შენი ფანჯრიდან (დასრულებული)

By ananoo1218

12.8K 685 1.1K

-შენი ოცნება? -ცეკვა... -ცეკვა? -ჰო, ცეკვა... ცეკვა წვიმაში საყვარელ ადამიანთან ერთად...-ჩამეღიმა. More

1 თავი
2 თავი
3 თავი
4 თავი
5 თავი
6 თავი
7 თავი
8 თავი
9 თავი
10 თავი
11 თავი
12 თავი
13 თავი
14 თავი
15 თავი
16 თავი
17 თავი
18 თავი
19 თავი
21 თავი (დასასრული)

20 თავი

581 29 74
By ananoo1218

-დანიელ, კარგი რაა, მერამდენედ აკეთებ ამას..-დავუბღვირე და ნაკბენ ლოყაზე ხელი მოვისვი.

-რავქნა ისეთი რბილი და ტკბილი ლოყები გაქვს, ვერ ვეშვები-ღიმილით მითხრა და ახლა უკვე მიჩქმიტა.
მანქანა დაძრა.

თბილისის განათებულ ქუჩებს მივუყვებოდით და თან მშვიდ სიმღერებს ვუსმენდით, რომლებიც ერთმანეთს ყოველ ოთხ-ხუთ წუთში ენაცვლებოდა.

-დღეს რამე გეგმები გაქვს?-მკითხა და მთელი ყურადღება გზისკენ გადაიტანა.

-ამმ...უნდა ვიმეცადინო და შემდეგ გოგონებთან გავალ..

-მე?..-ტუჩები სასაცილოდ დაბრიცა.

ჩავიცინე.
-შენ...ახლა შენთან არ ვარ?-ღიმილით გადავიწიე და თმები ავუჩეჩე.
მან არაფრისმთქმელი სახით გამომხედა და ახლა მე ამიჩეჩა თმა თავისუფალი ხელით.

დაახლოებით ათ წუთში სახლამდეც მივედით.
ახლა ყველაზე მეტად ამ მანქანიდან გადასვლა არ მინდოდა.
არც ვჩქარობდი გადასვლას.

-არ შემოხვალ?-ვკითხე მოწყენილმა.

-მინდა, მაგრამ საქმეები მაქვს, ღამე ვაპირებთ ბიჭები მოსვლას და გნახავ..-ჩემი ხელი აიღო და რბილი ბაგეებით შემეხო.
ნელა და ნაზად.

-კაი, წავედი-გადავიწიე ლოყაზე კოცნა დავუტოვე და მანქანის კარი გავაღე.

პარალელურად მეორე კარის გაღებისს ხმაც მომესმა.
უკვე მიტრიალებას ვაპირებდი, როცა ეს თავად დანიმ გააკეთა.
სხეულზე ამაკრა და ზემოდან დამაცქერდა.

-ამით ვერ გამოხვრები ქალბატონო..-ღიმილით ლოყაზე ხელი ამომისრიალა და ტუჩებზე დამაცხრა.

ახლა დარწმუნებული ვარ მთელი უბნის და ყველა მეზობლის ყურადღება ჩვენსკენაა მომართული.
ამას თვალებ დახუჭულიც კი ვგრძნობ.
რასვიზავთ თავიანთ საქმეს ასრულებენ.
"ბირჟაზე" გამოდიან და მომენტს არ ტოვებენ, რომ შემდეგ ამაზე საქვეყნოდ იჭორაონ.

მაგრამ მათი ჭორაობით პირადად ჩემს მიმართ არასოდეს დავინტერესებულვარ.
იჭორაონ.
ამდენი პრობლემების მერე, რომ კიდევ ჩემით არიან დაინტერესებულნი მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს.

ისე ნელა და ჰარმონიულად ამოძრავებდა ტუჩებს ლამის ხელებში ჩავადნი.
მაგრამ ჰაერი აღარ გვყოფნიდა.
ამის მიუხედავად მაინც არ ნებდებოდა.

ბოლოს უკვე გავჩერდით და მოვშორდით ერთმანეთს.
ცერა თითით ლოყაზე გამეთამაშა და ცხვირის წვერზე მაკოცა.

-დროებით-ხელი დავუქნიე ღიმილით და კარისკენ გავემართე.

