იღბალი, სიყვარული და სხვა.

By Cosmic-girl1

11.8K 744 263

-ახლა კი გაჩუმდი! - ტუჩებზე ხელი ავაფარე და სხეულზე უკნიდან უფრო მაგრად მივიკარი- ვიცი როგორ დავამშვიდო გაბრა... More

jeckpot!!!
Kiss In The Dark
Money, Money, Money...
Oh Sister...
Boss's Office
YOU ?
My Game, My Rules.
Victim
hello
force
New biggining! New Life!
Fantasy Night
The Gun!
Cousin Boy
Escape?
Dont Lie To Me...
Punishment..
New Love.. ?
Everything Goes Wrong
Touch...
Shower, Power..
Short Dress
The Ice Melts..
No Bra Day!
Separate Room, Why..?
Enzo !!!
The Forbidden Fruit.
Surprise P.
Sleepover.
The Truth!
Revange.
Bravo Adrian!

Run, Baby Run..

942 22 5
By Cosmic-girl1

ასეთი მიზანდასახული არასდროს ვყოფილვარ ჩემი 17 წლიანი სიცოცხლის განმავლობაში.

-ფრთხილად ღობეზე! - ჩურჩულით გადმომძახა თაიამ.

-ჩჩჩ! -უკანმოუხედავად მივაძახე და მეორე ფეხიც გადავდგი.

სადღაც ძაღლი აყეფდა, აქა იქ სახლებიდან გამოსული ჩამი ჩუმი ისმოდა. გაზაფხულის თბილი ღამე იდგა. მე კი სახლიდან ვიპარებოდი ჩემი საუკეთესო მეგობრის თაიას დახმარებით.

-გული ლამისაა ამომივარდეს- თვალებგაფართოებული მიყურებდა თაია.

- თუ გეშინია შეგიძლია წახვიდე შენ მაინც არაფერი გემუქრება. წადი სახლში.

-ნუ სულელობ და წინ იყურე! -შემომიბღვირა, ფანრის შუქი აათამაშა და წინ გამიძღვა.

ღობე-ღობე გავიარეთ ქუჩა და ერთადერთი მბჟუტავი ლამპიონით განათებულ გაჩერების ბოძთან გავჩერდით. თაიამ მანიშნა მოიცადეო, შემდეგ ნაგვის ურნასთან მივიდა და იქვე დაგდებული შავი პარკები შეამოწმა.

ანერვიულებულზე სიცივემ ამიტანა, იქნებ რასაც ეძებდა იქ არ დახვედროდა. ნერვიულად დავიწყე ბორგვა.

-აი ესეც შენი ტანსაცმელი. - გახარებული სახე შემომანათა- აი სად გამომადგა ამდენი დეტექტიური ფილმის ყურება.

-როგორ არ გადაყარეს ნაგავი, გაგვიმართლა აქ რომ დაგვხვდა.

-ისეთ დროს დავტოვე აქ შენი ტანსაცმელი რომ ნაგავი ახალი დაცლილი ქონდათ. იმაში გაგვიმართლა ძაღლებმა რომ არ დახიეს.

ნაძალადევად გავუღიმე.

ტაქსი შეამოწმე მეთქი ვუთხარი, მანაც აპლიკაცია გახსნა და 2 წუთში მოვაო მაცნობა. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. ტაქსი დაბარებულივით წუთი-წუთზე მოვიდა.

-ესეც ასე, ჩემი წასვლის დროა.-ამოვიოხრე

-ძალიან მომენატრები.

-მეც, მგონი მარტო შენზე მწყდება გული. აქ აღარავინ და არაფერი მაკავებს.

-ხოდა ჩაჯექი და წადი. წადი სანამ ვინმემ ძებნა დაგიწყო.

შემდეგ ისღა მახსოვს რომ ძალიან მაგრად ჩამეხუტა, ნაგვის შავ პარკში გახვეული ჩემი ტანსაცმელი მომაწოდა და როცა შეძლებ დამირეკეო მთხოვა. დაზაფრული ვიჯექი უკანა სავარძელზე და მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ როცა უბანს კარგა შორს გავცდით  ცოტა შვება ვიგრძენი და წელშიც გავსწორდი.

ახლა კი მოგიყვებით თუ როგორ დაიწყო ჩემი ამბავი და რატომ მომიწია შუაღამით სახლიდან სხვა ქალაქში გაპარვა.

1 თვით ადრე

საღამო ახლოვდებოდა მაგრამ მზე ჩასვლას არ ჩქარობდა, გარეთ კიდევ დღის სინათლე შემორჩენილიყო როცა დედა აქოშინებული შემოვიდა სახლში და ძებნა დამიწყო

-ელენა სად ხარ?

-ვახშამს ვამზადებ - სამზარეულოდან გავაგონე და მოხარშული სპაგეტი ათუხთუხებულ პომიდვრის სოუსში ჩავყარე.

-დაანებე თავი ყველაფერს და გამოდი!

ქურა გამოვრთე და შეშინებული გავვარდი იმის გასარკვევად თუ რახდებოდა.

-შენი ძმა! კახამ დამირეკა ისევ კაზინოშია თურმე მთელი ღამე იქ არის

-აბა ვმუშაობო ?

