იღბალი, სიყვარული და სხვა.

By Cosmic-girl1

11.8K 744 263

-ახლა კი გაჩუმდი! - ტუჩებზე ხელი ავაფარე და სხეულზე უკნიდან უფრო მაგრად მივიკარი- ვიცი როგორ დავამშვიდო გაბრა... More

Run, Baby Run..
jeckpot!!!
Kiss In The Dark
Money, Money, Money...
Oh Sister...
Boss's Office
YOU ?
My Game, My Rules.
Victim
hello
force
New biggining! New Life!
Fantasy Night
The Gun!
Cousin Boy
Escape?
Dont Lie To Me...
Punishment..
New Love.. ?
Everything Goes Wrong
Touch...
Shower, Power..
Short Dress
The Ice Melts..
No Bra Day!
Separate Room, Why..?
Enzo !!!
Surprise P.
Sleepover.
The Truth!
Revange.
Bravo Adrian!

The Forbidden Fruit.

330 22 18
By Cosmic-girl1




                            ელენა


  ჩემი გულისცემა ნახვერად ჩაბნელებულ ოთახში სულ უფრო ძლიერდებოდა. ჩვენ ვიდექით პირისპირ და ერთმანეთს უხმოდ მივჩერებოდით.




რისთვის მესტუმრა დაუპატიჟებლად ეს არანორმალური? გონებაში განგაშის ატეხვის სხვადასხვა ვერსიაზე ვფიქრობდი. კარი ჩაკეტილია, ტელეფონი არ მაქვს და გაბრიელი კაბინეტშია  სადაც ჩემი ხმა არ ისმის...

-ბოლოსდაბოლოს რა გინდა ენცო? - გავბედე და ხმა ამოვიღე. წამები წუთებად მეჩვენებოდა და მეგონა მთელი საათი გასულიყო ასე ერთმანეთის ყურებაში.

- მე ყველაფერი მაქვს რაზეც კი კაცი იოცნებებდა საყვარელი ქალის გარდა. ახლა კი შენ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში და მინდა რომ ჩემი გახდე.

-შენი გავხდე? - ეს სიტყვები რამდენჯერმე დავატრიალე და იმის წარმოდგენაზე თუ რა იგულისხმა  ცივმა ოფლმა დამასხა. - ეს არ მოხდება, არასდროს!

-არასდროს თქვა არასდროს ჩემო მშვენიერო..

- სისულელეა! ეს უბრალოდ ახირებაა. ის გინდა რაც შენი არასდროს გახდება.

- გახდება და თან როგორ ელენა! უბრალოდ მინდა მშვიდობიანად მოვაგვაროთ ეს ამბავი სანამ გაბრიელი გაიგებს თორემ ახლაც შემიძლია შენი ჩემთან დატოვება, მისი მოკვლაც რომ მომიწიოს..

-არა! გაჩერდი! - გაბრიელის მკვლელობაზე საუბრის  შემდეგ უკვე ნერვებმა მიმტყუნეს და ხმის ამაღლებით და ხელის აწევით გავაჩერე. -არ მინდა რომ ვინმე მოკვდეს, თანაც ჩემს გამო და განსაკუთრებით გაბრიელი! გასაგებია?

-კარგი, კარგი მას არაფერს დავუშავებ ეს  თუ  ასე გაგაღიზიანებს. სიმართლე გითხრა მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს  - სახეზე ღიმილი გაუკრთა და ჩემსკენ გადმოდგა ნაბიჯი.

-მადლობა, დიდი შვებაა - ცინიკურად გავუღიმე.

-ჩემი სავიზიტო ბარათი მოგეცი, რატომ არ დამირეკე?

-იმიტომ რომ არანაირი სურვილი არ მაქვს შენთან ურთიერთობის! სხვანაირად როგორ აგიხსნა? - მკერდზე ხელები გადავაჯვარედინე, ცინიკური მზერა არ მშორდებოდა.

-რათქმაუნდა შენ სურვილი არ გაქვს რადგან ჯერ არ მიცნობ.

-და არც მინდა გაგიცნო. უცნაური ხარ და მაშინებ.

-უბრალოდ მინდა გაიგო რაზე ამბობ უარს როცა ხელს მკრავ და უხეშ, ცივ და მკაცრ გაბრიელთან კარგავ დროს.- მისი რამდენიმე ნაბიჯი წინ, ჩემი უკან.. უფრო და უფრო ახლოს მოიწევდა, მე კი უკან დასახევი გზა მიმთავრდებოდა.

