Girl you loved, or girl you l...

By _vintagesoull

19.3K 1.1K 1.7K

| Harry Styles Georgian Fan-fiction| When you're a woman with a huge dream, there's nothing that can stop you... More

Prolouge and Cast
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35

Chapter 30

586 30 53
By _vintagesoull

Harry's POV:

არ არის მარტივი, იმის შემდეგ რაც მე გამოვიარე, ასე მარტივად შევიგრძნო კიდევ ერთხელ ბედნიერების განცდა. მხოლოდ მე ვიცი, რამდენი მწარედ გატარებული ღამე მაქვს გამოვლილი მას შემდეგ, რაც ქეითლინი წავიდა. ის ერთადერთი ქალია, რომელიც აქამდე მყვარებია, ამიტომ იმაზე მეტი გავლენა აქვს ჩემზე, ვიდრე ამას ოდესმე ვინმე წარმოიდგედა. ერთადერთია, ვისთანაც მთელი ჩემი ცხოვრების გატარება მინდოდა, მაგრამ რა მოხდა?! მიღალატა. თან ვისთან მიღალატა?! საკუთარ მეგობართან. თავს ორმაგად განადგურებულად ვგრძნობ. ორმაგად დამცირებულად. ხანდახან, როდესაც ამ მოვლენაზე ცოტა დიდხანს ჩავფიქრდები ხოლმე, ვამჩნევ, როგორ მიჩქარდება სუნთქვა და ხელები როგორ იწყებს კანკალს. დიდი ხანია რაც გავიაზრე, რომ ამ შემთხვევამ სრულიად გამანადგურა. სრულიად.

   მაგრამ ახლა, მაშინ, როცა ჩემს წინ მუცელზე მწოლიარე მძინარე ეივას ვხედავ, თითქოს ყველაფერი კარგადაა. თითქოს, სულიერი სიმშვიდე მოაქვს მის ჩემთან ასე ახლოს ყოფნას. სწორ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. დარწმუნებული ვარ, ის რომ არა, დღეს მე იმაზე უარესად ვიქნებოდი, ვიდრე რეალურად ვარ. მისი მზრუნველობა და სიკეთე ყველა მცირე დეტალში იკვეთება. უნდა, რომ მის გარშემო ყველა ნასიამოვნები დატოვოს. იცინის იმაზე, რაც შიგნიდან კლავს. მხოლოდ დადებით ენერგიას ასხივებს, მაგრამ ხანდახან იღლება. იღლება თავის მოჩვენებით, თითქოს სულ ბედნიერია. მე ხომ ვამჩნევ ამას.

—ნუ მაშტერდები.-თვალებდახუჭული, ჩუმად ამოთქვამს.

   მეღიმება და სავარძელში ვსწორდები. წუხელის, როდესაც მივხვდი, რომ ჩემს მიერ დივანზე დატოვებული, ჩემივე მიერ აგზნებული რამოდენიმე წუთის შემდეგ უკან არ გამომყვა, უკან დაბრუნებულს დივანზე ჩაძინებული დამხვდა. არ მინდოდა გამეღვიძებინა, ამიტომ, მხოლოდ პლედი გადავაფარე და მეც მის პირდაპირ, სავარძელზე მჯდომიარემ დავიძინე.

—შენ საიდან იცი, რომ გაშტერდები.-თვალს არ ვაშორებდი.

—ანუ, არ უარყოფ.-ვხედავ, როგორ ეპრიხება ტუჩის კუთხეები.—ვგრძობ, ჰარი. შენმა დაჟინებულმა მზერამ გამაღვიძა.-წარბებს კრავს.

—შეუძლებელია.-გაღიმებული ვუარყოფ მის ბრალდებას.

—აი, მოგაშტერდები ერთხელ მეც მძინარეს და ნახავ, გაგეღვიძება თუ არა.

—თანახმა ვარ.

   და ამდენი ხნის შემდეგ, თავის ნათელ ყავისფერ თვალებსაც ახელს და მათში შეშფოთება იკითხება.

—რომელი საათია?!

