შენი ფანჯრიდან (დასრულებული)

By ananoo1218

13.7K 687 1.1K

-შენი ოცნება? -ცეკვა... -ცეკვა? -ჰო, ცეკვა... ცეკვა წვიმაში საყვარელ ადამიანთან ერთად...-ჩამეღიმა. More

1 თავი
2 თავი
4 თავი
5 თავი
6 თავი
7 თავი
8 თავი
9 თავი
10 თავი
11 თავი
12 თავი
13 თავი
14 თავი
15 თავი
16 თავი
17 თავი
18 თავი
19 თავი
20 თავი
21 თავი (დასასრული)

3 თავი

702 30 34
By ananoo1218

-ჩემი აზრით ეგ არაფერ შუაშია - მესმის ნუცას ხმა.

-კარგი რა, რომ უნდოდეს დალაპარაკება, აქამდე მოვიდოდა - ჩემი დის ხმაც გავიგე.

ნეტა რაზე ლაპარაკობს ეს ორი ჩურჩუტი?

-რახდება ქალბატონო ეველინა?- მამამ გამომიჭირა.

-ამმ... არაფერი სესილისთან ვაპირებდი შესვლას, თუმცა ნუცაც აქ ყოფილა და მერე შევალ.

ჰომ... მშობლების მოტყუება კარგად არ გამომდის, ვერ ვიტან, როდესაც მათ ვატყუებ, თუმცა ყოველთვის ამის საწინააღმდეგოს ვაკეთებდი.

-წამო რა ქვემოთ ჩავიდეთ, ძალიან მშია- კაი 20 წლის ძმაკაცივით გადავხვიე ხელი და დაბლა ჩავიყვანე.

ქვემოთ იოანე დამხვდა.
მოწყენილი იჯდა.

-რა გჭირს ჩემო სიცოცხლე - გვერძე მივუჯექი და ზურგზე მოფერება დავუწყე.

-შენი ღადაობის თავი არ მაქვს ეხლა.

-რაიყო შეყვარებული ხო არ ხარ შეჩემა.

"ხო კარგად ხარ" სახით გამომხედეს ორივემ.

-შენ, რაღაც ბევრს ტლიკინებ და ხო არ გინდა, ეგ ორმეტრიანი ენა მოგაჭრა?

დავეჯღანე.
-საჭმელი არ გშიათ? რამეს მოვამზად...

-არაა!!- წამოიყვირა ორივემ ერთხმად.

-ჯერ კიდევ გვახსოვს, შენი "საფირმო" წვნიანის გამო მთელი ოჯახი საავადმყოფოში, რომ მოვხვდით - მითხრა მამაჩემმა.

-უკაცრავად, მაგრამ პირველრგიგში ეგ თქვენი ბრალი იყო, მაშინ ვადაგასული პროდუქტები არ მოგეტანათ და მეორეც კიდე სოდა და მარილი სხვადასხვა ჭუჭელში ჩაყარეთ ხოლმე - კმაყოფილმა გავუღიმე ორივეს და სენდვიჩს მივუბრუნდი.- და აი თუ არც გინდათ რა, თქვენ დარჩებით მშივრები დედას მოსვლამდე მე კი არა - ვუთხარი და ენა გამოვუყავი.

დავასრულე მზადება, რა დროსაც კარზე ზარი იყო.

-მიდი გააღე რაა - შემევედრასავით ჩემი ძმა.

-მიდი და შენთვითონ გააღე, მე აქ შენი მოსამსახურე კი არ ვარ.

-მოგხვდება მაგის გამო შენ - თითით დამემუქრა.

ირაკლი ჩვენზე იცინოდა.

-მადლობა მამა, ასეთი ძმისთვის.

-არაფრის, ვიცი როგორც გიყვართ ერთმნეთი.

თვალები ავატრიალე.

-გამარჯობა ხალხო - ხმაურიანად შემოდგა ფეხი საბამ.

-ჩემი ლამაზმანი როგორ არის? - ანდრია მომვარდა.

-ბედნიერად - ლოყაზე ვაკოცე.

-ბატონო ირაკი თქვენ როგორ ბრძანდებით?- ღადაობით უთხრა ცოტნემ.

