INSOMNIA | ინსომნია (რედაქტირ...

By jjktear_

3.8K 622 213

დაძინება აღარ არის ისეთი მარტივი, როგორც წარსულში, ეს კი ჯონგუკს ყველაზე კარგად ესმის. უძილობა და ცხოვრების ს... More

01
02
03
04
05
07

06

399 75 23
By jjktear_

3 იანვარი იყო ის დამთრგუნველი ცივი დღე, როდესაც თოვლი პირველად ესტუმრა დედამიწას. ჯონგუკი პირველი იყო, ვინც ეს შენიშნა, თუმცა ასევე უკანასკნელი ადამიანი, რომელიც ამის შესახებ რამეს იტყოდა.

ჯიმინმა მხოლოდ მაშინ შეამჩნია, როდესაც ლეპტოპიდან თავი ძლივს-ძლივობით ამოყო. თვალები გაუბრწყინდა, სუნთქვა შეეკრა, იმწამსვე ჯონგუკისკენ გაიხედა, უნდოდა მისთვის სასიხარულო ამბავი შეეტყობინებინა, მაგრამ როგორც კი მისი მზერა ჯონს მიეკრო სახე შეეცვალა. ელოდა, რომ ჯონგუკი ენთუზიაზმით სავსე დახვდებოდა, თუმცა ბოლოს ხელში მისი დაღლილი და ჩამქრალი სახე შერჩა.

"ჯონგუკ? ვერ ხედავ?"

ჯონგუკმა ჯიმინისკენ გაიხედა.

"რ...?"

"თოვლი? გარეთ თოვს!"

ჯონგუკმა თავი გვერდზე სუსტად მიატრიალა, რომ ფანჯრიდან გაეხედა. მართლაც თოვდა, ფიფქები ნაზად დაფარფატებდნენ, თუმცა ამან ჯონის ყურადღება მაინც ვერ მიიქცია. სიმართლე რომ ვთქვათ, ვერანაირი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა მასზე. მხოლოდ მხრები აიჩეჩა სუსტად და ფილმის ყურება განაგრძო, რომელსაც უკვე ოცდამეათედ უყურებდა.

ჯიმინი დაბნეულობამ მოიცვა.

"მეგონა თოვლს ელოდები, ეს ხომ ის იყო, რაც ყველაზე მეტად გინდოდა..."

პაციენტმა თვალები ცოტახნით დახუჭა და შემდეგ ისევ გაახილა.

"მნჰ...მე... მ-მას...ყოველდღე...ვ-ვხედავ."

სწორედ მაშინ, როდესაც ჯიმინი ყველაფერს მიხვდა მისი ტუჩები ერთმანეთს დაშორდნენ. ჰალუცინაციებმა ჯონგუკი საბოლოოდ დაიმონეს, გარეთ თოვდა, თუმცა ჯონგუკს ეგონა ეს მორიგი ხრიკი იყო, რომელითაც დაავადება ეხუმრებოდა.

"ჯონგუკ, არ გეჩვენება, მართლა თოვს!"

ჯონგუკმა თავი ასწია და ფანჯარაში კიდევ ერთხელ გაიხედა. თვალებში ის ლტოლვა ჰქონდა, რომელსაც ჯიმინი ძლივს უყურებდა. ჯონგუკი თვალები თანდათან ქრებოდა, ახლა კი მასში ძალის ნაპერწკალი ძლივსღა დარჩენოდა. ჯონი ცნობისმოყვარეობამ მოიცვა, ოდნავ წამოჯდა რომ უკეთ დაენახა. ცდილობდა გაერჩია დანახული რეალური იყო თუ ისევ ეჩვენებოდა.

აღარ შეუძლია...

იტაჯება...

ეზიზღება...

როგორი რთულია მისთვის რეალობის ყალბისგან გარჩევა.

"გაჩვენებ."- ჯიმინი ადგილიდან წამოდგა და ფანჯრის რაფისკენ გაემართა. ფანჯრის ოდნავ შეღებისას ყინულივანი ქარი მყისიერად დაეპატრონა ოთახს და ყოველივე თბილი გარეთ გადევნა.

ჯონგუკს ტანში ჟრუანტემა დაუარა, კანი პატარა ბურთულებით აევსო. საბანი ძლივს გადაიფარა სხეულზე.

ჯიმინმა ფანჯარა სწრაფად დახურა, როდესაც ფანჯრის რაფიდან საკმარისი თოვლი მოაგროვა, რომ ჯონისთვის ეჩვენებინა. თხელი ხელები თოვლის გუნდას შემოხვია და სიმართლის დასამტკიცებლად ჯონგუკს გაუწოდა.