—ათის ნახევარია.-ვპასუხობ, როცა მის ზემოთ, კედლის საათზე ვამოწმებ დროს.

—რაა?!-ცოტა ხმამაღლა მოსდის და წამში დგება ფეხზე.

   მყისი მოძრაობის გამო თავბრუ ეხვის და ფეხები ერთმანეთში ებლარდება. სწრაფად ვდგები სავარძლიდან და ხელს ვაშველებ.

—ფრთხილად. რა მოხდა ასეთი?!-წარბშეკრული ვეკითხები, თან, ახლა უკვე ფეხზე მყარად მდგომს, სახიდან თმას ვუწევ.

—ბოდიში, რკინის ნაკლებობა მაქვს და...-შუბლზე იკიდებს ხელს.—რა რა მოხდა, სამსახურში მაგვიანდება. კი არადა, გვაგვიანდება.-თვალებს სწრაფად ახამხამებდა.

აი ახლა, ამ წამს, ახლადგაღვიძებულზე იმდენად ლამაზი იყო, სიტყვებით ვერ ავღწერ. მისი დასიებული ტუჩები პირდაპირ შეხებას გთხოვდნენ. და, არც მე ვაპირებდი თხოვნაზე რეაგირების დაგვიანებას.

—ვიცი ეს მზერა რასაც ნიშნავს და არა.-თავი გააქნია და სცადა ხელიდან დამსხლტომოდა, მაგრამ მე არსად ვაპირებდი მის გაშვებას.

—რატომ?!-წარბშეკრულმა ვიკითხე.

—კბილები არ გამომიხეხავს, ჰარი. საზიზღრობა იქნება.-სახე დამანჭა.

—არ მადარდებს. შენი კოცნა ვერასოდეს იქნება საზიზღრობა.

—ჰარი, არ გაბ...-სიტყვის დასრულება არ ვაცადე, ისე შევახე ჩემი ტუჩები მისას.

ვიგრძენი, როგორ გაეღიმა. ხელის გულები ჩემს კისერს შემოხვია და მისკენ მიმწია. ვიცოდი, რომ მასაც ისე უყვარდა როდესაც ვკოცნიდი, ხელებს ვხვევდი, ახლოს მყავდა, როგორც მე. ვიცოდი და ამოტომაც ვაკეთებდი ამას ასე ხშირად. არ მაინტერესებს სადამდის არ ვაღიარებთ ამას, მე მაინც განვაგრძობ ამის კეთებას და მის აყოლიებას ყოველ ჯერზე.

—უარესად დავაგვიანებთ.-კოცნებს შორის ამბობდა.

—შენც მშვენივრად იცი, რომ არ გყავს ამდენად მკაცრი უფროსი.-თეძოებზე ვკიდებ ხელს, ოდნავ მაღლა ვწევ მის პატარა სხეულს და მისი ფეხებიც წამში ჩემი წელის გარშემოა შემოხვეული.
—მითუმეტეს შენს მიმართ.-ამჯერად მე მეღიმება შუა კოცნისას.

კოცნას წყვეტს და მზერას მისწორებს.—არ ვაპირებ რაიმე უპირატესობით ვისარგებლო.-წარბებს კრავს.—მე იქ არავისზე მეტი არ ვარ და არც ისინი არიან ჩემზე ნაკლებები რაიმეთი მხოლოდ იმიტომ, რომ შენ მათთან ასეთი ურთიერთობა არ გა...

—მოკეტე და მაკოცე.

თვალები უფართოვდება, მაგრამ სიტყვის თქმის საშუალებას აღარ ვაძლევ, მაშინვე მის ტუჩებს ვაცხრები.

—თავხედო.-მხოლოდ ამასღა ამბობს და კვლავ მყვება კოცნაში.

______________________

—დილამშვიდობის, ჰეილი.-გაღიმებული სახით ვჩერდები მის წინ.

—ოჰ!-წარბებს ზიდავს და თავადაც მიღიმის.—დღეს კარგ ხასიათზე ბრძანდებით!

—არა,-ვუარყოფ.—ჩვეულებრივ ვარ.

