იღბალი, სიყვარული და სხვა.

By Cosmic-girl1

11.5K 743 262

-ახლა კი გაჩუმდი! - ტუჩებზე ხელი ავაფარე და სხეულზე უკნიდან უფრო მაგრად მივიკარი- ვიცი როგორ დავამშვიდო გაბრა... More

Run, Baby Run..
jeckpot!!!
Kiss In The Dark
Money, Money, Money...
Oh Sister...
YOU ?
My Game, My Rules.
Victim
hello
force
New biggining! New Life!
Fantasy Night
The Gun!
Cousin Boy
Escape?
Dont Lie To Me...
Punishment..
New Love.. ?
Everything Goes Wrong
Touch...
Shower, Power..
Short Dress
The Ice Melts..
No Bra Day!
Separate Room, Why..?
Enzo !!!
The Forbidden Fruit.
Surprise P.
Sleepover.
The Truth!
Revange.
Bravo Adrian!

Boss's Office

330 21 1
By Cosmic-girl1

დილა კოკისპირული წვიმით გათენდა. ელენა იჯდა დაქალის ოთახში და თვალებს ისრესდა. თავი საშინლად სტკიოდა, ჯერ კიდევ ვერ გამოფხიზლებულიყო.

ამ დროს თაიაც შემოვიდა ყავითა და ბუტერბროტებით ხელში და ოთახში გემრიელი სურნელი დატრიალდა.

-რაც გუშინ მოხდა სიზმარი არ იყო ხო ? - თვალები მოისრისა ელენამ.

-სამწუხაროდ არა. -ცხელი ყავის ჭიქები მაგიდაზე დადგა თაიამ.

-გიოს ამას არ ვაპატიებ სულ რომ მთელი ფული დააბრუნოს, ჩემზე ხელის აწევას და დამცირებას არ შევარჩენ!

-კარგი ეხლა, ნუ დაიბოღმები. უბრალოდ შენ დებილ ძმას ფული არ ეთმობა და აღარ იცის ვის დააბრალოს.

- მგონი დროა ჩემი თავის დაცვაზე ვიფიქრო. არ მინდა შიშით ვიცხოვრო და გარეთ გასვლის მეშინოდეს.

-და რას იზავ?

-მე თვითონ მივალ მათ ბოსთან და დაველაპარაკები, თუ მიცნობენ გავიგებ მაინც ვინ არიან და ავუხსნი რომ ჩემი წაყვანით გიო ფულს მაინც არ მიუტანს.

-ხოარ აფრენ შენ? არა. არა და არა! თან მარტო არ გაგიშვებ არსად.

-ესე სჯობს. გაურკვევლობაში ვერ ვიქნები.

-ეე იქნებ შენი ცოლად მოყვანა უნდა მაფიის ბოსს ?როგორც სერიალებშია

-ნუ ბოდავ..

-არა დაფიქრდი შენ ძმას მაგათი ვალი აქვს ერთადერთი გზაა ორი ოჯახი გადარჩეს სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაში.

-მგონი დროა მოეშვა დრამების ყურებას თაია..

-დღეს სკოლა ხომ არ გაგვეცდინა?

-არა, ჯობს გაკვეთილებზე ვკონცენტრირდე ვიდრე მაგეებზე ვიფიქრო.

-კარგი ოღონდ იქ წასვლას თუ გადაწყვეტ უჩემოდ არ გაადგა ფეხი! ეხლა კი თუ სკოლაში მივდივართ ჩაიცვი ფორმა დაგვიანებულზე მაინც არ შეგვიშვებენ.

შუადღისთვის ელენა უკვე სახლშიც დაბრუნდა. დედა სამზარეულოში დახვდა რომელსაც საცხობი ქურიდან ნამცხვრები გამოქონდა.

-კექსებს როცა აცხობ ძალიან ნერვიულობ, საქმე ცუდადაა ხო ? - მაგიდასთან ჩამოჯდა და ერთი ცალი კექსი ხელში ნერვიულად აათამაშა.

-ინებე მობრძანება ქალბატონო?რომელი საათია ?

-სკოლაში ვიყავი.

