THE SAUND OF RAIN

By Newerror1_

1K 75 9

"რა"- ბოლოს გულმა არ მომითმინა და ვკითხე. "არაფერი მითქვამს" "ასე რატომ მიყურებ?" "იმიტომ რომ ლამაზი ხარ" More

პროლოგი
(1) ელენე მელაძე
(2) მთაწმინდა
(3) ჩემი შეყვარებული?
(5) აბაშიძე ნიკა
(6) იმიტომ რომ ლამაზი ხარ
(7) ეს უსამართლობაა!
(8) სალამი სიმპათიურო
(9) მე შენთან ვარ
(10)ბოდიში თუ შეცდომაში შეგიყვანე

(4) დილა მშვიდობისა მშვენიერო ქალბატონო

72 7 0
By Newerror1_

დილით საშინელი თავის ტკივილი მაღვიძებს. ტკივილისგან ლოგინშივე ვიკლაკნები .

"ახ თავი"-თავზე ხელს ვიკიდებ - "არ უნდა დამელია ამდენი"

ლოგინიდან წამოდგომისთანავე სახეზე მზის სხივები მეცემა და მაიძულებენ თვალების დახუჭვას. ამასობაში ჩემმა სუნის რეცეპტორები მუშავდებიან და მამაკაცის სუნამოს სუნს ვგრძნობ. არ მახსენდება ჩემს ოთახში ასეთი სუნამოს არსებობა. დარწმუნებული ვარ არც მამაჩემს აქვს მსგავსი. თუმცა ძალიან ნაცნობს გავს. ვცდილობ გავიხსენო საიდან მეცნობა, მაგრამ მცდელობას მაშინვე ვწყვეტ როცა თავში მორიგი ტკივილის ტალღა მივლის. ტკივილისგან ვიმანჭები.

"დეე"

სიჩუმე.

"დედაა"

სრული სიჩუმე.

"დედიკოო"

კვლავ სიჩუმე.

"ნანაა "

რატომღაც არ მიყვარდა როცა დედას სახელით მივმართავდი. მუდამ ვთვლიდი რომ ასეთი მიმართვა უპატივცემულობას ნიშნავდა მშობლის მიმართ. ზოგს ურჩევნია დედას სახელით მიმართოს მე კი მზად ვარ მას ' დედა, დედიკო, დედიკუნა, დედიკუკუნა, დედი, დე' და ათასი მსგავსი რამ დავუძახო ოღონდ არა სახელი. ნუ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებს თუ არ ჩავთვლიდით. ისეთის როგორიც ესაა.

ტკივილი არ მივლიდა. არ წყდებოდა. მოვლით მირტყამდა , თითქოს თავში ჩაქუჩს მარტყამდნენ.

დედაჩემი არ ჩანდა. არც მამა. უარესიც, სრული სიჩუმე სუფევდა სახლში, რაც ძალიან უცნაური იყო. სხვა დროს ერთ დაძახებაზე ორივე წამის მეასედში ჩემს ოთახში გაჩნდებოდნენ. ახლა კი ისეთი სიჩუმე იყო, საათის წიკწიკის ხმაც კი მესმოდა. მაღიზიანებდა ეს ხმა.

მზის სინათლეს შევეჩვიე თუ არა თვალი გავახილე.

"სად ვარ?"

ნაცრისფერ საძინებელ ოთახში ვიყავი.

ეს არ იყო ჩემი ოთახი. დაზუსტებით ვიცოდი ეს არც ნინის ოთახი არ იყო. უფრო ბიჭისას გავდა. ბიჭისას რომლის საყვარელი ფერი შავი იყო და ფეხბურთზე გიჟდებოდა, კედელზე აქა იქ ფეხბურთის გუნდების პლაკატები იყო გაკრული.

ბიჭის ოთახში გაღვიძების პერსპექტივის მიღება და სასწრაფოდ საბნის გადახსნა ერთი იყო. საკუთარი თავი შევათვალიერე. ტანსაცმელი მეცვა.