—ეგ ზღაპრები მოუყევი ჩვენი კაფეტერიის მოლარეს.-თვალები აატრიალა.—რატომ დააგვიანე?! მეგონა, საერთოდ აღარ მოხვიდოდი. მისტერ სტაილსი ხომ არასოდეს აგვიანებს სამსახურში.

—შენი სარკაზმიღა მეკლდა, თითქოს ეივასი არ მყოფნიდეს.-ჩუმად ჩავილაპარაკე.

—ვერ გავიგე?-ყური ჩემსკენ მოსწია.

—რაღაც მიზეზი მქონდა. თან, დღეს ფოტოსესიაა, ამიტომ, შეუძლებელი იყო ეს დღე ჩამეგდო.

—აა ხო, ფოტოსესია. მართალია.

—ყველა და ყველაფერი მზადაა?!-გამომეტყველებას ვასერიოზულებ.

—ცოტა ხნის წინ რომ შევამოწმე, მთავარი მოდელი არ იყო ჯერ მოსული და ალბათ მოვიდოდა უკვე.

—კარგი.-თავს ვუქნევ.—ეივა მოვიდა?

—არა. ეგეც აგვიანებს. რა გჭირთ თქვენ ორს დღეს.-წარბებს კრავს.

—კარგი. რომ მოვა, უთხარი მაშინვე გადასაღებ ოთახში შემოვიდეს.

ჰეილის თანხმობის შემდეგ, ლიფტში შევდივარ და იმ სართულზე ავდივარ, სადაც მსგავსი ფოტოსესიებისთვის განკუთვნილი ოთახებია.

   იმ ოთახში შესულს, სადაც დღევანდელი ფოტოსესია უნდა გამართულიყო, ყველაფერი მწყობრში მხვდება, მაგრამ ამას ყველაზე ვერ ვიტყოდი.

—აქსელ, რა ხდება?-წარბშეკრული მივიწევ ჩვენი კომპანიის მთავარი ფოტოგრაფისკენ.

—ჰარი, ყველაფერი მზადაა, მთავარი მოდელი კი არსად ჩანს.-თვალების სრესვით მპასუხობს.

—რას ქვია არსად ჩანს?! არ სცადეთ დაკავშირება?!

—როგორ არა. შვიდჯერ მაინც დავურეკეთ, მაგრამ გათიშული აქვს.

—აქსელ, საეთოდ ნუ შემშლით ჭკუიდან.-ბრაზი მაწვებოდა.—ჯურნალში და ოფიციალურ საიტზე მომავალ კვირაში უნდა განთავსდეს ეს ფოტოები.

—ვიცი, მეგობარო, მაგრამ რა ვქნათ? მანეკენებს ხომ ვერ ჩავაცმევთ, არა?

   თვალებს ვისრეს და ფანჯრისკენ მივიწევ. ვგრძნობ, როგორ მაწვება ბრაზი ნელ-ნელა. ყველამ იცის, რომ ვერ ვიტან, როდესაც ასე არაპროფესიონალურად იქცევიან. ვცოფდები, როცა რამე ისე არ მიდის, როგორც დაგეგმილი იყო. თან, რისი გულისთვის?! მოდელი სინტიას გულისთვის, რომელიც იმდენად უპასუხისმგებლოა, რომ დიდი ალბათობით ჩაეძინა და მაგიტომ არ გამოცხადდა ფოტოსესიაზე?!

—ჯანდაბა.-ჩუმად ვიკურთხები და მუშტებს უფრო ძლიერ ვკრავ.

—ჰარი, რა ხდება?-ზურგს უკან ნაცნობი ხმა მესმის და მაშინვე მისკენ ვტრიალდები. ვერც კი გავიგე, როდის შემოვიდა ოთახში.

—მთავარი მოდელი არაა ადგილზე, ეივა. მთავარი. მოდელი.-კბილებში ვცრი.
—ხვდები, რა დონის არაპროფესიონალიზმია?!

—დამშვიდდი.-ხელი ჩემი მხრისკენ მოაქვს, თუმცა, უეცრად უკან ატრიალებს თავს და მალევე ხელსაც უკან აბრუნებს.
—მშვიდად, კარგი?-თვალებით მთხოვს.