"აი, ნახე."- ჯიმინმა ჯონგუკის ხელისგულებზე პატარა თოვლის გუნდა მოათავსა. ამან მისი შეშფოთება გამოიწვია. ჯონგუკი უყურებდა პატარა ყინულის გუნდას, უეცარმა ხელის მოჭერამ გუნდა ნაწილებად დაშალა ჯონი კი ამას მშვიდი სახით შესცქეროდა. პაწაწუნა ფიფქები ნელ-ნელა ქრებოდნენ მისი ხელიდან.

ჯონგუკის ტუჩებს აღფრთოვანებული ხმა დასცდა, თვალები კი სიხარულისგან გაუფართოვდა.

"ჯიმინ!"

"ვიცი."

"გარეთ... წამიყვანე!"

"ყინავს..."- ამოილუღლუღა ჯიმინმა და ჯონგუკი შეათვარიელა. სრულიად დასუსტებული იყო, მხოლოდ საბანს ჰგავდა, რომელსაც ადამიანის თავი ჰქონდა. "ოთახში 30 გრადუსია და კანკალებ, გარეთ კი 10 გრადუსი ძლივღა იქნება."

"გთხოვ, ჯიმინ."

ჯიმინმა ტუჩები იმდენად დააჭირა, რომ ერთ ხაზად დაულაგდა. უჭირდა ჯონგუკისთვის უარის თქმა, მაგრამ ეს უნდა გაეკეთებინა.

"არ შემიძლია."

"მაგრამ რატომ?"- ჯონგუკის სული დაეცა და წარბები შეკრა.

"ეს ამინდი მხოლოდ ზიანს მოგაყენებს... თავი უნდა დაიცვა."

"და... რისგან?"- ჯონგუკი ჯიმინს შეჰყურებდა, თვალები იმედგაცრუებით ავსებოდა.

ჯიმინმა ამოიხვნეშა, თუმცა ვეღარაფერს ამბობდა. ჯონგუკს ფრთხილად უყურებდა და სიტყვებს ვერ პოულობდა.

"მე უკვე... სიკვდილმისჯილი ვარ. ძ-ძლივს ვლა...პარკობ, ძლივს ვ-ვმოძ...რაობ, ვე...ღარ ვ...ვჭამ, ვერც ვიძინებ და ახლა ყველაზე..."- ჯონგუკმა ყბა დაჭიმა, იმედგაცრუებული იყო საკუთარი თავითაც და საკუთარი სიტყვებითაც. "ნაკლებად იმაზე უნდა... ღელავდე, რომ... გავცივდები."

"ჯონგუკ..."

"მ-მნიშველობა აღარ ა-აქვს სიცივეს, დიდი... დრო ისედაც ... ა-აღარ დამრჩა. ამიტომ გთხოვ... ნება მომეცი... ეს სურვილი მაინც ავისრულო."

მისი თვალები ჯიმინისკენ იყო მიპყრობილი, ჯიმინი კი თავს ვერ არიდებდა. ჯონგუკის თვალები ყველაფერს ამბობდა, პაკი კი როგორც შეეძლო ისე თარგმნიდა მის მზერას.

ჯიმინმა ქვემოთ დაიხედა, როგორც იქნა ჯონგუკს მზერა მოაშორა, შემდეგ კი ფანჯრიდან გაიხედა.

"მხოლოდ ფანჯრამდე მოგიყვან..."- თქვა ჩახლეჩილი ხმით.

"ესეც... საკმარისია ჩემთვის."- და აი ისევ, ჯონგუკის სახეს ღიმილი დაუბრუნდა.

ჯიმინმა ამოიოხრა, იმედგაცრუებულია რომ ჯონგუკის ხვეწნას ასე მარტივად დაემორჩილა, მაგრამ ამის გამო ვერავინ დაადანაშაულებს. არ შეეძლო უარი ეთქვა იმ ადამიანისთვის, რომელსაც ცხოვრებაში აღარაფერი დარჩა.

ჯიმინი უყურებდა ჯონგუკის ღიმილს, მიმზიდველი იყო, მიუხედავად მისი ავადმყოფობისა.

"მოდი..."- ჯიმინმა ხელი გაუწოდა დასახმარებლად. საბანი ჯონგუკს გარშემო შემოაფარა, თუმცა ის დაჟინებით მოითხოვდა, რომ საწოლზე დაეტოვებინა. ჯონს ცალი ხელით სტენდი ეჭირა, ცალი ხელი კი ჯიმინზე, როდესაც ფანჯარისკენ მიიწევდა. მისი ხელები ყინულივით ცივი იყო, რის გამოც ჯიმინი უფრო ანერვიულდა. მაგრამ მაინც მიჰყავდა ფანჯრისკენ, რადგან სურვილი აესრულებინა. ჯონგუკმა ჯიმინს ხელი გაუშვა და ფანჯრის რაფაზე დადო. ჯონგუკს სახეში ცივი და მწარე ჰაერი მოხვდა, როდესაც ოთახში კიდევ ერთი ქარის ნაკადი შემოვიდა, მაგრამ ეს მას სულაც არ აწუხებდა, ჯონმა თვალები დახუჭა, ღრმად სუნთქავდა და ზამთრის ჰაერს მის ფილტვებში ჩასვლის უფლებას აძლევდა. ამოსუნთქვისას მისი თბილი ჰაერი ზამთრის სუსხს შეუერთდა. ჯონგუკმა თავი ფანჯრიდან გაყო, უყურებდა
ფიფქებს, რომლებიც მის მშვენიერ სახეს ეთამაშებოდა.