უკვე გასაღები გადავატრიალე რა დროსაც საშინელი ხმა გავიგე.
შეჯახების.
წამით გავშტერდი და ერთ ადგილს მივშტერებოდი, შემდეგ კი თავი ოდნავ მივატრიალე, ტუჩები მიცახცახებდა.

საბოლოოდ, როცა მთლიანად შევტრიალდი თვალებით მისი ძებნა დავიწყე.
არვიცი რატომ მაგრამ..

როდესაც გზაზე გადავედი ირგვლივ ყველგან ხალხი დავინახე.
შეკრებილიყვნენ ერთად.
რაგბის მოთამაშეებს ჰგავდნენ.
გავიგე ვიღაცამ "სასწრაფო"-ში დარეკა.

მაგრამ ის..
ის არსად ჩანს.

თვალებს აქეთ-იქეთ ვაცეცებ, თუმცა სრულიად უცხო ბავშვებისა და დიდების გარდა ვერაფერს ვხედავ.

ხალხის ხმა საზარელმა, "სასწრაფოს" ხმამ ჩაახშო.

-გზა მოგვეცით! დაიშალეთ!-საკაცე გადმოიღეს და ინციდენტის მიმართულებით წავიდნენ.

-ხალხო გაიწიეთ ჰაერი მიეცით!..პულსი გაუსინჯეთ!-გაშტერებული ვუყურებდი და ხმას ვერ ვიღებდი, ვერც ნაბიჯს ვდგამდი.
ცრემლები თავისით მდიოდა და პირში მლაშე გემოს მიტოვებდა.

-ჯანდაბა! პულსი არ ესინჯება!-დაიყვირა ერთ-ერთმა.

და მხოლოდ ახლა გამახსენდა ტელეფონი.
სწრაფად ამოვიღე ჩანთიდან და დანისთან დავრეკე.
ზარი გადის, თუმცა კაცი-შვილი არ მპასუხობს.
და უეცრად მესმის ხმა.

-დაზარალებულის მობილური რეკავს...

-არა.. არა..

-ეველინა გაიღვიძე! ევე-ვიღაც მაჯანჯღარებს.

-არა, არა, არა!...
უცბათ თვალებს ვახელ და საწოლიდან მთელი სისწრაფით ვდგები.
გულ-მკერდზე მაქვს ხელი მიდებული და სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობ.
რაც არ გამომდის.

დედა წყალს მაწვდის და მეხუტება.
-მშვიდად.. ჩემო პატარა.. რამოხდა რა დაგესიზმრა?

წყალს ვსვამ, თუმცა ყელში არ გადამდის.
ძლივს ვყლაპავ და ჭიქას ისევ ნინას ვაწვდი.
-დედა ცუდად ვარ..-ჩავეხუტე და მის მხარზე ამოვიტირე.

-სულ გაოფლილხარ...-მაისურში ხელი შემისრიალა, შემდეგ კი შუბლზე ხელი დამადო, როგორც ამას ბავშვობაში აკეთებდა.-სიცხე გაქ დეე-შეიცხადა და სწრაფად გავიდა დამწევისა და თერმომეტრის მოსატანად.

მე ისევ საწოლში შევწექი.
ნინაც მალევე დაბრუნდა, თერმომეტრი ჩამიდო, შემდეგ კი სიცხის დამწევი დამალევინა.

-დაიძინე... მოგარჩენ ჩემო პატარა-შუბლზე მაკოცა და სკამზე მიესვენა.

თუმცა არ შემიძლია, ვერ დავიძინებ..
თუ დავიძინებ ეს საშინელი სიზმარი ისევ შემომიბრუნდება..

ტელეფონი ავიღე ხელში და დანიელის ჩატი გავხსენი.
მიწერა მინდოდა მაგრამ თან არა...
ბოლოს მაინც მივწერე, მანაც პასუხი წამებში დამიბრუნა.
გამიკვირდა ამ დროს, რომ ეღვიძა.

***

დილით გავიღვიძე თუ არა ირაკლი დამხვდა სკამზე ჩაძინებული.

შედარებით უკეთ ვგრძნობდი თავს.
იმედი მაქვს არაფერი ისეთი მოვბოდე.

ავდექი, უფროსწორად ადგომა ვცადე ჩუმათ, თუმცა მამა მაინც გავაღვიძე.

-ჯანდაბა ჩამეძინა... მა როგორ ხარ?-თვალების სრესით მკითხა.