—როგორ უნდა დავმშვიდდე, ეივა?! ვის ჩავაცვა ახლა ის კაბები?! ჯანდაბა. ჯანდაბა. ჯანდაბა!-ისევ ფანჯრისკენ ვტრიალდები.

—რამეს მოვიფიქრებთ.-ვგრძნობ, როგორ მიახლოვდება უფრო და უფრო.—სხვა მოდელებიც ხომ გვყავს, არა?!

—არა, ეივა, არ გვყავს.-თავს ვაქნევ.
—უფრო სწორედ, გვყავს, მაგრამ ასე უცებ მათი აქ გამოცხადება არ მოხდება. შეხვედრა უნდა იყოს დათქმული.

—თანამშრომლებიდან რომ გადავიღოთ ვინმე?!

—არ...-სიტყვა შუაზე მიწყდება, როცა ვიაზრებ, რომ ამან შეიძლება იმუშაოს.
—თანამშრომლებიდან.-მისკენ ვტრიალდები.—მართალი ხარ.-ვუღიმი.

—ანუ, შეიძლება?!-თავადაც უნათდება სახე.

—კი, რატომაც არა. მთავარია თვითონ დაგვთანხმდნენ.

—ძალიან კარგი.-წარბებს ათამაშებს.
—გააქვს იდეა, ვინც შეიძლება გადავიღოთ?-კითხულობს და თავის ბლოკნოტს ხსნის.

   ვინ შეიძლება გადავიღოთ სტაილსის ახალ კაბებში, რომელიც აქამდის ჯერ არავის სცმია?! ვინ შეიძლება დადგეს იმ მწვანე ფონის წინ და კამერის წინ იპოზიოროს?!

—შენ.-თავს მყისვე სწევს ბლოკნოტიდან.
—შენ, ეივა.

   რამოდენიმე წამი გაოცებული სახით მაშტერდება და საბოლოოდ, ყელის ჩაწმენდის შემდეგ ხმას იღებს.

—გამორიცხულია.

—რატომ?!-ღიმილის შეკავებას ვცდილობ.

—უზომოდ ბევრი მიზეზი არსებობს.-ბლოკნოტს ხურავს და წელში სწორდება.

—მაინც?!

—სერიოზულად?!-თვალებს ატრიალებს.
—ჯერ მათ ფორმებს შეხედე, მერე კი ჩემსას. თან, არანაირი გამოცდილება არ მაქვს ფოტოკამერის წინ პოზიორობის. საშინელება უნდა გამოვიდეს. არა, არა და არა!-თავს სწრაფად აქნევს და ზურგს მაქცევს.

მაშინვე ვკიდებ იდაყვში ხელს და ჩემსკენ ვატრიალებ.

—ჰარი...

—ახლა მე მომისმინე.-ვაწყვეტინებ.
—საერთოდ არ მადარდებს მათნაირი ფორმები გაქვს თუ არა, ჩემთვის და ამ ფოტოსესიისთვის მაინც იდეალურია. მე მინდა, რომ ეს კაბები პირველმა შენ მოირგო და ჟურნალებში და ოფიციალურ საიტებზეც შენს მიერ მორგებული კაბების ფოტოები გავრცელდეს. მე მჯერა შენი და დარწმუნებული ვარ, რომ თავს იდეალურად გაართმევ.-მის სახეს ჩემს ხელებში ვიქცევ და ჩემს სახეს ვუახლოვებ.—დამთანხმდი.

რამოდენიმე წამის განმავლობაში ხმას არ იღებდა, უბრალოდ აღელვებული თვალებით მომშტერებოდა. ბოლოს, ყელი ჩაიწმინდა და ჩუმად ამოთქვა:

—კარგი.

სახე ღიმილმა გამიპო. მინდოდა, რომ მას მოერგო ეს კაბები პირველად და სურვილიც ამიხდა. უფრო სწორედ, მან ამიხდინა.

