შენი ფანჯრიდან (დასრულებული)

By ananoo1218

13.7K 687 1.1K

-შენი ოცნება? -ცეკვა... -ცეკვა? -ჰო, ცეკვა... ცეკვა წვიმაში საყვარელ ადამიანთან ერთად...-ჩამეღიმა. More

1 თავი
2 თავი
3 თავი
4 თავი
5 თავი
6 თავი
7 თავი
8 თავი
9 თავი
10 თავი
11 თავი
12 თავი
13 თავი
14 თავი
15 თავი
16 თავი
17 თავი
19 თავი
20 თავი
21 თავი (დასასრული)

18 თავი

553 28 47
By ananoo1218

ყელში ცხელ სუნთქვას ვგრძნობ.
სხეულზე კი ვიღაც მეკრობა.
ცალი ხელი ჩემს თეძოზე აქვს დასვენებული, მეორე ხელზე კი თავი მიდევს.
სურნელი..

ქალის სუნამოს სუნს ვგრძნობ.
თვალებს ნელა ვახელ თავს ვატრიალებ და თვალებ შეშუპებულ, ტუჩებ გამობუშტულ და თმა აჩეჩილ მიას ვხედავ.

კიდევ კარგი..
ნეტავ გუშინ რამე იდიოტობა ხომ არ ჩავიდინე?

გამიკვირდა, რადგან თავის ტკივილს ოდნავაც არ ვგრძნობ, სხვა დღეებთან განსხვავებით, როცა ნასვამი ვიყავი.

ადგომა დავაპირე, თუმცა მიას ხელებმა ისევ თავი ადგილას დამაბრუნა.
მეც ზედმეტად აღარ გავნძრეულვარ.

ფიქრი დავიწყე...
ნეტა გუშინ, რაიმე დებილობა ხომ არ ვიბოდიალე..
ან მთლად უარესი, ჩავიდინე.
არაფერი მახსოვს გარდა იმისა, რომ აივანზე გავედი.
მის მერე ყველაფერი შავდება.
იმედი მაქვს ისევ სიყვარული არავისთვის არ ამიხსნია, ან ვინმესთვის არ მიგინებია.
როგორც ეს გამოსაშვებზე გავაკეთე..
კი, ჩემს გამოსაშვებზე მასწავლებელს ვაგინე და ყველა იმ ზიზღის შესახებ ვუთხარი, რასაც მის მიმართ ვგრძნობდი მთელი 8 წლის განმავლობაში.

ფიქრი მიას არანორმალურმა მოძრაობებმა შემაწყვეტინა.
რაღაცნაირად იკლანკებოდა.
შემდეგ თვალები გაახილა და გამიღიმა, თუმცა ეს ღიმილი მალე სახის დამანჭვამ შეცვალა.

-თავიიიი!!-რასაც ქვია იღრიალა.
ამას ემატებოდა კიდე ჩახლეჩილი ხმა.
ნამდვილი კაცური ქალია.

-რა გაღიალებს, შენ შიგ ხომ არ გაქ?-თავი წამოყო იოანემ.
ცალი თვალი ქონდა გახელილი.
საერთოდ აქ, რომ ეძინა არც ვიცოდი.
იატაკზე რასაც ქვია "ეგდო".

მია სწრაფად გამოფხიზლდა და იოანეს გაშტერებულმა შეხედა.
არ ელოდა, რომ აქ იქნებოდა.
ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ახლა მე შემომხედა.
წარმოიდგინეთ ბიჭი, რომელიც ამდენი ხანია მოგწონთ გეუბნება შიგ ხომ არ გაქო.
ჩემს ფიქრებზე და ჩემი დაქალის სახეზე ჩამეცინა და ავდექი.

თუმცა რა მაცინებდა..
ახლა მე თვითონ ვიყავი დასაცინი...

გავედი თუ არა გავიზმორე.
ჩემმა ხერხემალმა ისეთი ხმები გამოსცა, მეგონა თავიდან ასაწყობი ვიყავი, თუმცა სასიამოვნო იყო.

დივანზე მოწყვეტით დავეხეთქე.
ვინაიდან და რადგანაც, არავის ეღვიძა ტელეფონი ავიღე და სოციალური ქსელების სქორლვა დავიწყე.

