შენი ფანჯრიდან (დასრულებული)

By ananoo1218

12.7K 684 1.1K

-შენი ოცნება? -ცეკვა... -ცეკვა? -ჰო, ცეკვა... ცეკვა წვიმაში საყვარელ ადამიანთან ერთად...-ჩამეღიმა. More

1 თავი
2 თავი
3 თავი
4 თავი
5 თავი
6 თავი
7 თავი
8 თავი
9 თავი
10 თავი
11 თავი
12 თავი
13 თავი
14 თავი
15 თავი
16 თავი
18 თავი
19 თავი
20 თავი
21 თავი (დასასრული)

17 თავი

504 34 40
By ananoo1218

-დამაძინეეეთ! ხალხი არ ხართ?-გავყვირი ბოლო ხმაზე და თავზე ბალიშს ვიფარებ.

დილის 7 საათიდან დაძინებას ვცდილობ, თუმცა არ გამომდის.
რემონტის გაკეთებას გამთენიისას რატო უნდა იწყებდე?

-შენ რაღა გაჯღავლებს?!-ოთახის კართან აიტუზა სესილი.

თავი ავწიე თუ არა, საშინელი თავის ტკივილი ვიგრძენი.

-აუუ სესოო.. რამე წამალი არ გაქ?

-მე ფარმაცევტი კიარ ვარ, ნინას კითხე-თქვა და გავიდა.

ან რაზე შემოვიდა, ან რაზე გავიდა?
აკლია ამ ბავშვს.
უხეში.

ცოტახანი კიდევ ვინებივრე, რბილ და თბილ საწოლში.
კი ცოტახანი..
2 საათი...

თავი მოვიწესრიგე და პირველი სად უნდა შევსულიყავი, თუ არა სამზარეულოში.
-ზდრასწი ოჯახისწევრებო-თავი დავუკარი ყველას.

-საჭმელს ხომ შეჭამ დე-თბილად გამიღიმა ნინამ.

-ჩაი მინდა-ტუჩი გადმოვაგდე-და წამალი, თავი მისკდება

-მიდი ჭამეთ და მერე დანისთან ხომ წამოხვალთ? ბავშვებიც იქ იქნებიან

-მე ვერა, ნუცას ვხვდები

-მე თავი მტკივა და თან მეზარება

-იქ, რომ მიხვალ დანი გაგკურნავს-თვალი ჩამიკრა.
რამდენად საზიზღარი შეიძლება იყოს ადამიანი?
რაც დანიმ მაკოცა, მას შემდეგ ყოველდღე ამას მახსენებს ნამიოკით.

ჩაი უსიტყვოდ გავიკეთე და დავლიე.
მოსამზადებლად ავედი ოთახში.

-თუ მალოდინებ აქ დაგტოვებ!-თითი დამიქნია.

-მკიდია-ვთქვი, თუ არა მალევე გავიგონე ნაბიჯების ხმა.
იოანე მომზდევდა.
მაშინვე, ჩემს ოთახში ავვარდი და ჩავიკეტე.

-მოგხვდება მაგის გამო შენ!

-პფფ, ჩავიფსი-სიცილით ვთქვი.

ნახევარ საათში მზად ვიყავი.
მოკლე, აბრეშუმის კაბა ჩავიცვი ყელზე მოღერებული.
ნაზი მაკიაჟი გავიკეთე.
სუნამოს ვისხავდი, როცა ჩემი ბლაყვი ძმა, უკვე მეათედ მიპიპინებს.

ზლოზინით გავედი სახლიდან.
მის ნერვებზე მოსაშლელად.

-ასე სპეციალურად იქცევი?-სათვალე გადაპარსულ თავზე აიწია და სიგარეტს მოუკიდა.

-რავი კი-გავუღიმე და მანაც დაძრა მანქანა.

სანამ სახლამდე მივიდოდით მაღაზიაში სასუსნავები და ჩვენი სიცოცხლის წყარო ვიყიდეთ.
ნუ ალკოჰოლის გარეშე როგორ?

მივედით.
კარი დანიმ გაგვიღო.
იოანემ ხელი ჩამოართვა და შევიდა.

-ოუუ-ეს ბგერები დასცდათ მის ბაგეებს და ამათვალიერ-ჩამათვალიერა-ჩემი გამოშტერება გინდა?

-დადიანო გაიწიე, თორე სიფათს გაგილამაზებ!-ღიმილით ვუთხარი.

მასაც ჩაეღიმა.
-ტიპიური ნახალოვკელი-ჩაეცინა.

-ნახალოვკელებს პატივი გვეცი!-ფლირტული ღიმილით ვუთხარი და ბავშვებთან შევედი.

-damn..ამ საღამოს რას აკეთებთ ლამაზო?-ცოტნე წამოდგა და დაჩოქილი ხელზე მეამბორა.
ჩავიცინე.

-მიღალატა-ტუჩები დაბრიცა ლიზამ.

-არაუშავს, მე აქ ვარ-ალექსანდრემ ლოყაზე აკოცა.

ლიზას სახის შემხედვარე კი, სიცილი ძლივს შევიკავე.
ჯერ გალურჯდა.
მერე გაფითრდა.
გათეთრდა.
შემდეგ გაწითლდა.
ბოლოს კი ლოყები ვარდისფერი გაუხდა.
თან გაშტერებული იყურებოდა.

