შენი ფანჯრიდან (დასრულებული)

By ananoo1218

12.8K 685 1.1K

-შენი ოცნება? -ცეკვა... -ცეკვა? -ჰო, ცეკვა... ცეკვა წვიმაში საყვარელ ადამიანთან ერთად...-ჩამეღიმა. More

1 თავი
3 თავი
4 თავი
5 თავი
6 თავი
7 თავი
8 თავი
9 თავი
10 თავი
11 თავი
12 თავი
13 თავი
14 თავი
15 თავი
16 თავი
17 თავი
18 თავი
19 თავი
20 თავი
21 თავი (დასასრული)

2 თავი

845 36 25
By ananoo1218

-ახსნის საშუალება უნდა მიგეცა...-მითხრა ემილიმ.

-გეთანხმები - დაეთანხმა მიაც.

-არ ვიცი.. როცა დავინახე იქვე გავშრი, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა- ვთქვი და ელისაბედს თავი კალთაში ჩავუდე.
მანაც ყავისფერ თმაზე ნაზად ფერება დამიწყო.

რამოდენიმე საათი კიდევ გავჩერდი გოგონებთან, შემდეგ სახლში წავედი.

***

პარასკევი.
ჩემი საყვარელი კვირის დღე.
დღე, როდესაც შემიძლია ბევრი ვიმეცადინო, ვიმუშავო და დღის ბოლოს საწოლს მივეჯაჭვო.
მეორე დღეს კი ვინებივრო 12 საათამდე.

ავდექი, უფროსწორად ზლოზინით ავდექი და დილაადრიან უნივერსიტეტის შემქმნელიდან დაწყებული, განათლების სამინისტროდან დამთავრებული ყველა და ყველაფერი გავლანძღე.

მოვწესრიგდი და ქვემოთ ჩავედი.
წყლის ადუღება დავიწყე ჩაისთვის, როცა პატარა ხმაური გავიგე, უკვე შეტიარებას ვაპირებდი, როცა ჩემი ძმა სხეულში ჩამაფრინდა.
ბლაყვი.

ნერვიულად დავიწყე თვალების ცეცება აქეთ-იქით, და როცა უკვე მივხვდი რაშიც იყო საქმე იოანეს მკვლელი თვალებით ავხედე.
ის კი სიცილით ძლივს ითქვამდა სულს.
არა რა აცინებდა?

-იდიოტო! სულ გააფრინეე? გული გამისკდა - ხმამაღალი ტონით ვუთხარი, თან ხელების რტყმა დავუწყე.

-კარგი, კარგი გეყოფაა - სიცილით მეუბნებოდა, თან ჩემი არც თუ ისე პატარა ხელების მოგერიებას ცდილობდა.

ჩემი მუშტის მის მუცელში მირტყმა და მისი "ფუუ, შენიი" ერთი იყო.
ჩვენ ყვირილზე დედა ჩამოვიდა.

-რა ხდება, ამ დილაუთენია რა გაყვირებთ? ბავშვები ხომ აღარ ხართ- ნამძირალევი ხმით გვითხრა და მას უკან მამა და სესილიც მოყვნენ.

-ეგ კი არა, ამ ქაჯს ასწავლეთ, როგორც გოგო ისე მოიქცეს, თორემ არავინ წაიყვანს და დაგვრჩება შინაბერა - ტკივილნარევი ხმით, თქვა იოანემ და ჩემგან კიდევ ერთი მუშტი დაიმსახურა.

სესილი სამზარეულოში შემოდის თვალების ბრიალით.

-ავადმყოფები ხართ.

-შენ კიდე უჟმური - იოანე თვალს უკრავს და ცხვირზე ორ თითს უჭერს.

ისევ თვალების ბრიალი.
ზოგჯერ მეშინია ეს თვალები არ გადმოუცვივდეს გეფიცებით.

***

დრო როგორ გავიდა ვერც კი გავიგე, უკვე დამიმთავრდა ლექციები და ბავშვებს დავემშვიდობე, ყურსასმენები გავიკეთე 'ერეკლე დეისაძის - შენი ფანჯრიდან' ჩავრთე და გავედი ციხიდან.

სახლში მიმავალმა უკან მანქანა დავლანდე, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. ისე გავაგრძელე სვლა, რომ ვერც კი ჩევამჩნიე.
ის მანქანა გვერძე იყო, ჩემ გვერძე და ნელა მომყვებოდა, არც აჩქარებდა და არც ანელებდა.

გავჩერდი.
ისიც გაჩერდა და პირი დავაღე, როცა ფანჯრის მინა ჩაიწია და ის გამოჩნდა.
დანიელი ფანჯრიდან მიმზერდა, უემოციო სახით, შემდეგ კარები გამიღო და მითხრა, გავყოლოდი.
სერიოზულად!?