მალევე მომწყინდა ესეც, ამიტომ ახლა სამზარეულოში გადავინაცვლე.
ჩაის გაკეთება გადავწყვიტე.
დასამშვიდებელი არაფერი მქონდა, მაგრამ მაინც..

უკვე 5 წუთია ჩაის ვეძებ, არცერთ კარადაში არ არის.
ყავა კი ქონია კარგად მომარაგებული, ბებიაჩემივით.

ბოლო კარადასღა ვნახულობ, როცა მხარზე თბილი ტუჩების შეხებას ვგრძნობ.
სწრაფად ვტრიალდები.
დანიელია.
თუმცა აბა სხვა ვინ უნდა ყოფილიყო...

გაღიმებული მიყურებდა.
-რას აკეთებ, მომშორდი!-მკაცრად გავხედე-და საერთოდ, რა შიშველი დადიხარ ჩაიცვი რამე!-მზერა ავარიდე.

-რაიყო იბნევი?-დამცინავად შემათვალიერა.

არაა.. საერთოდ არა..როგორ გეკადება

-რაებს ბოდავ, რატომ უნდა დავიბნე..
მგონი შენს თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა გაქ

ჰო, როგორ არა გვჯერა ეველინა, გვჯერა..

-რას ეძებდი?

-ჩაის, მარა ვერ ვიპოვე

-ჩაის?-წარბებ შეჭმუხნულმა გამომხედა.

-ჰო, რაიყო ჩაის არ კადრულობს ბატონი დანიელი?-დაჯღანვით ვკითხე-და სად გაქ?

-სუპერმარკეტში

თვალები დავუბრიალე.
-სერიოზულად მაღიზიანებ!

-ჰოო?..გუშინ რაღაც არ გეტყობოდა გაღიზიანება-ალმაცურად გამომხედა და თვალი ჩამიკრა.

რას გულისხმობს?
რამე მოხდა?
დაბნეულად გავხედე.

-მოიცა.. არ გახსოვს?-წარბები ზემოთ აქაჩა და ტუჩებზე დამხედა.

-რა უნდა მახს...

ჯანდაბა!
ოღონდ ის არა, რაც მე მგონია..

პირზე ვიტაკე ხელები და ორივე ხელი ავიფარე.
ნუთუ..

გვერდულად გაეღიმა.
-რაიყო, ისეთი რეაქცია გაქვს, გეგონება ქალიშვილობა დაკარგე-სიცილით მითხრა და ყავის მზადება დაიწყო.

-და რა იცი, რომ ვარ?-გავაწვალოთ.

-რა?-წარბებშეჭმუხნულმა გამომხედა.

მის სახეზე სიცილი ვეღარ შევიკავე და ბოლო ხმაზე ავკაკანდი.

-ეველინა, მაბრაზებ!-თვალები დამიბრიალა.
ეს ვის რას ეუბნება, როცა თვითონ ატრიალებს თვალებს.

-რახდება შეჩემა, ქათამი გყავს სახლში და არ ვიცით?-ნახევრად თვალდახუჭული დემეტრე მიუჯდა მაგიდას.

ცოტახანში დანარჩენებიც გამოჩნდნენ.
ბიჭები.
გოგონების ოთახში, რომ შევიხედე გათხლაშულებს ეძინათ.
მათაც მალევე გაეღვიძათ, თავის ტკივილით და ღრიალით გამოვარდნენ.

-გუშინ თქვენ სად გადაიკარგეთ?-ალმაცურად გამომხედა ემილიმ, როცა გოგოები მარტო დავრჩით.

-აივანზე ვიყავით...-მზერა ავარიდე.

-მერე?

-მერე არაფერი..

-დაგინახეთ-მითხრა ლიზამ.

-რა?-პირი დავაღე.

-ხო, მოყევი მიდი მაინც ვიცით ყველაფერი

-მოკლედ მე არ მახსოვდა, რომ წინა ღამეს მაკოცა ხოდა..

-გაკოცა? მართლა?-წამოხტა ოთხივე ერთად.

მომატყუეს.
რათქმაუნდა.

***

-ეველინა ჩამოდი, ჭამე-ნინა ამომძახის სამზარეულოდან.

