ამაზე საუბარში გამახსენდა რომ დღეს ფეი ჩემტან რჩებოდა, ამის გახსენება და ჩემი ჩუმი ღიმილი ერთი იყო

- როგორც ჩანს წინ ცხელი ღამე გელოდება

- შეიძლება

ჩემს ნათქვამზე სულ დამავიწყდაა რომ ჰარიც აქ იყო და ამ ყველაფერს იგონებდა, მისკენგავიხედე და მის მკვლელ მზერას შევხდი

ცოტა არ იყოს შემეშინდა, ის ჯერ კიდევ ეჩვეოდა ჩვენს ასეთ ურთიერთობას, ცოტა არ იყოს მაეჭვებდა, მაგრამ ის ხომ მისი ძმა

როგორც ჩანს ჰარი ამ მხარეს არ მენდობოდა, მაგრამ მე ფეის არასდროს მივაყენებ ტკივილს, მე ის საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა

- ჰარი შეგვიძლია ვისაუბროთ

ყველასი ყურადღება ჩვენზე იყო, მაგრამ ყურადღება მე თვითონ არ მიმიქცევია, ჰარიც იმავე აზრზე იყო ამიტომ უხმოდ ჩამოვშორდით ყველას და მარტო არსებულმა საუბარი დავიწყე

- არ აპირებ მაგ მზერის მოშორებას ჩემთვის?

- როგორს გულისხმობ მაინტერესებს?

- თითქოსდა ჩემი მოკვლა გინდა

- შეიძლება ასეც არის

- ჰარი მე მას არასდროს არ ვატკენ გულს მინდა რომ ეს გაიგო, მე ის მიყვარს

ჩემს ნათქვამზე დანებებულმა ღრმად ჩაისუნთქა და მე შემომხედა, ამ მზერაში კი ნამდვილად არ იყო ისეთი როგორითაც ძველად მიყურებდა

- უბრალოდ არ მინდა კიდევ ერთხელ ვხედავდე როგორ მაკვდება ხელებში, ამას ვეღარ გადავიტან

- პირობას გაძლევ რომ საკუთარი სიცოცხლის ფასად დავიცავ

- იმედი მაქვს ლიამ, ვხედავ როგორი ბედნიერია შენს გვერდით და არ მინდა ეს წაერთვას

მეც მაგის იმედი მქონდა, რომ ის იმედი არ ჩაჰქრობოდა რომელიც მის თვალებში ასე იდუმალად კაშკაშებდა


***


სკოლის წინ ვიდექი და ჩემს ანგელოზს ველოდებოდი, რომელიც მთელი დღე ჩემი იქნებოდა, სამწუხაროდ ბოლო დროს ერთამანეთს ვერ ვხდებოდით, რის მიზეზიც თვით ჰარი იყო, ახლა კი როდესაც სიტუაცია დალაგდა, მასთან ყოფნა მთელი დღის მანძილზე შემეძლო

Another meWhere stories live. Discover now