Falling

jknterest tarafından

15.8K 886 176

დაუვიწყარი გრძნობა როდესაც მისი დანახვისას გეუფლება. მისი სურნელი რომელიც თავს მშვიდად გაგრძნობინებს. შეხება... Daha Fazla

1
2
3
4
5
7 🔞
8

6

1.2K 92 6
jknterest tarafından

დღება დღე როდესაც არაფერი იცი არც გაინტერესებს უბრალოდ გინდა იგრძნო, განიცადო, შეიგრძნო. არაფერი აღარ გადარდებს მხოლოდ გინდა მას შეეხო, შეისწავლო მისი თითოეული ნაკვეთი. გონება არ გაძლევს იფიქრო რაიმე სხვაზე.. მხოლოდ ის, წამიერი გაფიქრება მასზე და შენს სახეზე ღიმილი ჩნდება.. მის ბაგეების დაგემოვნევაზე ისევ და ისევ დეჟავუს გრძნობ. მას ისეთი გემო აქვს რომ არასდროს გინდა შენს ბაგეებს მოსწყდეს. ჩვენ სრულიად განსხვავებულები ვართ მაგრამ ამით ერთმანეთს ვავსებთ, ერთმანეთი გვჭირდება... მისი შეხება ჩემში შერეულ გრძნობებს იწვევს... მათბობს... აღმაგზნებს.... მე ის მინდა ძალიან მინდა... მისი ის თავხედი ღიმილიც კი ისეთი მიმზიდველი მეჩვენება... მინდა მისი თითოეული დეტალი გადმოვცე... დავხატო... ის დაუვიწყარია...

კაფეტერიაში ვზივარ და ჯერ კიდევ ახალ გაღვიძებული საუზმეს ვაშტერდები თან თვალებს ვიბშვნეტ. კამეფეტერია ნახევრამდე სავსეა, ბოლო ნახევარი კი სულ ცარიელია. გუშინ თეჰიონმა კოცნის შემდეგ დამტოვა არც კი ვიცი რას აკეთებს... რატომ მკოცნის თითქმის ჩვენს ყველა შეხვედრაზე... ეს ძალიან მაბნევს.... ასე უბრალოდ ნებისმიერს კოცნის ? წარბებს მაღლა ვწევ და ხელში სენდვიჩს ვიჭერ და ვკბენჩ. ვიმედოვნებ ასე უბრალოდ არავის კოცნის, ასე არ შეიძლება. ჭამისას პირდაპირ ვიყურები და ვხედავ როგორ შემოდის თეჰიონი კამფეტერიაში, ტყავის შარვალი აცვია მომდგარი და ჩვეული ტყავის ქურთუკი ბათინკებზე. კაფეტერიას თვალს ავლებს, ჩვენი მზერა ერთმანეთს ეჯახება ის კი ისევ თავის თავხედურ ღიმილს მჩუქნის. ლუკმა მცდება და სხვა მხარეს ვიხედები, ვახველებ და გულზე ხელს ვისვამ. ჯანდაბა მაინცდამაინც ეხლა უნდა გადამცდენოდა? რძის ბოთლს თითებს ვხვევ და ბაგეებთან მიმაქვს, ვიყუდებ და ბოთლს ნელა უკან ვაბრუნებ მაგიდაზე. მაგრამ ჩემს გვერდით მჯდომ თეჰიონს ვხედავ და ვკრთები. თვალები მიფართოვდება რასაც მისი ჩაცინება მოჰყვება, ჩემს ბაგეებს აკვირდება და ხელი ჩემს სახესთან ახლოს მოაქვს, ცერას ნელა მატარებს რძით მოსვრილ ბაგეებზე ისე რომ თვალს არ აცილებს. მის საქციელისგან გაკვირვებული და განაბული ჩუმად შევცქერი მის ამ ქმედებას. ახლოს იწევა ჩემს სახესთან ნელა....

