იღბალი, სიყვარული და სხვა.

By Cosmic-girl1

11.8K 744 263

-ახლა კი გაჩუმდი! - ტუჩებზე ხელი ავაფარე და სხეულზე უკნიდან უფრო მაგრად მივიკარი- ვიცი როგორ დავამშვიდო გაბრა... More

Run, Baby Run..
jeckpot!!!
Kiss In The Dark
Money, Money, Money...
Oh Sister...
Boss's Office
YOU ?
My Game, My Rules.
Victim
hello
force
New biggining! New Life!
Fantasy Night
The Gun!
Cousin Boy
Escape?
Dont Lie To Me...
Punishment..
New Love.. ?
Everything Goes Wrong
Touch...
Shower, Power..
The Ice Melts..
No Bra Day!
Separate Room, Why..?
Enzo !!!
The Forbidden Fruit.
Surprise P.
Sleepover.
The Truth!
Revange.
Bravo Adrian!

Short Dress

312 17 8
By Cosmic-girl1



                                                                                                                გაბრიელი




        თვალები ნელა გავახილე, მზის შუქი პირდაპირ სახეზე მეცემოდა და გვერდი ვიცვალე. თუმცა მაღვიძარის ხმა დამეწია და ძილი საბოლოოდ დამირღვია. გვერდიდან პატარა კვნესის ხმა და საბნის შრაშუნი გავიგონე. ელენას საბანი თავზე წაეფარებინა და ბალიშს ისე ჩახუტებოდა თითქოს ვინმე მის წართმევას უპირებდა. ხელი გადავყავი, მაღვიძარა გავთიშე და ტელეფონს დავხედე.

ხუთი გამოტოვებული ზარი.

  მშვენიერია! ისე დამეძინა ვერაფერი გავიგე.. მაშინვე ადრიანს გადავურეკე და გავარკვიე რომ კონტრაქტის დასადებად ყველაფერი მზად იყო.

-ძალიან კარგი, საქმე ისე მიდის როგორც ჩავიფიქრე - ხმამაღლა ჩავილაპარაკე და ელენა შევანჯღრიე.

მის მხარს შევეხე თუ არა გუშინდელმა მოვლენებმა გონებაში სურათებივით გამირბინა. მისი ტუჩები ჩემს პენისზე.. ფუ შენი, წარმოუდგენლად სასიამოვნო იყო..

-ელენა გაიღვიძე!

-რომელი საათია -ამოიკვნესა ხმადაბლა.

-დაახლოებით 9.

-ძალიან ადრეა, თავი დამანებე.

-დროზე! მივდივართ! -ვუთხარი მკაცრად და  საბანი გადავაძრე.

   ერთი წამით მეტიც რომ მეყურებინა მისი მძინარე, მოდუნებული სხეულისთვის ჩემს თავზე კონტროლს დავკარგავდი. რადგან მისი გაჟიმვა ნებისმიერ დროს შემეძლო, გადავწყვიტე რატომღაც გამეხანგრძლივებინა და გამომეზოგა მისით სიამოვნების პროცესი. გუშინ რომ თავი შევიკავე ესეც დიდი მიღწევა იყო ჩემთვის თუმცა ელენას წვალებამ და იმის ყურებამ როგორ ეშინოდა და თან მოსწონდა რასაც აკეთებდა, უდიდესი სიამოვნება მომანიჭა.

  ავდექი და სასწრაფო მზადებას შევუდექი. მას ჩემი ძველი სპორტული ტანსაცმელი მივეცი რომელსაც კოტეჯში ვინახავდი და იქაურობა ნახევარი საათის შემდეგ დავტოვეთ.




-მიზეზი რა არის ასე ადრე რომ წამომაგდე? - მკითხა უკვე მანქანაში მჯდომმა ელენამ. ჩემდა გასაკვირად არანაირი უხერხულობა არ იკითხებოდა არც  მის თვალებში და არც ქცევებში. ცოტა საეჭვოა... თითქოს მან ეს ყველაფერი მოცემულობად მიიღო უფრო სწორი სათქმელია ღირსეულად.

