მახინჯი სიყვარული...♡

By if_uf_af

1.8K 207 80

უბრალოდ, ეს ფიკი არის განსხვავებული, აქ არამარტო ისტორია არამედ აქ ვისაუბრებთ ზოგადად რეალობაზე, იმედია წაიკი... More

ანგელოზის სახე🤍
შორიდან ნახვა💗
4
5
6
🪐გაკვირვებული🪐
უბრალოდ დაფიქრდი იმაზე რასაც ფიქრობ😘
საიდუმლომ გაჟონა
ბედის ირონია
😃
13
14
15
სიზმარი
🥺
😭
პირველი თავის დასასრული
დიდი დრო
♥︎
ერთი ნაბიჯი შენამდე♥️
🧡
23
24
🌑🌑🌑🌑25🌑🌑🌑🌑
🧚‍♀️🧚‍♀️🧚‍♀️🧚‍♀️26🧚‍♀️🧚‍♀️🧚‍♀️🧚‍♀️
🧵🧵🧵27🧵🧵🧵
⭐⭐⭐28⭐⭐⭐

ანგელოზი🤍

303 14 7
By if_uf_af

სიცივე. აქ მხოლოდ სიცივეა, და წამლების მძაფრი სუნი, ვგრძნობ რომ რაღაც მიკეთია ვენაში, ვწევარ და განძრევა არ შემიძლია, მესმის აპარატის ხმა რომელიც ნორმალურია
თვალის გახელა მინდა მაგრამ თითქოს ქუთუთოებზე რაღაც მძიმე მადევს, ვგრძნობ რომ სხეული დასუსტებული მაქვს, პირიც გამომშრალი მაქვს ახლა ერთი ბოთლი წყალი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ არ მესმის არავის ხმა, ამ ოთახში მარტო ვარ სადაც მე და აპარატი ვართ...

გავიგე კარის გაღების ხმა და თავს ძალა დავატანე რომ თვალები გავახილე და როგორც კი გავახილე ეგრევე თეთრი შუქი მომხვდა ამიტომ ისევ დავხუჭე თვალი, შემდეგ კი ნელ-ნელა გავახილე და დავინახე კაცი თეთრებში გამოწყობილი სახეზე კი პირბადე ეკეთა ხოლო ხელში ფურცელი და კალამი ეჭირა, რათქმაუნდა ხელთათმანებიც ეკეთა..

-გამარჯობა _ მომესალმა ამათვალიერ-ჩამათვალიერა და იქვე სკამზე ჩამოჯდა.

-გამარჯობა _ვუთხარი ჩახრეწილი ხმით და ოდნავ წამოვჯექი საწოლზე.

-რამოდენიმე კითხვა მინდა დაგისვათ_ თქვა სერიოზული ხმით და ახლა შემომხედა.

-კარგით _ვთქვი მორიდებით და დაველოდე მას

-სანამ კითხვებს დაგისვამთ მანამდე გაგეცნობით_ მითხრა და წამოდგა _ კიმ სანი ექიმი _თავი დამიხარა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.

- ფარკ ნიკი _ვუთხარი მორიდებულად და მეც თავი დავუკარი პატივსცემის ნიშნად.

- სასიამოვნოა ნიკიტა_ გაეცინა და ახლა კარგად დამაკვირდა.

-ჩემთვისაც_ არ მინდოდა უხერხული სიტუაცია ყოფილიყო ამიტომ ყველანაირად ვეცადე რომ არაფერი შემშლოდა

-კარგი, რატომ სცადეთ თვითმკვლელობა?_ ყველაზე საშინელი კითხვა იყო ეს და ამის მეშინოდა.

თითქოს სამყარო გაჩერდა და ჰაერსაც ვეღარ ვისუნთქავდი ისე როგორც რამოდენიმე წამის უკან, თითქოს ამომიტივტივდა ის ყველაფერი რასაც განვიცდიდი, და აი ახლა კი ცრემლიან თვალებს ვეღარ დავმალავ

- იცით ეს..._ რამოდენიმე წამი პაუზა გავაკეთე, ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე და განვაგრძე საუბარი_ ეს იმიტომ გავაკეთე რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი, და გამოსავალი მხოლოდ სიკვდილი იყო.

- კი მაგრამ შეგეძლო სხვა რამ გაგეკეთებინა და ეს პრობლემა მოგეგვარებინა არ იყო საჭირო სუიციდი_ მითხრა მშვიდი ხმით და ისევ იმ ფურცელს მიუბრუნდა და რაღაც ჩაწერა.