- რას აკეთებ ყველა ჩვენ გვიყურებს - ვჩურჩულებ.

- გვიყურონ - ასევე ჩურჩულებს და ნიკაპზე ხელს მავლებს, სახეს ახლოს მაწევინებს მის სახესთან და თვალებში მიყურებს.

- მე.. მე უნდა წავიდე - მის ხელს ვიშორებ რაზეც თეჰიონი წარბებს კრავს მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ. სწრაფად ვდგები და კაფეტერიიდან გავრბივარ, თეჰიონის ხმა მესმის "ჯონქუქ!" მაგრამ ამასაც ვაიგნორებ და კიბეებზე ავრბივარ, ვიღაცას ვასკდები მაგრამ მაინც არ ვჩერდები. ბოდიშს ვუხდი და გზას ვაგრძელებ. ბოლო სართულიდან ბოლო კიბის საფეხურებსაც მივუყვები, მხრით ვასკდები კარებს. კარები იხსნება რასაც გრილი ნიავი მოსდევს. სახურავზე ვარ... ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და ხრეშზე ნელა მივაბიჯებ. პირდაპირ ისევ ნისლით დამალულ ტყეს ვხედავ. მაღალი, მუქი მწვანე წიწვოვანი ხეები მოჩანს ნისლიან. მოაჯირს იდაყვებით ვეყრდნობი და გარემოს თვალს ვავლებ. არც კი ვიცი რატომ დავუსხლტი ხელიდან თეჰიონს... მიზიდულობას ვგრძნობ... არც კი ვიცი ეს რა არის.. რატომ უნდა მოზიდავდეს ბიჭი.... ვოხრავ და თითებით თვალებს ვისრეს ნელა. მეშინია... დაბნეული ვარ... ყოველ ჯერზე რატომ უნდა რომ მაკოცოს! მეც სულელურად რატომ ვაძლევ უფლებას მაკოცოს... ხმამაღლა ვგმინავ. ჯონქუქ!! რა გემართება! თვალს კიდევ ერთხელ ვავლებ გარემოს...

- time skip -

კლასში ვზივარ და მასწავლებელს ვერც კი ვუსმენ, ჩემი მზერა ფანჯრებისკენა მიმართული. კონცენტრაციას ვერ ვახდენ. მის ბაგეებზე მეფიქრება... მისი გემო მახსენდება... ის მე ჭკუიდან მშლის... ასეთი რამე არასდროს მომხდარა ჩემს ცხოვრებაში... ასე არასდროს ვყოფილვარ... მას ყოველთვის სიახლეები დასდევს თან... მთელი დღეა განაბული და გამოშტერებული ვზივარ ყველა გაკვეთილზე, კონცენტრაციას ვერაფერზე ვახდენ... ნეტა რას იზამდა თეჰიონი.. ამდენი ხალხის წინ მართლა მაკოცებდა ? თავს ვაქნევ. ეს რატომ უნდა მაინტერესებდეს. ეს ბოლო გაკვეთილია. საათს ვუყურებ და ზარიც ირეკება. მშვენიერია ეხლა დავისვენებ, უბრალოდ წავალ ლეპტოპში რამეს ვუყურებ არაფერზე ფიქრი არ მსურს არც არაფრის კეთება. არავის არ ვაქცევ ყურადღებას კლას ვტოვებ როდესაც მასწავლებელი გვითხოვს მოსწავლეებს. პირდაპირ კიბეებზე ავდივარ და ჩემს ოთახში. ზურგჩანთას იატაკზე ვაგდებ იქვე კუთხეში და ვოხრავ. ზედას ვიხდი. მინდა რაიმე კომფორტული ჩავიცვა მაგრამ ისე ხდება პირიქით ვიცმევ, მომდგარ დახაეული ჯინსის შარვალს და ბოტასებს, ზემოდან კი პერანგს, რამდენიმე ღილს შეხსნილს ვტოვებ. ასე ჩემი ყელი უკეთ მოჩანს და მკერდის ნაწილიც, ცოტა არ იყოს გამომწვევია მაგრამ არსად გასვლას არ ვაპირებ, გეგმაში ასეა. საწოლზე ვჯდები და ზურგს საწოლის თავს ვაყრდნობ. ლეპტოპს კალთაში ვიდებ და ფილმების ძებნას ვიწყებ.

