იღბალი, სიყვარული და სხვა.

By Cosmic-girl1

11.7K 743 263

-ახლა კი გაჩუმდი! - ტუჩებზე ხელი ავაფარე და სხეულზე უკნიდან უფრო მაგრად მივიკარი- ვიცი როგორ დავამშვიდო გაბრა... More

Run, Baby Run..
jeckpot!!!
Kiss In The Dark
Money, Money, Money...
Oh Sister...
Boss's Office
YOU ?
My Game, My Rules.
Victim
hello
force
New biggining! New Life!
Fantasy Night
The Gun!
Cousin Boy
Escape?
Dont Lie To Me...
Punishment..
New Love.. ?
Everything Goes Wrong
Touch...
Shower, Power..
Short Dress
The Ice Melts..
No Bra Day!
Separate Room, Why..?
Enzo !!!
The Forbidden Fruit.
Sleepover.
The Truth!
Revange.
Bravo Adrian!

Surprise P.

268 23 5
By Cosmic-girl1



   რამდენიმე დღე გავიდა რაც გაბრიელი მე და ადრიანს ტერასაზე ჩაძინებულებს წაგვადგა თავს.. რამდენიმე დღე იმ კოშმარული ღამიდან.. მაგრამ ჯერაც ვერ ვიკრებდი ძალას მისთვის სიმართლე მომეყოლა. რამდენჯერმე დავაპირე მაგრამ ბედად ხან ტელეფონის ზარმა შემიშალა ხელი და ხან მისმა გადაუდებელმა საქმემ. გაბრიელი უკვე ჩემი მისამართით უცნაურად ყურებას იწყებდა როცა გადავწყვიტე სხვა საჭირო მომენტს დავლოდებოდი. ხოლო ნამდვილი ვნებათა ღელვა მაშინ დამეწყო როცა ერთ დღესაც მითხრა გაემზადე სადღაც მივდივართო.

-სად? - ამ კითხვამ გონებაში სავარაუდო ვერსიების ძიება დაიწყო.

"სად" სადაც მეტყვის ყველაფერი ვიცი და სიცოცხლის ბოლო წუთები დაითვალეო?

"სად" სადაც კიდევ ერთ სასჯელს მომივლენს იმისთვის რომ მოვატყუე?

მისი ცივი და ურყევი მზერა მაფიქრებინებდა რომ ყველაფერი იცოდა.

მაგრამ როგორ? მე არ მითქვამს. ენცოსაც არამგონია თავისივე უსაფრთხოება ეჭვქვეშ დაეყენებინა გაბრიელისთვის სიმართლის თქმით..

-სად ? -კიდევ ერხელ დავუსვი კითხვა და ხელის კანკალით თბილი მოსაცმელი ავიღე.

-რომ მივალთ ნახავ. - ისევ ის არაფრისმთქმელი პასუხები რომელიც ტიპიური გაბრიელის საფირმო საქციელი გამხდარიყო. ამის გამო მის ნაბიჯებს ვერასდროს განჭვრეტდი. ვერ განსაზღვრავდი ინტონაციას  განწყობა მაინც რომ გამოგეცნო.

ნოემბრის სიცივე კარებშივე შემეგება. ქურთუკი უფრო მჭიდროდ შემოვიხვიე და მანქანისკენ განვაგრძე სვლა.

-კარგად ხარ ? - გაბრიელს ჩემი გამოხედვის არც ერთი დეტალი არ გამორჩენია. -უცნაურად იქცევი ელენა.

-უბრალოდ რაღაც ხასიათზე არ ვარ.. ამინდი ჩემზე მოქმედებს. -ვუპასუხე და მანქანის სარკეში ჩემს გაფითრებულ სახეს თვალი ავარიდე.

წესით დღეს, ჩემს დაბადების დღეს ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი თუმცა ჩემს ცხოვრებაში ისე განვითარდა მოვლენები აღარ ვიცოდი რა გამხარებოდა და რა არა...

-ადრიანი სად არის? დიდი ხანია არ გამოჩენილა..

-საქმეებზეა.

-როდის ჩამოვა?

-სავარაუდოდ დღეს..

ჩვენი სასაუბრო თემა აქვე ამოიწურა, სხვა ვერაფერი მოვიფიქრე ამიტომ დანიშნულების ადგილამდე უხმოდ ვიმგზავრეთ. ორმოცი წუთი საათებად გაიწელა, საბოლოოდ ქალაქის ცენტრში ერთ ერთ დიდ შენობასთან ამოვყავით თავი.

-ეს რა ადგილია?

-ელენა ნუ ხარ ასეთი ცნობისმოყვარე. - ჩემსკენ გადმოიწია და ჩაჭედილი ღვედის გახსნაში დამეხმარა. მისი სუნთქვა ლავიწებზე დამეცა და მიუხედავად იმისა რომ სხეულზე მომდგარი დახურული კაბა მეცვა, მაინც ვიგრძენი მხურვალება სხეულში.

გადავედით, კიბეებს ავუყევით და ბოლო სართულს მივადექით. კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. საეჭვო ადგილი და სრული სიჩუმე?! წინათგრძნობა მეუბნებოდა რომ ეს კარგის ნიშანი არ უნდა ყოფილიყო.

-ელენა რატომ არ მითხარი ? - ჩაბნელებულ დერეფანში მიმავალს მისმა ხმამ თავზარი დამცა და ვიფიქრე რომ აი აქ, ამ წამს დამთავრდებოდა ჩემი სიცოცხლე.

-რაა? რააა არ გითხარი ? - მინდოდა მიწა გახსნილიყო და თან ჩავეტანე. 

-გეგონა ვერ გავიგებდი? დაგავიწყდა ვინ ვარ ?- სიტყვებს საშინელი არსი ქონდა თუმცა მისი ტონი მშვიდი და ცივი იყო.

-არვიცი, ვერ გითხარი.. თავს მართლა საშინლად ვგრძნობ გაბრიელ.. - ვიფიქრე რაც არის არის მეთქი და ნელ ნელა სიმართლის მოყოლა დავიწყე როცა გაკვირვებულმა შემომხედა.

-კარგი ასეთი სანერვიულოც არ არის ეს ამბავი. უბრალოდ გამიკვირდა ჩვეულებრივად რომ აპირებდი ამ დღის გატარებას..

რა?!

რაზე ლაპარაკობს?! 

მე ვერ გავიგე თუ აქეთ მამშვიდებს?!

-გაბრიელ რაა .. რაზეე .. - კითხვის დასხმაც ვერ მოვასწარი რომ ზურზე ხელით მსუბუქად მომაწვა და მიბიძგა რომ სიბნელით მოცულ კარში შევსულიყავი. ნაბიჯი შევდგი თუ არა უცებ სინათლე აინთო და ოთახი ფერად ფერადად აციმციმდა.

შევხტი! 

გული ამომივარდა! 

ერთი სიცოცხლე გავათავე!

-გილოცავთ დაბადების დღეეს!!! - ერთდროულად რამდენიმე ადამიანმა იყვირა და სიხარულით სავსე სახეებით ჩემსკენ წამოვიდნენ.

ფუ შენი! შემეშინდა და თან როგორ..

ხელები პირზე ავიფარე.  ღრმად ისუნთქე ელენა.  ისუნთქე!  ეს ხომ დაბადების დღის წვეულებაა..


 



 

-გილოცავ დაბადების დღეს ..- უცებ გაბრიელის ჩურჩული და ლოყაზე ნაზი კოცნა ვიგრძენი რომელმაც სახე ამიწვა. მიხედვა და მადლობის გადახდა დავაპირე მაგრამ ადრიანი და რამდენიმე უცხო ადამიანი დამეტაკნენ რა დროსაც გაბრიელი გვერძე გადგა.

-გილოცავ ელ უკვე სრულწლოვანი ხარ -გადამეხვია ადრიანი.

-მადლობა -გავუღიმე და იმ რამდენიმე ადამიანს შევხედე რომლებიც წარმოდგენაც არ მქონდა ვინ იყვნენ.

-აბა როგორ განწყობაზე ხარ?

-სიმართლე გითხრა შოკში ვარ. ყველფერს ველოდი ამის გარდა. -ვუთხარი და გაბრიელს გავხედე. გვერძე იდგა, მიყურებდა და სახე ოდნავ უღიმოდა.

-ამიტომ ეძახიან ამას სიურპრიზ წვეულებს. ეს შენ. - სახებადრულმა შავი ხავერდის მოგრძო ყუთი მომაწოდა.

-გახსენი!  - დაამატა მოუსვენრად.

-ო ღმერთო -აღმომხდა ულამაზესი სამკაულის დანახვაზე. -ადრიან ეს ძალიან ლამაზია და თან ძვირფასი. არუნდა შეწუხებულიყავი, მადლობა.

-კარგი რა, რა მადლობა. -თვალი ჩამიკრა და ჩემი რეაქციით ნასიამოვნები მხრებში კიდევ უფრო გაიშალა.