- მაგრამ მე ეს საუკეთესო გამოსავალი მეგონა, მაგრამ თქვენ არ დამაცადეთ!_ ვუთხარი გაბრაზებულმა და სხვა მხარეს გავიხედე.

- ჯერ მხოლოდ 20 წლის ხარ!_ მითხრა მკაცრი ხმით

-გთხოვ ისე ნუ ლაპარაკობთ მიცნობდეთ ან ჩემი ახლობელი იყოთ თქვენ ექიმი ხართ და მეტი არაფერი!_ ვუთხარი თითქმის ყვირილით

-ეს სიუხეშეა!_თითქოს მის ხმაში კარგად ამოვიკითხე წყენა და მე მეტკინა, რომ ჩემმა სიტყვებმა მას ატკინა.

- ბოდიში!_ ვუთხარი თავჩახრილმა

- ბოდიში მიღებულია

- და როდის გამიშვებთ?_ ვეცადე თემა შემეცვალა

- ხვალ დილით _ თქვა და წამოდგა შემდეგ დამემშვიდობა და გავიდა ოთახიდან.

ისევ დავრჩი მარტო ამ ოთხ კედელში, რა უნდა აგავაკეთო აქ ხვალ დილამდე? კარგი რა ნიკი! ისევ შეცდომა დაუშვი!

საშინელი გარემოა მინდა რომ აქედან წავიდე და არა მარტო ამ საავადმყოფოდან არამედ ამ ადგილიდან და ამ ქალაქიდანაც მინდა წასვლა, მოვშორდე ამ დაწყევლილ საშინელ სამყაროს, მაგრამ აი ამ ოთხ კედელში გამომამწყვდიეს და არ მიშვებენ, პატიმარი ვარ, მაგრამ არა პატიმარი ჩემზე უკეთეს დღეშია...

არ ვიცი ეს რა არის ვენაში მიკეთია და ვგრძნობ რომ რაღაც ქიმიური ნივთიერება შემდის სისხლში, და ნელ-ნელა იფანტება.

ყველაფერს ორად ვხედავ, თავი მიბრუის, ხოლო ის ვენის ადგილი სადაც ნემსი მიკეთია გაბუჟებული მაქვს, მტკივა მაგრამ მაშინ არა როცა ერთ ადგილას მიდევს, როცა ვმოძრაობ მაშინ მტკივა,

ან საერთოდ მოძრაობ? ერთ ადგილას ვარ თითქოს აქ ჩემი სხეული კი არა ძეგლი დგას, განძრევა არ შემიძლია, რომ განვიძრევ ვიცი რომ მეტკინება სხეულიც და სულიც...

***

შავებში ჩაცმული შავი შარვალი, შავი პიჯაკი, შავი პერანგი და შავი ფეხსაცმელში გამოწყობილი მამაკაცი ხმაურიანად მიაბიჯებს წინ და უკან კი დაცვა მოჰყვება სადღაც ექვსი კაცი.

ისე სწრაფად მიდის ძლივს ეწევა უკან დაცვა, მას კი სულ არ აინტერესებს ეს ეხლა კი უნდა მოთხოვოს პასუხი იმ კაბინეტში მჯდომ ადამიანს, რომელსაც ძალიან მოსწონს ადამიანების წვალება...

კაბინეტში ზის ახალგაზრდა მამაკაცი ჰაჰა ოცდახუთი წლის, ის ძალიან სიმპატიურია, მაგიდაზე ორივე ფეხი შემოწყობილი აქვს, თავი კი საქაღალდეში აქვს ჩაყოფილი, ძალიან საინტერესო რამეს კითხულობს, იქვე მაგიდასთან ჭიქა უნდავს და ვისკის სავსე ბოთლი, ცოტა კი ჭიქაში უსხია, შავი შარვალი შავი პიჯაკი, შავი ფეხსაცმელი ხოლო თეთრი პერანგი, რომელის ორი ღილი შეხსნილი აქვს და ეს უფრო სექსუალურს ხდის..

უცებ კარები იღება და შედის გამწარებული კაცი ხოლო მისი ექვსი დაცვა კართან ელოდება მას სამი კი შიგნით შევიდა...