"მადლობა ღმერთს"

აზრზე არ ხართ როგორ გამიხარდა. თუმცა ეს იმ ფაქტს არ ცვლიდა, რომ ბიჭის ოთახში ვიმყოფებოდი. უცნობი ბიჭის!

თავი ხელში ავიყვანე, და დამშვიდებას შევეცადე. მნიშვნელობა არ ჰქონდა ვის სახლში ვიყავი ახლა, ტელეფონი უნდა მეპოვა და აქედან სასწრაფოდ დამეხვია. ჩემები ალბათ საშინლად ნერვიულობენ. იმედია სამძებრო სამუშაოებში პოლიცია ჯერ არ ჩაურთავთ.

ჩემი ტელეფონი ლოგინის გვერდით ვიპოვე, პატარა წერილთან, ჭიქა წყალთან და თავის ტკივილის წამალთან ერთდ.

ტელეფონში ოცამდე გამოტოვებული ზარი და ესემესი დამხვდა, მშობლებისგან და ნინისგან. სახლში მისულს უეჭველი მომკლავდნენ .

წამალი დავლიე და წერილს გავხედე. მეშინოდა გახსნის. მეშინოდა იმ რეალობის რაც წერილში მელოდა.

"ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა"- წერილს ხელი დავავლე და თვალდახუჭულმა გავხსენი.

___________

" დილა მშვიდობისა მშვენიერო ქალბატონო, თავს როგორ გრძნობ? დარწმუნებული ვარ რც თუ ისე კარგად. წამალი დაგიტოვე, თავის ტკივილი შეგაწუხებდა გუშინდელი ღამის შემდეგ. მაგდენი არ უნდა დაგელია ძვირფასო.

სამწუხაროდ დილით საქმეები გამომიჩნდა და ბოდიში, შენი მარტო დატოვება მომიწია. მერწმუნე ძალიან მინდოდა შენი გაკვირვებული და შეშინებული გამომეტყველების ნახვა ჩემს ლოგინში გაღვიძების.

იმედია მიხვდი, ხელი არ მიხლია შენთვის)

სიყვარულით ლამაზი ღიმილის პატრონი, ნიკა.

პ.ს. შემდეგში ფრთხილად იყავი, სიმთვრალეში უცნობის მანქანაში ჩაჯდომას რომ გადაწყვეტ შეიძლება მე იქ არ აღმოვჩნდე და ვერ გიშველო."

_______________

გამეღიმა როცა მისი სახელი წავიკითხე.

ბოლო წინადადების წაკითხვის შემდეგ კი გამახსენდა გათიშვამდე მომხდარი ფაქტები: როგორ მივყვებოდი უცხო ბიჭს, როგორ შემაჩერა და დამიყვირა ნიკამ, როგორ თქვა ნიკამ რომ ჩემი შეყვარებული იყო, როგორ მომხვია წელზე ხელი, როგორ გაიცინა , როგორ მოვეფერე ლოყაზე. ღმერთო ღმერთო! ამის შემდეგ რა მოხდა არ მახსოვს. დიდი იმედი მაქვს რომ სწორედ მაგ მომენტში გავითიშე.

მისი ღიმილი გამახსენდა. უნებლიედ ამიწითლდა ლოყები. მართლაც რომ, რა ლამაზი ღიმილი აქვს. ლამაზი ღიმილი, საყვარელი სიცილი, უძირო თვალები, აჰ ღმერთო, მგონი ვგიჟდები! ელენე!

ამის შემდეგ უცნაური რამ გავაკეთე: წერილი დავსუნე. ვიცი სრული სიგიჟეა.

წერილს მისი სუნი ასდიოდა. იმ სუნამოს სუნი, მთელი ოთახი რომ იყო გაჟღენთილი. წერილის დასუნვა შევწყვიტე, ხელახლა წაკითხვა მომინდა.