-არ მომეკარო თორემ ვიყვირებ.- ჩემი მუქრა უსაფუძვლო და სუსტი აღმოჩნდა, ის უკვე წელს ზევით შიშველი იყო და მიახლოვდებოდა. - ყელში ამომივიდა ეს ყველაფერი! მე შენი სათამაშო არ ვარ! - ძლიერად მოვიქნიე ხელი და სილა გავაწანი.





მას სახე გვერძე მოექცა მაგრამ მზერა მაშინვე უხმოდ გამისწორა. თვალებში ცეცხლის ნაპერწკლები დავინახე ჩემი შეხებისას რომ ანთებულიყვნენ. ახლა მუშტები დავუშინე მკვრივ, დაკუნთულ გულმკერდზე თუმცა წარბიც არ შეუხრია. სიბრაზისგან დაცლა მაცადა და მაშინვე ორივე ხელი დამიჭირა, გამაჩერა და ძლიერად მიმიზიდა.

-ისეთი ტემპერამენტი გაქვს გასაკვირია იტალიელი რომ არ ხარ. -მითხრა და საკოცნელად მოიწია.




თავი გვერძე გავწიე. მისი სიახლოვისგან მკერდი გამალებით მიცემდა,  აწეწილი თმა სახეზე მეყარა,  ღრმად ვსუნთქავდი... ფუ შენი! ეს შეშლილი ჰორმონები!

-ახლა ნახავ რაზე ამბობ უარს! - უხეშად დამაგდო საწოლზე და ზემოდან დაუკითხავად მომექცა. გავიფიქრე წასულია ჩემი საქმე მეთქი და ხვეწნა დავუწყე რომ გაჩერებულიყო, რომ არ მომკარებოდა, რომ ასეთი საქციელით ჩემს გულს ნამდვილად ვერ მოიგებდა.
მაგრამ ის არ ჩერდებოდა.
მკოცნიდა კისერში, ყელზე, ლავიწებზე, თავის ცხელ აქოშინებულ სუნთქვას ჩემს სხეულზე დაატარებდა. ბოლოს ისე მომეკრო რომ მთელი სხეულით შევიგრძენი მისი უზარმაზარი ერექცია.

- ასე ჩემს გულს ვერ მოიგებ! პირიქით ენცო მთელი არსებით შეგიძულებ!

-ისეთ სიამოვნებას მოგანიჭებ რომ შემევედრები ეს ისევ და ისევ გავიმეოროთ. ელენა მე შენზე ძალადობას არ ვცდილობ შენ თვითონ ნახავ, მოგეწონება და იქნებ შენი ნებით დარჩე ჩემთან.

  კაბა ერთი მარტივი მოძრაობით ამიწია და ფეხები გამაშლევინა.

-ენცო! ენცო  გაჩერდი! -მთელ ხმაზე ვუყვირე და მუხლი ფეხებს შორის ამოვარტყი.

ის ჩაიკეცა მე კი დრო ვიხელთე და საწოლიდან სასწრაფოდ წამოვხტი. გვერდულად გამომხედა, სიმწრისგან დამანჭვოდა სახე მაგრამ დანებებას არ აპირებდა.

კართან მივვარდი და საკეტს მოვკიდე აკანკალებული ხელი.

-ნუ მაიძულებ ცუდად მოგექცე მშვენიერო. - თმაში ხელი შეიცურა, გაისწორა და ნელა წამოდგა ფეხზე.

  წელს ზემოთ შიშველი, დაკუნთული სხეულით. თავისუფალი განიერი შარვალი, რათქმაუნდა ფეხშიშველი. აღზნებული და თვალებ ანთებული. დიდი სავსე ტუჩებით და ღრმა თვალებით. ამას დავუმატოთ მშვენიერი ტემპერამენტი, ფული და ძალაუფლება..  გიჟი უნდა ყოფილიყო ნებისმიერი ქალი ვინც მას უარს ეტყოდა.
სხვა დროს მომეწონებოდა კიდეც მაგრამ ახლა ჩემი გული სრულიად დაეკავებინა გაბრიელს და რომც მდომოდა სხვა კაცის მიმართ ინტერესს ვერ ვგრძნობდი...