-ნუღა წუწუნებ, და ჩაჯექი!

-კი ახლავე ჩემო დანი, სიხარულით ჩაგიხტები - დამცინავი ტონით ვუთხარი.-სხვა საქმე არ გაქვს მე, რომ არ მზდიო?

-როგორც ხედავ არ მაქვს, და მე შენ არ დაგზდევ მეორედ გნახე, ისიც პირველად შემთხვევით - კმაყოფილი ღიმილი აიკრა სახეზე და ხელები აწია ზემოთ.

-ხო, რათქმაუნდა "შემთხვევით", დარწმუნებული ვარ, ისიც გეცოდინება რომელზე მეწყება სამსახური და რომელზე ვამთავრებ კიდეც.

-არვიცი, მაგრამ თუ ასე ძალიან გინდა, შემიძლია გარკვევა და ყოველდღე მოგაკითხავ ხოლმე - თვალი ჩამიკრა.

-ღმერთო..- თვალები ავატრიალე და ნაბიჯი გადავდგი.

-ეველინა, ნერვები მეშლება უკვე, გითხარი ჩაჯექი წაგიყვან-თქო! - სრული სახელით მხოლოდ მაშინ მომმართავდა ადრე, როცა ბრაზობდა ან ნერვები ეშლებოდა.

-ნეკა თითის ფრჩხილზე მკიდია შენ რა გეშლება და რა არა.

სახეზე ხელები მოისვა, ე.ი ნერვებს ვეღარ თოკავს.

-ჩაჯექი გთხოვ, სახლამდე მიგიყვან უბრალოდ... - მუდარასავით თქვა ეს სიტყვები.

აზრი აღარ ქონდა შეწინააღმდეგებას, წინა კარი დავკეტე და უკანა სავარძელზე დავჯექი, მისკენ მივიხედე, ის უკმაყოფილო და გაკვირვებული სახით მიმზერდა.

-რა?- ვერ მივხვდი რა უნდოდა.

-მე რა ტაქსი ვარ?

უხმოდ გადავედი წინა სავარძელზე, და მის გვერძე კომფორტულად მოვთავსდი.

მანქანის დაძრა და ჩემი ტელეფონის აწკრიალება ერთი იყო.
ლუკა იყო.
ჩემი კურსელი, რომელსაც მოვწონვარ, და არც მე ვარ გულგრილი მის მიმართ.

გავუთიშე.
ახლა არ მინდოდა მისი თანდასწრებით საუბარი.

კიდევ დარეკა. კიდე გავუთიშე.
მესამედაც დარეკა და გათიშვას ვაპირებდი, როცა დანიელმა წამართვა ტელეფონი და დახედა.
წარბშეკრული უყურებდა.

იქნებ მიხვდეს, რომ როცა ვუთიშავ ესეიგი არ მცალია.

-ლუკა ვინაა?

-შენთვის საინტერესო არავინ - ვუთხარი და ტელეფონის წართმევა ვცადე, რათქმაუნდა არ მომცა.

-კარგი, მაშინ ვნახოთ ვინაა..- თქვა, მაგრამ სენსორზე დაჭერაც ვერ მოასწრო ზარი გაწყდა.

სწრაფად დავიბრუნე ჩემი ტელეფონი და ჩემს ადგილს დავუბრუნდი.

-შეგიძლია ამიხსნა, ვინ არის ეს ჩემ..

-კარგი გაჩერდი, ეჭვიანი შეყვარებულივით ნუ იქცევი, ძალიან გთხოვ - გავაწყვეტინე.

ახლა ორივე ჩუმად ვისხედით და გზას მივუყვებოდით.

სახლამდეც მალე მივედით.

დავემშვიდობე და გადმოსვლას ვაპირებდი, როცა ჩემი ხელი დაიჭირა და დამქაჩა მეც წონასწორობა ვერ შევინარჩუნე და ისევ სავარძელზე მოვთავსდი.
რატომ ბედავს ამდენს?

-დღეს სამსახურში ხომ მიდიხარ?

-მერე შენ რა? - ვკითხე უხეშად.

-მე გამოგივლი და სახლამდე მიგაცილებ...

-არმინდა, ფეხები მეც მაქვს ძვირფასო - სწერვულად გავუღიმე და ადგომა ვცადე, როცა ისევ იმ ადგილას დამაბრუნა.

-მე გითხარი, უკვე და არ მაინტერესებს

-ახლა ასე უნდა მდიო?- თვალები ავატრიალე.

-დიახ ქალბატონოა, მუდამ თქვენს განკარგულებაში მიგულეთ- დამპლურად იღიმოდა.

