- ასეთ რამეს საერთოდ როგორ ამბობ, ნუთუ ამას ფიქრობ ჩემზე? ნუთუ ასეთი უგულო გგონივარ დედა?

უკვე თავს ვეღარ ვაკონტროლებდი, მალე მემგონი კიდევ გავითიშებოდი, უკვე მეტის გადატანა აღარ შემეძლო

ჰარისკენ გავიხედე და თვალების მუდარით ვთხოვე რომ ოთახიდან გაეყვანა, რაზეც მხოლოდ თავი დამოქნია

- დედა მამა თქვენთან სასაუბრო მაქვს

- ახლა არა ჰარი, ახლა მაგის დრო არ არის

- სწორედაც რომ ახლა მაგის დროა, ფეიმ კი დაისვენოს, საკმარისი მიიღო დღეს

მადლობა ჰარი, ამ სიტყვებს გულში ვამბობდი და ჰარის მადლიერი ვუყურებდი, თვითონ კი თვალებზე ემჩნეოდა თუ როგორი უძილო და დაღლილი იყო ამ ყველაფრით

ყველამ წავიდა და ჩემს ფიქრებთან დამტოვა, როგორც იქნა ფიქრი შემეძლო რომელიც მინდოდა რომ წამრთმეოდა, ამ ყველაფერზე ფიქრს რომ ვიწყებდი ვგიჟდებოდი, მაგრამ მხოლოდ ეს თუ შემეძლო

ჩემი გათიშვის მიზეზს მაინც ვერ ვხდები, არამგონია დიდი რაოდენობით სისხლი დამეკარგა რომ ჩემი გათიშვა გამოეწვია

ნუთუ ასე დავსუსტდი რომ მისი გავლენა ჩმეზე ასე მოქმედებს, რათქმაუნდა იქნება, მან ჩემზე ყველაფერი იცის მე კი აზრზეც არ ვარ რა არის

აქედან მალე უნდა გავიდე ისე რომ ვერავინ შემაჩნიოს, ის ყველაფერს შეიძლება არა ჩემით არამედ ჩემი ოჯახით და მეგობრებით იგებს

ფეხზე წამოვდექი და სრაფად გამოვიცვალე ტანსაცმელი, კარები ვოტა შევაღე და დავაკვირდი ვინმე თუ იყო გარეთ

შესანიშნავია, ჰარი დარჩა, მას როგორ უნდა დავუსხლტე, უცებ მის გვერდით ექთანი დავინახე რომელიც ჩემსკენ მოდიოდა, მეც უკან დავიხიე და მას დაველოდე

როგორც ჩანს დამამშვიდებელი უნდა მომცეს, კარებიც გაიხსნა და ისიც გამოჩნდა

Another meWhere stories live. Discover now