—საუკეთესო ხარ.-ჩუმად ვუპასუხე და მისი ტუჩებისკენ დავიხარე, უეცრად ხელიდან რომ დამისხლტა. გაკვირვებულმა შევხედე, მან კი თავით მის უკან მდგომ საზოგადოებაზე მიმანიშნა.

—ამ კოცნას მაინც მიიღებ.-ტუჩებით ვანიშნე და აქსელისკენ დავიძარი.

—იქნებ ხვალისთვის...-იწყებს, მაგრამ თავის ქნევით ვაწყვეტინებ.

—ეივა იქნება დღეს შენი კამერის ობიექტივში.

—ეს შავგვრემანი გოგონა?!-თვალს ფანჯარასთან, ჩვენგან ზურგშექცევით მდგომ ეივასკენ აპარებს.

—კი, ეგ შავგვრემანი გოგონა.

—ჰმმ...-ვხედავ როგორ ატარებს თვალს მის სხეულს.—კარგი ვარიანტია. მართალია, ისეთი ფორმები არ აქვს, როგორიც სინტიას, მაგრამ მაინც წავა.

—წავა?!-დამცინავად ვიმეორებ მის სიტყვას.—იმაზე კარგი გამოვა, ვიდრე სინტიას ფოტოები გამოვიდოდა. ამას თავადვე ნახავ.-ვასრულებ და კვლავ ეივასკენ მივიწევ.

   ის-ისაა, ეივას უნდა მივუახლოვდე, რომ ოთახის კარი იღება და მეც იქითკენ ვიხედები. ოთახში სრული სიმშვიდით აბიჯებს სინტია. სახეზე არანაირი აღელვება ან მწუხარება არ ეტყობა.

—მოვედი.-ღიმილიანი სახით ამბობს და თავის ქურთუკს და ჩანთას დივანზე დებს.

—მადლობა ღმერთს.-ზურგსუკან ეივას მადლიერი ხმა მესმის.

   არა. მე ვთქვი, რომ ამ კაბებს პირველი ეივა მოისინჯავდა და ეს ასეც იქნება.

—შეგიძლია უკანვე გაბრუნდე.-სერიოზული სახით წარმოვთქვამ და მზერას ვუსწორებ.

—რა?!-წარბებს კრავს.—რატომ?!

—დააგვიანე.

—სულ რაღაც ერთი საათით.-ამას ისე ამბობს, თითქოს ერთი საათი კი არა, ხუთი წუთი შეაგვიანდა.

—შეიძლება შენთვის დროს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ჩემთვის ყოველი დაკარგული ერთი საათი ყოველ დაკარგულ ერთ მილიონს უდრის, სინტია.

—მაგრამ, ხელშეკრულებაში წერია, რომ ახალი კოლექცია მე უნდა წარვადგინო!-ჯიუტი ბავშვივით აბაკუნებს ფეხს.

—ხელშეკრულებაში ისიც წერია, რომ დათქმულ დროს უნდა გამოცხადდე, სინტია!

—ჰარი, გთხოვ, ნუ გაართულებ.-ჩუმად ამბობს ეივა ჩემს ზურგს უკან.

—შეგიძლია წახვიდე, სინტია.-ტონს ვადაბლებ.

—მაგრამ...

—ნახვამდის, სინტია.-მტკიცე ხმითა და უემოციო სახის გამომეტყველებით ხვდება, რომ აზრი აღარ აქვს შეწინააღმდეგებას და თავისი ნივთების აღების შემდგომ, ბრაზით სავსე ტოვებს ოთახს.

—რამდენად პრინციპული არსება ხარ, ვვოგნდები პირდაპირ!

ხმის პატრონისკენ ვტრიალდები.—თითქოს შენ ასეთი არ იყო.

   ვხედავ, როგორ ეპარება ღიმილი ჩემს სიმართლით სავსე პასუხზე, მაგრამ მაინც ცდილობს სერიოზული გამომეტყველება შეინარჩუნოს.  

—ჯერ ხომ არაფერი არ იყო დაწყებული? რატომ გაუშვი უკან?

—როგორც თავად აღნიშნე-პრინციპები.-მხრებს ვიჩეჩ.—ახლა კი, მოსამზადებლად აი,-ხელს ოთახის მარცხენა მხარეს ვიშვერ.—იქითა კუთხეში გადაინაცვლე.