-გაგაბატონებ შე მამაძაღლო - თავზე წამოარტყა, გაიცინა და გავიდა.

-არ გშიათ? კვერცხს შევწვავ - ვუთხარი, როცა მარტო დავრჩით.

-პფფ, 10 წლიდან მოყოლებული, სხვა რამის გაკეთება კიდე ვერ ისწავლე?- გაეცინა დემეტრეს და სხვებიც აყვნენ.

-აჰაჰა, რა სასაცილოები ხართ.

-მოკლედ, არ გინდათ დღეს კლუბში წავიდეთ? ოღონდ ამჯერად შენც მოდიხარ მოუხერხებელო მზარეულო - იდეა მოგვაწოდა ანდრიამ.

-კარგი, გოგონებს დავურეკავ და ვეტყვი.

ავვარდი მეორე სართულზე და ვიდეო ზარით დავრეკე გოგოების ჩატში.

ნახევარ საათში ყველა ჩვენთან იყვნენ.

-აუუ რა ჩავიცვაა? - ვწუწუნებ უკვე 20 წუთია.

-დავიღალეთ ეველინა, ნუ ხარ ასეთი წუწუნა, რამდენი კაბა გაქ და არ იცი რა ჩაიცვა?

დაიღალა თურმე, აბა მე მკითხეთ.

-ტირილი მინდა - ზურგით დავეხეთქე საწოლზე.

თავი წამოვყავი, როცა ოთახის კარი გაიღო. ბიჭები კარის ჩარჩოსთან იდგნენ და დაღლილი სახით გვიყურებდნენ.

-მალე, დავიღალეთ ლოდინით... მოიცა შენ რა ჩაცმულიც არ ხარ?

-რა ჩავიცვა?

-ნუ გამაგიჟებ გოგო რამდენი ძონძი გაქ და არ იცი რა ჩაიცვა?

-იოანე! ძონძი შენთვითონ ხარ და მოშორდით საერთოდ, რას ჩამოეყუდეთ აქ სიმაღლის მიხედვით - გავაგდე ყველა ოთახიდან.

10 წუთის შემდეგ როგორც იქნა ავარჩიე კაბა, ვერცხლისფერი, ბრჭყვიალებიანი, მოკლე მოტკეცილი იყო და ნაზი მაკიაჟიც გავიკეთე, რომელიც მხოლოდ ტუშით, ტუჩის კონტურითა და გლოსით შემოიფარგლებოდა.

-ეხლა არ დაიწყოთ წუწუნი, მე ამ მანქანაში არ მინდა მე იმაშიო.

თუმცა მაინც ბევრი ვიწუწუნეთ ამ თემასთან დაკავშირებით, როგორც ყოველთვის.

ბოლოს გადავნაწილდით და კლუბისკენ დავიძარით, სანამ მივიდოდით მანქანაში სიმღერა გვქონდა ჩართული, რომელსაც ჩვენი ყაყანი ფარავდა.
ვიცინოდით და თან ისტორიებს ვყვებოდით.
მთელი ყურადღებით ბავშვებთან ვიყავი, თუმცა ისიც არ გამომპარვია, დემეტრე მთელი გზა მის გვერძე მჯდომ თათიას, როგორ ურცხვად უყურებდა.
თათიამ რამოდენიმეჯერ გახედა, და თითქოს დაიმორცხვასავით.
უკაცრავად რა ხდება?

რამდენიმე წუთში უკვე ადგილზე ვიყავით.
მთელი ბრიგადა გადავედით და ხმაურიანად მივედით დაცვასთან.

როგორც კი შიგნით შევედი სიგარეტისა და ალკოჰოლის მძაფრი სუნი მეცა.

ბართან მივედით და ყველამ სასმელი შევუკვეთეთ.

-იცოდე შენ ბევრი არ მოგივიდეს - მკაცრი ტონით მითხრა იოანემ.

-ბავშვი აღარ ვარ!

-რაო, დიდი ხანია 19 წლის გახდი?

-კი, 11 თვეა.

თვალები აატრიალა.
მე კი ჩამეცინა.
ყოველთვის მომწონდა ადამიანის ნერვებზე თამაში.
განსაკუთრებით მის ნერვებზე.

