10. აღიარება

634 57 32
                                    

Jungkook Pov

8 სიმღერის შესრულების შემდეგ რამდენიმე წუთი შესვენება გვქონდა და სცენაზე შვიდივე სხვადასხვა მიმართულებით გავიფანტეთ.

- არმი! ერთობით? - გაისმა ჰოსოკის პოზიტივით სავსე ხმა რომელსაც ენერგიით სავსე შეძახილები მოჰყვა.

ყოველთვის ახერხებს ადამიანი გააღიმოს და გაახალისოს, ამითვის მას როგორც ჩემს ერთ ერთ ჰიონს
პატივს ვცემ.

-რაღაც მნიშვნელოვანი მაქვს სათქმელი. - უცებ მთელი სხეული დამეძაბა და ჯიმინს შეშინებულმა  გავხედე.

- ჩვენ ამ შვიდი წლის განმავლობაში ბევრი რამ მოვახერხეთ როგორც კორეულმა ბოიბენდმა და ამის გამო თქვენი ძალიან მადლიერი ვარ... - ბიჭმა მიკროფონს მოუჭირა და ფანებს აცრემლებული თვალებით გახედა.

-მინდა.. მინდა ისეთივე გულწრფელი ვიყო თქვენთან როგორც თქვენ ხართ ჩვენთან!.. - მთელს სტადიონში სიჩუმე ჩამოწვა, თითოეული გოგო, ბიჭი თუ ზრდასრული ადამიანი ჯიმინს თვალებში დაჟინებით უყურებდა. ყველა ელოდა, რომ ის რამეს იტყოდა და ძალზედ აინტერესებდათ ეს რა იყო.

- იმედია.. ამის გამო არ განმსჯით და არ დამივიწყებთ როგორც თქვენს საყვარელი  აიდოლს.. - სულ გაგიჟდა?!..ნამჯუნს და სხვა წევრებს ანერვიულებულმა გავხედე, ეს ბიჭი ახლა რას აკეთებს?!..

- მე ჰომოსექსუალი ვარ.. - თითქოს დრო გაშეშდა, ყველა ჯიმინს გაშტერებული უყურებდა და ნორმალურ ახსნა განმარტებას ითხოვდა.

- იმედია, ამის გამო უფრო შემიყვარებთ და არ განმსჯით... - ძირს დაიხედა და თავისი პატარა ხელებით ცრემლები ძლივს ძლივობით მოიწმინდა.

- ჯიმინ.. - ჯინი მასთან ახლოს მივიდა და გულში ჩაიკრა.

- ოპა! ამის გამო არ უნდა იტირო! ჩვენ გაფასებთ და გვეყვარები როგორიც არ უნდა იყო! შენ ბითესის ნაწილი ხარ! ჩვენ კიდე შვიდივე წევრი უზომოდ გვიყვარს!- გაისმა ერთი გოგონას ხმა.

არ ვიცი როგორ მაგრამ რამდენიმე წამში მთელი სტადიონი ჯიმინის სახელს გაყვიროდა და ჩვენი იასამნისფერი ოკეანე ცისარტყელის ფერებში უეცრად განათდა.

პუზანელი ბიჭები (JIKOOK)Where stories live. Discover now