- ახსნა განმართებას ელოდები? -ვკითხე ისე რომ მისთვის არ შემიხედავს. მგონი მე უფრო დაძაბული ვიყავი ვიდრე ის. რა ჯანდაბა მჭირდა?

-უბრალოდ დამაინტერესა. შეგიძლია არ მიპასუხო. -ჩაილაპარაკა და სავარძელზე გადაწვა.

ძალიან კარგი, ლაპარაკი მაინც არ მინდოდა. მაქნანა დავძარი და სასტუმრომდე უხმოდ ვიმგზავრეთ.

-კარგი, რა ჯანდაბაა? -უკვე გადასვლისას მომიბრუნდა და თვალებში ჩამხედა- გაბრიელ შეგრძნება მაქვს რომ ჯერ კიდევ ბრაზობ ჩემზე და ვერ ვხვდები კიდევ რა უნდა გავაკეთო რომ დამშვიდდე. მინიმუმ ასეთი უხეში მაინც არ იყო ჩემთან.

-ამაზე ლაპარაკის არც დროა და არც ადგილი. გადადი.

-არა მითხარი რადგან ასეთ დამოკიდებულებაში და ამდენ აგრესიაში ვერ ვიცხოვრებ.

-გაინტერესებს? მე შენ არ გენდობი.

-ეს ახალი ამბავი არაა და მგონი შევეჩვიეთ ორივე ჩვენ ჩვენ უნდობლობას.

-მაგრამ ახლა არ მცალია ამ ყველაფრისთვის.  უამრავი საქმე მაქვს. შენ კი ზედმეტ ტვირთად დამაწექი.

ამის თქმის თანავე თვალები მაგრად მოვხუჭე. ვიცი ეს არუნდა მეთქვა. მისი ბრალი არაა ჩემი ტვირთი რომ გახდა ამიტომ არც კი ვიცოდი როგორ დავლაპარაკებოდი.

-მართალი იყავი შენთან საუბარი  არ ღირდა. უხეში ნაბიჭვარი ხარ! - გადავიდა და კარი უხეშად მომიჯახუნა.

ვიცი ამას ვიმსახურებდი ამიტომ ხმა არ ამომიღია..

                                          ...

დილის საუზმის, ცხელი შხაპის და რამდენიმე სატელეფონო საუბრის შემდეგ უკვე შუადღე დამდგარიყო.

-გაბრიელ გცალია? -ოფისში ადრიანმა შემოყო თავი.

-შემოდი, რახდება?

-ყველაფერი გავარკვიე, ენცოს ოჯახს ჩვენი ნახვა და გაცნობა სურს სანამ შეთანხმებას მოაწერენ ხელს.

-მოაწერენ ?

-ხო, როგორ აღმოჩნდა ენცო თავისი ოჯახის გარეშე ნაბიჯს არ დგავს. ძალიან შეკრული ოჯახია.

-მათ შესახებ ყველაფერი გაარკვიე.

-უკვე გავარკვიე. სამი ძმანი არიან და ყველა მათი ბიზნესი არის ოჯახური. მათ სახელზეა :
დიდი უძრავი ქონება, კიდევ უფრო მეტი მიწის ნაკვეთები და ღვინის მარნები. თითოეულის შესახებ დეტალური დოსიე მეილზე გამოგიგზავნე. თუმცა ერთი უცნაურობა აქვთ, ოჯახის გარეშე არც ერთი ძმა არ დგავს ნაბიჯს. ძირითადად სუფთად მუშაობენ, არალეგალური არაფერი ჩანს..
მთავარია შენ გაწყობს თუ არა მათი პირობები.

-მაშინ გავარკვიოთ.

-ესეიგი მივფრინავთ ?

-როგორც ჩანს ! -თავი დავუქნიე და თავში გეგმების დალაგება დავიწყე.  ადრიანი
უკვე კარში გადიოდა როცა შემოტრიალდა და უხერხული სახით შემომხედა.

-თქვი რაგინდა - ვკითხე რადგან ზუსტად ვცნობი მის ამ ცნობისმოყვარე გამოხედვას.

- ელენაზე რა ვქნათ, აქ დატოვებას აპირებ ??

-არავითარ შემთხვევაში. ჩემი წასვლიდან მხოლოდ 15 წუთს მოიცდის და შემდეგ როგორღაც გაქცევას ეცდება.

