Reflection 15

Mulai dari awal
                                    

- წადი, წადი თორემ ჩემი ხელით დაგახრჩობ, გესმის!!!

მასზე მთელი ამ სიძულვილის და სიბრაზის ამონთხევა ნამდვილად არასწორი იყო, მაგრამ უკვე თავს ვეღარ ვაკონტროლებდი

- კიდევ ერთი რამ

კარებთან მისულს მისი ხმა მესმის, მაგრამ მისკენ არც კი ვიხედები, ამის თავიც და ძალაც არ მქონდა

- ფეის გადარჩენა თუ გინდა მის დღიურში ჩაიხედე, თუ რათქმაუნდა განადგურებული არ არის

კარების მოხურვის ხმა და სრული სიჩუმე და ქაოსი, სრული გაუგებრობა, როგორ მინდოდა ეს ყველაფერი უბრალო ზღაპარი ყოფილიყო, როგორ მინდოდა უბრალოდ გამომეღვიძა და მისი ლამაზი სახე მენახა

- ლიამ?

ჰარის ხმა მესმის მაგრამ არა მისი, ყველასი ხმა მწვდება, მაგრამ ისე არა როგორც მისი

როგორ მომენატრა მისი ლაღი და და ღიმილია სახე, მისი ბედნიერი გამოხედვა

ვიგრძენი ცრემლებმა სახე როგორ დამისველა, პირველად ვიგრძენი ასეთი ტკივილი, ვგრძნობ ჰარი როგორ მხვევს მის ხელებს და როგორ მამაშვიდებს

რა აზრი ჰქონდა ამ ყველაფერს, რა აზრი ჰქონდა როდესაც არაფერი შემეძლო, როდესაც ასეთი უსუსური ვიყავი, ისევ

- ჰარი

ზემოთ ავიხედე და ვეცადე მის თვალებში ჩამეხედა, მას ეს უნდა სცოდნოდა, უნდა სცოდნოდა თუ რაოდენ სჭირდებოდა ჩვენი დახმარება ფეის

- ჰარი ბიჭებს დაურეკე, სალაპარაკო გვაქვს


***

ჩვენი ასეთი შეკრება დიდი ხანია არ ყოფილა, შეკრებილსყველაფერი მოვუყევი, ვეცადე არ მეტირა, ვეცადე ის სისუსტე და უსუსურუბო არ მეჩვენებინა, როგორსაც ახლა თავს ვგრძნობდი

ყველა შოკში, მაგრამ ჰარი

მას უბრალოდ ჩემი არ სჯეროდა, ან არ უნდოდა დაეჯერებინა

Another meTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang