კარგად ახსოვს, ის დღე, უცხოეთში მცხოვრები, მშობლებთან დათქმულზე ერთი თვით ადრე, რომ  დაბრუნდა , ენატრებოდა სახლი, ოჯახი, და უბრალოდ ის ბედნიერი სიყვარულით სავსე მზერა თუ ღიმილი მისი მშობლები რომ ცვლიდნენ!

უამრავი ყალბი ადამიანის ამოცნობით  გულდამძიმებული თავშესაფარს  მშობლიურ ბუდეში ეძებდა, მათი სიყვარულით და ზრუნვით უნდოდა გადაეფარა თითოეული ის წყენა და იმედგაცრუება, ამდენი ხნის მანძილზე, უცხო ქვეყანაში რომ იგემა !

მშობლიურ ადგილზე ფეხის დადგმის წამიდან თითქოს იგრძნო შვება, ღმერთო როგორ ენატრებოდა ყველა და ყველაფერი! განსაკუთრებით მამიკოს თბილი ხელები, ისეთი თბილი და მზრუნველი სხვა ვერავინ, რომ ვერ ჩაანაცვლებს მას! ყოველთვის მოსწონდა ის შეგრძნება, როცა მშობლებს უყურებდა! უყურებდა მათ ჩაკიდებულ ხელს მთელი საღამოს განმავლობაში და ხვდებოდა რაოდენ დიდი სიყვარულის ნაყოფი იყო!

თავის მშობლების გახსენებაზე გულში სითბოჩაღვრილს დაუძლეველი სურვილი ქონდა მათთან წასვლის, და ამდენი ხნის ნანატრი სითბოს მიღების, მაგრამ 28 საათიანი ფრენის შემდეგ დასვენება და ბანაობა უფრო სჭირდებოდა, ამიტომაც გეზი თავისი ბინისკენ აიღო!

დიახ, იყო მდიდარი, იყო შეძლებული, მაგრამ სწორედ ეს ხიბლავდა ალფას, უბრალოება. მართალია ბინა არც თუ ისე პატარა და უბრალო იყო, მაგრამ გუკის გემოვნებას აკმაყოფილებდა!

არაჩვეულებრივ სახლთან ერთად არჩვეულებრივი მეზობელიც ყავდა!
ლი დონგ ვუკი, ყველაზე გამორჩეული პიროვნება იყო მისთვის, ბევრი თბილი და კარგი მოგონებაც აქვს ამ კაცთან ერთად! სხვათაშორის ბატონი ლი მის მშობლებთანაც კარგი ურთიერთობით გამოირჩევა! ამიტომ გუკი წყვეტს მოგვიანებით მასაც ინახულებს!

მეთორმეტე სართულზე ასულს ერთი სულიაქვს თბილი წყლის ქვეშ ინებივროს, რაიმე გემრიელი ჭამოს და ცოტა წაუძინოს. საჭმელზე ფიქრი მაშინ უმძაფრდება ბატონი ლის კარებთან, ალბათ კურიერის მიერ დატოვებულ შეკვეთას რომ ხედავს! გუკი მას ძალდატანებით უვლის გვერდს და ცდილობს სახლის კოდი სწორად აკრიფოს როცა ზურგს უკან საკეტის ხმა ესმის!

💫 ℙ𝕒𝕤𝕤𝕚𝕠𝕟 𝕊𝕙𝕒𝕕𝕠𝕨𝕤 💫(დასრულებული)Where stories live. Discover now