მთელი ეს დრო მხოლოდ ამ აზრებს ვყავდი მოცული ვერც კი გავიგე ისე დავშორდით ერთმანეთს

მის თვალებში შეხედვა არ შემეძლო, ახლა რაც გავაკეთე იმპულსური, უპასუხისმგებლო, მაგრამ სასიამოვნო საქციელი იყო რაც კი ოდესმე გამიკეთებია

უნდა ვნანობდე? ან საერთოდ ამ გრძნობას გულში დამიარა? არც ერთ წამს

მიზეზს კი ვერ ვუძებნი ან არ მინდანრომ მოვუძევნო, რადგან ის ტკივილი რასაც მის მიმართ განვიცდიდი არ მტოვებდა

ფეხზე სწრაფად წამოვდექი და ის სიტყვები წარმოვთქვი რომელიც სრულიად საწინააღმდეგო იყო იმ ყველაფრისგან რასაც ვფიქრობდი

- ეს არასწორია, ეს რა გავაკეთეთ?

- ნანობ რომ ეს გააკეთე?

მის ხმაში იგრძნობოდა თუ როგორ გაუტეხა ჩემმა სიტყვებმა გული, შეიძლება ის იმის აზრზეც კი არ არის თუ რას მიკეთებს და მას მხოლოდ ჩემთან თამაში უნდა

- მაშინ ასე რატომ მომექეცი?

- ასე, როგორ?

- ტკივილი რატომ მომაყენე? რატომ? ლიამ მიპასუხე რატომ?

ვცდილობდი არანაირი გრძნობები შერეოდა ჩემს ხმას

აზრი არ ქონდა ამ ყველაფერს, რაც არ უნდა მომხდარიყო ისევ თავიდან დავიწყებდით, ისევ იმავეს გავიმეორებდით

- წადი ლიამ, წადი, შენ მე ვერ დამეხმარები და ეს თვითონაც კარგად იცი

ჩუმად იდგა და გატეხილი თვალებით მიყურებდა, მისი შეხედვა არ შემეძლო

უბრალოდ კარებისკენ გავიხედე და ჩუმად ვიდექი სანამ მისი სხეული არ მივიდა იმ წერტილისკენ და კარის უკან არ გაქრა

მისი წასვლისთანავე იქვე ჩავიკეცე და მწარე ცრემლებით ავტირდი

Another meWhere stories live. Discover now