Falling

By jknterest

15.8K 886 176

დაუვიწყარი გრძნობა როდესაც მისი დანახვისას გეუფლება. მისი სურნელი რომელიც თავს მშვიდად გაგრძნობინებს. შეხება... More

1
2
3
5
6
7 🔞
8

4

1.2K 108 6
By jknterest

ჯონქუქის ფოვ

დღეს კარგი ამინდია და როგორც გავიგე ასეთ დროს კლასი ტყეში დადის ხოლმე სალაშქროდ. ფანჯრის წინ ვდგავარ და ტყეს არაფრის მთქმელი სახით გავცქერი. მთელი კვირა გაკვეთილებს ვესწრები, გარეთ გავდივარ ხოლმე სასეირნოდ და ისევ ოთახში ვბრუნდები. ასე გადის ყოველი დღე, ძალიან მარტივად და ჩვეულებრივივად. დილის 7 საათია, თვალებს ვისრეს და გარდერობს ვუახლოვდები. დღეს შეიძლება თბილა მაგრამ არ ვიცი რატომ.. მე მცივა. გრძელ მკლავიან შავ ზედას ვიცმევ და თეთრ თბილ ჰუდ ჟაკეტს. ოდნავ ფართო ჯინსის შარვალს და ბოტასებს. ფოტოაპარატს ვიღებ სურათების გადაღება მიყვარს თანაც ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გავუშვებ. ტყეში ფოტოებს აუცილებლად გადავუღებ გარემოს. ჩემი ოთახიდან გავდივარ მას შემდეგ რაც ვიღებ ტელეფონს და ჯიბეში ვიდებ. კიბეებზე ჩავდივარ და უკვე შეგროვებულ კლასთან ერთად ვჩერდები ჯიმინის გვერდზე.

- ჰეი როგორ ხარ - ჩურჩულებს ჯიმინი თან მასწავლებელს უყურებს რომელიც გვარიგებს კლას.

- კარგად ვარ, შენ ? - მეც მასწავლებელს ვაჩერდები მაგრამ ყურადღება ჯიმინზე მაქვს.

- მეც კარგად - იცინის, მეღიმება. ჯიმინი მთელი კვირის განმავლობაში ძალიან თბილად მექცეოდა და უკვე დავმეგობრდით, ბევრი ლაპარაკი უყვარს თუმცა ძალიან კომფორტული ადამიანია.

გვერდით ვიღაც მივლის და თან მხარს მარტყავს გავლისას. ნაცნობი გრძნობა და ნაცნობი სურნელი, მენთოლისა და სიგარეტის. თვალს ვაყოლებ როგორ უდარდელად მიაბიჯებს. შავი მომდგარი შარვალი აცვია. ბათინკები და ჩვეულებრივი შავი ჰუდი, თმები აჩეჩილი აქვს. მზერაალს ვარიდებ. თეჰიონი ცუდი არ არის, ყოველთვის ისეთ დროს ჩნდება როდესაც მეშინია, იმის მაგივრად რომ შემაშინოს შიშს მინეიტრალებს. უცნაურია... მაგრამ სასიამოვნო... ფიქრებიდან მალევე ვერკვევი როდესაც ჯიმინი თავის პატარა თითებს მჭიდებს ხელზე, თავს გვერდზე ვაბრუნებ და მის მომღიმარ სახეს შევცქერი. ჯიმინს ბოტასები, მომდგარი ჯინსის შარვალი აცვია და თერმული ქურთუკი. საყვარელია... მეღიმება.

- წავედით გუკ წავედით! - გაიძახის ჯიმინი მას შემდეგ რაც მასწავლებელი რჩება გაფრთხილებების მოცემას და შენობიდან გადის. კლასიც მიჰყვება. მეც კლას მივყვები უკან ჯიმინთან ერთად. მზერას თეჰიონს ვავლებ რომელიც იცინის თავის მეგობრებთან ერთად. როგორი ამოუცნობია..

მოსწავლეები მასწავლებელს მივყვებით ეს ჩემთვის პირველია ისინი კი უკვე ყოფილან ამ ტყეში.

