-მოვედიო.. გავალ და შემოვიყვან - დანიელმა ის თაკო დაპატიჟა კლუბში, იმდღეს მე რომ მეუბნებოდა პოლონეთში გავიცანიო.
-წადი არსად არ გაგექცეს - მივაძახე, იმედი მაქვს არ გაუგონია...
შემოვიდნენ.
ქერა ცისფერთვალება გოგო იყო.
დანის ხელიც არ გამომპარვია, რომელიც მის წელზე იყო მოთავსებული.
ახ.-პრივეტ - დაიწიკვინა.
-გაიცანით, ეს თაკოა ჩემი და ალექსის მეგობარი, თაკო ესენი კი ჩემი მეგობრები არიან...-ყველამ სათითაოდ გაიცნო თაკუნა მე კი უბრალოდ ბარის სკამზე ვიჯექი და ვსვამდი.
-შენ.. შენ რა გქვია? - ახლა მე მომიბრუნდა თაკუნა.
-ეველინა ვარ ალექსის მეგობარი..-ნაძალადევად გავუღიმე და მოვტრიალდი, იმის ნიშნად რომ თავი დაენებებინა.
კი მხოლოდ ალექსი ვთქვი.
დანის მზერაც დავაფიქსირე და გულში გადავიხარხარე.-რას მომშტერებიხარ?! - ვუთხარი, როდესაც ყველა საცეკვაოდ გავიდა.
-ანუ ალექსის მეგობარი არა?
-დიახ, რამე არასწორად ვთქვი?
-ეველინა ჩემს ნერვებზე მოქმედებ!
-ხოდა გამეცალე, შენს თაკუნას მიხედე! ვინმემ არ წაგართვას.
-ჩემი თაკუნა მიხედილი მყავს არ ინერვიულო - გამიღიმა, სასმელი ხელიდან გამომტაცა და ჩემი ნაპირალი უპრობლემოდ ჩაცალა წამში, შემდეგ კი ისევ დამიბრუნა.
-სხვათაშორის ჩემი იყო! - პატარა ბავშვივით ლოყები გამომებერა პატარაზე და წარბები შევკარი.
-სხვათაშორის შენი ჭიქიდან უფრო გემრიელი იყო..- თვალი ჩამიკრა და ისიც საცეკვაოდ წავიდა.
ვუყურებ ხალხს...
ყველა ერთობა, ყველა თავის სტიქიაშია, არავინ და არაფერი არ აინტერესებთ..-რატო ხარ მოწყენილი?-ანდრია მოვიდა ჩემთან.
-მოვიწყინე..
ESTÁS LEYENDO
შენი ფანჯრიდან (დასრულებული)
Romance-შენი ოცნება? -ცეკვა... -ცეკვა? -ჰო, ცეკვა... ცეკვა წვიმაში საყვარელ ადამიანთან ერთად...-ჩამეღიმა.