სანამ ვცდილობდი მისგან თავის დაძვრენას უცებ სამაშველო რგოლივით ვიღაცამ კარზე დააკაკუნა.

-ელენა, ხომ კარგად ხარ? - მადლობა ღმერთს ეს ადრიანი იყო.

-ხმის ამოღება არ გაბედო- გამოსცრა ენცომ კბილებიდან.

-არ მომიახლოვდე თორემ ვიყვირებ.- ვუთხარი და თვალებში შევხედე. ორივე გავჩერდით და მოქმედებისთვის მოვემზადეთ.

-უნდა გავუღო რომ დარწმუნდეს კარგად ვარ. თორემ არ წავა.

-არ გაბედო!

-ელენა?! ვიცი რომ გღვიძავს ხმაური შემომესმა! -არ ნებდებოდა ადრიანი.

-არაფერს ვეტყვი გეფიცები. მაგრამ თუ ჩემს ხმას არ გაიგებს არ დამშიდდება და მთელი ღამე აქ იდგება.

-თუ ეტყვი შედეგებზე პასუხს ვეღარ ვაგებ. ვერ დაგპირდები რომ ვინმეს დავინდობ.

-გთხოვ მას არაფერი დაუშავო.

ვუთხარი სწრაფად და გასაღები კიდევ ერთხელ გადავატრიალე, სახელურს ვეცი და ჩამოვწიე. ვიგრძენი როგორ მეცა ენცო და ჩემი ისევ საწოლისკენ წათრევა სცადა მაგრამ კარი ნახევრად ღია იყო და იქ ადრიანის სილუეტი მოჩანდა. მთელი ძალ ღონე მოვიკრიბე რომ მისი ხელები წელიდან მომეშორებინა. საბედნიეროდ მოვასწარი და ადრიანს არაფერი დაუნახავს..

-უკვე შემომტვრევას ვაპირებდი. კარგად ხარ? - ჩემი მშველელი ზღურბლს იქიდან გაოცებული მიყურებდა.

-კი, კარგად ვარ. - ალბათ ჩემი სახე ჩემს მაგივრად ლაპარაკობდა იმიტომ რომ ადრიანი შეშლილივით მომჩერებოდა არეულ ნაკვთებზე.

-რაგჭირს? რამე მოხდა? -ხმა დაუმძიმდა, მე კი სიმწრისგან ტუჩზე ვიკბინე. გული მისკდებოდა რადგან არ ვიცოდი ენცო რას იზავდა. კარს უკან ჩუმად დარჩებოდა თუ თავს ამხელდა.

-ამ.. არაა .. უბრალოდ ცუდი, ძალიან ცუდი სიზმარი მესიზმრა და გამეღვიძა.

-კარგიი.. და ამიტომ ყვიროდი ? -ის დაეჭვებული მათვალიერებდა და ცალი თვალით ოთახში იყურებოდა.

კიდევ კარგი ენცომ გადაწყვიტა კარს უკან დალოდებოდა როდის გავისტუმრებდი ადრიანს. იდგა და ელოდა როდის მივხურავდი რომ დაწყებული გაეგრძელებინა. თუმცა მე ნამდვილად სხვა გეგმები მქონდა.

-ხოო ამიტომ აბა სხვა რატომ? - ყალბად გავუღიმე.

-კარგი უბრალოდ მინდოდა დავრწმუნებულიყავი რომ კარგად ხარ.. ნაწილობრივ ეს გაბრიელის თხოვნაც იყო. ვერ ისვენებდა, რაღაც ცუდი წინათგრძნობა ქონდა და პარანოიით შეპყრობილი რომ არ გგონებოდა მე გამომიშვა..

გულში სითბო ჩამეღვარა.. თურმე გაბრიელი ჩემზე ნერვიულობდა. კიდევ კარგი იმდენად ამაყია რომ თვითონ არ მოვიდა აქ...

ვიგრძენი როგორ ამოიხვნეშა ენცომ გაბრიელის სახელის ხსენებაზე.

-მადლობა რომ ზრუნავ ჩემზე. ძალიან სასიამოვნოა-ვუთხარი ადრიანს. რომელიც უკვე წასვლას აპირებდა.

-მაშინ იმედი მაქვს კოშმარები აღარ დაგესიზმრება.