ძალიან უცნაურია ეს კოლეჯი. დიდი ჭიშკრით შემორტყმული თითქოს გვაკავებენ რომ არსად გავექცეთ. მოითხოვენ რომ ოთახებში 10 საათამდე შევიდეთ. დაცვაც კი დადის დერეფანში. კომენდანტია. რომ ვუფიქრდები აქაურობა შემზარავადაც კი მეჩვენება.... ან სად უნდა გაიქცე თუ მოგინდება ან სად გახვალ ... პირდაპირ მხოლოდ ტყეა და ამ გზატკეცილზე კაცი შვილი არ დაიარება... მანქანას ვერ მოკრავ თვალს... რა უცნაურია..... დიდი ჭიშკარი ავტომატურად ნელა იხსნება და მასწავლებელი გადის და ჩვენც მივყვებით. ყველა გართულია... იღიმიან, იცინიან... ლაპარაკობენ... ერთი მე ვგრძნობ თავს ძალიან უცხოდ... ჯიმინიც კი მის გვერდით მდგომს ესაუბრება მომღიმარი. თეჰიონისკენ ვაპარებ მზერას მაგრამ ის ეხლა სერიოზული გამომეტყველებით აჩერდება ტყეს. გზას ვკვეთავთ და ტყის წინ ვჩერდებით. მასწავლებელი რომელსაც დათბილული სპორტულები აცვია და თმა მაღლა აქვს აწეული სანამ ტყეში შევა ისევ იწყებს გაფრთხილებების მოცემას და ამბობს რომ უნდა დავწყვილდეთ ამიტომ მოსწავლეებს აწყვილებს. მე უკვე აღარაფერი მესმის და მხოლოდ ტყეს შევცქერი... მაღალ ხეებს რომლებიც შემზარავად გამოიყურებიან... ჰაერს ღრმად ვისუნთქავ... ძალიან სუფთა და ცივი ჰაერია.. ფიჭვის სუნს კარგად ვგრძნობ ამიტომ ჰაერს ღრმად კიდევ ერთხელ ვისუნთქავ და თვალებს ვხუჭავ სანამ ჩემი სახელი ყურში უხეშად არ მხვდება.

- ჯეონ ჯონქუქმეთქი!!!! შენი მეწყვილე კიმ თეჰიონი იქნება!!! - ამბობს მასწავლებელი, ბაგეებს ვაღებ რომ შევეწინაღრმდეგო მაგრამ ჩემს გვერდზე მოახლოებული თეჰიონი ჩემს ყურთან იხრება და დამცინავი ტონით ჩურჩულებს
- არც კი სცადო პატარავ

თავს გვერდზე ვაბრუნებ და თვალებში ჩუმად ვუყურებ.. წარბებს ვკრავ ოდნავ. თავხედი! მზერა ჯიმინზე გადამაქვს რომელსაც ასევე უკვე ჰყავს მეწყვილე... მასზე მაღალი ბიჭი დათბილულ სპორტულებში გამოწყობილი, საუბრობენ და ჯიმინი უღიმის ... როგორი თბილია ყველას ადვილად ეწყობა. მასწავლებელი შედის ტყეში და მოსწავლეებიც მიჰყვებიან... მე ჯერ ისევ ადგილზე ვდგავარ და ტყეს ვაკვირდები გარედან. ჩემს ყელზე დაკიდებულ ფოტოაპარატს ორივე ხელით ვიჭერ ფრთხილად.. ეს ფოტოაპარატი ჯუნმა მაჩუქა დაბადებისდღეზე და ძალიან მიყვარს. ფოტოაპარატს მაღლა ვწევ და ტყეს ფოტოს ვუღებ. მეც ვიწყებ სწრაფად სიარულს რომ კლას დავეწიო მაგრამ ძლიერი ხელი მაკავებს. თეჰიონი ხელს მავლებს მკლავზე და უკან მაბრუნებს სადაც ვიდექი.

