1.ხუმრობა

861 61 2
                                    

Jimin Pov

-ჯიმინაჰ!..ჯიმინ ადექი! - ვიგრძენი ვიღამ როგორ უხეშად შემანჯღრია ძილში და ჩემს ბალიშში უფრო ღრმად ჩავრგე თავი იმის იმედით, რომ ეს იდიოტი თავს დამანებებდა.


- დავიჯერო ასე ღრმად გძინავს ჯიმინ?.. - გამეღიმა და კედლისკენ გადავბრუნდი მიყვარდა ნერვებზე თამაში და რათქმაუნდა მინდოდა მაქსიმალურად გამეწელა დრო, რომ საწოლში მენებივრა.

- ადექი, დრო ისედაც ცოტა გვაქვს სავარჯიშოდ - ჯანდაბა.. ახლა გამახსენდა,რომ შოუ გვქონდა ჩასატარებელი გუშინ კიდე საერთოდ არ მივარჯიშია.. დალევის მეტი არაფერი მიქნია და თავი მისკდებოდა

- გუშინ დალიე?
- არა
- კარგი რა ყარხარ ..
- შენ საქმე არ არის!
- არის! გეგონება ვიღამ ზედ გაღებინა და მერე დაგაჯვა!
- ნუ აზვიადებ! ასე ძაანაც არ ვყარვარ! - ვეღარ მოვითმინე და ბალიში სახეში ვთხლიშე... დილით ეს რო დაგადგება თავზე რა ხასიათზე უნდა იყო მერე ადამიანი.


- უნამუსო ! - მხოლოდ ამის გაგება მოვასწარი სანამ ოთახს დავტოვებდი და სამზარეულოსკენ გავმართებოდი
- დილა მშვიდობისა აყოროლებულო ვირთხავ - ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის..
- რა გინდა ჯონგუკ?
- არაფერი როგორ ყოველთვის.. უბრალოდ შენი წვალებით ჩემს თავს ვირთობ.

- წადი შენი.. სხვა საქმე არ გაქვს? -ზურგი შევაქციე და ყავის გაკეთება დავიწყე.
- არა ჯერ არავის არ გაუღვიძია ჯინის გარდა..- რძე ჩუმად მოსვა და კედელს მიეყრდნო.
- როგორ თუ არავის?.. ჩვენ ხომ, რეპეტია გვაქვს ორ საათში!!! - ჯონგუკს გაეღიმა და გულიანად ჩაიცინა.
- რას იცინიხარ დიდო ბავშვო?!
- ჯიმინ.. -ძლივს იკავებდა სიცილს და შემომხედა - ღამის ოთხი საათია - სიცილი გააგრძელა და თავისი ჭიქა მაგიდაზე დადო.

- როგორ თუ ღამის ოთხი საათია?.. მაშინ ჯინმა რატომ გამაღვიძა... - უეჭველი ეს ლაწირაკი რაღაცას დაპირდა მოგცემო თუ ჯიმინს გააღვიძებო და ჯინიც დებილივით დაეთანხმა.
- საათის ცნობა ისწავლე ჯერ და მერე ვილაპარაკოთ - თვალი ჩამიკრა და თავისი ოთახიკენ აიღო გეზი. ეს ბავშვი აზრზე არ იყო როგორ მეზიზღებოდა.

პუზანელი ბიჭები (JIKOOK)Where stories live. Discover now