"ამას ნუ აკეთებ."- ჯიმინმა ჯონგუკი შიგნით შემოსწია. ელოდა ჯონგუკის წუწუნს, თუმცა სანაცვლოდ ვერაფერი მიიღო. ჯონი უბრალოდ მას დაემორჩილა, მაგრამ სანაცვნოდ ფანჯრიდან ხელი გაჰყო. უყურებდა ფიფქებს, რომლებიც მას ერიდებოდნენ, თითქოს არცერთს უნდოდა მასთან შეხება. დროდადრო რამდენიმე თუ დაეცემოდა, ჯონის კი სწრაფად ცდილობდა კარგად დაენახა ისინი და მათი პატარა ფორმები უკეთ გამოეკვლია. მანამ უყურებდა ხელებზე მიწებებულ ფიფქებს, სანამ წყლად არ გადაიქცეოდნენ. ამ ყველაფრის შემდეგ კი, უბრალოდ ისევ და ისევ იგივეს იმეორებდა და მცირეოდენ ყურადღებასაც არ აქცევდა ზამთრის სუსხს.

ჯიმინი უყურებდა ფიფქებში გართულ ჯონგუკს. ბავშვივით აღტაცებული იყო და განაგრძობდა იმის კეთებას რაც ასე აბედნიერებდა. ჯიმინმა წარბები შეკრა და ჯონგუკისგან ოდნავ მოშორებით გარეთ გაიხედა. ის ნაცნობი გრძნობა, რომლის დავიწყებაც ჯიმინს უნდოდა ხელახლა იწყებდა მის სხეულში აღმოცენებას. ცალი ხელი ფანჯრის რაფას დაადო და იქამდე მოუჭირა სანამ ხელი არ გაუთეთრდა.

ჯონი და პაკი დუმილს იზიარებდნენ, რაც ამ ბოლო დროს ზედმეტად ხშირად ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯონგუკის მეტყველების უნარი აღარ არის გამართული, როგორც ადრე ის მაინც უფრო მეტს საუბრობდა, ვიდრე ჯიმინი. ამიტომ როდესაც ჯონგუკი დუმს ჯიმინი დისკომფორტს განიცდის. უნდოდა ამ გრძნობისგან თავი დაეღწია, გაქცეოდა ამ დუმილს, ამიტომ ცდილობდა მოეძებნა ნებისმიერი სიტყვა გონებაში და ეს წყეული სიჩუმე გაენადგურებინა. მას სჭირდებოდა რაღაც... მაგრამ... ჯონგუკს ვერაფერს ეუბნებოდა, თუმცა მაინც მიიღწევდა ამ საშინელი განცდიდან თავის დაღწევისკენ.

"იცი... არასდროს მიკითხავს..."- ჯიმინმა როგორც იქნა შეძლო ხმა ამოეღო. "რატომ გიყვარს თოვლი ასე ძალიან, ჯონგუკ?"

ელოდა პასუხს, მაგრამ ვერაფერი მიიღო, ამიტომ აღელვებულმა კიდევ ერთხელ ჩაილაპარაკა.

"იმას ვგულისხმობს, რომ ახლა ცოტა მოძველებულია, არა?"- ეს იყო ჯიმინის მცდელობა გაენათებინა მისი განწყობა, ან უბრალოდ ყოფილიყო "სასაცილო", როგორც რამდენიმე ეძახის ხოლმე, მაგრამ სამწუხაროდ, მისი სიტყვები ჰაერში გაიყინა და ძირს დაენარცხა, რადგან ჯონგუკისგან კიდევ ერთი აუტანელი დუმილი მიიღო. ჯიმინმა წარბები შეკრა, თავი მიაბრუნდა რომ ჯონგუკისთვის სახეში შეეხედა, თუმცა ეს იმწამსვე ინანა.

ჯონგუკი ჩუმად ტიროდა, მსხვილი ცრემლები მის ლოყებს ურცხვად ენარცხებოდნენ. ცალი ხელით ფანჯრის რაფას ეყრდნობოდა, მეორე ხელით კი ისევ ფიფქებს ეფერებოდა, ტიროდა ხელები კი უკანკალებდა. გაშლილ კიდურზე ფიფქები ეცემოდნენ, მაგრამ სწრაფად აღარ დნებოდნენ. თითქოს ჯონგუკის მკლავზე სახლდებოდნენ, რადგან ჯონგუკი ერთ-ერთ მათგანად, გაყინულ სხეულად მიიჩნიეს, რომელსაც მათსავით ცხოვრების მცირე დრო ჩარჩენიდა და მალე ფიფქრების მსგავსად გალღვებოდა და საბოლოოდ გაქრებოდა.

