- ეს როდის მოხვდა?

მეც კი მიკვირდა თუ როგორ ვუსვამდი კითხვებს, ასე უბრალოდ შოკში ვიყავი

- ნამდვილად იცი ჩვენი ისტორია

მის ამ დამცინავ ხმაზე ვეღარ გავუძელი და ხელი ყელზე მოვუჭირე, მინდოდა იმ ყველაფრისთვის ეგო პასუხი რაც წარსულში ჩაიდინა და რასაც ახლა აკეთებდა

უცებ მისი ანგელოზის ხმა მომესმა და სხეულიც მომიდუნდა, ხელი გავუშვი და გვერდით გავედი

უნდა მეფიქრა, უკვე ამდენი აღარ შემეძლო, ეს უკვე ზედმეტი იყო, ამდენს მეც არ ველოდი

- მოყევი

შევბრუნდი თუ არა სახეში ვუყვირე, მაგრამ ხმას არ იღებდა და ყელს იზელდა

- მოყევი!!!!

- კარგი, კარგი

ღრმად ჩაისუნთქა და მე შემომხედა, როგორც ჩანს ამაზე საუბარი აშინებდა, რაც ნამდვილად არ მაინტერესებდა

- იმ ამბის შემდეგ, ფეიმ ისეთ რამეს დაინახა რასაც არ უნდა დაენახა

უკვე აღარ ვიცოდი რა მომესმინა, მან ამის შესახებ არაფერი მითხრა, მაგრამ როგორ უნდა ეთქვა როდესაც ჩემგან ასე შორს იყო

- როგორც ჩანს ერთ-ერთ რიტუალს თვით ფეი დაესწრო და ამ ყველაფერში ხელი შეუშალა, იცი ეს როგორ მოახერხა?

თითქოს პასუხის მოსმენა არ მინდოდა, თითქოს ვიცოდი რასაც მოვისმენდი ეს ყველაფერი კი ბოლოს მომიღებდა

- მან...

- სწორია პეინ, მან ის გოგონა მოკლა, გოგონა რომელშიც ეს დემონი იყო ჩასახლებული, თავად ეგონა რომ დემონიც მოკლა, მაგრამ ის ვერ მიხვდა რომ ამით მხოლოდ მის სულ საფრთხე შეუქმნა და თვით ის გამოიწვია

ეს უბრალო ზღაპარი იყო, უბრალო ზღაპარი იყო, საკუთარ თავს ამას ვეუბნებოდი და ამ მწარე სიმართლეს თავს ვარიდებდი

- ტყუი

- შენი აზრით რამე მიზეზი მაქვს რომ მოგატყუოთ

Another meWhere stories live. Discover now