-მისმინე არ ვიცი ძილს საერთოდ შევძლებ თუ არა. ეს სახლი ძალიან მთრგუნავს. ჩაიზე და ერთი ღერის მოწევაზეც არ ვიტყოდი უარს. რას ფიქრობ გამიწევ კომპანიონობას? - ეს ვთქვი თუ არა ნაბიჯი წინ გადავდგი.

გაოცებულმა ადრიანმა მხრები აიჩეჩა.

- ამ დროს? კარგი თუ ასე გინდა მარტოს როგორ დაგტოვებ. - მითხრა და ოთახის სიღრმისკენ გაიხედა. მაგრამ მალევე მივხურე კარი. დაე დარჩეს ენცო იქ და მელოდოს. დღეს იქ არ დავბრუნდები.

ტერასაზე გავედით, პლედები მოვიხურეთ და მოახლეს ჩაი ვთხოვეთ.
იმის გათვალისწინებით რომ ღამის 3 საათი იქნებოდა, მისაღებ ოთახში ჩვენს გარდა არავინ იყო. საბედნიეროდ ყველას უკვე ეძინა..






ადრიანი ჩემთვის თაიას შემდევ ყველაზე კომფორტული ადამიანი გამხდარიყო.. ძმასავით მიყვარდა..

-კარგი ჩიტო, ახლა მითხარი სინამდვილეში რა ჯანდაბა ხდება შენს თავს? - ადრიანი კომფორტულად მოთავსდა, ჩაი მოსვა და გამომცდელი მზერით გამომხედა.

ელდა მეცა მაგრამ თავი შევიკავე რომ არაფერი შემტყობოდა. კარგი, ახლა კი დავაღწიე თავი იმ უბედურებას რაც ჩემს ოთახში ტრიალებდა მაგრამ რას ვაპირებდი?
ეს ყველაფერი მართლაც კოშმარული სიზმარივით უნდა დამევიწყებინა?
გაბრიელს მისგან რომ გაეგო ხომ ტრაგედიას ვერ ავიცილებდი თავიდან?!
ან მომავალში ენცოს ახლომახლო რანაირად მეარსება?

-ელენა? სად დაფრინავ?

-ხომ გითხარი ყველაფერი კარგადაა.

-რაღაც არ გეტყობა-მითხრა და ანთებული სიგარეტი მომაწოდა. ჩემს პრობლემებსაც სიამოვნებით გავუშვებდი ჰაერში, გავიფიქრე როცა ჩვენგან გამოშვებულ ბოლს გავხედე.

-უბრალოდ სახლი გამახსენდა, ჩემი მეგობრები და თან მალე ჩემი დაბადების დღე მოდის. თავს მარტოსულად ვგრძნობ. .. - ჩავილაპარაკე და თემის შეცვლა ვცადე.

კიდევ რამდენჯერმე შემოაპარა საუბარში კითხვები ჩემი ეგრეთ წოდებული კოშმარების შესახებ ადრიანმა მაგრამ მალევე დანებდა.
ჩაის ნახევრად ცარიელი, გაციებული ჭიქები ძირს გველაგა. სავსე საფერფლეს ნიავი უსიამოვნოდ დასდევდა. უკვე 5 ან 6 საათი იქნებოდა და კოშმარულად დაღლილს შიშით თვალების დახუჭვა მეშინოდა. მეშინოდა რომ როცა გავიღვიძებდი ისევ ენცოს კლანჭებში აღმოჩნდებოდი.
ძაღლი ახსენეო და სად იყო და სად არა თავზე ენცო წაგვადგა. სრულიად მშვიდი და კიდევ კარგი ჩაცმული.

-რატომ არ გძინავთ, ოთახები საკმარისად კომფორტული არ აღმოჩნდა ?-გვკითხა ყურადღებიანი მასპინძელივით.

-საერთოდ არ გვეძინება. რამე პრობლემაა აქ რომ ვიჯდეთ და ალიონს დაველოდოთ ბატონო ენცო?! - პასუხი არ დავაყოვნე.

- არავითარი..

-შენ რატომ არ გძინავს ? - გახედა ადრიანმაც.

-წყლის დასალევად ავდექი შემდეგ კი ხმაური გავიგონე, გადავწყვიტე მენახა ჩემი სტუმრები ხომ კარგად იყვნენ.