წიგნის გვერდს ვნიშნავ და ჩავდივარ.
სადაც სესილის წუწუნი მესმის.

-მარა იასამნისფერი უფრო ლამაზიაა..არა ორივე ლამაზია, მარაა რომელი ავარჩიო..-ტირილნარევი ხმით წარმოთქვამს.

-რააწუწუნებს?-ვეკითხები იოანეს, რომელსაც ისეთი მობეზრებული და დაღლილი სახე აქვს შემეცოდა.

-ორი დღეა დამზდევს და მე მარჩევინებს გამოსაშვებისთვის კაბას..

-იო, ეს შავი ფეხსაცმელი მოუხდება ამ იასამნისფერ კაბას?-თავს არ ანებებს.

-უფალო, მაღალო დამეხმარე-ხელები მაღლა ასწია.

-მა, თმა ასე გავიკეთო, თუ ასე?-ყურადღებას არაფერს არ აქცევს.

-პირველი ჯობია-სწრაფად უთხრა ირაკლიმ და მაგიდიდან ადგა.

-არა, მოიცა ჩანთა რა ფერი ვიყიდო?-სწრაფად გაეკიდა.

-გააფრინა-საფეთქელთან თითი დავიტრიალე.

-თან განა შენთან ან დედასთან მოვა, რამე კაბას ნახავს ეგრევე ჩემთან და ირაკლისთან მოდის შესაფასებლად..

-იოო.. ეს წითელი უფრო ლამაზია თუ იასამნისფერი ფეხზე აჭრილი?

-არცერთი!-ხმამაღლა უთხრა და თავის ოთახში აირბინა.

-გიჟი-ჩაილაპარაკა სესილიმ და ისიც თავის ოთახში ავარდა.

***

-სესილი უკვე ჩემს ნერვიულ სისტემაზე მოქმედებ! თავბრუ დამეხვა-ვეუბნები.

ის მაინც აგრძელებს აქეთ-იქით სიარულს პლანშეტით ხელში.

-მაცა რაა-წარბშეკრულმა გამომხედა.

ლეპტოპში ფილმს ვუყურებდი, როცა კარზე დააკაკუნეს.

მივირბინე და გავაღე.
ვიღაც ბიჭი იყო, ფოსტიდან.

-ეველინა მაისურაძე მინდოდა

-დიახ, მე ვარ

-თქვენს სახელზე ამანათია.. ეს გამომართვით-რაღაც კონვერტი გამომიწოდა-და ამაზე ხელი მომიწერეთ, თუ შეიძლება...

ხელი მოვაწერე და სახლში შევედი.
კონვერტი გავხსენი.
შიგნით რაღაც ფურცელი იყო.
გადავიკითხე ყველაფერი და ბოლოშიც მივაღწიე სადაც ეწერა რომ..
დადებითი პასუხია...

დამიგვიანდა დადება მარა კაი..

გამიზიარეთ თქვენი აზრები ამ თავთან
დაკავშირებით🤍

და მადლობა ვინც კითხულობთ<3
ყველას გყვარობთ

შემდეგ თავს რაც შეეხება აზრზე არ
ვარ როდის დაიდება ასე რომ..

Love, Anano

Continue Reading

You'll Also Like

8.1K 572 22
-ვიცეკვოთ?_მეკითხება და ჩემკენ მოიწევს. -რა თქმა უნდა, ყოველთვის!
529K 47.8K 143
ဘာသာပြန်သူ - စွဲညို့အသင်း ရိုရိုချိုချိုနဲ့ မခါးတာလေး ဖတ်ချင်ရင် လာနော်
51.9K 2K 31
ბედისწერას ვერ დააბრალებთ, რადგან ის აღარ არსებობს. უკვე აღარ! ......🦋
542K 14.1K 19
"ဘယ်သူကမှ သူရဲကောင်းအဖြစ်မွေးဖွားလာတာမဟုတ်ဘူး သူရဲကောင်းတစ်ယောက်၊ ခေါင်းဆောင်ကောင်းတစ်ယောက်ဖြစ်ဖို့ဆိုတာ ပင်ကိုယ်အရည်အသွေးနဲ့ ကိုယ်တိုင်လုပ်ယူထားတဲ...