ჯიმინი ჯონგუკს უყურებდა, პირი დაეღო, მაგრამ ვერაფერს ამბობდა. ერთი სიტყვის თქმაც კი ვერ შეძლო. ამის გაანალიზებისას კი, სიტყვების გვერდზე გადადება და მოქმედებით ნუგეში გადაწყვიტა, მაგრამ არც ეს შეეძლო. ხელები და ფეხები დაეჭიმა, ისევე როგორც თვალები. ერთადერთი რისი გაკეთებაც შეეძლო იყო ამ მელანქოლიური წარმოდგენის ყურება.

რამე გააკეთე... ჯიმინმა პირი დახურა და ნერწყვი გადაყლაპა.

გააკეთე რამე... ვერაფერი.

ჯიმინის სხეული არ რეაგირებდა.

მას მხოლოდ ჯონგუკის ცრემლების ყურება შეეძლო, რომლებიც სიჩქარეს თანდათან უმატებდნენ და საავადმყოფოს სამოსსა და იატაკზე სწრაფი ტემპით ენარცხებოდნენ. გარედან შემომავალ სინათლეზე ჯონის ცრემლები ბრწყინავდა და მის მშვენიერ სახეს ნაზად ანათებდა. საბოლოოდ, ჯონგუკმა რაფას ხელი გაუშვა და გვერდით ჩაიმუხლა. თავი დახარა და ცდილობდა ტირილი მაქსიმალურად გაეკონტროლებინა, მაგრამ ეს ძალიან რთული აღმოჩდა, სანაცვლოდ კი ტირილი უფრო გაძლიერდა, იმდენად რომ მისი მთელი სხეული ირხეოდა.

რამდენიმე წუთის შემდეგ, თავის ოდნავ დამშვიდებისას აკანკალებული ტუჩებით ძლივღა ამოღერღა ორიოდე სიტყვა.

"რატომ მე...?"

ჯიმინი მას უყურებდა, ცდილობდა სწორი სიტყვები მოეძებნა. გონებაში ამოტივტივებული სიტყვები კი ყოველგავრი დაფიქრების გარეშე წარმოთქვა.

"იმიტომ, რომ ცხოვრება უსამართლოა."

ჯონგუკმა ცივი, უსუსური ხელები სახისკენ წაიღო, რადგან ცრემლები მოეწმინდა. "მ-მე... იმდენი რ-რა...მის გაკეთება მინდოდა..."

"ვიცი."- ჯიმინმა მუშტი შეკრა, საკუთარ თავს ლანძღავდა ემოციების გამოხატვის დეფიციტის გამო.

როდესაც ჯონგუკმა ისევ ფანჯრისკენ გაიწია, ჯიმინმა სწრაფად დახურა ის და ღამის ცივი მწველი ჰაერი მის მიღმა გამოკეტა. შემდეგ ჯონგუკს ხელი მოხვია და საწოლში დააბრუნა.

როდესაც საწოლს მიაღწიეს, ჯონგუკი ჩვეულ პოზას დაუბრუნდა. დაჯდა ისევ ისე და ლურჯი პლედი მხრებზე შემოიხვია. ჩუმად უყურებდა ფანჯარას, ჯიმინს კი ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ როგორც კი ჯიმინი აწრიალდა ჯონის მთელი ყურადღება მასზე გადავიდა.

"ჯიმინ..."

"გისმენ?!"- მისი განუყოფელი ყურადღება მთლიანად ჯონგუკს ეკვროდა.

ჯონი ცოტახანს ყოყმანობდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ალაპარაკდა. "აღარ მინდა, რომ ჩემთან მოხვიდე."

ჯიმინს თვალები გაუფართოვდა და შოკირებული წინ დაიხარა. "რა?"

"გთხოვ... ჩემთან... აღარ... მოხვიდე..."

"არა!"- ჯიმინი ადგილიდან წამოდგა.

"გთხოვ..."

"არა, ამის თქმა ახლა უკვე გვიანია, ჯონგუკ!"- ჯიმინი აკანკალდა, ერთ ადგილზე ვეღარ ჩერდებოდა.

"ჯიმინ, გთხოვ..."

"არა და ეს ჩემი საბოლოო პასუხია."- პაკმა საწოლის მეორე მხარეს გადაინაცვლა, საიდანაც უკეთ შეძლებდა ჯონგუკის სახის დანახვას. ჯონგუკმა ეს შენიშნა და თავი სხვა მიმართულებით მიაბრუნა. ჯიმინს კიდევ უფრო გაუფართოვდა თვალები. მისი ემოციები ახლა შიშისა და ბრაზის უცნაური ნაზავის მსხვერპლი იყო.

