Lonely_Eva

234 37 16
                                    

1. სად გრძნობ თავს ყველაზე კარგად?

- ბუნებაში. იქ, სადაც არავინ არ მაწუხებს და შემიძლია დრო მშვიდად გავატარო.

2. რა გაბედნიერებს?

- მეგობრებთან ერთად დროს ტარება, რაც იშვიათად ხდება, სამწუხაროდ.

3. რომ არა ვათპადი, წერას მაინც დაიწყებდი?

- არა მგონია.

4. როგორია სალომეს ყოველდღიური ჩაცმის სტილი? 

- კომპლექსი მაქვს, ამიტომ მუდმივად ვცდილობ თავისუფლად ჩავიცვა.

5. რატომ "ევა"?

- ზედმეტად პირადულია და დეტალებს ვერ გაგიმხელთ, მაგრამ მოკლედ შემიძლია ვთქვა, რომ ეს სახელი ონლაინ მეგობრის გამო დავირქვი, რომელიც ახლა წარმოდგენა არ მაქვს სად იმყოფება.

6. გიყვარს საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარება?

- საშინლად! როდესაც საქმე არ მაქვს, ამაზე უკეთესი არაფერი მეგულება დროის გასაყვანად.

7. რომელი სიმღერა აღვიძებს შენში მუზას?

- სიმღერებს ხშირად ვიკვიატებ და მალევე მბეზრდება, მაგრამ the Christmas song (by Rosé) და scenery ჩემი განუყოფელი ნაწილია.

8. ფილმები თუ სერიალები?

- ფილმები.

9. შენი აზრით, რომელი მნიშვნელოვანი თვისება უნდა გააჩნდეს ავტორს?

- პირველ რიგში, პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა გააჩნდეს (რაც მე არ მაქვს, სამწუხაროდ) უნდა შეეძლოს მკითხველთან კომუნიკაცია და უნდა წერდეს მისთვის, მაგრამ ამავდროულად მკითხველის აზრსაც უნდა ითვალისწინებდეს.

10. რომელი ფიქციის რომელ პერსონაჟთან აიგივებ საკუთარ თავს?

- ქართულ ფიქციებს იშვიათად ვკითხულობ... მაგრამ ალბათ ყველაზე აგრესიულ, ცივ და ჩუმ პერსონაჟთან.

11. ორი კვირა ინტერნეტის და ყველანაირი ტექნკის გარეშე... რით დაკავდებოდი ამ დღეების განმავლობაში?

- ხშირად ვყოფილვარ ასეთ სიტუაციაში. ამ  დროს მხოლოდ ვხატავ და ვკითხულობ.

12. შენი ცხოვრების ყველაზე უხერხული მომენტი იყო, როცა...

- სიმართლე თუ მოქმედება ვითამაშე მეგობრებთან ერთად, ლისზე. მითხრეს, რომ ქუჩაში უნდა გავსულიყავი და რომელიმე ადამიანისთვის მეკითხა "ნაყინს ხომ ვერ ამალოკინებთ-თქო". პირველი ვინც შემხვდა მკაცრი ქალბატონი იყო, მის ქალიშვილთან ერთად. მართალია საშინლად შემრცხვა, მაგრამ იძულებული ვიყავი მოქმედება შემესრულებინა.

საშინლად გამომლანძღა, საშინლად.

13. დამისახელე სამი მიზეზი, რომელთა გამოც ადამიანებს ენდობი.

- ალბათ მასთან ერთად დიდი დრო უნდა მქონდეს გატარებული რომ ვენდობოდე.

14. მკითხველის აზრი მნიშვნელოვანია?

- ჩემთვის პირველ ადგილზე მკითხველის აზრი დგას.

15. ტრადიციული ხარ?

- ნაწილობრივ.

16. სიყვარულის გჯერა?

- არ გამომიცდია... ასე რომ არა.

17. რაზე ოცნებობ?

- განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ იდეალურ ცხოვრებაზე ვოცნებობ, პრობლემების გარეშე. და ჰო ბევრი ქინდერით.

18. "გველსა ხვრელად ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი?"

- ჩემთან მიმართებაში ეგ ანდაზა არასდროს არ ამართლებს.

19. მოგწონს ჩვენი რუბრიკა?

- რა თქმა უნდა!

20. რას შეცვლიდი WTTPD-ში?

- არაფერს! მაგრამ სიამოვნებით შევქმნიდი WTTPD-ს ჩატს, სადაც ყველა ერთმანეთს უფრო დავუახლოვდებოდით.

21. ავტორი, რომელიც აპლიკაციის ფარგლებში ძალიან მოგწონს, არის...

- რომ დავიწყო ჩამოთვლა ვერ გავჩერდები... მაგრამ პირველი ვინც მახსენდება არომი, იისფერი, მიუნგი და ამატერასუა.

Lonely_Eva

21 კითხვა Lonely_Eva-სთანWhere stories live. Discover now