-ამ ახალ ამბავს შენ ეტყვი თუ მე ვუთხრა?

-მე თვითონ- ჩავილაპარაკე და გულში ელენას რეაქციაზე წინასწარ გამეცინა.

-მაშინ ჩაო ან არივედრჩი გაბრიელ, წავედი ძმაო კერძო თვითმფრინავს შევუკვეთავ.- გადაიხარხარა და ჩვეული ხალისით გაუჩინარდა კარებში.

მე კი დაცვა გავაგზავნე ელენას მოსაყვანად და მის მოლოდინში მაგიდასთან ვისკით ხელში მოვკალათდი.

- შეიძლება? - სულ მალე კარზე ნაზად დაკაკუნების შემდეგ ძალიან მოკლე სიფრიფანა კაბაში გამოწყობილი ელენაც  გამოჩნდა. მისი შემხედვარე ვიგრძენი ძარღვები როგორ დამებერა და სისხლმა მხოლოდ ერთი მიმართულებით დაიწყო სვლა და ეს მიმართულება ტვინისკენ ნამდვილად არ მიედინებოდა.

რა საოცრად მიმზიდველად გამოიყურებოდა..

გამოღებული ფანჯრიდან ნიავმა დაუბერა, ფარდები აფრიალდა და მისი კანის სურნელი მთელ ოთახში დაატრიალა.

ეს მეტის მეტი იყო.

გული ამიჩქარდა, ვიგრძენი კისერში როგორ ჩამოგორდა ოფლის პატარა წვეთი. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე, მაგიდის ქვეშ შარვალში ასო გავისწორე და თავი გავაქნიე ბინძური ფიქრების გასაფანტად.







- შემოდი. დაჯექი- ვუთხარი და  ჭიქიდან სასმელი ჩავცალე.

-რამე დავაშავე? - უხერხულად მკითხა, ტუჩზე იკბიბა და თავის ხელებს დააცქერდა. დაჯდომას არ ჩქარობდა.

  ვეღარ მოვითმინე. ფეხზე წამოვვარდი და მისკენ გავიწიე. ის უკან უკან წავიდა, თუმცა კედელმა მაინც აიძულა გაჩერება. იდგა თავდახრილი და ხელის თითებით კაბის ბოლოებს აწვალებდა, ბოლოებს რომელიც უკვე ისედაც მოკლე იყო!!! ცოტაც და ფეხებს შორის ყველაფერს დავინახავდი, მინიმუმ მის დაწყევლილ თეთრ ტრუსებს ბოლოში არშიით.

- შეწყვიტე! გეყოფა! -ვუთხარი და შუბლზე ოფლი მოვიწმინდე.

- რა შევწყვიტო? - ნუკრის მსგავსი უცოდველი თვალებიდან ამომხედა. მგონი ჰიპნოზს მიკეთებდა იმიტომ რომ სათქმელი სადღაც გაქრა და საპასუხოდ ვერაფერი მოვიფიქრე.

- ასე ჩაცმა. ერთი ნიავის დაბერვა და შენს ტრუსებს მთელი სასტუმრო დაინახავს.

- მაპატიე უბრალოდ ჯოჯოხეთურად ცხელა. შეგახსენებ რომ შუა აგვისტოა ჩვენ კი თურქეთის შუაგულში ვართ. - მითხრა და ხელი სველ ლავიწებზე გადაიტარა.

ახლა ამ სველ, სიცხით დაღლილ დეკოლტეში თავით ჩავეფლობოდი..

-თან მაინც ჩემს ოთახში ვზივარ 24 საათი არამგონია ვინმეს ეს აწუხებდეს..

- გასაგებია. შენთან სალაპარაკო მაქვს ელენა წამოდი და დაჯექი. -გონს მოვეგე და მაგიდისკენ მივუთითე.

-გისმენ.

-სულ მალე დიდ კონტრაქტს ვაწერ ხელს, იტალიაში მომიწევს გაფრენა და გარკვეული დროით იქ ცხოვრება. შენც ჩემთან ერთად მოდიხარ.

-მე? რაში გჭირდები იქ ? -თვალები აატრიალა და გაკვირვებული სახით შემომხედა.