-უკეთესად-გაღიმება ვცადე და წამოვდექი.

-არა, დაწექი.. არ ადგე!-ისევ ჩემს ადგილას დამაბრუნა.

შეწინააღმდეგების გარეშე ჩავწექი და თეთრეული დავიფარე.

ირაკლიც მალევე გავიდა.
ახლა ნინა შემოვიდა.
ძლივს დავიყოლიე, რომ სამსახურში წასულიყო.
მარტოს ვერ დაგტოვებო.
მაგრამ გადავაფიქრებინე.

ძილის შებრუნება გადავწყვიტე, თუმცა ვინ გაცალა?
სესილი და იოანე შემოვარდნენ ლანგარით ხელში სადაც წვნიანი იდო.
არა ჩვეულებრივი წვნიანი არა.
ისეთი საშინელი სუნი ჰქონდა მეგონა ოთახს მოგუდავდა.

-დედამ ცუდად არისო ხოდა გადავწყვიტეთ წვნიანი მოგვემზადებინა-სესომ გამიღიმა უცნაურად და სკამზე ჩამოჯდა.
ლანგარი მუხლებზე დაიდგა და კოვზით "შხამი" ამოიღო.

-ეგ, რომ შევჭამო ჩემს გასვენებაზე მნახავთ..-დავიჭყანე და თავი იქეთ მივაბრუნე.

-ოო... კაი რა, სუნი ცოტა ცუდი აქვს მაგრამ იცი რა გემრიელია?-იოანემაც თავი დამიქნია.

-ცოტა ცუდი?-ჩამეცინა.-მგონი ყნოსვის ორგანო გაქვთ დაქვეითებული!

-კაიი! ჭამე მიდი მეტკინა ხელი!

-არა მეთქი!

-კი თქო!

-არა!

-კი

-ა..

-კარგით!-დაგვიყვირა იომ.-მომეცი მე ვაჭმევ!

სწრაფად გაუცვალა სესილიმ ადგილი.
-გააღე პირი!-კოვზი ტუჩებთან მომიტანა და სულ მომითხუპნა.

-აუუ შემეშვიი..

-ეველინა, მაინცდამაინც თვითმფრინავი მოდის თქო უნდა გითხრა? თუ პიპია ავტოგარაჟში თქო?

-არ შემიძლია ადამიანო!

-სესო მოდი..-რაღაცა ანიშნა სესილის.
ისიც სწრაფად მოვიდა, საწოლის თავთან დადგა და პირი მთელი ძალით გამაღებინა.

-რასაკეთებ! თქვენ ხოარ გაუბერ..-დასრულებაც ვერ მოვასწარი, ისე მაჭამეს ვითომ "წვნიანი".

-ამასე-კმაყოფილად გაიღიმა ორივემ და ხელი ჩაურტყეს ერთმანეთს.

-ახლა გული ამერევა!..-ხველება ამიტყდა.

-არც კი გაბედო! მთელი საათნახევარი ამას ვაკეთებდით!-თვალი ჩამიკრა და კიდევ ერთხელ მომიახლოვა პირთან კოვზი, რა დროსაც კარზე ზარი იყო.
მეშველა!

ორწუთში ჩემი ოთახის კარები გაიღო და გოგოები შემოცვივდნენ.

-როგორ ხარ?-თათია მომვარდა და ჩამეხუტა.

-გაიწი, მცხელა ისედაც!

-რა დაგემართა ასე უცებ გუშინ კარგად იყავი..-მხრები ავიჩეჩე.

-რა სუნია?-ცხვირი შეჭმუხნა ემილიმ.

-ჩემმა შეფ-მზარეულმა და-ძმამ მომიმზადა მსოფლიოში ყველაზე გემრიელი წვნიანი! ხომ არ დამეწვეოდით?

-არა.. მადლობა-ჩაიცინეს და სკამებზე ჩამოჯდნენ.

ერთსაათში მეორე ნახევარი ბრიგადაც მოვიდა.
ბიჭები.
მთელი დღე ყველა ჩემთან იყო არ მშორდებოდნენ გვერდიდან.
ძაან უნდათ მგონი სიცხიანებმა იარონ.
ხოდა შევუსრულოთ.