-ძალიან ვარ გაბრაზებული. შენ უტვინო ხარ. გიო კიდე შტერია, ამდენი ფული გაანიავა სად დახარჯა კაცმა არ იცის.

-ძაან კარგადაც იცი სადაც დახარჯა. შენ მაგას სულ თავზე უსვამ ხელს. არიქა მამის გარეშე ბიჭი ცოდოა, ვინმემ ზედმეტი არ წამოაძახოს, ეს არ მოაკლდეს, ის არ მოაკლდეს, , მეგობრებს არ ჩამორჩეს, სამსახურში არ დაიღალოს, შეყვარებულთან არ შერცხვეს ..

-აი გეყოლება შენც შვილი და მიხვდები.

-მე არ ვარ შვილი? გუშინ რომ გამილაწუნა სახეში არც კი დამიცავი.

-გაბრაზებულზე მოუვიდა. თან შენ გოგო ხარ, სხვანაირად მოქცევა გმართებს.

სიმწრით გააქნია თავი ელენამ.

-და ეხლა შენი ეჭვიანობის დრო არაა! -დაამატა დედამ.

-ხო ვიცი, ჩემი გრძნობების დრო არასდროს არაა.-ჩაიცინა-წავიდა უკვე?რამე ხომ არ მოუფიქრებია?

-დილა უთენია წავიდნენ ისე რომ არაფერი არ უთქვამს.

-მამას უნდა დავურეკო!

-არც კი გაბედო!

-დედაა

-არა მეთქი. მაგას ოჯახი რო სდომოდა არ გადაიხვეწებოდა. კაპიკი არ გამოუგავნია აქამდე.

ელენამ თავი უხერხულად გააქნია.. სასოწარკვეთა შეერია მის სიტყვებს

-დედა მართლა რომ წამიყვანონ იმათ?

-ღირსიც იქნები! საიდან იცნობ იმ უფროსს, მთავარს თუ ბოსს? გამოტყდი!

-არ ვიცნობ რატომ არ გჯერა ჩემი!-იყვირა და სკამიდან სასწრაფოდ წამოდგა.

-მიდი მიდი შენც დამიმატე მე არავის გეცოდებით ხო?

-წავალ და ჩემით გავარკვევ თქვენი იმედი არუნდა მქონდეს!

სამზარეულოდან ისე გავარდა დედამისისთვის არც მოუსმენია. მობილურზე თაიას მისამართით მესიჯი აკრიფა:

" მე წავედი  კაზინოში უნდა გავარკვიო ყველაფერი".

და ხმა გაუთიშა, იცოდა მეგობარი მას მარტო არ გაუშვებდა ან გადაფიქრებას შეეცდებოდა.

გზად ფიქრებში დეტალურად აწყობდა რას ეტყოდა და როგორ, მზად იყო შევედრებოდა ოღონდ მისთვის  და მისი ოჯახისთვის თავი დაენებებინათ. მაგრამ ფაქტის წინაშე როცა დადგა ყველაფერი დაბნეულობამ გაფანტა. იდგა დიდი კაბინეტის წინ და ვერ ბედავდა კარზე დაკაკუნებას.

-აბა, შეხვალ თუ გადაიფიქრე? -ჰკითხა დაცვამ რომელმაც დაბლიდან მოაცილა აქამდე და რომელსაც მოთმინება უკვე ეწურებოდა.

-ერთი წუთიც.. -ღრმად ჩაისუნთქა ელენამ და კარზე დააკაკუნა.

-შედი, რას ელოდები რომ კარს თვითონ გაგიღებს?

და მორიდებული გოგონა ნელი ნაბიჯით ბოსის კაბინეტში შევიდა.

Continue Reading

You'll Also Like

3.1K 139 6
ფიკი შეიცავს +18 კონტენტს
116K 1.8K 5
Peter Parker goes on a field trip to his home avengers tower. (This was my first time writing fanfics and I've decided to redo the last three chapter...
31.9K 3.1K 10
"Чи миний төлөө үхэх үү?" "Тийм ээ..." > Suicide Squad киноноос сэдэвлэн бичив.
48.6K 1.9K 31
ბედისწერას ვერ დააბრალებთ, რადგან ის აღარ არსებობს. უკვე აღარ! ......🦋