   თავს იმედგაცრუებული აქნევს და მითითებული მიმართულებისკენ იღებს გეზს.

______________

   დაახლოებით ორი საათია რაც ფოტოსესია მიმდინარეობს და მეც დაახლოებით ორი საათია უსიტყვოდ ვაკვირდები ეივას თითოეულ მოძრაობას, მიხვრა-მოხვრას. ვერ აგიღწერთ, აი ახლა, ამ წამს, რამდენად ლამაზია. საქმეს იმდენად დიდი პროფესიონალიზმით მიუდგა და იმდენად კარგად გამოსდის, რომ უკვე ეჭვიც კი მეპარება, რომ ასეთ რაიმეს ის ახლა პირველად აკეთებს.

   მაგრამ, ახლა, აი ამ წამს... ღმერთო, ძალიან ლამაზია.

   განა, ასეთი ხშირია ამდენად ლამაზი გარეგნობის პატრონი ამდენად ლამაზი შინაგანი სამყაროს პატრონიც იყოს?!

—დავასრულეთ.-ფიქრებიდან აქსელის კმაყოფილებით სავსე ხმას გამოვყევარ.
—მგონი, ამაზე კარგი ფოტოსესია ჯერ არ მქონია.-და ვამჩნევ, როგორ უკრავს თვალს ეივას, რაზეც ეივას ლოყები მყისვე იღებს მოვარდისფრო შეფერილობას.

   შემდეგ, ეივა გამოსაცვლელ ოთახში შედის და იქიდან დაახლოებით ათ წუთში თავისი ტანსაცმლით შემოსილი გამოდის.

—ეივა, იცი, შეგვიძლია მე და შენ კომპანიის გარეთაც განვაგრძოთ პროფესიონალური ურთიერთობა.-მაშინვე ეუბნება აქსელი, როგორცკი ეივა ჩვენს წინ ჩერდება.

   ეს რა, ეფლირტავება?!

—ღმერთო, არა.-სიცილით აქნევს თავს, რაზეც მე კმაყოფილების შეგრძნებით ვივსები.—ეს პირველად და ამავდროულად საბოლოოდ მოხდა. ახლაც ჰარის დაჟინებული თხოვნის გამო გავაკეთე ეს. მსგავსი რამ საჩემო ნამდვილად არაა.

—რატომ?! მართალია არასტანდარტული ფორმები გაქვს, მაგრამ ისინი იდეალურია! ეს იმდენად კარგად გამოგდის, რომ...

—აქსელ.-ვაწყვეტინებ.—როგორც ეივას უნდა, ისე იქნება.

—ეივას არც ის უნდოდა, რომ ამ ფოტოსესიაში მიეღო მონაწილეობა, მაგრამ შენ მისი დათანხმება შეძელი.

—იქნებ იმიტომ, რომ მისთვის მე სხვა ვარ და შენ სხვა?!-თვალებს ვაწვრილებ. ამის თქმა და ზურგზე მსუბუქი ჩქმენტის გრძნობა ერთია.

—ეს რას ნიშნავს?!-თავადაც თვალებს აწვრილებს.

—ანუ, ჩემს სიტყვას უფრო...

—მადლობა შემოთავაზებისთვის, აქსელ.-წინადადებას შუაში ეივა მაწყვეტინებს.
—მაგრამ, სამწუხაროდ უარი უნდა გითხრა. არ მინდა ამ გზით განვითარება. ეს საჩემო არაა.-ნაზად უღიმის.—ახლა კი, ბატონო ჰარი,-ჩემსკენ იხედება.—ძალზედ მნიშვნელოვანი საბუთებისთვის გვაქვს თვალი გადასახედი და გთხოვთ გამომყვეთ.-თვალებით მანიშნებს, რომ უსიტყვოდ გავყვე უკან და ასეც ვიქცევი. აქსელს ორივე ვემშვიდობებით და ოთახს ვტოვებთ.

