ჩემი საკუთარი მზე ხარ⭐

701 59 19
                                    

_თუ არ გეძინება, შეგვიძლია ბაღში გავიდეთ.
არეუმი თავის დაქნევით ეთანხმება, ჯონგუკი მას ხელს ავლებს და ოთახიდან გაჰყავს. გარეთ გასულებს გრილი ნიავი ეგებებათ და მათ ახურებულ სხეულებს სასიამოვნოდ ელამუნება.
ბაღის მეორე მხარეს მდგარი ხის ქვეშ სხდებიან და ცოტახნით სიჩუმეში ატარებენ დროს.
_ჯონგუკ შეხედე.
არეუმი ცისკენ ხელს იშვერს, ჯონგუკიც მზერას აყოლრბს.
_ეს სირიუსია, ღამის ცაზე ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი.
გოგონა ჯონგუკისკენ ტრიალდება, ბიჭსაც ვარსკვლავიდან მზერა გოგონას თვალებზე გადმოაქვს.
_ეს ის სიტყვებია, რომლებიც მე გითხარი ჩვენი პირველი პაემნის ღამეს, სანაპიროზე.
ჯონგუკი ღიმილით ეუბნება და არეუმიც თავს უქნევს.
_ჯონგუკ შენ ჩემი სირიუსი ხარ, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი.
შენ მაშინ აკიაფდი ჩემს ბნელ ცხოვრებაში, როდესაც საჭირო იყო. მაშინ, როდესაც არავინ მყავდა, გამოჩნდი შენ და ცხოვრებაც უფრო მარტივი გახდა.
ჯონგუკი გოგონას სიტყვების მოსმენით კიდე უფრო ბედნიერი ხდება.
_არეუმ პირველად, რომ დაგინახე იმ წვიმიან დღეს კაფეში იჯექი. შენი წითური თმა იმ უმზეო დღესაც კი ანათებდა. თითქოს მზე შენ იყავი, ჩემი საკუთარი მზე ხარ.
არეუმ სიცოცხლეზე მეტად შემიყვარდი.
ჯონგუკი არეუმისკენ იხრება, მის ტუჩებს ნაზად ეხება და გოგონაც მაშინვე ჰყვება კოცნაში
ეს კოცნა მხოლოდ რამდენიმე წამს გრძელდება, არეუმი ჯონგუკს სახეს ოდნავ აშორებს საკუთარს და თვალებში აშტერდება.
_მიყვარხარ ჯონგუკ.
_მეც მიყვარხარ წითურო.

***
უკვე დილის ხუთი საათია, ჯონგუკი და არეუმი ბაღიდან არ ამოსულან. ხის ქვეშ მწვანე ბალახზე წვანან. არეუმს ჯონგუკის ხელზე უდევს თავი, ბიჭი კი უკნიდან ეკვრის არეუმს. ჩასძინებიათ.
ჯონგუკს კისრის ტკივილი აღვიძებს და რამდენიმე საათის წინ მომხდარის გახსენების შემდეგ, მთლად ავიწყდება კისერი. ფრთხილად დგება და ისე, რომ არეუმს არ გაეღვიძოს, ხელში იყვანს. გოგონა ოთახში აჰყავს და საწოლზე აწვენს. ფეხასცმელს ხდის და მის გვერდით საწოლზე ჯდება.
არეუმის თმას ეხება, მათ სურნელს შეისუნთქავს და შუბლზე კოცნის დატოვების შემდეგ თავის ოთახში გადის.

Still With You⭐🌠(completed)Where stories live. Discover now