- საით გაგიწევია პატარავ? - მეკითხება ბოხი ხმით და სერიოზული სახით შემომცქერის. სახეს ჩემს სახესთან ახლოს სწევს, მე თავს ოდნავ უკან ვწევ და თვალებში ვუყურებ დაბნეული.

- მე არ უნდა გამისწრო ბაჭიავ, არც უნდა ჩამომრჩე. ახლოს უნდა ვიყოთ ერთმანეთან - ბოლო სიტყვებს მკვეთრად წარმოთქვამს დამცინავი ტონით. წარბებს ვკრავ და ხელს უხეშად ვაშვებინებ ჩემი მკლავიდან. ის კი დამცინავი გამომეტყველებით მაკვირდება. აშკარა ძალიან სიამოვნებს სხვების წვალება თავხედი!!!

თეჰიონის ფოვ

უკვე მოსაღამოვდა მთელი დღე დავიღალე. ამ ბიჭმა უკვე თავი მომაბეზრა. ყველაფერს უჩვეულოს ფოტოს უღებს. განსხვავებულ მცენარეებს და რას აღარ. თან ისეთი აღფრთოვანებული აკეთებს ამას თითქოს პატარა ბავშვი იყოს და მოსწონს წკაპუნი ფოტოაპარატზე. ვოხრავ და ჯიბეებში ხელებს ვიყოფ თავს მაღლა ვწევ და დაბინდებულ ცას ვუყურებ როგორ ჩანან უკვე ვარსკვლავები მოწმენდილ ცაზე... ლამაზია.. ტყეში ამ დროს კარგად უკვე აღარაფერი ჩანს დიდი ხეების გამო.. სიბნელე ისადგურებს მთელს ტყეში და შემზარავი სიჩუმე. თავს გვერდზე ვაბრუნებ და იმ ადგილს ვუყურებ სადაც წესით ჯონქუქი უნდა იდგეს მაგრამ არ არის!!!! სად არის? გარშემო ვიყურები დაფეთებული რომ მისი სილუეტი დავინახო მაგრამ ის არსად ჩანს... თან კლასმაც ძალიან გაგვისწრო...

- ჯონქუქ?... - დაბალი ტონით ვამბობ იქნებ უბრალოდ იმალება და ცელქობს. ხმას არავინ იღებს.

- ჯონქუქ.. - ვიმეორებ დაბალი ტონით მაგრამ კვლავ შემზარავი სიჩუმეა.. სუნთქვა მიხშირდება იმის გაფიქრებაზე რომ ჯონქუქი დაიკარგა თან ასეთ ბნელ სულელურ ტყეში! რატომ არის ასეთი ხიფათიანი ეს ბიჭი!!! სწრაფად ვიწყებ იმ მხარეს სიარულს სადაც წეღან ჯონქუქი იდგა და გარშემო ვიყურები..

- ჯონქუქ!!! - ხმამაღლა ვყვირი მის სახელს რამდენჯერმე მაგრამ პასუხს ისევ და ისევ არავინ იძლევა. უკვე გამაღიზიანებელიც კი არის სიჩუმე. სწრაფად მივდივარ, უმისამართოდ ვიკვლევ გზას ხეებში... ნელა ვჩერდები როდესაც ტბას ვხედავ როგორი ლაპლაპა და ნათელია თითქოს. იქვე ახლოს ვხედავ სილუეტს... ეს ჯონქუქია! მოხრილია და ფოტოს უღებს ტბას შემდეგ უახლოვდება და რაღაცას უყურებს ჩაკუზული წყალში. მუშტებს ძლიერად ვკრავ და კბილებს ერთმანეთს ძლიერად ვაჭერ. ბრაზს უკვე ვეღარ ვაკონტროლებ და პირდაპირ ბიჭისკენ მივაბიჯებ სწრაფად და ხელს უხეშად ვკიდებ მკლავში რაზეც ის ხტება. ფეხზე ვაყეენებ და მის უკან მყოფ ხეზე ზურგით ვაკრობ. მის შეშინებულ გამომეტყველებას უკვე აღარაფრად ვაგდებ და ღრიალს ვიწყებ გაღიზიანებული.