-ნერვებზე მშლი- მობეზრებით ვუთხარი და მანქანიდან გადმოვედი.

მაშინვე ჩემს ოთახში ავვარდი და ჩემს ფანჯარას მივვარდი, ფარდა ისე გავწიე კინაღამ კარნიზიანად ჩამოვიღე.

ჩავიხედე ქვემოთ და რას ვხედავ.

ეს ეშმაკი ღიმილიანი სახით მიმზერს, ეშმაკური ღიმილით, მერე თვალს მიკრავს და გულ ამოვარდნილს მტოვებს.

მგონი დავიწყებული გრძნობები გამინახლდა.
არა, ასე არ შეიძლება, ისიც და მათან გატარებული დროც წარსულში დარჩა.

მაგრამ, როდემდე უნდა მოეტყუებინა საკუთარი თავი, მან ძალიან კარგად იცოდა, რომ მასთან გაჩენილი გრძნობები არასოდეს გაქრებოდა, და დატოვებდა მას, თუმცა არ სურდა.. არ სურდა მას ამის აღიარება.

დედამიწაზე ჩამოვეშვი და სასადილოდ ჩავედი სამზარეულოში, სადაც ჩემი და ჩემი ძმის მეგობრები დამხვდნენ.

-ევას გაუმარჯოს - ხელისაწევით შემეგება დემეტრე.
მივედი და ყველა გადავკოცნე.

-აბა როგორ ხართ?

-შენგან დავიწყებულები, როგორ ვიქნებით- ანდრომ ტუჩები დაბრიცა, თითქოს მოწყენილი იყოს.

-ლინა - ცოტნე მთელი ცხოვრებაა ლინას მეძახის.

-ჰო- ჩუმად ვუთხარი და ჩაის გაკეთება დავიწყე.
ზოგადად ყავის მოყვარული არ ვარ, აი ჩაიზე კი ჭკუა მეკეტება.
რა ჯობია პიტნის ჩაის?
არც არაფერი.

-დღეს ჩემთან ვაპირებთ შეკრებას, ხო წამოხვალ?

-წამოვა, წამოვა აბა რას იზავს - ჩემს მაგივრად იოანემ უპასუხა.

-არა, დღეს ვერ ვახერხებ სამსახურში მივდივარ ორ საათში

-ეე, კაი რაა, წამო გთხოვ სამსახური მოიცდის - დაიწყო წუწუნი საბამ.

-არა, არა ისედაც ბევრი გაცდენა მაქ, თქვენ წადით.. ისე ვინები მიდიხართ?

-მე, იოანე, საბა, მია, ლიზა,  ემილი და თათია - თითებზე ჩამოთვლა დაიწყო დემეტრემ.

-მთელი სასტავი იქ იქნებით, მე რა ვაკეთო

-შეკვეთები არიგე - კმაყოფილად ჩამიღიმა ცოტნემ.

ბევრი ვისაუბრეთ და ვიღლიცინეთ რა დროსაც უკვე სამსახურში წასვლის დროც მოსულა.

სწრაფად ავვარდი ზემოთ ჩანთა მოვიკიდე და წავედი.

დღეს გამიმართლა არ დამიგვიანია.

როგორც კი შევედი ეგრევე ლუკას სხეულს შევეჩეხე.

-როგორ ხარ?- ხავერდოვანი ხმით მითხრა, თუმცა ერთი ადამიანის ხმას მაინც ვერ შეედრება.
ჯანდაბა რაზე ფიქრობ ეველინა ბიჭთან ხარ თითქმის "ურთიერთობში" და მეორე ბიჭზე ფიქრობ.

ფიქრები გავფანტე და გავუღიმე.
-კარგად შენ? რაშვები?

-მეც, წეღან რატო არ მპასუხობდი? ვინერვიულე - ხმა გაამკაცრა.

-უბრალოდ ვერგავიგე, არ გამოსულა ზარი.-ვუთხარი და გავუღიმე.

ამაზე სისულელე რამ ვერ დააბრეხვე ეველინა?
ხო რათქმაუნდა ვუთიშავდი და ვითომ ვერ გავიგე.

-კარგი წამოდი საჩუქარი მაქვს - ხელი ჩამკიდა და მაგიდისკენ გამაქანა.

პატარა ყუთი გამომიწოდა.
გავხსენი, შიგნით კი პატარა, გულის ფორმის, ლამაზი ყელსაბამი იდო.

-ლუკა.. მადლობა ძალიან ლამაზია- ვუთხარი და გავუწოდე, რომ გაეკეთებინა.
მანაც არ დააყოვნა და სწრაფად გამიკეთა.

-მოგწონს?

-კი, ლამაზია - თან ვიღიმოდი.