გაღიმებულმა კვლავ დავხედე წერილს. ამჯერად მას ზედ წითელი ლაქა დაჩნეოდა. ღიმილი სახიდან გამიქრა და ხელი ინსტიქტურად პირზე ავიფარე.

ხელზე უცნაურად ცივი სისველე ვიგრძენი.

ცხვირიდან სისხლი მდიოდა.

შემეშინდა.

Ეს არ უნდა მომხდარიყო. ოღონდ ახლა არა.

სასწრაფოდ წამოვხტი და გავიქეცი სააბაზანოს მოსაძებნად. საბედნიეროდ საძინებლის გვერდით, პირველივე კარი სააბაზანო აღმოჩნდა. სახე ჩამოვიბანე და სისხლდენის შეჩერებას დაველოდე. სარკეში საკუთარ ანარეკლს ვუყურებდი და საკუთარ თავზე ვბრაზობდი.

"ასე არ უნდა მომხდარიყო"- თვალები ცრემლებით ამევსო- "უფრო ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი"

თავის მოსაწესრიგებლად და დასამშვიდებლად ნახევარი საათი დამჭირდა.

ამის შემდეგ ტაქსი გამოვიძახე და Ნიკას ოთახი ბოლოჯერ მოვათვალიერე. გემოვნებიანად ჰქონდა იქაურობა მოწყობილი. სიამოვნებით დაველოდებოდი მის მოსვლას და მოვისმენდი მის ხმას კიდევ ერთხელ, კიდევ ერთხელ დავტკბებოდი მისი ლამაზი მოყავისფრო თვალებით და მის სიცილს კიდევ ერთხელ მოვისმენდი ამის დრო და საშუალება რომ მქონოდა, მაგრამ აქედან უნდა წავსულიყავი.

წასვლის წინ Მის სამუშაო მაგიდაზე პატარა ფურცელი შევნიშნე. ავიღე და სამადლობელი წერილის დატოვება გადავწყვიტე. უსამართლობა იქნებოდა უსიტყვოდ წასვლა.

" მადლობა ყველაფრისთვის..."

მეტის დაწერა მსურდა, მაგრამ ვერ შევძელი. ფურცელი კომპიუტერს დავაკარი და მისი სახლიდან გავედი.

გზაში ნინის დავურეკე.

-მადლობა ღმერთს დამირეკე. სად ხარ?

-სახლში ვიქნები მალე.

- სად გაქრი გუშინ? შენები მაგრად ნერვიულობენ.

- მოსულს მოგიყვები რა. დედას უნდა დავურეკო ახლა.

- მიდი საყვარელო. ჭკვიანად.

გამეცინა.

საინტერესოა როგორი იქნება მისი რეაქცია, როცა გაიგებს ვის ოთახში გავიღვიძე. ალბათ ეშმაკურად გამიღიმებს და ათას გარყვნილებას გაივლებს თავში. Ფჰჰ. ნეტა ის რას აკეთებდა მას შემდეგ რაც მე გავქრი? ალბათ საბას ეცეკვებოდა მთელი ღამე. ვგრძნობ ბევრი საჭორაო დაგვიგროვდა ერთ ღამეში.

ნინიზე ფიქრი შევწყვიტე. ახლა დედასათვის უნდა დამერეკა.

- ალო საყვარელო, ხომ კარგად ხარ? სად ხარ? სად იყავი მთელი ღამე? ვნერვიულობდით.

საშინლად განერვიულებული ხმა ქონდა. იმედია მთელი ღამე ჩემს ძებნაში არ გაათენეს. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. უფრო წინდახედულად უნდა მოვქცეულიყავი. ჯანდაბა.

