12 თავი

515 35 43
                                    

-არა მეთქი და მორჩა, არ წახვალ სამსახურში!

-აუუ, რატომ არ გესმით კარგად ვარ, მართლა კარგად ვარ - ნამტირავლევი ხმით წარმოვთქვი.

-ნუღა მეწუწუნები, ექიმმა მგონი გასაგებად თქვა, რომ შენი დაღლა და გადატვირთვა არ შეიძლება, ჯერ მხოლოდ ერთი დღეა, რაც საავადმყოფოდან გამოგწერეს.

სესილი და იოანე სავარძლიდან გვიყურებდნენ დაღლილი სახით მე და დედას.

-შეეშვი რა, თუ უნდა წასვლა წავიდეს.. და შენ კიდე გოგო რას გაკაპასდი, მე რომ მითხრან არ წახვიდეო სიხარულით მეცხრე ცაზე ვიფრენ - იოანემ დამიბღვირა.

-ბავშვებო.. მე ინგა დეიდასთან გავდივარ ცოტახნით და თუ რამეა საჭმელი მზადაა, ჭამეთ.

-რა არის საჭმელი?

-მაწვნის სუპი-თქვა და კარი გაიხურა.
სამივე დავიჭყანეთ.

-ვერ ვიტან!

ირაკლი შემოვიდა ოთახში.
-რაშვებით ჩემო პრინცესებო?

იოანემ ცალი წარბი ასწია და შუბლშეკრულმა შეხედა მამას.
-რომელი ფერია მე მნახე?

მე და სესომ ჩავიცინეთ, მან კი ისეთი სახით შემოგვხედა მამა, რომ არა აქვე მიგვახრჩობდა ორივეს.
ხელები ავწიეთ დანებების ნიშნად და ტელევიზორი ჩავრთე.
მასტერშეფს აჩვენებდა.
სადღაც 15 წუთი ვიყავით ასე გაშტერებულები და მივჩერებოდით შეფების "ჭამას", ზრდილობიანად, რომ ვთქვათ.

-წავედი ვჭამო, თორე ხუთი ლიტრა ნერწყვი ვყლაპე - გავექანე სამზარეულოში.
სამი სენდვიჩი გავაკეთე და ისევ მისაღებში დავჯექი.

-მე არ მინდა -მითხრა ტელეფონში თავჩაყოფილმა იოანემ, ისე რომ თავი არც ამოუწევია.

-ვის წერ ასე გამწარებული?

-ნინის - გაღიმებულმა მითხრა.

-ვის?-სესილიმ ალბათ არ იცოდა.

-ერთი გოგოა რა...

-ოჰ და შენს პრინცესებს არ უნდა გააცნო?-სწრაფად დააფახურა წამწამები.

შენი ფანჯრიდან (დასრულებული)Where stories live. Discover now