-რადგან არ ვიცი როდის დავბრუნდები მირჩევნია ჩემთან იყო. რამე პრობლემა ხომ არ გაქვს?

-რომც მქონდეს შეიცვლება რამე?

-არა.

-ხოდა რა აზრი აქვს. თუ სულ ეს იყო წავალ ჩავალაგებ. - ძალიან მორჩილად მიპასუხა.

-კიდევ ორი პირობა მაქვს რომელიც უნდა შეასრულო თუ გინდა რომ როგორც დილით მითხარი ნორმალურად ვიცხოვროთ. წესი ნომერი ერთი 1) გაქცევას უნდა შეეშვა.  წესი ნომერი 2) ჭკვიანად მოიქცე და ხელი არ შემიშალო.

რამდენიმე წამიანი თვალებში ყურების შემდეგ ფეხი ფეხზე გადაიდო, თავდაჯერებული იერი მიიღო და მითხრა:

-მეც მაქვს ჩემი პირობები წესი ნომერი 1) რაღაცით უნდა დავკავდე ვისწავლო ან ვიმუშავო. წესი ნომერი 2) ტელეფონი მჭირდება რომ სამყაროსთან კონტაქტი მქონდეს.

-შენ არუნდა მიყენებდე მე პირობებს ელენა. მუშაობა დაივიწყე!

-მაგრამ რაღაც ხო უნდა ვაკეთო ? ასე გავგიჟდები.

-სწავლაზე მოვიფიქრებ რამეს. და ტელეფონს რაც შეეხება როცა დავრწმუნდები რომ შენი ნდობა შეიძლება მაშინ მიიღებ. ახლა კი წადი.

თავი დამიწნია. უთქმელად ადგა სკამიდან, კარისკენ მიბრუნდა რა დროსაც შევაჩერე

-მოიცა, ჩალაგება არ არის საჭირო, ყველაფერს იქ იყიდი. იმ შემთხვევაში მილანში შოპინგზე თუ არ ხარ წინააღმდეგი.

-ჰმ, კარგი გაბრიელ რადგან შენ გინდა ასე, თანახმა ვარ. - დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმისთვის რომ სიხარული დაემალა. თუმცა ვიცოდი რომ ყველა გოგონას ოცნება ელენას სულ მალე აუხდებოდა.

                                        ...

რამდენიმე საათში საბოლოო მითითება დავუტოვე ჩემს ასისტენტს  და თვითმფრინავში ჩავჯექი სადაც ელენა და ადრიანი უკვე მელოდებოდნენ. ჩვენ გავფრინდით იქ სადაც ჩემი დიდი მიზნისკენ ერთი ნაბიჯით წავიწევდი წინ. თუმცა არც ის მავიწყდებოდა რომ  ენცოს ბოლომდე ნდობა არ შემეძლო. მე ბოლომდე არავის ვენდობოდი, ადრიანსაც კი..

Continue Reading

You'll Also Like

39.2K 1.4K 46
ებიგეილ ვილიამსი (ები) 18 წლის გოგონაა ერთი მიყურებული ქალაქიდან. 14 წლის ასაკში დედა მაამამისმა ცემით მოკლა, ამის შემდეგ კი ებიგეილზე დაიწყო ძალადობ...
6.4K 298 19
სიყვარული.მაინც რა არის სიყვარული,უამრავი მოთხრობა თუ წიგნი გვაქვს წაკითხული სიყვარულის შესახებ,ყველა სხვადასხვა ამბავს გვიყვება საკუთარი გამოცდილებ...
1.4K 52 10
- მიყვარხარ ელენე, არმაინტერესებს გჯერა თუ არა სიყვარულის არ მაინტერესებს ეს შენთვის უბრალოდ დროის ფუჭი ხარჯვაა თუ არა მაგრამ მე შენ შემიყვარდი. მთელ...
19.8K 934 27
"- შენ ჩემი ხარ, cara! - მე შენი საკუთრება არ ვარ! - შენ ჩემი ხარ. - კვლავ იმეორებს - არ მაინტერესებს ამაზე შენ რას ფიქრობ, თვით ეშმაკიც რომ დამიდგეს...