უკვე 2 საათია რაღაც ფილმს ვუყურებ და ძალიან მოვიწყინე. დაბნელდა. ძალიანაც რომ მინდოდეს გარეთ გასვლა კომენდანტია კოლეჯში დაწყებული და ვერსად გავალ. გვერდზე ვდებ ლეპტოპს და საწოლიდან ვდგები, ვიზმორები თან ვგმინავ. ოთახში შუქი ჩამქრალია და მთვარის სინათლე მკვეთრად შემოდის და ანათებს ოთახს. ყურადღება ფანჯარაზე გადამაქვს მაგრამ ჩემი კარების საკეტის ხმა მესმის და მზერა კარებზე გადამაქვს. ვუახლოვდები კარებს ნელა თან ვფიქრობ გავაღო თუ არა... ცნობისმოყვარე ადამიანი ვარ ამიტომ საკეტს ვწევ და კარები თავისით იღება, ჩემს ოთახში თეჰიონი იჭრება სწრაფად, უკან ვდგამ ნაბიჯებს შეშფოთებული.

- ჯონქუქ.... - ამბობს და მიახლოვდება.

- აქ რას აკეთებ? ეხლა ხომ კომენდანტია? ჩემი ოთახის ნომერი საიდან გაიგე? საერთ- - სიტყვა მიწყდება როდესაც თეჰიონის ბაგეებს ვგრძნობ ჩემს ტუჩებზე. ნაბიჯს უკან ვდგამ მაგრამ ორივე მკლავს ძლიერად მხვევს წელზე და მის სხეულს მაკრობს. ხელებს უმალვე მის მკერდზე ვდებ და ვაწვები რომ მოვშორდე. ის ბაგეებზე გაველურებული მკოცნის. ხელებს მის მხრებს ვუჭერ ძლიერად, ის ჩემს ბაგეებს შორდება და თვალებში მიყურებს.

- ჯონქუქ... გამომყევი... - ჩურჩულებს ჩემს ტუჩებთან.

- სად უნდა გამოგყვე ? კომენდანტია თან - ჩურჩულითვე ვპასუხობ და მის თვალებს ვაკვირდები... რაღაცნაირად აღფრთოვანებული ჩანს...

- მენდე.. უბრალოდ მენდე.. მხოლოდ ამას გთხოვ - ჩურჩულებს და თმის ღერებს ყურს უკან მიწევს თითებით თან თვალებში მომლოდინე მზერით ჩამცქერის.

- კარგი... გენდობი და იმედია ამას არ ვინანებ - ვჩურჩულებ და ოდნავ დაბნეული ვუყურებ ჯერ კიდევ კოცნით გაბრუებული.

მიღიმის და ჩემს ხელს მის ხელში იქცევს. ოთახიდან გავყავარ თან კარებს ხურავს. გარშემო იყურება, მეც მას ვბაძავ და გარშემო ვიყურები, დერეფანი სულ ცარიელია. კიბეებზე ჩადის და მეც უკან მივყვები დაბნეული, ის დაბლა იყურება მთავარი დერეფნისკენ.

