part 13

678 81 130
                                    

სახლში გვიან დაბრუნებული, დაღლილობისგან გათანგული ომეგა, ირგვლივ შემზარავად ჩამოწოლილ სიჩუმეს ყურადღებას არ აქცევს!

კომპანიის დატოვების შემდეგ, სეულის ქუჩებში უაზრო ხეტილით იქცევდა თავს! თეჰიონის შეტყობინებამ, რომ დღეს მისვლა დააგვიანდებოდა განწყობა სულ გაუქრო. დროის გაწელვას უაზრო ხეტიალით ცდილობდა!

ფიქრის უნარი წართმეოდა მის გონებას! ასე უბრალოდ იჯდა მანქანაში და გაფანტული მზერით ათვალიერებდა გარემოს, რომლის ვერცერთ დეტალსაც ვერ აღიქვამდა!

ვერ ფიქრობდა, ვერ აზროვნებდა, ვერაფერს აღიქვამდა, მაგრამ ამ სამყაროსაც გასცლოდა თითქოს!

"დიახ! არ არსებობს მშვენიერი ზედაპირი საშინელი სიღრმის გარეშე "

თუნდაც თვლიდეს, რომ კონცენტრაცია არ შეუძლია, თუნდაც ფიქრობდეს, რომ ამ წამს ვერაფერზე ფიქრობს, რომ მისი გონება ცარიელია, ეს სრული აბსურდია! იქ სადღაც გონების სიღრმეში, ომეგა დეტალურად უღრმავდება მის ირგვლივ არსებულ სიტუაციას! თვალებზე ბურუსგადაკრულს თითქოს ამ სიბნელეში ძალუძს დაინახოს კადრები, რომლებიც იყო, და კადრები რომლებიც წინ ელოდება!

მაგალითად თეჰიონთან დიალოგი! ომეგმ იცის ეს გარდაუალია , მოუწევს ალფასთან ახსნა განმარტების გაკეთება! მაგრამ მაინც ვერ გაუგია რა აბრკოლებს თეჰიონს ასე! რატომ ვერ აბიჯებს თავის შიშებს! რატომ არ იბრძვის ბედნიერებისთვის! 

ყველაზე უარესად კი ომეგა თეჰიონის სიტყვებს აღიქვამს! რომელიც სრული სიმართლე იყო! დიახ, იმ წამს არ ფიქრობდა საკუთარ თავზე, არც მის ალფაზე, არც გარდაუალ მომავალზე, სადაც მხოლოდ შავი ბურუსია, მაგრამ უნდოდა, მართლა უნდოდა თუნდაც არაპირდაპირი გზით ალფისთვის ხმა მიეწვდინა! რომ ის მზად არის! რომ ელოდება! რომ უნდა მისთვის იბრძოლონ! რომ უდანაშაულოა! რომ თვითონ ალფა უნდა მთელი არსებით!

💫 ℙ𝕒𝕤𝕤𝕚𝕠𝕟 𝕊𝕙𝕒𝕕𝕠𝕨𝕤 💫(დასრულებული)Wo Geschichten leben. Entdecke jetzt