"ჯონგუკ, ეს რას ნიშნავს?"

ჯონგუკმა არაფერი უპასუხა. იგივე პოზიციაში იჯდა, მხოლოდ ხელი წაიღო სახისკენ, რადგან ცრემლები ისევ მოეწმინდა.

"მიპასუხე."

ჯონგუკი კბილებს აკრაჭუნებდა, საბანს ნიკაპამდე იწევდა რომ ემოციები როგორმე მატერიალურად მაინც დაეფარა. გარკვეული დრო დასჭირდა პასუხის გასაცემად, მაგრამ ბოლოს მაინც უპასუხა.

"არ მინდა, რ-რომ... კ-კიდევ უფ...რო მო-ომე..ჯაჭვო, არ მინდა, რომ ტვირ...თად დაგაწვე და და..გავალდებულო, რომ ჩ-ჩემზე იზრუნო."

ჯიმინმა კინაღამ გაიცინა."და ასე რატომ გგონია? ეს არასდროს მითქვამს."

ამჯერად, ჯონგუკის ყურადღება მთლიანად ჯიმინზე გადავიდა, გაწითლებულ სახეზე უცნაურ სევდიან ემოციას ატარებდა.

"მო-მოკეტე, ჯიმინ!"- ჯონგუკმა ღრმად ჩაისუნთქა, იმედგაცრუებული იყო საკუთარი თავით და მეტყველების უნარის დაქვეითებით, თუმცა საუბარს მაინც განაგრძობდა. "ვიცი, რომ... საავადმყოფოები გეზიზღება. და გთხოვ... ნუ მომატყუებ და იტყვი, რომ... აქ ყოველდღე იმიტომ... მოდიხარ, რომ... უბრალოდ... გინდა..."

ჯიმინი გაშეშებული იდგა, აღარაფერი ჰქონდა სათქმელი. უყურებდა ჯონგუკის დაშორებულ ტუჩებს, თითქოს კიდევ რამის თქმას აპირებდა, მაგრამ მოულოდნელად გაჩუმდა.

"ვიცი...რომ ჩემზე დარდობ... თუნდაც ცოტათი..."- ჯონგუკმა პირზე ხელები აიფარა და უეცრად დაახველა. სამეტყველოდ იმაზე მეტი ენერგია სჭირდება, ვიდრე წარმოიდგენდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც განაგრძობდა. "ამ დაავადების შესახებ... ბევრი არაფერი ვიცი...მეშინოდა ინფორმაციის...წაკითხა. მაგრამ.. ვიცი, რომ დიდი დრო...აღარ დამრჩა."- მისი იმედგაცრუება თანდათან გაქრა და ახლა მის ფეკრმთალ სახეზე დამარცხება გამოისახა.

"ერთი ან თუ გამიმართლებს მაქსიმუმ ორი თვე დამრჩა. აი... მხოლოდ ის ვიცი... რამდენი დრო დამრჩა.."

ჯიმინის ირგვლივ ჰაერი იმდენად გასქელდა, რომ სუნთქვა უჭირდა.

ჯონგუკმა თავი ძირს დახარა. "ექიმების საუბარი გავიგონე. მა-მათ არ...იციან როგორ განმკურნონ."- მიუხედავად საბნისა ჯიმინი მაინც ხედავდა ჯონგუკის აწეული მხრები როგორ დაეშვა. "ასე, რომ.. აწი ნელ-ნელა დავუყვები დაღმართს. არ..მინდა შ-შენ ამა..ს უყუ..რებდე."

ჯონგუკს დამძიმებული თვალები ჰქონდა, ამ დაბნელებულ ოთახში მხოლოდ მისი ცრემლები ბრწყინავდა.

"არ მინდა...ნახო...ნელ-ნელა როგორ დავიშლები..."

ბოკუტოს თვალებიდან ცრემლები გადმოუგორდა და მის შეძრწუნებულ მშვიდ სახეზე ჩამოვიდა. "მივხვდი,რომ თუ ახლავე წახვალ ... გული... ძალიან... აღარ გეტკინება."



კიდევ ერთხელ, ამ დამთრგუნველმა სიტყვებმა ჯიმინი შეიპყრო, პაკი ვერ მოძრაობდა და ვერ ლაპარაკობდა. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეეძლო იყო მდუმარე ტკივილის ყურება, როდესაც ჯონგუკმა საბოლოოდ მიიღო მისი ხანმოკლე სიცოცხლე . ჯიმინი მიხვდა, რომ ის ღიმილი, რომელსაც მანამდე უყურებდა ხოლმე, რეალობის უარყოფის ღიმილი იყო - იძულებითი ღიმილი, რომელიც სასოწარკვეთილი ცდილობდა ჯონგუკის მოატყუებას, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მაგრამ ამას სამუდამოდ ვერ გაუძლებდა, სამუდამოდ ვერ მოატყუებდა თავს.  ჯონგუკი ყოველთვის ცდილობდა მაქსიმალურად შეენარჩუნებინა პოზიტიური განწყობა, მაგრამ შინაგანად იშლებოდა.