-ყველაფერი კარგადაა ენცო.

-კარგი ადრიან თუ ყველაფერი კარგადაა მაშინ დაგტოვებთ.

-ტკბილი ძილი!- წარბ აწეულმა გავხედე და ადრიანისკენ მივიჩოჩე.

რამდენიმე წუთში ენცომ დაგვტოვა თუმცა მისი მუქარით სავსე მზერა სამუდამოდ აღებეჭდა ჩემს გონებას. რადგან მე არ გავეცი, მანაც არაფერი შეიმჩნია ამიტომ ჩავთვალე რომ ის უკვე ხვალინდელი პრობლემა იყო და შვებით ამოვისუნთქე..

-ისე ეს ენცო რა ტიპია? -ვიკითხე ყოვლად უინტერესო ტონით.

-რავიცი თავისებური ტიპია მაგრამ საქმეში საიმედოა, ბიზნესის კარგი ალღო აქვს და ჩემ ბიძაშვილთან მეგობრობს.. რა მხრივ მეკითხები?

-არვიცი ცოტა არ იყოს მეუცნაურება და მისი აურა მთრგუნავს..

-ხომ არ შეუწუხებიხარ ელენა?! -ადრიანს ძარღვები დაეჭიმა. ხმაში სიბრაზე გაუკრთა და წამოჯდა.

-რატომ მეკითხები?

-ჯერ მიპასუხე ელ, არაფერი დამიმალო. იცოდე რომ შენს შეწუხებას არავის შევარჩენ!

-აამ არაა.. მსგავსი არაფერი დამშვიდდი. და ეგრევე რატომ იფიქრე ეგ?

-იმიტომ რომ ის ცნობილია თავისი უცნაური მიდრეკილებებით. -ადრიანმა აქეთ იქით მიმოიხედა და ჩურჩულით განაგრძო. - ჯერ ოცდაშვიდი წლისაა და უკვე სამი ცოლი ყავდა. ვინც მოეწონება მაშინვე ცოლად მოყავს არ აქვს მნიშვნელობა ვინაა. მდიდარი, ღარიბი, ვინმეს ცოლია თუ თავისუფალი. რეპუტაციაც არ აინტერესებს. არ ვიცი მართლა რომანტიკოსია თუ ახირებული სირი. მაგრამ ფაქტია რომ რაღაც ვერა აქვს დალაგებული.

  ამ გვიანი შემოდგომის ღამეს ვისხედით ენცოს სასახლის ტერასაზე და ვსაუბრობდით მის მიდრეკილებებზე  აკრძალულ ხილთან და მიუღწეველ ქალებთან დაკავშირებით და ამ დროს მივხვდი რომ  ჩემი საქმე ცუდად იყო...





გამარჯობა მეგობრებო რადგან ამას კითხულობთ ესეიგი თვალი გადაავლეთ დღევანდელ თავს ❤️🙏🏻
მადლობა რომ კითხულობთ და უფრო დიდი მადლობა რომ მოთმინებით ელოდებით🫶🏻
ახლა კი თქვენი აზრი მაინტერესებს მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით. ნებისმიერი აზრი დააფიქსირეთ ❤️
გკოცნით  💋

Continue Reading

You'll Also Like

34.7K 1.8K 30
"ჩვენ არ ვყოფილვართ მეგობრები, არც შეყვარებულები, ნორმალურად არც კი ვსაუბრობდით, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ჩვენს შორის რაღაც იყო და თითქოს ეს გრძნობა არ...
6.4K 298 19
სიყვარული.მაინც რა არის სიყვარული,უამრავი მოთხრობა თუ წიგნი გვაქვს წაკითხული სიყვარულის შესახებ,ყველა სხვადასხვა ამბავს გვიყვება საკუთარი გამოცდილებ...
5.1K 651 17
რას იზამ როდესაც გაიგებ რომ შენ იმ ადამიანის დღიური ჩაგივარდა ხელში რომელსაც შენი მოკვლა სურს? რას გააკეთებდი როცა შეიტყობდი რომ გადარჩენის შანსი თით...
4K 458 21
სამყარო, სადაც არსებობენ ვამპირები, მაქციები და ჯადოქრები. ემილი კლარკი ახლად გარდაქმნილი გოგონაა ხროვაში, თვრამეტი წლის დაბადების დღეზე მას წესით მი...