ვწუხვარ, მაგრამ ეს სიმართლეა⭐

531 54 11
                                    


_ჯონგუკ შვილო, შეგიძლია კომპანიაში სიარული შეწყვიტო, მე უკვე აქ ვარ.
ბატონი ჯეონი მაგიდასთან ჯდება და საუზმობას იწყებს.
_ჯონგუკ მეც ასე ვფიქრობ ჯობია რაც შეიძლება მეტი ყურადღება არეუმს და ჩვენს ჯერ არ დაბადებულ პატარას დაუთმო.
ქალი არეუმის მუცელს ეფერება და ჯონგუკიც მათ შემოთავაზებას სთანხმდება.
არეუმა და ჯონგუკმა გადაწყვიტეს, რომ აჯობებდა არეუმს სამსახურში შვებულება აეღო, რადგან ზედმეტი გადატვირთვისგან თავი აერიდებინათ.
საუზმობის შემდეგ ბატონი ჯონი კომპანიაში წავიდა, ჯონგუკმა კი დედამისი და არეუმი სავაჭროდ წაიყვანა, თან არეუმი კარგადაც გაერთო.
_ბავშვებო, არ გინდათ ცოტა გაიაროთ?
ქალბატონმა იონსომ ყავის ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა.
_გინდა კინოში წავიდეთ?
ჯონგუკმა არეუმს გადახედა, რომელმაც თავი დაუქნია.
_კარგი მაშინ ჯერ შენ მიგიყვანთ სახლში და შემდეგ წავალთ.
_არ არის საჭირო, ტაქსის გავაჩერებ და წავალ, ჩემზე არ იდარდოთ.
ჯონგუკის დათანხმება ადვილად მოახერხა დედამისმა. კაფიდან გასულები მაქნქანაში ჩასხდნენ და კინოში წავიდნენ.
ფილმის არჩევის შემდეგ პოპკორნი და ცივი სასმელი იყიდეს, შემდეგ კი საჭირო დარბაზში შევიდნენ და თავიანთი ადგილები დაიკავეს.
ფილმი დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა. მისით ნამდვილად ისიამოვნეს და საინტერეაოც იყო, მაგრამ არეუმი ძალიან გადაიღალა ამიტომ სახლში დაბრუნება გადაწყვიტეს.
გოგონამ შხაპი მიიღო და დასაძინებლად დაწვა, მაგრამ ჩაძინებიდან ორ საათში ისევ გაეღვიძა. შიმშილის გრძნობამ იმდენად იმოქმედა, რომ ღამის თორმეტ საათზე სამზარეულოში ჩავიდა.
_ჰეი მოგშივდა?
ჯონგუკი უკნიდან მიუახლოვდა გოგონას და სხეულზე მიეხუტა.
_ხო მომშივდა და გამეღვიძა.
არეუმა უხეხულად ჩაიცინა და ჯონგუკისკენ სახით შემობრუნდა.
_შენ რატომ გღვიძავს?
_გავიგე შენი ოთახიდან, რომ გამოხვედი და ვიფიქრე რამე გჭირდებოდა. გინდა უცბად მოგიმზადებ რამეს?
არეუმა თავი თანხმობის ნიშნად დაუქნია და ჯონგუკმაც მზადება დაიწყო. არეუმი მაგიდასთან იჯდა და ჯონგუკს უყურებდა, რომელიც მისთვის ტოსტს ამზადებდა. ყველაფრის დამთავრების შემდეგ გოგონას წინ დაუდო ტოსტი და ჭიქით რძე.
_მადლობა.
გოგონამ მის წინ მჯდომ ბიჭს გაუღიმა და ტოსტი გასინჯა.
_წვიმს.
ჯონგუკმა ფანჯარას მიხედა, რომელზედაც წვიმის წვეთები ეცემოდნენ და თავისებურ ხმას გამოსცემდნენ.
_ჯონგუკ.
არეუმა სწრაფად გადაყლაპა ლუკმა და საათს შეხედა. შემდეგ წამოხტა და ბიჭთან მიირბინა.
_უკვე შენი დაბადების დღეა.
ბიჭს ჩაეხუტა და ბოლოს ლოყაზეც აკოცა. უკან დაბრუნება უნდოდა, მაგრამ ბიჭმა მას ხელი ჩაკიდა და მაგიდაზე მარტივი მოძრაობით შემოსვა. გოგონას ფეხებს შორის დადგა და მომღიმარ არეუმს თვალებში შეხედა.
_მადლობა, მაგრამ მარტო ლოყაზე კოცნა არ არის საკმარისი.
ბიჭმა მათი ტუჩები შეართა და გოგონას წელზე ხელები შემოხვია. არეუმს კოცნისას ჩაეცინა და ბიჭს უფრო აეკრო სხეულზე.
_მორჩა აღარ მშია.
არეუმა კოცნის დასრულების შემდეგ ტუჩები გაილოკა და ბიჭს ეშმაკურად შეხედა.
_ესეიგი აღარ გშია? არეუმ ამხელა ტოსტი ჭამე და როგორღა გეშიება?
ბიჭმა სიცილი დაიწყო და არეუმა ხელები გადააჯვარედინა, ცხვირი აიბზუა და თავი მეორე მხარეს შეატრიალა.
_აიშ წითურო რა საყვარელი ხარ იცი?
ბიჭმა არეუმს ხელები მოხვია და ისე მიიხუტა ცოტაც და გაჭყლეტდა.
_რა ვქნა ჯონგუკ მე კი არა ჩვენს პატარას უნდა.
გოგონამ წაიბუზღუნა და მაგიდიდან ჩამოხტა.
_ჰეი წავიდეთ მეძინება. უკვე სამზარეულოდან გასულმა შემოსძახა ჯონგუკს და ისიც წამებში დაეწია არეუმს.
_ამის მერე შენთან დავწვები, მარტო აღარ მინდა.
არეუმა ჯონგუკს ხელი ჩაკიდა და კიბეებზე ავიდა.

Still With You⭐🌠(completed)Where stories live. Discover now