ჯიმინმა ეს უკვე იცის.

ჯიმინმა მოულოდნელად საკუთარ ფეხებს ხელი მოუჭირა, ცდილობდა რამე მაინც გაეკეთებინა, რომ ჯონისთვის მიეხვედრებინა, რომ ის მის გვერდით იყო.

გააკეთე რამე...

ჯიმინმა ფეხი ისე აამოძრავა, თითქოს მოსიარულე მკვდარი იყო, ჯერ ერთ ფეხს აიძულებდა მოძრაობას, შემდეგ კი მეორეს. ნეგატიური ფიქრები როგორც იქნა გონებიდან მოიშორა და საწოლზე ჩამოჯდა, ზუსტად ჯინგუკის გვერდით. ჯიმინმა ჯონგუკს უფლება არ მისცა ამაზე რეაგირება მოეხდინა, რადგან უფრო ახლოს მიიზიდა, როდესაც საკმარისად მიუახლოვდა, თავი დახარა და მხარზე დაადო.

ჯიმინმა აკანკალებული ხელები მხრებზე შემოხვია და მჭიდროდ მიიხუტა.

"რაც არ უნდა თქვა არსად წავალ."- ჯიმინის ხმა ჩახლეჩილი, თუმცა ამავდროულად ნაზი იყო. "მარტო არასდროს დაგტოვებ, ჯონ."

ჯონგუკი დუმილს ინარჩუნებდა. არცერთი სიტყვა ტოვებდა მის ტუჩებს, გაუნძრევლად იჯდა, გარდა იმისა, რომ ხელი ცრემლების მოსაწმენდად კიდევ ერთხელ წაიღო. ეხუტებოდა ჯიმინს, ღრმად ისუნთქავდა მის სურნელს, თითქოს სამახსოვროდ აგროვებდა ამ ტკბილ სურნელს, ზოგჯერ ცოტას გაირხეოდა, მაგრამ ადგილს არ იცვლიდა. ჯიმინის გადაწყვეტილებას აღარ შეწინააღმეგებია და იცით...

ეს გაეხარდა კიდეც.

ჯიმინმა თავი იდნავ მოატრიალა და ლოყა ნაზად დაასვენა ჯონგუკის მხარზე. სუნთქავდა ნელა და ღრმად, თვალები კი დახუჭული ჰქონდა... ხელები კი ისევ უკანკალებდა.

ჯონგუკს საავადმყოფოს სუნი აღარ ასდიოდა.

მას... სახლის სურნელი დასტრიალებდა.

         ─── ・ 。゚☆: *.☽ .* :☆゚. ───

ფილმის დასრულების შემდეგ, მასზე მომუშავე ადამიანთა სახელების ჩამონათვალის დროს ლეპტოპის ეკრანზე ჯიმინის ანარეკლი ჩანდა.

პაკი ოდნავ წამოჯდა და ფილმის დასაპაუზებლად კლავიატურას მისწვდა.

"აბა, როგორი კი ამ ფილმის მეასედ ყურება?"- მის ნათქვამში ცოტაოდენი სარკაზმი იგრძნოდა.

ჯიმინი ჯონგუკის გვერდზე იწვა, ფერმკრთალმა ბიჭმა კი ოდნავ გაიღიმა.

"...შესანიშნავი..."- ჯონგუკმა უკან გაიწია და თავი ბალიშში ჩარგო. უყურებდა ჯიმინს და მისი ნაკვთების კიდევ ერთხელ შესწავლას ცდილობდა.

ჯიმინმა ლეპტოპი ახლოს მისწია და ქვედა მარჯვენა კუთხეში საათს დააკვირდა.

19 იანვარი, 18:40

პაკმა გაიცინა და ლეპტოპი დახურა. საწოლის თავს უფრო მიეყრდნო და ჯონგუკს ზემოდან დახედა.

ჯონგუკის დაღლილი თვალები მას უმზერდნენ, ის ისევ ისე იცინოდა...

"რა გაცინებს?"- ხელი წინ წაიღო, რომ ჯონგუკს შუბლზე შეხებოდა.ძალიან ცივი იყო, იმაზე ვიცი, ვიდრე ჩვეულებრივ არიან ხოლმე.

ჯონგუკს რამდენიმე წუთი დასჭირდა პასუხის გასაცემად, მაგრამ ბოლოს მაინც მოაბა თავი.

"მადლობა..."

