ohkristen

182 29 10
                                    

1. ყველაზე ხშირად რაზე ფიქრობს ქრისტი, როცა მარტოა?

- იმაზე, თუ რა მოხდებოდა წარსულში რაღაც სხვანაირად რომ გაეკეთებინა.

2.  ოდესმე კლიშეს მსხვერპლი ყოფილხარ?

- კი.

3. რას ვერ აპატიებ საყვარელ ადამიანს?

- ღალატსა და უყურადღებლობას.

4. ვის ენდობი უსიტყვოდ?

- ალბათ, საკუთარ თავს.

5. პატრიოტი ხარ?

- არა.

6. ნივთი, რომელსაც სულ თან ატარებ, არის...

- ტელეფონი

7. შენი ცხოვრების დევიზია...

- Whatever happens, happens.

8. კონკურსის ერთ-ერთ სეზონზე შემფასებელი იყავი... გვითხარი ორი სიტყვა შიდა სამზარეულოზე.

- შემფასებლებიდან მხოლოდ გვანცასთან მქონდა ახლო ურთიერთობა და გამომდინარე იქიდან, რომ მორცხვი ვარ, თავდაპირველად გამიჭირდა, მაგრამ თითოეული მათგანი მეგობრული და საინტერესო პიროვნება აღმოჩნდა, ასე რომ, რთული, მაგრამ ამავდროულად სასიამოვნო პროცესი იყო.

9. ერთი ნახვით სიყვარულის გჯერა?

- კი.

10. პრინციპული ხარ?

- არც თუ ისე.

11. მკითხველებთან მეგობრობ?

- რა თქმა უნდა, კი. პირადად ჩემთვის, ამის გარეშე წერა შეუძლებელი იქნებოდა.

12. მეგრული საჭმელებიდან რომელს გამოარჩევდი?

- ელარჯს. ღმერთების საჭმელია *chef's kiss*

13. ოდესმე აპლიკაციას დაუბრუნდები?

- ახლანდელი დამოკიდებულებით გეტყვი რომ არა, მაგრამ მომავლის ქრისტი შეიძლება დაუბრუნდეს. არ ვიცი.

14. წყენას გულში იდებ?

- კი და სიმართლე გითხრა, ეს მაღიზიანებს.

15. რომელ ქვეყანაში იმოგზაურებდი?

- იაპონიასა და შვეიცარიაში.

16. ყველაზე უცნაური რამ, რასაც შენში მუზა გაუღვიძებია, არის...

- არ ვიცი რამდენად უცნაურია, მაგრამ რამდენიმე წლის წინ უცნობი მამაკაცის სიარულის მანერამ მომხიბლა და მთელი ხუთი ათას სიტყვიანი ვანშათიც მასზე დაიწერა.

17. საყვარელი ფილმი?

- Spirited Away. თვეში ერთხელ მაინც მაქვს რივოჩი.

18. ემოციური ხარ?

- ზედმეტადაც კი.

19. ბედნიერება არის...

- როდესაც ანიმეს ვუყურებ, გვერდით კი სასუსნავების გროვა მიდევს. ან როდესაც ექსოს ვუსმენ.. მოკლედ, ხომ იცი, ბედნიერება წვრილმანებშია.

20. რომელი სტიქია ხარ?

- ჰაერი.

21. საყვარელი ავტორი/ავტორები აპლიკაციის ფარგლებში არის/არიან...

- peahchels და princessharuru.

21 კითხვა ohkristen-სთანWhere stories live. Discover now