ისევ თეთრი კედლები...ისევ საზიზღარი სიჩუმე, ფეხზე წამოვდექი შემზარავად თეთრი სამოსი დავიფერთხე,დაბლა დავიხარე და ნატეხი ავიღე.....გავსწორდი..კედლებს თვალი მოვავლე.....წინ სამიოდე ნაბიჯი გადავდგი...და დავიწყე ისევ ჩემი ფიქრების წერა....წერა თეთრ კედლებზე ...სიძველის და სინესტისგან რომ ძირები გაყვითლებოდა...
"ძველ მიტოვებულ სახლში მარტოდ დავბოდიალობ შიშის დასაძლევად კედელს ვეყრდნობი და საკუთარ თუჩს ვკბენ....
ოთახში რომელშიც ამჟამად ვიმყოფები ჰაერის უკმარისობას ვგრძნობ და შემაშფოთებელი სიბნელე ჩამოწვა, ალბათ ძველთა ძველი გაფუჭებული ონკანიდან წყალი წვეთავს, დიდი ალბათობით გადაკეტვა დაავიწყდათ...
სიძველის და მტვრის საძაგელი სურნელი ჩემს ფილტვებში იკავებს ადგილს....კედელზე მიმოფანტული ნახატები.....ფეხი რაღაცაზე დავადგი რასაც ოდნავი ხმაური მოყვა შევშინდი....ძვლებში შიშმა გამიარა...და სიმწრისგან ძლივს დავიხედე დაბლა....
უბრალოდ მინის ნატეხები ელიზაბეტ! ამოვიჩურჩულე და ღრმა სუნთქვით გავაგრძელე გზა იდუმალ სახში....
სამზარეულოში ამოვყავი თავი!.
ძველ ხის მაგიდაზე ერთადერთი ფინჯანი იყო რომელსაც უკვე მტვერი ჰქონდა მოდებული..ცარიელი საინი რომელიც ხელოვნების ნიმუშს უფრო გავდა ვიდრე საინს ...და რათქმაუნდა დამტვერილი მაგიდა
გვერდით ნელა გავიხედე როგორც ვთქვი ონკანიდან წყალი წვეთავდა...ჯერ კიდევ არ გადაუკეთავთ? უცნაურია !
ვფიქრობ ვიღაც მითვალთვალებს !,
სასწრაფოდ დავტოვე ოთახი და დაბლა სართულზე ჩავედი ! ზედმეტი ინტერესი ყოველთვის დამღუპველიაო ამბობენ!
გახშირებული სუნთქვით ვლახავდი თითოეულ საფეხურს! ეს ადგილი ბევრად გავდა მუზეუმს. ერთერთმა ნახატმა მიიქცია ჩემი ყურადღება
ნაბიჯი გადავდგი და ნახატს უკეთ დავაკვირდი
პატარა ბიჭი ძველი დათუნიათი და შემაძრწუნებელი ღიმილით.
უცნაურია რატომ უნდა დაკიდო მსგავსი რამ სახში?
თუ აქ რაიმე უცნაური არ ხდება ...ფიქრებში ვიყავი გაფანტული როდესაც ნახატისკენ გაუაზრებლად წავიღე ხელი...საშინლად მსურდა შეხება მაგრამ დრო იმდენად იწელებოდა.....საუკუნედ მომეჩვენა!
სახეზე ნაჭერს მაფარებენ და ხელში მიტატებე დაბნეული ვაცეცებ თვალებს ...ბოლოს კი ბნელ ოთახში მკეტავენ.
კლაუსტროფობია!
იმდენად ბნელა საკუთარ თითებსაც ვერ ვხედავ ..თვალებს ვხუჭავ და 1დან 100მდე ვიწყებ თვლას.
1...2..3..55...78...98...100.. ოთახის კარები იღება ....ოდნავი სინათლე თვალებს მტკენს და ხელს ვიფარებ
მესმის მამაკაცის მკვეთრი სიტყვები თუ როგორი სირცხვილია სხვის სახში უნებართვოდ ძრომიალი!
ჩავისუნთქე და თვალები დავხუჭე .....მესმის როგორ ლესავს დანას.....და ჩემს გარშემო წრეზე დადის
მესმის თითოული ნაბიჯის გადადგმა...დაძაბულობისგან სმენა გამიუმჯობესდა, ვერ ვბედავ თვალების გახელას...შიშისგან ცივი ოფლი მასხამს და სხეული მიცახცახებს..დანის მოძრაობას აჩერებს..ახალა კი სხეულზე ცივ მეტალს ვგრძნობ ... საკუთარ ქვედა ტუჩს კბილებს შორის ვიქცევი და როგორც შემიძლია ვკბენ....მესმის მისი ამაზრზენი სიცილი
თუ როგორ პოულობსსს ჩემში შვებას...რამდენად საცოდავია ადამიანი ღმერთო!
თმებში მწვდება და თავს უკან მაწევინებს...ჩემსკენ იხრება...ყურში რაღაცას მჩურჩულებს ...თითქმის არც მესმის იმდენად შემიპყრო შიშმა ვგრძნობ მის სუნთქვას ჩემს კისერზე და საბოლოოდ ვხვდები რომ ვერავინ გადამარჩენს!
ხელს ნელა წევს კისერთან დაააა დანა რომელიც ცოტა ხნის წინ ჩემთვის გალესეს ჩემს არტერიას ჭრის!
მკლავს!
მკლავს!
გონებაში დამაყრუებელი კივილი
გოგონა წამის მეასეედებში იხსენებს მთელ მის განვლილ ცხოვრებას !
ყველა შეცდომას !
ყველა მომენტებს!
ტკივილს!
გოგონას ლამაზი სხეულიდან ტოვებს მოუსვენარი სული!
მკვლელი კიი მის სისხლში ბედნიერი ბანაობს!
მის სიკვდილში ნაპოვნი დროებითი შვება აბედნიერებს !
გონებაში დამაყრუებელი კივილი და დაგდებული სხეული ფითრდება...იყინება და ამ სამყაროდან სამუდამოდ ქრება."
YOU ARE READING
The walls of madness
Horrorდიდხანს ვიდექი იქ,ვიყურებოდი იმ წყვდიადში,მაკვირვებდა,მაკრთობდა,მაეჭვებდა,მაშინებდა და ვფიცავ არცერთ მოკვდავს არ განუცდია იგივე.