-ყველაფერი შესანიშავია კიდევ ერთხელ მადლობა - ვუთხარი და ჩავეხუტე.

-შენ ხარ ჩვენი იუბილარი? გილოცავ!!! - ამ დროს ახალგაზრდა გოგონა მომიახლოვდა მომილოცა და თავზე ვარდისფერი წვეტიანი ქუდი მომარგო. -წამოდი სტუმრებს მიესალმე.

 გოგონას მხოლოდ გავუღიმე და ადრიანს უცნაურად გავხედე რომელმაც თვალები დამიბრიალა რამაც მიმახვედრა რომ გოგონას აუცილებლად უნდა გავყოლოდი.

ოქროსფერ-ვარდისფერი დეკორაციებით, ბუშტებით და ბრჭყვიალებით ულამაზესად მორთული ოთახის შუაგულში შევედით. სასმელების და საჭმელების გარემოცვაში. ყველაფერი პრინცესული, ლამაზი და ძალიან კარგი იყო. იმის გამოკლებით რომ უცხო ხალხი მეხვეოდა და მილოცავდა.








    შამპანურის ორი ჭიქა და ყველა ცუდი ფიქრი მომეშვა. უკვე თავისუფლად ამოვისუნთქე და ნელ ნელა იუბილარის სტატუსიც შევიფერე. როცა მუსიკა ჩართეს და ხალხმა გართობა დაიწყო დრო ვიხელთე და გაბრიელისკენ წავედი.

-ნამდვილად გცოდნია სიურპრიზის მნიშვნელობა რადგან ერთი წამითაც არ მიფიქრია ასეთ რამეს რომ მიწყობდი. - ვუთხარი, გვერდით ამოვუდექი და შამპანურის ერთი ჭიქა მას გავუწოდე. მეორედან კი მე მოვსვი ყლუპი.

-ისეთი არაფერია თან ადრიანმა აიჩემა დაბადების დღის წვეულების გამართვა. მე მხოლოდ შენი აქ მოყვანა მევალებოდა.

-მაინც დიდი მადლობა. მაგრამ ვერ ვხვდები ეს ხალხი ვინ არიან.

-რამდენიმე ჩვენი თანამშრომელი დანარჩენი კი ადრიანის მეგობრები. ხომ იცი როგორი კომუნიკაბელურია.

-აჰამ გასაგებია.. კიდევ ერთხელ მადლობა რომ ჩემზე იფიქრეთ.

-როგორც გითხარი მე არაფერ შუაში ვარ. მადლობა ადრიანს გადაუხადე. -ახლაღა მომიტრიალდა და მისმა თვალებმა კიდევ უფრო ამიმღვრია აწმყო. - რაც შემეხება მე, მე ამ საჩუქარზე ვარ პასუხისმგებელი.

მითხრა და იქვე მდგარი მაგიდიდან პატარა ყუთი აიღო. იქ თუ იდო აქამდე არც შემიმჩნევია.

-საჩუქარი ? გაბრიელ საჭირო არ იყო რამის ჩუქება. -ვუთხარი და თვალები დაბლა დავხარე.

-გახსენი. საჭირო იყო თუ არა მერე მეტყვი - სახეზე ღიმილი გაუკრთა და მოლოდინით მომაჩერდა.

მეც გამოვართვი ყუთი, პარკიდან ამოვიღე და თვალები გამიფართოვდა.

-ტელეფონი?! გაბრიელ ტელეფონი? - სიხარულისგან შევკივლე და დაუფიქრებლად ჩავეხუტე.

ეს უბრალო ტელეფონი არ იყო ეს იყო ჩემი დამაკავშირებელი გზა გარესამყაროსთან. ეს იყო ნდობის გამომხატველი ჟესტი გაბრიელის მხრიდან.

-არც კი მჯერა! ესეიგი შენი ნდობა ასე თუ ისე დავიმსახურე - ყურებამდე გაღიმებული ვიყავი, თან მას ველაპარაკებოდი თან ყუთს ვხსნიდი.

-ახლა შეგიძლია შენს დაქალებს დაურეკო და ჩემზე ეწუწუნო - მითხრა სიცილით და ამ დროს მივხვდი რომ ეს პირველი შემთხვევა იყო როცა გაბრიელმა იხუმრა. სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. ყურებამდე გახსნილ ღიმილს სახიდან ვერ ვიშორებდი.

-მაგრამ.. მაგრამ მე მათი ნომრები რომ არ მახსოვს? - უცებ იმედგაცრუებამ შემიპყრო და გაბუტული ბავშვის თვალები ცრემლით ამევსო.