არ მიყვარდა როცა მათ ასე ვანერვიულებდი. ისედაც ჩემს გამო ბევრის გადატანა მოუწიათ. ახლა კი, როცა სიტუაცია ცოტათი დალაგდა არ მინდოდა ყველაფერი უწინდელ დროს დამსგავსებოდა და ისევ არეულიყო ყველაფერი. მშვიდად ცხოვრება მსურდა, ნორმალური ადამიანის მსგავსად.

- დედა დამშვიდდი ყველაფერი რიგზეა. ღამე მეგობართან დავრჩი. ახლა სახლში ვბრუნდები.

- მადლობა ღმერთს. შეგვაშინე.

- ვიცი და ბოდიშს გიხდი ამის გამო. უნდა გამეფრთხილებინეთ.

-საყვარელო არაუშავს მთავარია კარგად ხარ.

- ჰო კარგად ყოფნას რაც შეეხება..

- რა მოხდა ძვირფასო?

-მგონი ბატონი ალექსის მონახულება მოგვიწევს დე.

სიჩუმე..

-დედა..?

-ელენე ყველაფერი რიგზე იქნება ძვირფასო. Არაფერზე არ ინერვიულო კარგი?

- კარგი დე.

- ელ, მამი, ახლა სად ხარ?

- ტაქსში მა. Ხუთ წუთში შინ ვიქნები.

- გელოდებით ძვირფასო. ყველაფერი კარგად იქნება მამი ხომ იცი.

- იმედია..


5 წუთის შემდეგ

სახლში

ღრმად ჩავისუნთქე და კარი გასაღებით გავაღე.

"მოვედი"- ომახიანად დავიძახე და სახლში შევაბიჯე.

"ძვირფასო"- დედამ გულში ჩამიკრა და ლამის მომგუდა.

"დედი ვიგუდები"- მოჩვენებითი სიცილით ვუთხარი.

"ვაიმე მაპატიე ძვირფასო"- ჩემი სახე ხელებში მოიქცია. - "თავს როგორ გრძნობ?"

ალბათ ყველასთვის ნაცნობია ეს გრძნობა, როცა საშინლად ცუდად გრძნობთ თავს გარკვეული მიზეზების გამო, ტირილი გინდებათ, მაგრამ თავს იკავებთ. თუმცა შეკითხვა "როგორ ხარ?, ხომ კარგად ხარ?" თქვენს თავშეკავებულობას ანგრევს და თქვენში ჩაკეტილი ემოციები სააშკარაოზე გამოაქვს. ტირილს იწყებთ.

Ჰოდა მეც ვეღარ შევაჩერე ჩემში არსებული ეს ქაოსი და მივეცი საშუალებას ცრემლებს გზა გაეკვლიათ ჩემს ლოყაზე.

"თავს ცუდად ვგრძნობ დე"

"ოჰ ძვირფასო"- მშობლებმა თავიანთ მკლავებში მომაქციეს და ძლიერად მიმიკრეს გულში.

"ყველაფერი კარგად იქნება" 










newError<3.

Continue Reading

You'll Also Like

243K 29.3K 23
People meet by accident, People fall in love by accident, But people surely don't become someone's baby daddy accidentally, or do they? What started...
3.1M 254K 96
RANKED #1 CUTE #1 COMEDY-ROMANCE #2 YOUNG ADULT #2 BOLLYWOOD #2 LOVE AT FIRST SIGHT #3 PASSION #7 COMEDY-DRAMA #9 LOVE P.S - Do let me know if you...
3M 193K 89
What will happen when an innocent girl gets trapped in the clutches of a devil mafia? This is the story of Rishabh and Anokhi. Anokhi's life is as...
427K 23.8K 17
𝐒𝐡𝐢𝐯𝐚𝐧𝐲𝐚 𝐑𝐚𝐣𝐩𝐮𝐭 𝐱 𝐑𝐮𝐝𝐫𝐚𝐤𝐬𝐡 𝐑𝐚𝐣𝐩𝐮𝐭 ~By 𝐊𝐚𝐣𝐮ꨄ︎...