"არაფრის."- ჯიმინის ტუჩებზე მორცხვი ღიმილი გამოისახა. "ვიცი, რომ გიყვარს ეს ფილმი."-ის ჯონგუკს უყურებდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. როდესაც ლაპარაკს მორჩა მაშინვე შეცვალა მისი ხედვის ტრაექტორია. რაღაც ეუბნებოდა რომ ეს სიტყვები ფილმს არ ეკუთვნიდა, მაგრამ ჯიმინმა ეს ფიქრები გონებიდან ამოიგდო.

ონდავ მოიხარა რომ ტკბილეული აეღო. შეუფვა გახსნა და ერთ ცალი დააგემოვნა.

"გინდა?"

ჯონგუკმა თავი დაუქნია და ხელი კანკალით გაუწია. ჯიმინმა პატარა წასახემსებელი ჯონგუკის თითებს შორის მოათავსა. ჯონმა ცხვირთან მიიტანა პატარა ბისკვიტის მსგავსი წასახემსებელი და მარწყვის სურნელი შეისუნთქა. შემდეგ ხელი ჩამოსწია და თითქებს შორის მოითავსა, ეს არასდროს უჭამია.

ჯიმინმა კიდევ ერთი პატარა ყუთი დადო ლოგინზე და ნაზად გახსნა.

"მგონი ეს მარილიანი ჩხირები ჩემზე მეტად შეგიყვარდა..."

ჯონგუკი გაკვირვებული იხედებოდა, უყურებდა წასახემსებელს საკუთარ ხელებში. რამდენიმე წამი დასჭირდა ჯიმინის სიტყვებს მასთან მიეღწია, მაგრამ როდესაც ეს მოხდა სახე გაუბრწყნდა და გაუნათდა. ბოლოს კი სიცილისგან ამოიოხრა.

ეს ჯონგუკის ყველაზე სუსტი ხმა იყო, რაც ჯიმინს აქამდე მოუსმენია.

"აჰ, როგორც იქნა, რაღაც სასაცილო ვთქვი."- ჯიმინი ჯონგუკთან ერთად იცინოდა. "ხომ გითხარი, ზოგჯერ სასაცილო ვარ ხოლმე.,"

ჯონგუკის სიცილი მალევე ჩაქრა და თვალები დახუჭა.

"ზ...ოგჯერ."

"ცოტახანი შევისვენებ."- ჯიმინის ხითხითმა ჯონგუკი ცოტაცნით გაართო, შემდეგ კი ორივე დამშვიდნენ.

რამდენიმე წუთის განმავლობაში ერთმანეთს უსიტყვოდ ესაუბრებოდენ, სანამ ჯონგუკი საუბარს წამოიწყებდა. მისი ხმამაღალი ხმა უკვე ჩურჩულად იყო გადაქცეული.

"პაკ..."

ჯიმინმა ჯონგუკს შეხედა.

"მ-ჰმ?"

ჯონგუკმა ნერწყვი გადაყლაპა და ხელები ჯიბეში აათამაშა.

"მკითხე... რ-რატომ მომწონს... ღრუბლების ატლასი ასე ძალიან."

თავგზააბნეულმა ჯიმინმა მთელი ყურადღება ჯონგუკს მიაპყრო.

"კარგი... ჯონ, რატომ მოგწონს ღრუბლებლების ატლასი ასე ძალიან?"- ჯიმინი ჯონგუკს დაჟინებით უყურებდა, აინტერესებდა რა იქნებოდა პარტნიორის პასუხი.

ჯონგუკმა ჯიმინს მგზნებარე თვალებით ახედა, თითქოს შეკითხვა თავისი ნებით დაუსვეს, რომელსაც სიამოვნებით უპასუხებდა.

"ხ-ხომ იცი... როდესაც ფილმში...პერსონაჟები იღუპებიან, ეს კი მათი პირველი ცხოვრებაა?"- პაციენტი დაქანცულ თვალებს ჯიმინს არ აშორებდა, ელოდებოდა როდის დაუკრავდა თავს. როდესაც ჯიმინი დაეთანხმა ჯონგუკმა საუბარი განაგრძო. "ი-ის ადგილი განსაკუთრებით მომწონს, როდესაც ისინი..ერთმანეთს კვლავ პოულობენ...შემდეგ ცხოვრებაში."

ჯონგუკის ხმა ნაზი, სუსტი და ძალაგამოცლილი იყო, მაგრამ როდესაც ის თავის საყვარელ სცენაზე საუბრობდა ჯიმინი გრძნობდა მისგან მომავალ ძლიერ განწყობაას... ის, რაც დიდი ხანია უკვე აღარ იყო.

იმედი...

"ე-ეს ფილმი მაიძულებს...დავიჯერო, რომ შემდეგ ცხოვრებაშიც დავიბადები... იმ ცხოვრებაში, რომელიც უკეთესი იქნება... სა-სადაც შემეძლება შენთან ერთად გაღვიძება... და შენთან ყოფნა."- ჯონგუკის ფეკრმთალ, თხელ ტუჩებზე ღიმილი ათამაშდა. "იქ, სადაც ჩვენ...შეგვეძლება ვიცხოვროთ...ნორმალური ცხოვრებით, ასეთი საშინელი... ცხოვრების ნაცვლად."

