შენი ფანჯრიდან (დასრულებული)

By ananoo1218

12.8K 685 1.1K

-შენი ოცნება? -ცეკვა... -ცეკვა? -ჰო, ცეკვა... ცეკვა წვიმაში საყვარელ ადამიანთან ერთად...-ჩამეღიმა. More

2 თავი
3 თავი
4 თავი
5 თავი
6 თავი
7 თავი
8 თავი
9 თავი
10 თავი
11 თავი
12 თავი
13 თავი
14 თავი
15 თავი
16 თავი
17 თავი
18 თავი
19 თავი
20 თავი
21 თავი (დასასრული)

1 თავი

1.3K 54 8
By ananoo1218

-არა, გთხოვ გაჩერდი... - გულამოსკვნილი ვტირი და ვცდილობ, მისი ამაზრზენი სხეულის მოშორებას.

-რა კარგი ხარ, ნეტა იცოდე.. - თვალებმინაბული, საზიზღარი ხმით წარმოთქვამს ამ სიტყვებს.

-გთხოვ, ა.. არ გინდა, გა.. გამიშვი... -სიტყვებს ძლივს ვაბამდი თავს, ის კი მაინც არ წყვეტდა შეხებას.

ცოტაც და გული წამივიდოდა, მეტს ვეღარ გავუძლებდი...

თვალები გავახილე და საწოლიდან წამოვხტი.
ჯანდაბა.
სიზმარი... სიზმარი ყოფილა.

მაშინვე საწოლის გვერძე, კომოდზე მდგარ წყლიან ჭიქას მივვარდი.
შემდეგ კი სააბაზანოში შევედი, და შხაპის მიღება გადავწყვიტე, მინდოდა ის ადგილები ჩამომებანა, სადაც ის არამზადა მეხებოდა.

თითქმის ერთი საათი ვიყავი საშხაპეში, როცა გამოვედი საათი საღამოს 6 აჩვენებდა.
სამსახურში დამაგვიანდა.
როგორც ყოველთვის.

-ჯანდაბა- ჩავილაპარაკე და კარადაში შევძვერი.
რაც ხელში მომხვდა ჩავიცვი, და ჩემი დის ოთახისკენ გავეშურე.

-სესო, რას აკეთებ?-ვკითხე, როგორც კი ოთახის კარი შევაღე.

-ნუცას ველოდები- მითხრა ღიმილით.

ხო, ნუცა მისი ბავშვობის მეგობარია. საყვარელი და ნაზი 17 წლის გოგონა. ასევე სესილიც, ჩემი უმცროსი და. კარგი ურთიერთობა გვაქვს თქო ნამდვილად ვერ ვიტყვი, უბრალოდ ვერ ვეწყობით.

აი ჩემი უფროსი ძმა იოანე, და მე კი ნამდვილად ერთმანეთისთვის ვართ დაბადებულები. ჩვენ ყოველთვის ვეწყობოდით, ორივე ერთნაირი დაქნეულები ვართ, სესილი კი ჩვეულებრივი თინეიჯერია, რომელიც ჩვენს ხუმრობებზე უბრალოდ თვალებს ატრიალებს.

-მომიკითხე ნუცი, მე გავდივარ და თუ რამეა დამირეკე.

-წამოსვლისას რამე წამომიღეე-მომაძახა გასვლისას.

***
მოკლედ რომ გითხრათ, მე ეველინა მაისურაძე გახლავართ, 19 წლის სტუდენტი, ვსწავლობ ჟურნალისტიკაზე.
უბრალო შავგვრემანი გართობის მოყვარული გოგონა ვარ, მყავს სამეგობრო წრე, რომელთანაც დღის ნახევარს ვატარებ. ვმუშაობ მაკდონალდში, როგორც თითქმის ყველა ქართველი სტუდენტი.

ახლაც სწორედ იქ მივდივარ და რათქმაუნდა დღესაც დავაგვიანე.

სამზარეულოს კარი ნაჩქარევად შევაღე, კომპიუტერთან მივირბინე და პროგრამაში შეკვეთა შევიტანე:

მეშვიდე მაგიდა

კარტოპილი ფრი - 2

კოკა-კოლა შაქრის გარეშე - 1ჭიქა

ქათმის ფრთები - 4ც

ბიგ მაკი - 2

შეკვეთა მზადაა და უკვე მაგიდას ვუახლოვდებოდი, როდესაც ის შევამჩინე.
იღიმოდა. ჩემკენ არ იყურებოდა, უბრალოდ იღიმოდა.
ამ პატარა ღიმილმა, კი ჩემს მუცელში პეპლები გამოიწვია.
ისევ.
არა, არა ასე არ უნდა მომხდარიყო, მე ის წარსულს ჩავაბარე.
ჯანდაბა.
ჯანდაბა.
ჯანდაბა.