-ოო, არა! არა! გთხოვ არ იტირო-  გაბრიელი დაიბნა და გულში ჩამიკრა.

-მაპატიე, უბრალოდ გული ამიჩუყდა..- მომდგარი ცრემლი მოვიწმინდა და ღრმად ამოვისუნთქე. -იქნება იყოს გზა და თაიას ნომერი მაინც გავიგოთ?

-საჭირო არ არის ნომრის გაგება, მოდი ჯერ სანთლები ჩააქრე.

-კი მაგრამ როგორ არარის საჭირო ..

აღარ მაცადა და ჩემი ტელეფონიანად ოთახის შუაგულისკენ წამიყვანა. გზაში იმ ნომრების კომბინაციაზე ვდიქრობდი რომლის მეშვეოვითაც დაქალის ნომრის გამოცნობას შევძლებდი.

-აბა მზად ხარ ტორტის ჩასაქრობად?

-გაბრიელ ეს ხომ უბრალოდ ტორტია -სიცილად არ მეყო მისი კითხვა მზაობასთან დაკავშირებით და ისე ვუპასუხე არც კი შემიხედავს. გონებაში ინტერნეტთან დაკავშირება და სოციალური ქსელები მიტრიალებდა.

-გამოიტანეთ ტორტი!

-ღმერთო ჩემო ასეთი პომპეზურობა რა საჭიროა. -თვალები ავატრიალე როცა უკვე სადღესასწაულო მუსიკა ჩაირთო და ოთახის ფეიერვერკმა ოქროსფერი ნაპერწკლებით გაანათა.

ცენტრში მოვექეცი. სიმღერის დასრულებამდე უხერხული ღიმილი მქონდა აკრული. ბოლოსდაბოლოს დიდი ვარდისფერი ხილის ტორტი თვრამეტი ცალი აგიზგიზებული სანთლით ვიღაც სუსტმა გოგონამ ძლივს გამოიტანა. მისი სახე სანთლების მიღმა კარგად არ ჩანდა თუმცა დავიფიცებდი სადღაც მენახა. გაბრიელს გადავხედე და ჩასაქრობად გადავდგი ნაბიჯი.

-ჩაიფიქრე სურვილი პრინცესა. - თვალი ჩამიკრა მან და სახე გაებადრა.

-3
-2
-1

-დაბადების დღეას გილოცაააავთ!!!

შეძახილები. ყვირილი. სიცილი.

    შევუბერე. თვრამეტივე ჩაქრა და კვამლის მიღმა ნელ ნელა გოგონას სახის გარჩევა დავიწყე.

-არ არსებობს! -ვიყვირე. როცა მან ტორტი მაგიდაზე დადო და ჩემს წინ სრულიად გამოჩნდა.

-ნომერი შეგიძლია თვითონ კითხო.-გადმომძახა გაბრიელმა.

შოკში ვიყავი. ვიდექი ჩემს წვეულებაზე. ჩემი ჩამქრალი ტორტის წინ, ჩაფიქრებული სანუკვარი სურვილით და თვალებს ვერ ვუჯერებდი.
ჩემს წინ არც მეტი არც ნაკლები ჩემი დაქალი თაია იდგა.

-თქვენ ჩემი გულის გახეთქვა გინდათ.- ვიყვირე, თაიასკენ გადავდგი ნაბიჯი და მაგრად მოვეხვიე.

-ელ გილოცავ! - თაიას გულაჩუყებული ხმა სულში ჩამწვდა.
 
აქამდე თუ მშვენივრად ვუმკლავდებოდი მოწოლილ ნოსტალგიებს და არაფერს ვიმჩნევდი, ახლა უკვე ვეღარ გავძელი, მეც ამომიჯდა გული და ცრემლებმაც გაიკვალეს გზა ლოყებისკენ.

დიდხანს ვეხვეოდით  ერთმანეთს, როცა მოვშორდი კარგად ავათვალიერე და ისევ ჩავეხუტე.

-იმედია აქ შენი ნებით ხარ თაი, წინააღმდეგ შემთხვევაში ორივეს მივახრჩობ! - ვუჩურჩულე ყურში.

თაიას წკრიალა სიცილმა მეც გამაცინა და მივხვდი ყველაფერი რიგზე იყო.

-ძალიან მომენატრე ელ! შენზე ისე ვნერვიულობდი იმდენს ვფიქრობდი. როგორ ხარ? ყველაფერი მომიყევი!

