თავი 5

262 32 62
                                    

please vote and com🥺🥺🥺❤️

,,ამანდას pov"
დღეს არ ვიცი რა მჭირს მაგრამ დილის 6 საათზე გამეღვიძა. შოკში ვარ პირდაპირ რა. ძილის შებრუნება მინდოდა მაგრამ არ გამომივიდა, ამიტომ ავდექი და სააბაზანოში შევედი. ვიცი რომ ამ დროს ყველას ძინავს, ამიტომ პირსახოცი შემოვიხვიე და სამზარეულოში ჩასვლა გადავწყვიტე.

,,ნაილის pov"
დილით ადრე გამეღვიძა, საათს დავხედე და ექვსს აკლდა 10 წუთი იყო. ოხ ეს ათი წუთიც რა იყო ვითომ. ლოგინში ვეღარ გავჩერდი, ამიტომ შხაპი მივიღე და მხოლოდ ბოქსერებით ჩავედი სამზარეულოში. ამ დროს ყველას ძინავს, ამიტომ ცოტახანი ტვინს დავასვენებ.

სამზარეულოს სკამზე ჩამოვჯექი და ამანდაზე ფიქრი დავიწყე. ის ძალიან საყვარელია, სულ მასზე ვფიქრობ, არვიცი რა მემართება, მაგრამ ფაქტი ისაა რომ ეგ გოგო მაგიჟებს. ფიქრებიდან ფეხის ხმამ გამომიყვანა, სამზარეულოში პირსახოცშემოხვეული ამანდა შემოვიდა. ვსო ეხლა მოვკვდები, ის...ის ისეთი სრულყოფილია, არა რა ხომ ვამბობ ეს გოგო მაგიჟებს მეთქი. ჩემს დანახვაზე შეცბა,
ამანდა:- ამ...ნაილ?
მე:- ხო ნაილი ვარ
ამანდა:- აქ რა გინდა
მე:- ადრე გამეღვიძა და მაგიტომ ჩამოვედი.
არა მეტს ვეღარ გავუძლებ. ფეხზე ავდექი და მას მივუახლოვდი. (ავტორი:-ცუდად ვარ, ოღონდ მართლა😂)

,,ამანდას pov"
ნაილი სკამიდან დგება და ჩემსკენ მოდის. ვაიმე მხოლოდ ბოქსერები აცვია, ღმერთო ჩემო როგორი სიმპატიურია ეს დამპალი.
მე უკან-უკან მივდივარ და ბოლოს კედელს ვეკვრი. ნაილი უკვე ჩემთან ძალიან ახლოს იდგა.
ნაილი:- მაგიჟებ
ენა ჩამივარდა, ვერაფერს ვერ ვამბობდი.
ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე.
ნაილი:- მინდა რომ გაკოცო
ამაზე კინაღამე პირი დავაღე. მას უნდა რომ მაკოცოს.
ნაილი:- შეიძლება? და ხელი ნიკაპზე მომკიდა.
მე თავი დავუქნიე. არვიცი რა დამემართა, მაგრამ ფაქტი ისაა რომ ძალიან მინდოდა მისი ტუჩების გემო კიდევ ერთხელ მეგრძნო.
ნაილი ნელა დაიხარა ჩემს ტუჩებთან და საბოლოოდ ჩვენი ტუჩები შეაერთა. ნელა და ნაზად მკოცნიდა. ხელები კისერზე მოვხვიე. ჰაერი რომ აღარ გვეყო ერთმანეთს მოვშორდით. სახეზე ავხურდი, ძალიან შემრცხვა, ამიტომ სწრაფად მოვშორდი.
მე:- დაივიწყე
მხოლოდ ეს ვუთხარი და წამოვედი. არასწორად ვიქცევი, ეს არ უნდა მექნა.
ოთახში შევვარდი და მოვწესრიგდი.
ესეც მე

ყველაფერი პიარით დაიწყოWhere stories live. Discover now