-კარგი ახლა მე მეჩქარება, და წამოსვლისას დამირეკე და სახლამდე მიგაცილებ

უნდა მეთქვა კარგი თქო, თუმცა მერე გამახსენდა დანიელის ნათქვამი, ამიტომაც უარი ვუთხარი სხვა დროს იყოს თქო და სამუშაოს შევუდექი.

***

ბოლო შეკვეთა და წამოვედი, გამოსვლისას მისი მანქანა დავინახე.
მივედი და ჩავჯექი.

-როგორ ხარ? - დაიჩურჩულა ღიმილიანი სახით, თან გადმოიწია საკოცნელად, მაგრამ ვერ მივართვი.

-ძაან ხომ არ გაგიტკბა, არავითარი კოცნა-პროშვნები - ცხვირწინ თითი ავუფრიალე და ღვედი შევიკარი.
მან უბრალოდ ჩაიცინა.

დაძრა თუ არა მანქანა წვიმა წამოვიდა.
მიყვარს წვიმა, წვიმაში სიარული ყველანაირი ქოლგისა და ქუდის გარეშე.
არ მესმის ისეთი ადამიანების, რომლებიც ამბობენ რომ წვიმა უყვართ, თუმცა როგორც კი წვიმის ცივი წვეთები ეცემა მათ სხეულზე ისინი თავს რამეს აფარებენ.

ფიქრებში ვიყავი გართული, როცა დანიელმა სიჩუმე დაარღვია.
რაღაც მკითხა, მაგრამ ჩაფიქრებული ვიყავი და კარგად ვერ გავიგე.

-ჰა? - დაბნეული მივაჩერდი.

-შენი ოცნება-თქო, გკითხე.

-ცეკვა...

-ცეკვა?

-ჰო ცეკვა.. ცეკვა წვიმაში საყვარელ ადამიანთან ერთად..-ჩამეღიმა.

ცოტა ხნით ჩუმად ვისხედით, მხოლოდ წვიმისა და ჩვენი ღრმა სუნთქვის ხმა ისმოდა, ერთმანეთის სუნთქვას ვუსმენდით.

სიჩუმე ისევ დანიმ დაარღვია.

-მე შემიძლია აგისრულო ოცნება - თითქმის ჩურჩულით მითხრა, ისე, რომ მისი ბაგეებიდან წარმოთქმული ბგერები ძლივს მოსწვდა ჩემს ყურებს.

-რა?-ვკითხე გაკვირვებულმა.

-მეცეკვები?

ხელი გამომიწოდა.

მე ჯერ მას ვაკვირდებოდი შემდეგ მის გამოწვდილ ხელს, შემდეგ ისევ მას.

ხელი ჩავჭიდე და მანქანიდან გადავედით.

დანიელმა სიმღერა ჩართო და სასიამოვნო ჰანგები გაისმა, მთელს ქუჩაზე.

'ერეკლე დეისაძის - შენი ფანჯრიდან'
იყო.
ახსოვს.
არ დავიწყებია.
ჩვენი პირველი ცეკვა ამ სიმღერაზე.

ჩამეღიმა.
მან ხელები თეძოებზე ნაზად დამადო, მე კი მის განიერ მხრებზე მოვხვიე და დავიწყეთ ნელი და ნაზი რხევა.

არავინ მოძრაობდა საერთოდ არავინ, არავის ხმა არ ისმოდა, მარტო ვიყავით.

წვიმა, სიმღერა, მე და დანი.

მეორე თავიც მოვაყოლე ბარემ
და გამიზიარეთ თქვენი აზრები💗

რაც შეეხება ამ სიმღერას ვგიჟდები,
ძალიან მიყვარს<3

   Love, Anano

Continue Reading

You'll Also Like

325K 34.5K 172
English Name: After Retiring from Marriage, I became the Favorite of a Powerful Minister Associated Names: 退婚后我成了权臣心尖宠 Chinese Author: Lan Bai Ge Ji ...
434K 16.3K 44
ကိုယ်ဟာ ကြိုးဝိုင်းထဲမှာ ကိုယ့်ကိုစိန်ခေါ်လာသမျှကောင်တွေအကုန် ထိုးရဲတယ် သတ်ရဲတယ် ကိုယ်နိုင်မယ်ဆိုတဲ့ယုံကြည်မှုရှိတယ် ကိုယ်မလုပ်ရဲတာဘာမှမရှိဘူးလို့ထင...
445K 38.9K 33
ရိုးရိုးအချစ်ဇာတ်လမ်းလေးတစ်ပုဒ်ပါပဲ
466K 11.2K 88
"ပူတင်းလေးကဘာလဲ" "ကိုကို့အပိုင်" "ကိုကိုတို့ကရောဘာလဲ " "မောင်နှမ" "ဟာ..."