-მუშაობს აბა კიი! ყველაფერს წააგებს ეგ უბედური ყველაფერს. -წინ და უკან დაიწყო ბოლთის ცემა.

-დავურეკავ.

-რას დაურეკავ გათიშული აქვს.

-აბა რავქნათ ?

- უნდა წახვიდე და წამოიყვანო.

-მე სად წავიდე ხოარ გაგიჟდი.

-აბა მე წავიდე? მთელი დღის ნამუშევარი ვარ, ფეხები აღარ მივარგა და გულიც ცუდად მაქვს.

-კარგი წავალ მაგრამ რომ არ გამომყვეს?

-იქამდე არ წამოხვიდე სანამ არ წამოიყვან. მიდი, იპოვე და გააკონტროლე კიდე არაფერი წაააგოს.

სხვა გზა აღარ მქონდა თავი დასტურის ნიშნად დავუქნიე და ჩემს ოთახში გავვარდი, უცებ გამოვიცვალე ტანსაცმელი და კისრისტეხით ჩავირბინე კიბეები.

-სად მიდიხარ ფეხით? მამაშენის მანქანა წაიყავნე.-გასაღები დამაწია რაზეც გულში ისე გამიხარდა სულ ღიღინით დავქოქე ძველი პიკაპი.

მანქანის მართვა მამამ მასწავლა. ჯერ კიდევ ბავშვობიდან თავის კალთაში დამისვამდა და ყველგან ერთად დავდიოდით ხოლმე. მალევე ავითვისე ყველა მძღოლისთვის საჭირო უნარი და მთვრალი მამაჩემიც თამამად მსვავდა უკან სახლისკენ მიმავალ გზაზე. მანამდე სანამ ერთხელაც პატრულმა არ გაგვაჩერა და მთვრალი შუახნის მამაჩემი და „უპრავო" მე არ დაგვაჯარიმა. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, მე მოწმობა ავიღე მაგრამ მერე მამას აღარ ეცალა, სულ მივლინებაში იყო. დედა კი მის მანქანას არც მაკარებდა. ახლა შანსი მომეცა და ჩემ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

კაზინოს წინ გადავსებულ პარკინგზე უძვირფასეს მანქანებს შორის ძლივს ვიპოვე მამას მოკრძალებული მანქანისთვის თავისუფალი ადგილი, გავაჩერე და შენობაში შევედი. ვიცოდი არასრულწლოვანს იქ არავინ შემიშვებდა,ამიტომ მეზობელი კახა მოვძებნე დაცვად რომ მუშაობდა რომელმაც დედას დაურეკა და უპრობლემოდ შემაპარა.

კაზინოში პირველად ვიყავი, ჩემი ყველა წარმოდგენა ამ ადგილზე პირქუშად და საშიშად ჟღერდა თუმცა ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ყველაზე მდიდრული და ფერადი სამყარო ათასფრად ციმციმებდა. ხალხიც არ გავდა ქუჩიდან შემოსულს. კაცები კარგად გამოიყურებოდნენ და ქალები გაპრანჭული, ელეგანტური ქალები ყველგან იყვანენ. სათამაშო მაგიდებთან ან ბართან სასმლით. ჩემს თავს შევხედე ოქროსფერი კედლის სარკეში.

მოტკეცილი ჯინსი და შავი მოკლე ტოპი მეცვა. წელიდან თხელი ჟაკეტი მოვიხსენი და უხერხულად შემოვიცვი. მოვბრუნდი და ვიღაცის მაღალ, დაკუნთულ მკერდს დავეჯახე. სანამ გავსწორდი დავბარბაცდი. ბიჭმა კი წონასწორობის შესანარჩუნებლად მხრებში წამავლო ხელი.

ჩემ წინ ყველაზე სიმპათიური ბიჭი იდგა ვინგ კი ცხოვრებაში მენახა. სერიალებში ნანახსაც კი სჯობდა. მაღალი, ათლეტური, შავგვრემანი... მის ყავისფერ თვალებს იმდენხანს მივჩერდი ოქროსფერი წინწკლებიც კი დავინახე მათში. სავსე ლამაზი ტუჩები გაუნათდა, ოდნავ გამიღიმა, უსირცხვილოდ შემათვალიერა და მკითხა ხომ არ დაიკარგეო?

ინტერესს თუ იწვევს ეს ისტორია და გავაგრძელო თუ არა დამიკომენტარეთ ❤️❤️❤️

Continue Reading

You'll Also Like

17.5K 726 19
???? 20 წლის მაშო და მისი ლექტორის,ირაკლის რომანი.. მოგვიანებით კი მაშო იგებს რომ ირაკლი, მამის მკვლელის შვილია... და როგორ დასრულდება მათი ურთიერთო...
1.6K 199 26
Save the Earth! In each chapter, this book will have an environmental problem. Please read the chapter How to Use this Book. I know it sounds optiona...
3.1K 139 6
ფიკი შეიცავს +18 კონტენტს
32K 3.1K 10
"Чи миний төлөө үхэх үү?" "Тийм ээ..." > Suicide Squad киноноос сэдэвлэн бичив.