ჯიმინი სიტყვებს ვერ პოულობდა. უყურებდა ჯონგუკს და მხოლოდ იმას ახერხებდა, რომ თავის დაკვრით ყველაფერზე დათანხმებოდა. ჯონგუკის სიტყვების გაგონებისას ისეთი გრძნობა დაეუფლა თითქოს ჰაერმა მისი სხეული დატოვა და სულ მოიჭმუხნა.

აი, ამიტომ უყვარდა ჯონგუკს ეს ფილმის განსაკუთრებულად, ამას კი ჯიმინი ვერასდროს წარმოიდგენდა.

ჯიმინი საცოდავად იღიმოდა, გული სტკიოდა და არ იცოდა რა ექნა. ცერა თითს უხეშად აჭერდა თითს.

"იცი...ეს მეც მინდა. ძალიან..."- მისი თბილი ხმა ნაზად მიდიოდა ჯონის მიმართულებით.

"მეც..."- ჯონგუკის თვალები არასდროს ტოვებდა ჯიმინს. უყურებდა დაჟინებით , აკირდებოდა მის თითოეულ მოძრაობას, მის თითოეულ დეტალს, რაც ჯიმინმაც შეამჩნია.

"ასე რატომ მიყურებ?"- მისი მშვენიერი თვალები ჯონგუკის მზერაში აიხლართა.

მიუხედავად იმისა, რომ კითხვა მკაფიოდ დასვა, ჯონგუკს ხმა არ ამოუღია და არც განძრეულა. სამაგიეროდ არ წყვეტდა ჯიმინის ყურებას იმედისმომცემი თვალებით.

ეს ყველაზე გრძელი ათი წამი იყო მის ცხოვრებაში, ჯიმინს მოულოდნელი კანკალი აუტყდა. სუნთქვა შეეკრა და შემდეგ ისევ იგივე შეკითხვა გაუმეორა.

"ჯონ... ასე რატომ მიყურებ?"- თითქოს ამ შეკითხვის დასმას მთელი ძალა მოახმარა, რომ ხმა არ გასწყდომოდა.

სწორედ მაშინ დაახამხამა ჯონგუკმა თვალები და გონს მოეგო, ტუჩები ნელა ააცახცახა პასუხის გასაცემად.

"იმიტომ.. რომ..."- უპასუხა თითქმის გაკვირვებული ტონით. "არ მინდა ... წახვიდე. ზოგჯერ როდესაც.. თვალებს ვხუჭავ...ჩემთან აღარ ხარ ხოლმე..."- ჯონგუკმა მხრები ჩამოუშვა.

ჯიმინი ცდილობდა წარბები არ შეეკრა. უყურებდა ჯონგუკის ხელებს, ის ისეთი თხელი იყო, ძვალზე გადაკრულ კანს ჰგავდა, კარგად ჩანდა გლუვი ცისფერი ვენები, რომლებიც ტალღისებურად იკვლევდნენ გზას ჯონის სხეულზე.

ჯიმინმა ჯონის ხელები საკუთარში მოითავსა.

ჯონგუკს მაშინვე ჰქონდა რეაქცია თბილ შეხებაზე.

ჯიმინის მზერა მისასას შეხვდა.

"ნუ ღელავ, მე ისევ აქ ვარ, შენთან."

ჯონგუკმა თავი დაუკრა.

"მეც...აქ ვარ."- მისი ხმა იმაზე სუსტი იყო, ვიდრე შესაძლებელია.

"ზუსტად! შენც აქ ხარ..."

თითქოს ჯონგუკში დარჩენილი ძალის ერთადერთი ნაპერწკალი განათდა.

ნეტავ ჯიმინსაც შეეძლოს მასსავით ძლიერი იყოს.

Continue Reading

You'll Also Like

272K 8K 93
Daphne Bridgerton might have been the 1813 debutant diamond, but she wasn't the only miss to stand out that season. Behind her was a close second, he...
147K 16.6K 23
"𝙏𝙤𝙪𝙘𝙝 𝙮𝙤𝙪𝙧𝙨𝙚𝙡𝙛, 𝙜𝙞𝙧𝙡. 𝙄 𝙬𝙖𝙣𝙣𝙖 𝙨𝙚𝙚 𝙞𝙩" Mr Jeon's word lingered on my skin and ignited me. The feeling that comes when yo...
15.5K 374 11
Namjoon is dead, the members are devastated. Jin's gone mad, Jimin's....find out soon... Also, can Yoonmin be saved?
168K 4K 53
Rosalía Juárez moves away after her freshman year of high school. She returns to the valley two months before senior year starts and meets Daniel LaR...