სიკვდილის მოლოდინში💫

1.1K 62 9
                                    

-რატომ მიგყავარ?- რესტორნიდან გამოვყავარ და პარკინგზე მიმათრევს

-ფეხი გამოადგი- ხელზე მექაჩება, სულ ცოტაც და წავიქცევი

-შენ ხომ გინდოდა რომ მოვმკვდარიყავი? აქ მაგის გამო არ ჩამოხვედი? გინდა რომ მომკლა, ხოდა ახლა როცა ამის შესაძლებლობა გაქვს რატომ მიმათრევ? ქუჩაში დამტოვე მანქნები გადამივლიან, ან სადმე ქუჩის ბოლოში მიმაგდე რა იცი იქნებ ვინმე გამოვიდეს და ჩემზე იძალადოს, შენც ეს არ გინდა?- ძლივს ვსაუბრობ, თვალებში მიბნელდება, ამდენი არ უნდა დამელია, ცოტა უნდა ვილაპარაკო, გაბრიელმა მართლა რომ მიმატოვოს და წავიდეს ცოცხალი ვერ გადავრჩები

-ბევრს საუბრობ, მე მინდა რომ ჩემი ხელით მიგიყვანო სიკვდილამდე და დაგტანჯო, ასე მარტივად ვერ გამოძვრები- მტკიცედ ამბობს, სულ არ ეტყობა რომ 2 ბოთლი არაყი დალია, მანქნის კარებს ხსნის და წინა სავარძელზე მსვამს, ახლოს მოდის რათა ღვედი შემიკრას, რატომ მეჩვენება ის ასეთი ლამაზი? გაგეცინებათ კაცი და ლამაზიო მაგრამ ის ისეთი ლამაზია, ღმერთო ციდან ჩამოვარდნილ ანგელოზს ჰგავს, მშორდება და მძღოლის ადგილს იკავებს, თვალს ვერ ვწყვეტ, როგორ მოხდენილად ატარებს მანქანას ცალი ხელით რომელზეც საათი უკეთია

-ასე მოშტერებას თუ გააგრძელებ შეიძლება გავაჩერო და აქვე დაგტოვო- არ მიყურებს

-რა გავაკეთო თუ ძაან მომენატრე?- აშკარად სიმთვრალის გამოა, მიყურებს, მაგრამ არაფერს არ მეუბნება

-თუ აპირებ რომ არ მესაუბრო და ისე დამსაჯო კარგი იყოს ასე კარგად გამოგდის, მაინც ყველაზე დიდი სასჯელი ეს არის- ბოლო სიტყვებს ჩურჩულით ვამბობ,ფანჯარას ქვევით ვწევ, სახეზე ცივი ჰაერი მსიამოვნებს,

-ამოწიე, ქარი ქრის და გაცივდები- ეს სიტყვები, იმ მოგონებებს მახსენებდა მანქანაში როცა ჩავჯდებოდით და უმისამართოდ მივაქროლებდით, ორივე სიჩქარის მიყვარულები ვიყავით, ამიტომაც არ გვიჭირდა

Dancing On My OwnWhere stories live. Discover now