში. არამხოლოდ ჩემი, შენი ოცნებაც იყო იურიდიული ფაკულტეტი. და ისე ნუ იქცევი თითქოს უკვე დამმარხე. შეხედე რა კარგად ვარ, არაფერი მაკლია. მასწავლებელიც კი დაიქირავა გაბრიელმა რომ უცხო ენები დავხვეწო.

-მართლა? ეს დიდი შეღავათია.

-ნუ დამცინი. დადგება დღე როცა მეც გავაგრძელებ სწავლას, არვიცი როდის მაგრამ ამას აუცილებლად ვიზამ. თან უცებ რომ ადვოკატი დამჭირდეს შენი იმედი არ უნდა მქონდეს?

-ოოჰ ელ.. - თაიას ცრემლები წამოუვიდა მაგრამ არ შეიმჩნია და თავი გვერძე მიაბრუნა.

-მიდი დამპირდი რომ იფიქრებ ამაზე და შემდეგ სემესტრში მაინც აწევ ერთ ადგილს და მიხვალ უნივერსიტეტში.

-კარგი!!! -ამოიხვნეშა და თვალები აატრიალა. -გთხოვ აღარ გინდა ჩემზე ზეწოლა და დავამთავროთ ეს თემა.

მეც დავეთანხმე. ცოტახანს უხმოდ ვჭამდით ჩვენ ჩვენ ტორტის ნაჭერს სანამ თაიას არ ამოეწურა მოთმინების ფიალა და არ წამოფრინდა.

-კარგი, სიჩუმეში ჭამა რომ მდომოდა სახლში დავრჩებოდი!

-ღმერთო ჩემო რისი გაგება გინდა ჩემგან? - გამეცინა, ზუსტად ვიცოდი რაც აინტერესებდა.

-იცი რაც!

-არაფერი მომხდარა. შეგიძლია დამშვიდდე. -ვთქვი ჩურჩულით და სიგარეტს გავუკიდე.

-მატყუებ - ეჭვიანი მზერით თვალები დააწვრილა და ისე შემომხედა.

-გეფიცები მხოლოდ ერთმანეთს ვაკოცეთ რამდენჯერმე. დანარჩენს არაფერს მაძალებს.

-ღადაოობ, ასეთ ბიჭთან შვიდი თვე რომ მეცხოვრა მე თავს ვერ შევიკავებდი. შენ საღოლ!

-ჩჩჩ! გაგიჟდი? გაიგონებს. - თვალები დავუბრიალე და მუჯლუგუნი მივარტყი.

-მოდი დავფიქრდეთ. -თავის მუცელზე დაწვა და ფეხები ჰაერში აათამაშა. თან ისეთი საქმიანი სახე მიიღო თითქოს სერიოზულ თემაზე მსჯელობდა - ის არაფერს გაძალებს, ყველაფერს გყიდულობს, ყველგან თან დაყავხარ, თავის მეგობრებს გაცნობს, გასწავლის, მეგობარი ჩამოყავს შენი დაბადების დღისთვის და ასეთ სიურპრიზ ფართის გიწყობს. ამას პლუს იმდენად გენდობა ტელეფონს გჩუქნის როცა იცის ნებისმიერ დროს შეიძლება დარეკო პოლიციაში ან დაგეგმო მორიგი გაქცევა. ბუუმ! გამოფხიზლდი ელ ამ ბიჭს უყვარხარ.

- სულელობ და ახლავე შეწყვიტე. -თვალები დავუბრიალე.

-მოიცა მოიცა.. შენც გიყვარს! ღმერთო ჩემო ისე როგორც ფილმებში. ხომ ვიწინასწარმეტყველე ჯერ კიდევ მაშინ როცა ნანახიც კი არ გყავდა რომ ერთმანეთი შეგიყვარდებოდათ. - ამის მოთმენა უკვე შეუძლებელი იყო, ვეცი და პირზე ხელები ავაფარე. ისედაც დაბნეულ ჩემს გონებას ამის მოსმენა ნამდვილად აღარ უნდოდა.