ჩემს თანამშრომელთან მივირბინე და სწრაფად გადავუცვალე შეკვეთა.
არ მიდოდა.. არ მინდოდა მას ვენახე.

უკვე გაბრუნებას ვაპირებდი, როდესაც მოიხედა, და ჩვენი თვალები ერთმანეთს შეეჯახა.
აღარ იღიმოდა.
ის მე მიყურებდა, მე მას.

5 წამიანი თვალის კონტაქტის შემდეგ, ფეხზე წამოდგა და ჩემი მიმართულებით დაიწყო სვლა, მე არ ვინძრეოდი, უბრალოდ ვიდექი და ხმას ვერ ვიღებდი.

-ევე- მისმა ხმამ გამომაფხიზლა, წასვლა ვცადე თუმცა ხელით გამაჩერა -მომენატრე...- დაიჩურჩულა, თავისი ხვრედოვანი ხმით.

და მეც შევხედე, მის შავ მუქ ბნელ თვალებში, რომლებიც თბილად მიმზერდნენ.

-ა.. აქ რას აკ..კეთებ?- დაბნეული ვლაპარაკობდი.

-როგორ ხარ?- ჩემი ნათქვამისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე მკითხა.

-ჰაჰჰ, როგორ ვარ? ლამაზი ტყუილი გირჩევნია თუ მწარე სიმართლე?- სიმწრით ჩამეცინა.

-ევე...

-რა ევე, იმის შემდეგ რაც მიმატოვე, შუა გზაში მიმაგდე, მაშინ როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდი... ახლა მოდიხარ, 1 წლის შემდეგ, ჩნდები ჩემს ცხოვრებაში და მეკითხები თუ როგორ ვარ? - ამ სიტყვებს თითქმის ყვირილით ვამბობდი, და ცოტა მაკლდა რომ არ მეტირა.

-შენ არაფერი იცი..

-რა არ ვიცი დანიელ, რა არ ვიცი, მაშინ გამაგებინე და მითხარი, იცი მაინც, როგორ ვგრძნობდი თავს როცა მითხრეს რომ წახვედი? მაგრამ არა საიდან გეცოდინებოდა- აქ უკვე თავი ვეღარ შევიკავე და მალევე ვიგრძენი პირში მლაშე გემო.

-გთხოვ ნუ ტირი... მაპატიე, ყველაფრისთვის ბოდიშს გიხდი - თან ცერა თითით მწმენდდა უფერულ თუმცა ტკივილებით დატვირთულ სითხეს.

-არა, არა, არა ასე ნუ მექცევი - უხეშად მოვიშორე მისი თითი - შემეშვი.

-ევე გთხოვ

-ევეს ნუ მეძახი ეგ წარსულს ჩაბარდა, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, შენც.

ვუთხარი და მაშინვე დავტოვე იქაურობა...
უბრალოდ გამოვიქეცი...

გამარჯობა მეგობრებო, დამწყები ვარ და ჩემი პირველი მოთხრობაა, ვიცი ბევრი შეცდომა მექნება დაშვებული, თუმცა გამოვასწორებ.
წაიკითხეთ და გამიზიარეთ თქვენი აზრები💗

Continue Reading

You'll Also Like

7.3K 551 22
-ვიცეკვოთ?_მეკითხება და ჩემკენ მოიწევს. -რა თქმა უნდა, ყოველთვის!
254K 40.8K 104
I am the father of villain Author Lin Ang Si ရဲ့ novel လေးပါ ???? All credit to Original author and E-Translators .
326K 34.6K 172
English Name: After Retiring from Marriage, I became the Favorite of a Powerful Minister Associated Names: 退婚后我成了权臣心尖宠 Chinese Author: Lan Bai Ge Ji ...
435K 16.3K 44
ကိုယ်ဟာ ကြိုးဝိုင်းထဲမှာ ကိုယ့်ကိုစိန်ခေါ်လာသမျှကောင်တွေအကုန် ထိုးရဲတယ် သတ်ရဲတယ် ကိုယ်နိုင်မယ်ဆိုတဲ့ယုံကြည်မှုရှိတယ် ကိုယ်မလုပ်ရဲတာဘာမှမရှိဘူးလို့ထင...