გადავწყვიტეთ გვეთამაშა.
ბევრი ვიფიქრეთ, ბოლოს კი ქალაქობანა გადავწყვიტეთ.

თათიამ და გაბრიელმა მოიგეს.
შემდეგ დურაკა ვითამაშეთ.
მე მოვიგე.
კიდევ ბევრი თამაში ვითამაშეთ.
და დალევაზე გადავედით.
ჩვენთვის, რომ გეკითხათ ცოტა ცოტას ვწრუპავდით.
მაგრამ...

იმდენი დავლიე, რომ დამცხა.
საშინლად დამცხა..
ამიტომ აივანზე გავედი.
მალევე ნაბიჯების ხმაც მომესმა.
იცით, ხომ ვინც არის?
აღარ არის თქმა საჭირო..

-რამე მოიცვი, შეგცივდება-თბილი ხელი, ისედაც ახურებულ, თუმცა უკვე ცოტა გაგრილებულ მკლავზე დამადო.
სასიამოვნოდ დამიარა ტანში და დამბურძგლა.

სწრაფად გავიწიე და ხელი გავაშვებინე.
-რატომ დამზდევ? შედი-არც შემიხედავს, ისე ვუთხარი.
რომ შემეხედა მის შავ თვალებში ჩავიკარგებოდი.

-იქნებ უბრალოდ შენთან ერთად მინდა ვიყო..-თბილად მითხრა და წელზე ხელი შემომხვია.

ჯანდაბა!
თუ არ გაჩერდება თავს ვერ გავაკონტროლებ..
ეს სასმელიც კიდე მოქმედებს..

-მცხელა გამიშვი!

-ეს სიცხე სასმელს დავაბრალო.. თუ.. ჩემთან სიახლოვეს?

-რა?

-სახეზე რა გჭირს?-მკითხა და წარბები შეჭმუხნა-რატომ ხარ ასეთი წითელი?

საშინელი..
ყველაზე საშინელი ადამიანია.

ამჯერად თვალებში შევხედე.
არ ვიცი რატომ, მაგრამ შემეხედა თავისით..
და ისევე, როგორც თვალებში შევხედე შემთხვევით, ახლა მზერა ტუჩებზე გავაჩერე..
მას გვერდულად გაეღიმა.

ჯანდაბა!
ვერ ვიტან ასე, რომ მაშტერებს..

ძალიან მინდა ახლა ის ატმისფერი ბაგეები ჩავუკოცნო...
უსასრულობა შევიგრძნო..

ასეც ვიქცევი.
თითისწვერებზე ვიწევი, ერთ ხელს კისერზე ვკიდებ, მეორეს ლოყაზე და ჩემს ბაგეებს მისაში ვხლართავ.

აშკარად გაოცება ეტყობა, რადგან თავიდან გაუნძრევლად იდგა, შემდეგ კი თეძოებზე ორივე ხელი შემომხვია და ამყვა.
ამ სიამოვნების შეჩერება ჰაერის უკმარისობამ გამოიწვია.

მოვშორდით ერთმანეთს.
ის თვალებში ჩამაშტერდა ჯიუტად, მე კი თავი გვერძე გავატრიალე.
არ ვიცი ასე რატომ მემართება სულ...
არა იმას არ ვგულისხმობ, რომ ვნანობ..
უბრალოდ პირველად, რომ მაკოცა მაშინაც შემრცხვა...
ძალიან შემრცხვა და ამის გამო სამი დღე ვემალებოდი...

კიდევ ჩამოიწია საკოცნელად, თუმცა ტუჩზე თითი მივადე.
-რამოხდა?

-არ შემიძლია...-ვიჩურჩულე.

-რატომ.. რატომ მიდიხარ შენი სურვილების წინააღმდეგ?

-პრინციპების ამბავია..-ახლა მეც თვალებში შევხედე.

-შეგიძლია ერთხელ მაინც დაივიწყო ეგ დედააფეთქებული პრინციპები?-შედარებით ხმამაღლა მითხრა.

შემდეგ ჩემი სახე ხელებში მოიქცია და კიდევ..
კიდევ ერთხელ დამიკოცნა შეწითლებული ტუჩები..

გამარჯობა, გაგიმარჯოთ..
აბა როგორ ხართ?
იმედია კარგად

შემიფასეთ და გამიზიარეთ
თქვენი აზრები ამ თავთან
დაკავშირებით.

მადლობა ვინც კითხულობთ🫶🏻🩷
და ყველას ლავ ლავ

Love, Anano<3

Continue Reading

You'll Also Like

321K 34.4K 172
English Name: After Retiring from Marriage, I became the Favorite of a Powerful Minister Associated Names: 退婚后我成了权臣心尖宠 Chinese Author: Lan Bai Ge Ji ...
10M 517K 43
|| Featured FREE story with exclusive paid chapters - previously a paid story || When Haley discovers the truth behind Xavier, whose silence holds a...
340K 8.4K 79
တောင်ပေါ်သားနဲ့ မြေပြန့်သူ ဇာတ်လမ်းလေးပါရှင့်
1.6K 128 13
წყარო:4love.ge ავტორი:ელ_ჯეიმსი