   ჩემს კაბინეტამდე უსიტყვოდ ვიკვალავთ გზას, თუმცა კაბინეტში შესვლისთანავე სიჩუმეს ეივას ხმა არღვევს.

—რას აკეთებ?!-მობეზრებული ტრიალდება ჩემსკენ.

—რას ვაკეთებ?!-კაბინეტის კარს ჩემს ზურგს უკან საკეტით ვკეტავ და ერთ ნაბიჯს მისკენ ვადგავ.

—რა ჩემთვის შენ სხვა ხარ და ის სხვა?!-უფრო და უფრო აწვებოდა ბრაზი.

—რაა,-წარბებს ვზიდავ.—არაა ასე?!-კიდევ ერთ ნაბიჯს ვადგავ მისკენ.

—რამ გათქმევინა მსგავსი რამ ხმამაღლა?!

—სიმართლის თქმის არასოდეს მეშინოდა და არც ეს შემთხვევა ყოფილა გამონაკლისი.

—შენ რა, აპირებ მთელს კომპანიას გააგებინო ჩვენი ურთიერთობის შესახებ?! იმ ურთიერთობის შესახებ, რომელზეც ჩვენ თავად არ ვფლობთ ზუსტ ინფორმაციას?!

—მშვიდად, ეივა.-როდესაც ზედმეტად ახლოს ვიყავი, ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და მეც კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი მისკენ. ასე იქამდის გაგრძელდა, სანამ საბოლოოდ ჩემს სამუშაო მაგიდას არ დაეჯახა.—არავისთვის არაფრის თქმას არ ვაპირებ, სანამ მე და შენ არ გავერკვევით ბოლომდე.-ცალ ფეხს მის ფეხებს შუა ვათავსებ, მარჯვენა ხელს კი მის მარცხენა ლოყაზე ვასვენებ.—უბრალოდ, სიტუაცია მოითხოვდა იმაზე ხაზგასმას, რომ ჩემი და მისი სიტყვები სხვადასხვა სიდიდის მნიშვნელობისაა შენთვის.-სახე იმდენად მივუახლოვე, რომ ახლა უკვე ჩვენი ცხვირები ეხებოდა ერთმანეთს.

—ისევ იეჭვიანე?-იმედგაცრუებულმა ამოთქვა.

—ისევ ვიეჭვიანე.-ვუდასტურებ, ის კი ღიმილიანი სახით აქნევს თავს.

—არ ფიქრობ, რომ ზედმეტები მოგდის?!

—არ ფიქრობ, რომ ჩემი დაპირებული კოცნის დროა?!

   ხმის ამოღებას აღარ ვაცდი, ისე ვკოცნი. რა თქმა უნდა, მყვება. ეს ხომ ყოველთვის ასეა. როგორც მე მასთან მიმართებაში, ისევე ისიც ვერასოდეს აკონტროლებს საკუთარ თავსა და გრძნობებს, როდესაც საქმე მე მეხება.

—ვინმე...-კოცნებს შორის ამბობს.—არ შემოვიდეს.

—კარები ჩავკეტე.-ღიმილი მეპარება.

—გაიძვერა.-სიცილით ამბობს და კვლავ აერთებს ჩვენს ტუჩებს.

   უფრო შორსაც შეგვეძლო შეგვეტოპა, კარზე კაკუნი რომ არ გაგვეგო.

—ჩაკეტილი რატომ არის?!-კარს უკან გაისმა ჰეილის ხმა.—ჰარი! აქ ხარ?!

—ახლავე, ჰეილი.-მობეზრებული ვპასუხობ და ეივას ტუჩებზე სწრაფი კოცნის დატოვების შემდეგ, კარისკენ ვიძვრი.

—რატომ იყო ჩაკეტილი?!-მაშინვე კითხულობს, როგორცკი ოთახში აბიჯებს. სახეზე გაკვირვებული გამომეტყველება ესახება, როდესაც მაგიდასთან მდგომ ეივას ხედავს, რომელსაც ქვედაბოლოს გასწორება და უემოციო სახის მიღება უკვე მოუსწვრია.

—ბოლო რამოდენიმე დღეა საკეტმა აურია.-ყელი ჩავიწმინდე.
—გამოსაცვლელია.