რამდენი საათი ვისაუბრეთ და რამდენი ტონა ტკბილეულობა მივიღეთ აღარ მახსოვს. ბოლოს დაღლილებს საწოლშივე მიგვეძინა მაგრამ სანამ დავიძინებდით რაკი ვიცოდი ხვალ დილით ადრე მიფრინავდა, თავი ვეღარ შევიკავე და იმ თემაზე დავუსვი კითხვა რომელიც ყველაზე მტკივნეული იყო ჩემთვის. რომლის გახსენებაც შეგნიდან მიწვავდა ხორცს და გულს ისე მტკენდა რომ ამოგლეჯა და გადაგდება მინდებოდა.

-ჩემები როგორ არიან ? -ექოდ მოიარა ოთახი კითხვამ სანამ თაიას ყურამდე მივიდოდა.

-ელლ... -ჩემსკკენ გადმობრუნდა და უკვე ცრემლისგან დანამულ თვალებში ჩამხედა.

-მიდი, მითხარი დამიჯერე იმაზე ძალიან არ მეტკინება ვიდრე მტკივა.

-საერთოდაც.. საერთოდაც რაც შენ წახვედი ყველაფერი შეიცვალა. -ღრმად ჩაისუნთქა, საწოლზე წამოჯდა და შემომხედა. მე თავი კალთაში ჩავუდე, მან კი თმაზე მოფერება დამიწყო როგორც ადრე... -ხოდა რას ვამბობდი, შენი წასვლის შემდეგ მათი ცხოვრება უკან უკან წავიდა. მამაშინმა სამსახური ვერ იშოვა და დედაშენის სარჩენი გახდა. შენ ძმას და რძალს ფული სულ დაუმთავრდათ და ნატაშა ბავშვით ხელში ჩამოვიდა.

-და გიო ?

-არა, ის ცოცხალი თავით არ ჩამოდის. გაბრიელის ეშინია და იმალება. ნატაშკა მშობლებმა არ მიიღეს და შენებთან ცხოვრობს. დედაშენს ორ სამსახურში უწევს მუშაობა რომ ქმარი, რძალი და შვილიშვილი არჩინოს. ნათესავებს და მეზობლებს შენზე უთხრეს გათხოვდა და უცხოეთში გადავიდაო, მაგრამ რაღაც არ სჯერათ და არავინ არ ეკონტაქტება მათ.. კიდევ გაინტერესებს დეტალებში?

-ო, ღმერთო.. რა საშინელებაა.

-არგინდა მათი შებრალება ელ. მათ ის მიეზღათ რასაც იმსახურებდნენ...

კიდევ რამდენიმეჯერ გადამისვა ხელი თავზე, მე კი ამდენი ემოციით დაღლილს მის კალთაში ჩამეძინა.


ვიცი პატარა თავის მაგრამ არ მეჩხუბოოთ 😀❤️ ახლა მივაძინე ბავშვი და რაც მოვასწარი დაგიწერეთ 🫶🏻
მიყვარხართ გკოცნით 🥰

Continue Reading

You'll Also Like

17.5K 726 19
???? 20 წლის მაშო და მისი ლექტორის,ირაკლის რომანი.. მოგვიანებით კი მაშო იგებს რომ ირაკლი, მამის მკვლელის შვილია... და როგორ დასრულდება მათი ურთიერთო...
6.4K 298 19
სიყვარული.მაინც რა არის სიყვარული,უამრავი მოთხრობა თუ წიგნი გვაქვს წაკითხული სიყვარულის შესახებ,ყველა სხვადასხვა ამბავს გვიყვება საკუთარი გამოცდილებ...
48.7K 1.9K 31
ბედისწერას ვერ დააბრალებთ, რადგან ის აღარ არსებობს. უკვე აღარ! ......🦋
32K 3.1K 10
"Чи миний төлөө үхэх үү?" "Тийм ээ..." > Suicide Squad киноноос сэдэвлэн бичив.