- მშვენივრად ვარ, კარგად მექცევიან, კომფორტულად და ბედნიერად ვცხოვრობ. ჩემზე ნუ ღელავ. -რაც არ უნდა ყოფილიყო ჩემი დიდი ხნის უნახავ დაქალთან ეგრევე წუწუნს ვერ დავიწყებდი. დაე ეგონოს რომ კარგად ვარ, ნამდვილად არ მინდა წასვლის შემდეგ ჩემზე ინერვიულოს..

-აბა როგორ მოგეწონა სიურპრიზი? -ჩვენთან ადრიანი მოვიდა.

-ყველაზე მაგარი დაბადების დღე მაქვს და უბედნიერესი ვარ. არც კი ვიცი როგორ გადაგიხადო მადლობა გაბრიელმა მითხრა რომ ყველაფრის ორგანიზება შენ გააკეთე. -ზღვა ემოციებიდან მხოლოდ ამის გადმოცემა შევძელი.

-მხოლოდ იმიტომ  რომ მან დამავალა. ყველაფერი მან მოიფიქრა მე მხოლოდ შევასრულე. რა არ გითხრა?

-ამმ... არააა. - ამ ეიფორიაში სრულიად დავიბენი. 

 ესეიგი გაბრიელმა მომატყუა და ეს ყველაფერი მისი ნამოქმედარია?! გულში სითბოს მოზღვავება ვიგრძენი და უფრო მეტად დამცხა.

-საჩუქარი მანქანაში დამრჩა. - შეიცხადა თაიამ.

-მეტი არაფერი მინდა თაი, ჩემი საჩუქარი შენ ხარ! -გაბრიელზე ფიქრისგან გამოვერკვიე. ახლა მხოლოდ ჩემს მეგობართან ერთად გატარებული დროით უნდა დავმტკბარიყავი. გაბრიელი მოიცდიდა!

-არა უნდა მოვიტანო! - არ ნებდებოდა თაია. ნეტავ რა მიყიდა ასეთი?

-რადგან არ იშლი მიდი ოღონდ მალე დამიბრუნდი.- ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.

-მოდი მე წამოგყვები და დაგეხმარები. - ადრიანმა დახმარება შესთავაზა, ქერა თმაზე ხელი გადაისვა და უცნაური სახე მიიღო.

-ამ.. კარგიი მადლობა. - თაიასაც არ გაუწევია წინააღმდეგობა და ისინი მალე კარში ერთად გაუჩინარდნენ.

ამ ორს უცნაურად გავხედე და როცა თვალს მიეფარნენ გაბრიელი მოვძებნე. რომელიც მარტოდ მარტო ჭიქით ხელში იდგა და მოვლენებს აკვირდებოდა.

-იმედია თაიას უკან დააბრუნებ და პრობლემები არ შეექმნება. -პირდაპირ ვუთხარი. მან გაკვირვებული მზერით ამომხედა.

-რატომ თუ გოგოს დარჩენა უნდა მე ვინ ვარ რომ შევაჩერო? -ჩაიცინა. თუ ამ წინადადებაში 1% სიმართლე მაინც იყო ნამდვილად მოვკლავდი.  

-არ ვხუმრობ. მე შეიძლება ამ ყველაფერს შევეგუე მაგრამ ჩემს დაქალს რომ რამე დაუშავო მოგკლავ და არ ვხუმრობ.

-საშიში ქალი ხარ-ყურთან მიჩურჩულა ჩემი ურყევი რეაქციის დანახვისას კი ხელები გაშალა და დაამატა. -დამშვიდდი პრინცესა, უბრალოდ გეხუმრე. ის ადრიანმა ჩამოიყვანა რათქმაუნდა თაიას თანხმობით და მას უვნებელს უკან დავაბრუნებთ.

-მადლობა ღმერთს!

-ახლა ბედნიერი ხარ?

-ძალიან!





Continue Reading

You'll Also Like

116K 1.8K 5
Peter Parker goes on a field trip to his home avengers tower. (This was my first time writing fanfics and I've decided to redo the last three chapter...
1.6K 199 26
Save the Earth! In each chapter, this book will have an environmental problem. Please read the chapter How to Use this Book. I know it sounds optiona...
8.4K 424 25
სიყვარული და მორჩა რომლისიც არ მწამს
4K 458 21
სამყარო, სადაც არსებობენ ვამპირები, მაქციები და ჯადოქრები. ემილი კლარკი ახლად გარდაქმნილი გოგონაა ხროვაში, თვრამეტი წლის დაბადების დღეზე მას წესით მი...