- ძალიან კარგად იცი ადამიანი როგორ გადაიყვანო ჭკუიდან _ უთხრამამაკაცმა და იქვე ჭიქაში რომ ვისკი ესხა ერთი მოსმით დალია შემდეგ კი სკამზე ჩამოჯდა

- ჯერ ერთი უნდა დააკაკუნო კარებზე იქნებდა რას ვაკეთებ!_ ახლა ამოყო თავი საქაღალდედან და პირდაპირ თვალებში უყურებდა მის წინ მჯდომს_ და მერე მეორე ეს ჩემი ვისკი იყო_ შეხედა გაბრაზებულმა

- ესე არ შეიძლება ეხლა რომ ომი წამოიწყონ?_ ანერვიულებული შეხედა მის მეფეს რომელიც ისევ იგივე პოზაში იჯდა როგორც დახვდა.

- ვინ?

- ძალიან კარგადაც იცი!_ ნერვიულობას არ მალავდა ფარკი.

- როგორ გეტყობა ჯიმინ რომ მარიამი დამწყები ხარ!_ გაეცინა მამაკაცს და ისევ გააგრძელა საუბარი..._ და კიმები ვერაფერს ვერ იზამენ, მათ თუ ასჯერ დიდი ჯარი ყავთ მე ათასჯერ დიდი ჯარი მყავს!_თქვა მკაცრად და ისევ ფარკს შეხედა რომელიც მას დაჟინებული უყურებდა...

- ხო მაგრამ..._ აქ გააწყვეტინა მამაკაცმა და მკაცრად თქვა.

- ისინი ვერასდროს გაბედავენ მაფიის მეფესთან ჯეონ ჯონქუქთან ომის წამოწყებას! ამის ტრაკი არ აქვთ!_ თქვა მტკიცედ და მეორე ჭიქა აიღო რომ ვისკი დაესხა მისთვის.

- კარგი კარგი! მაგრამ იცოდე რომ ისინი საბაბს ეძებენ რომ ომი წამოიწყონ! _ მისი ესეთი ლაპარაკი გაფრთხილება იყო ჯეონისთვის.

- მე არ მაქვს სუსტი წერტილი რომ იქ დამარტყან დასაკარგი დავკარგე!_ გაიღიმა და ჭიქიდან ვისკი მოსვა

- დეიდა მარია

- მას ვერ შეეხებიან! და თუ მოხდა ისე რომ დედაჩემს ერთი თმის ღერი ჩამოუვარდეს არ ვაცოცხლებ მას!_ თქვა მტკიცედ და მთელი ჭიქა ვისკი გამოცალა.

- შენ მათ გაანადგურებ!_ გაეღიმა ჯიმინს რადგან ამას ის მართლა გააკეთებდა.

- რათქმაუნდა!_ ცოტახანი პაუზა გააკეთა შემდეგ კი საუბარი ისევ ჯეონმა წამოიწყო _ კლუბში წამოხვალ?

- რათქმაუნდა!

თქვა ჯიმინმა და ორივე წამოდგა, ორივემ ერთად დატოვა ოთახი და გავიდნენ დერეფანში ყველა მათ უყურებდა. სასტიკ ჯეონ ჯუნქუქს და მის მარცხენა ხელს ფარკ ჯიმინს, როგორ მშვიდად მიდიოდნენ, ან მოსაკლავად ანდა ვინმეს გასანადგურებლად მაგრამ ახლა ისინი უბრალოდ მეძავეებთან გასართობათ მიდიოდნენ.

***

ისევ ეს აპარატის ხმა რომელიც ნერვებს მიშლის, მინდა რამე მქონდეს ახლოს რომ დავამტვრიო, ცალკე თავი ძალიან მტკივა. ისე მტკივა თვალებიდან ცრემლები მომდის მინდა ამ ტკივილის გამო ვიყვირო. მაგრამ არ შემიძლია.

თვალები დახუჭული მაქს ამ ტკივილს ვებრძვი, უცებ ვგრძნობ რომ ოთახში ვიღაც შემოვიდა, ამას კი დაემატა კარის ხმა. თვალი არ გამიხელია, და მომესმა ისევ იმ ექიმის ხმა.

- ეს გამაყუჩებელი _ თქვა სერიოზული ხმის და წამომაყენა.

- მადლობა

მეც დავლიე გამაყუჩებელი და ისევ ჩემს ადგილს დავუბრუნდი.

- როცა თავის ტკივილი გაგივლის გაგწერთ ანუ ხვალ დილით _ გაიცინა თან ისე რომ გამეგო

მე არაფერი მითქვამს მან კი ჩემი პალატა დატოვა.