დანიელი მთელი დღის განმავლობაში ჩემგან იმის გაგებას ცდილობდა, თუ რატომ მივწერე წუხელ.
მარა არ ვეტყვი იდგეს და არკვიოს ახლა, მის გამო ვბოდავდი და სიცხე მქონდა მთელი ღამე.
ის რა შუაშია მარა კაი..

საღამოს '10 things i hate about you'-ს ვუყურებდით, მეათასედ.
გვერდით ოთახში ბიჭები უყურებდნენ რაღაცას.

-ღმერთო ახლა გული დამარტყამს..-დედას ხმა გავიგე თუ არა გავვარდი.
იქ კი გულზე ხელდადებული თვალებდახუჭული და კედელს მიყრდნობილი დედა დამხვდა.

ცოტახანი ვუყურებდი, ვერ ვხვდებოდი რა მოუვიდა.
ბიჭებიც მოვიდნენ.
ბოლოს კი ოთახს მოვავლე თვალი და დამეფიცება ასეთი არეული და გადარეული იოანეს ოთახი თვალით არ მინახავს.
პოპკორნი და ჩიფსი ყველგან ეყარა საწოლშიც და მათშორის, ზოგი გაბრიელის კულულებშიც ახლართულიყო.
მოკლედ მთელი ოთახი თავიდან ასაწყობი იყო.

ერთსაათში ბავშვებიც წავიდნენ.

***

-დე..-სამზარეულოში შევედი თუ არა ბარის მაგიდას მივეყრდენი და ნინას ყურადღება მივიქციე.

-გისმენ-გამიღიმა და კარტოფილის გათლა განაგრძო.

-რაღაც უნდა გითხრა...

-ჰმ

-საზღვარგარეთ მივფრინავ..-ვთქვი სწრაფად და თვალები ძლიერად დავხუჭე.

-რათქვი?-ხმის კანკალით მკითხა.

-გაცვლითი პროგრამით... იქ ვისწავლი ერთი წლით და მერე ჩამოვალ..

-მოიცა ეგ როგორ?-თვალები სწრაფად დააფახურა და გაკვირვებულმა შემომხედა.

ავუხსენი რა როგორც არის და იქნებოდა.
-იმედი მაქვს არ მეტყვი არ წახვ...

-რა? რატო უნდა გითხრა ეგ? ძალიან ბედნიერი ვარ, გილოცავ დე-გამიღიმა და გულში ძლიერად ჩამიკრა.

-მადლობა

-მიხარია და წარმატებები, მაგრამ ეგ როგორ, როდის მოგივიდა თანხმობა?

ყველაფერი მოვუყევი.
ისეთი ემოციები ჰქონდა ღმერთმანი..
თან ტიროდა თან იღიმოდა და მეხუტებოდა.
ამდღეებში მამასაც ვეტყვი.
გადაირევა.

ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მშობლები მყავს..

აბა შემიფასეთ და გამიზიარეთ თქვენი
აზრები.

დიდი არაფერი მარა იყოს ეს თავიც.
მადლობა ვინც კითხულობთ.
ყველა მიყვარხაართ!🤍🫂

Love, Anano

Continue Reading

You'll Also Like

6.1K 308 19
-ურთიერთობებში ყველაზე მეტად ტყუილი მაშინებს. მაცდურმა ევა რომ მოატყუა, ევამ - ადამი, მერე ორივემ, ერთად თუ ცალ-ცალკე, უფლის მოტყუებაც სცადა. თუ თქვე...
1.3K 125 12
,, მე ის მიყვარდა, სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა, მაგრამ მაინც ასე უნამუსოდ დავტოვე, დავტოვე და ორი წლის მერე ძლივს გავბედე ისევ მისთვის შეხედვა." (დასრუ...
467K 11.3K 88
"ပူတင်းလေးကဘာလဲ" "ကိုကို့အပိုင်" "ကိုကိုတို့ကရောဘာလဲ " "မောင်နှမ" "ဟာ..."
435K 16.3K 44
ကိုယ်ဟာ ကြိုးဝိုင်းထဲမှာ ကိုယ့်ကိုစိန်ခေါ်လာသမျှကောင်တွေအကုန် ထိုးရဲတယ် သတ်ရဲတယ် ကိုယ်နိုင်မယ်ဆိုတဲ့ယုံကြည်မှုရှိတယ် ကိုယ်မလုပ်ရဲတာဘာမှမရှိဘူးလို့ထင...