- სულელო ბიჭო!!! არ იცი რომ ტყეში ასე არ უნდა იბოდიალო???? რომ მტოვებ!!! არც მაფრთხილებ ისე მიდიხარ!! მიიპარები ჩუმად!!!! იქნებ და რა ხდება!!!! გინდა დაიკარგო????რეგვენო! - ვხედავ ბიჭს როგორ უცრემლდება თვალები და თან თვალებში მიყურებს, მისი თვალები ბზინავს ცრემლებისგან სავსე. ბრაზის კონტროლი მიჭირს და ყბაში ხელს ვკიდებ უხეშად და ახლოს ვიწევი მის ტუჩებს გაველურებული ვეწაფები რაზეც ის კრთება. მარწყვის გემოს ვგრძნობ რაც ჭკუიდან მშლის. უხეშად ვკოცნი, ბაგეებს სწრაფად ვამოძრავებ და მის უმანკო ტუჩებს ვაცხრები. ის თითებს ნაზად მხვევს ხელზე რომლითაც მისი ყბა მიჭირავს და მეორე ხელით ჩემს მკერდს აწვება რონ გავიწიო. ორივე ხელით ვუჭერ მაჯებს ძლიერად და დაბლა ვაწევინებ. ქვედა ბაგეზე ძლიერად ვკბენ რაზეც ჩუმი კვნესა სცდება და  ბაგეებს ოდნავ ხსნის. მეც დროს არ ვკარგავ და ენას მის თბილ პირში ვაცურებ, სასიამოვნო გემო აქვს. ენას მის ენაში ვხლართავ რაზეც ის გაუჩერებლად იწყებს კვნესას. ამის დედაც ეს ხავერდოვანი ხმა ყურებში ისე სასიამოვნოდ ჩამესმის ლამისა აქვე და ახლავე გავჟიმო. მის ტუჩებში ვოხრავ და თავი რომ მოვთოკო უკან ვიწევი, მის ბაგეებს ვწყდები. გახშირებულად სუნთქვას და აცრემლებული თვალებით ჩუმად მიყურებს....

- თეჰიონ.... - ჩურჩულებს ოდნავ აკანკალებული ხმით. მისი ბაგეებიდან ჩემი წამორთქმული ჩემი სახელი ყურებში სასიამოვნოდ ჩამესმის. მთელი ბრაზი სადღაც ქვრება მისი შემხედვარე და ვოხრავ.

- ყველაფერი კარგადა.. - ბოხი ხმით ვჩურჩულებ და მკლავს წელზე ვხვევ და ახლოს ვიზიდავ. გულში ვიკრავ ძლიერად და მეორე ხელით თმაზე ნელა ვეფერები. ვგრძნობ მისი დაძაბული სხეული ნელა როგორ დუნდება და მეღიმება.

Continue Reading

You'll Also Like

2.9M 67.2K 21
"Stop trying to act like my fiancée because I don't give a damn about you!" His words echoed through the room breaking my remaining hopes - Alizeh (...
1.1M 62K 59
𝐒𝐜𝐞𝐧𝐭 𝐨𝐟 𝐋𝐨𝐯𝐞〢𝐁𝐲 𝐥𝐨𝐯𝐞 𝐭𝐡𝐞 𝐬𝐞𝐫𝐢𝐞𝐬 〈𝐛𝐨𝐨𝐤 1〉 𝑶𝒑𝒑𝒐𝒔𝒊𝒕𝒆𝒔 𝒂𝒓𝒆 𝒇𝒂𝒕𝒆𝒅 𝒕𝒐 𝒂𝒕𝒕𝒓𝒂𝒄𝒕 ✰|| 𝑺𝒕𝒆𝒍𝒍𝒂 𝑴�...
6.4K 609 21
han chhiar tawp maiteh
486K 7K 32
Rajveer is not in love with Prachi and wants to take revenge from her . He knows she is a virgin and is very peculiar that nobody touches her. Prachi...