ყველანი საცეკვაოდ გავიდნენ, მე კი ჩემს ფიქრებთან და სასმელთან ერთად განმარტოებული დავრჩი, სანამ ვიღაც გვერდით არ მომიჯდა.
გავხედე.
ის ღიმილით მიყურებდა.

არა, ამჯერად დანიელი არაა.
ვიღაც უცხო იყო.

-ვიცეკვოთ?

მხრები ავიჩეჩე, არ ვიყავი ცეკვის ხასიეთზე.

-კარგი რა ადექი, რა უნდა აკეთო აქ მარტომ?

-დავლიო და ფიქრებში წავიდე, შენ კი ამაში ხელს მიშლი - ისე ვუთხარი, თითქოს დეპრესიაში ვყოფილიყავი.

-მხოლოდ ერთი ცეკვა.

უკვე ნერვები დამაწყვიტა, ვიცოდი არ მომეშვებოდა, ამიტომ დავთანხმდი.

-მხოლოდ ერთი! - წინ ერთი თითი ავუფრიალე.

-რათქმაუნდა, მხოლოდ ერთი - ჩემს ნათქვამზე ჩაეცინა.

ხალხს შევერიეთ და ცეკვა დავიწყეთ.
რაც ჩემს ძმას და მეგობრებს არ გამოჰპარვიათ. მკაცრი მზერა მესროლა, მაგრამ მიამ მუჯლუნგი მიჰკრა და მთელი ყურადღება მასზე გადაიტანა.
მე კი ჩამეცინა.

-რა გქვია? - მკითხა პარტნიორმა მოულოდნელად.

-ეველინა, შენ?

-გაბრიელი.

-სასიამოვნოა - ნაზად გავუღიმე.

-ჩემთვისაც.

სასიამოვნო ადამიანი ჩანდა.
ალბათ.

ცეკვა მისმა აწკრიალებულმა ტელეფონმა გაგვაწყვეტინა.

-2 წუთით - ორი თითი მიჩვენა.

"გისმენ... რაა? სერიოზულად? თუ მეღადავებით?.... კარგი, კარგი მოვდივარ, რომელ საავადმყოფოში ხართ, ლოკაცია ჩამიგდე"

როგორც ჩანს რაღაც ცუდი მოხდა.

-რა მოხდა?- ვკითხე სანამ ტელეფონს ამოწმებდა.
რა შენი საქმეა ეველინა?!

-მაპატიე, უნდა წავიდე, იმედია კიდევ შევხვდებით..- თბილად გამიღიმა და ხმაც ვერ ამოვიღე, ისე გაქრა იქაურობიდან.

1 წუთი არ იყო გასული ლიზამ ტელეფონი, რომ შემომაჩეჩა გირეკავენო.
უცხო ნომერი იყო.

-გისმენთ

"ევა როგორ ხარ?"...

   
აბა როგორ ხართ?

მოკლედ, ახალი თავი შემიფასეთ,
და გამიზიარეთ თქვენი აზრები.

Love, Anano💗

Continue Reading

You'll Also Like

602K 5K 23
လိင်နှစ်မျိုးပါတဲ့ဒွိလိင်ကောင်လေးကို မွေးစားထားသည့်အဖေနှင့်အစ်ကိုကြီးက စားသည့်ဇာတ်လမ်း သုံးကြိမ်မြောက်ပြန်တင်ချင်း အသက်မပြည့်သေးရင်မဖတ်ပါနဲ့ရှင် crd...
548K 12.4K 86
တောင်ပေါ်သားနဲ့ မြေပြန့်သူ ဇာတ်လမ်းလေးပါရှင့်
8.1K 572 22
-ვიცეკვოთ?_მეკითხება და ჩემკენ მოიწევს. -რა თქმა უნდა, ყოველთვის!
365K 34.8K 101
ဇာတ်လိုက်က အရင်ဘဝတုန်းက အပယ်ခံလေးဖြစ်ပြီးတော့ ရုပ်သေးဘုရင် အဖြစ် ဖိအားပေးခံခဲ့ရတယ်။ ပြီးတော့ တော်ဝင်နန်းတော်ကနေ ဝိုင်းပြီးတော့ အနိုင်ကျင့်ခဲ့တဲ့ စစ်သ...