- თეჰიონ მ-.... - მაწყვეტინებს სიტყვას ჩემსკენ სწრაფად ტრიალდება და ბაგეებზე თითს მადებს, თვალებში მიყურებს

- ჩშშშ - ჩურჩულებს, ცოტახანი ასე მიყურებს თვალებში თან ოდნავ ეღიმება და ისევ ტრიალდება დერეფანს შესცქერის. სიარულს განაგრძობს ბოლომდე ჩადის კიბეებზე და მეც სულელი უკან მივყვები. თვალები მიფართოვდება როდესაც ვხედავ დაცვა აქეთ მოდის, თეჰიონი მექაჩება და კედლის უკან შედის მეც თან მიყოლებს. მის მკლავებში მოქცეული ორივე ხელს კედელზე ვდებ და ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ. ჩვეული თავხედური ღიმილით შემომცქერის რასაც ჩემი წარბების შეკვრა მოჰყვება. დაცვა ისევ უკან მიდის, თეჰიონი თავს ყოფს და გარშემო იყურება. ხელს მკიდებს ისევ და გასასვლელს გვერდს უვლის სწრაფად იქვე სადღაც კიბეებზე ჩარბის, მალევე კარებს პოულობს და აღებს. მინდა ვკითხო სად მივდივართ მაგრამ ჩუმად ვრჩები. გარეთ გადის და მეც მივყვები. გარშემო ვიყურები... ეს კოლეჯის გვერდითა მხარეა... თეჰიონი მოტოციკლეტზე ჯდება და მაკვირდება. უკან ვიყურები და ისევ მას ვუყურებ.

- მე? შანსი არა! - ვეუბნები.

- დაჯექი ჯონგუკ. - მშვიდი მაგრამ მკაცრი ტონით ამბობს. აქამდე წამომიყვანა... კარგი.. ვუახლოვდები, მოტოციკლეტს ვუყურებ, შავია მთლიანად, ძალიან ლამაზია მაგრამ ეტყობა პატრონივით მხეცია. თეჰიონის უკან მოტოციკლეტზე ვჯდები ფრთხილად. მოტოციკლეტს ქოქავს და ნელა გაყავს გაუფრთხილებლად, მეც მის სხეულს ვასკდები და მკლავებს მჭიდროდ ვხვევ რასაც მისი ჩაცინება მოჰყვება და სწრაფად გაყავს ველოსიპედი ტრასაზე. ყველაფერს დაბურულად ვხედავ, თმები მეწეწება. მაჟრჟუალებს, მთელუ სხეული სითბოთი მევსება. მეცინება და თვალებს ვხუჭავ. თეჰიონი თავს გვერდზე აბრუნებს და იღიმის, მალევე ისევ გზას აკვირდება. თავი მის ბეჭებზე მიდევს და მშვიდი სიოს შეგრძნება მსიამოვნებს, გზას მხოლოდ მთვარის შუქი ანათებს. თეჰიონის სხეულს უფრო ძლიერ ვეკვრი და მომენტით ვტკბები.

|||||||||||||||||||||||||||||||||

გაგრძელება იქნება ^^
იმედია მოგეწონათ ♡

Okumaya devam et

Bunları da Beğeneceksin

1.3M 32.7K 46
When young Diovanna is framed for something she didn't do and is sent off to a "boarding school" she feels abandoned and betrayed. But one thing was...
793K 66.6K 35
"Excuse me!! How dare you to talk to me like this?? Do you know who I am?" He roared at Vanika in loud voice pointing his index finger towards her. "...
1.1M 83.6K 39
"Why the fuck you let him touch you!!!"he growled while punching the wall behind me 'I am so scared right now what if he hit me like my father did to...
47.2K 2.8K 35
وەنشۆتی کەیپۆپ گەی دڵ خوازەکانم: 𝑵𝑨𝑴𝑱𝑰𝑵 𝒀𝑶𝑶𝑵𝑴𝑰𝑵 𝒀𝑶𝑶𝑵𝑺𝑬𝑶𝑲 𝑱𝑰𝑲𝑶𝑶𝑲 𝑽𝑲𝑶𝑶𝑲 𝑻𝑨𝑬𝑲𝑶𝑶𝑲