***

ორი ადამიანი მიაბიჯებს კლუბისკენ სადაც ბოლო ხმაზეა მუსიკა ჩართული. ყველა თავის სხეულს ნელ-ნელა აყოლებს მუსიკის რითმს, ყველა თავის სტიქიაშია, ზოგი მარტო ზოგი მეგობრებთან ერთად ერთობა,ზოგიც თავის მეორე ნახევართან ერთადაა. ყველა ერთობა და თავის სტიქიაშია.

როგორც კი ეს ორი ადამიანი შევა კლუბში მუსიკა ჩერდება. ორი უსიმპატიურესი და შაშიში ადამიანები
არემარეს საერთოდ არ უყურებენ. და არც აინტერესებთ ირგვლივ რა ხდება, კაცი კვდება თუ არა.

მოკლედ რომ ვთქვათ ყველა კლუბში არის ერთ დოლარიანი მეძავეები და რათქმაუნდა აქაც არიან, ყველას უნდა ჯეონ ჯუნქუქის საწოლში შეტყუება, მაგრამ ჯეონი დიდ უარს ამბობს, მას არ უყვარს იაფფასიანი ბოზები.

მოკლედ რომ აღვწეროთ ჯეონები მართავენ მთელს აზიას, მათი ყველას ეშინია, ასე რომ ვთქვათ აჩოქებს ყველას. ყველას მოგვეხსენება რომ ზოგი მაფია გამონაკლისია და მისი მოკვლა უნდათ, სულ რაღაც ხუთი მაფია რომელიც ჯერ დამწყები არის. მაგრამ დანარჩენი ,,ძველი" მაფიოზები მას იცავენ ეშინიათ ჯეონების.

ჯეონები ერთგულები არიან თავისი საყვარელი ქალის მიმართ, მაგრამ ამას მხოლოდ მასთან აჩენენ, ხოლო საზოგადოებაში სერიოზულები არიან ურთიერთობის მიმართ, მათი ყველას ეშინია. მათი გვარი ძალიან ძლიერია და ამავდროულად საშიშიც...

ბიჭები იქვე შედარებით მყუდრო ადგილას დაჯდნენ და სასმელი შეუკვეთეს ჯეონი სერიოზულად იყურებოდა ჯიმინი კი მეძავეებს არჩევდა.

- ძმაო მე უნდა დაგტოვო. _ უთხრა ჯიმინმა ჯუნქუქს და ფეხზე წამოდგა.

- შეარჩიე უკვე?_ ცალყბად გაიღიმა ჯეონმა და ეხლა შეხედა ჯიმინს

- კი და მგონი გამომადგება

- აბა მაშინ წადი!

ჯიმინმაც თავი დაუკრა და წავიდა თავის ბოზთან რომელთანაც ალბათ მთელს საღამოს გაატარებდა.

ჯეონი კი იჯდა და სვამდა, ქალებს ყურადღებას არ აქცევდა, თითქოს და ისინი საერთოდ არ არსებობდნენ ამ ქვეყანაზე. რამოდენიმე ბოზი მივიდა მასთან მაგრამ ჯეონმა ისინი ერთი თვალის გადავლებით გააბრუნა უკან.











Continue Reading

You'll Also Like

108K 4.8K 46
တစ္ခ်ိန္ က ကြၽန္ေတာ္ကိုယ္တိုင္ ေစာင့္ေရွာက္ခဲ့ တယ့္ကေလးက....ဆယ္ႏွစ္အၾကာမွာ ကြၽန္ေတာ့္ကို အပိုင္လိုခ်င္တယ္တယ့္...... တစ်ချိန် က ကျွန်တော်ကိုယ်တိုင် စေ...
5.4K 902 45
کاتێک باس لە باندی مافیایی دەکرێت وادەزانیت کوڕن ! بەڵام وانیە کچیش دەتوانێت ببێتە مافیا ! ئەو چوار خاتونەی کۆریا توانیان ڕکابەری حەوت پیاوی گەورەی...
111K 22.8K 60
Completed ✔️✔️ (جۆری چیرۆک :-خەیاڵی .... ترسناک ... سەرکێشی ... ئاکشن ... خۆشەویستی ... جەنگان لە پێناو مانەوە لەژیان ..) Mama I'm In love with a cri...
27.2K 3.6K 41
تۆ یەکەم هەڵبژاردەی من بووی لە کاتێکدا من هەمیشە گەڵبژاردەی دووەمت بووم لەکۆتایے ئەوەی لەگەڵت دەمێنێتەوە ئەو کەسەیە خۆشیدەوێے نەک خۆشتدەوێت ژانەر:...