—ეივა, სხვათაშორის შენ გეძებდი.-ჩემს პასუხს მის კითხვაზე ყურადღება არც კი მიაქცია, ისე გადაერთო ეივაზე.

—აქ ვარ.-სუსტი ღიმილით ამოთქვა.

—ხო, გხედავ. თუ გცალია, გამომყვევი, რაღაცაზე უნდა დაგელაპარაკო.

—ხოო, ხო.-სწრაფად უქნევს თავს.—მე და ჰარი მოვრჩით უკვე საბუთებისთვის თვალის გადახედვას.

—ძალიან კარგი, მაშინ გავიდეთ.-თქვა და კაბინეტი დატოვა.

—ოფისში მსგავსი რამ აღარ გაიმერო!-თვალებგაფართოვებულმა, ჩუმად მითხრა, როდესაც ჩემს გვერდით ჩაიარა.

ჩამეღიმა, იდაყვზე ჩავავლე ხელი და ჩემსკენ შემოვატრიალე. მაშინვე ჩემი ტუჩები მისას დავუკავშირე, ის კი წამებში მომშორდა და მხარში მუშტი ჩამარტყა.

—წამების წინ რა გითხარი!-გაბრაზებული სახით ამომყურებდა დაბლიდან.

—თავს ვერ ვაკონტროლებ.-სიცილით ვიჩეჩავ მხრებს.

—ეგ შენი პრობლემაა, ოცდაექვსი წლის ზრდასრული მამაკაცი ხარ! თავის კონტროლი უნდა შეგეძლოს.

—თითქოს ოცდაოთხი წლის, ზრდასრული ქალი აკონტროლებდეს თავს ჩემთან ახლოს ყოფნისას.-თვალებს ვატრიალებ.

—დიახაც, ვაკონტროლებ.-ამაყი გამომეტყველება აიკრა სახეზე.

—დარწმუნებული ხარ?!-სახე მივუახლოვე.

—სრულებით.

—გინდა გადავამოწმოთ?!-თვალებში ვუყურებ და ტუჩებს ვილოკავ. მზერა ჩემი თვალებიდან ჩემს ტუჩებზე გადააქვს და ვამჩნევ, როგორ ყლაპავს ნერწყვს.

—ჰეილი მელოდება.-სწრაფად ამბობს და ჯერ ხელიდან მისხლტება, შემდეგ კი, კაბინეტს ტოვებს.

წავიდეს, წავიდეს. თვითონაც ხომ მშვენივრად იცის, რომ ჩემგან შორს დიდხანს ვერსად წავა.


___________________________
თუ მჯეროდეს, რომ 30- თავზე ვარ. 🥲

Continue Reading

You'll Also Like

157K 5.6K 90
Ahsoka Velaryon. Unlike her brothers Jacaerys, Lucaerys, and Joffery. Ahsoka was born with stark white hair that was incredibly thick and coarse, eye...
335K 13.1K 43
แ€ค Fic แ€žแ€Šแ€บ แ€กแ€›แ€™แ€บแ€ธแ€›แ€ญแ€ฏแ€„แ€บแ€ธแ€…แ€ญแ€ฏแ€„แ€บแ€ธแ€žแ€ฑแ€ฌ แ€กแ€žแ€ฏแ€ถแ€ธแ€กแ€”แ€พแ€ฏแ€”แ€บแ€ธแ€แ€ฝแ€ฑแ€€แ€ญแ€ฏแ€žแ€ฌแ€žแ€ฏแ€ถแ€ธแ€‘แ€ฌแ€ธแ€žแ€ฑแ€ฌ Big Warning ๐Ÿšจ18+ Fic แ€แ€•แ€ฏแ€’แ€บแ€–แ€ผแ€…แ€บแ€žแ€Šแ€บ แ‹
2.3M 119K 65
โ†ณ โ [ INSANITY ] โž โ” yandere alastor x fem! reader โ”• ๐ˆ๐ง ๐ฐ๐ก๐ข๐œ๐ก, (y/n) dies and for some strange reason, reincarnates as a ...