1-მიზანი და მიზეზი

31 6 0
                                        

აუცილებლად წაიკითხეთ აღწერა გამარჯობა💕
როგორც აღწერიდან გაიგეთ ჩემს, ასე ვთქვათ ფიქში შეგვიძლია ერთმანეთს აზრი ვუზიაროთ, მივცეთ რჩევები, მოვყვეთ ისტორიები, ვისაუბროთ პრობლემებზე და სხვა რამ.

ძალიან მიყვარს და ვაფასებ ადამიანების აზრს, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფრაზაა-"ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება"

პირველ რიგში მოგიყვებით თუ რატომ, როგორ, რისთვის გადავწყვიტე ასეთი რაღაცის გაკეთება.

ჯერ იმას ვიტყვი რომ ვათფადი ჩემი საყვარელი და ერთადერთი ნორმალური სოციალური ქსელია, სადაც არავინ არავის დასცინის, ამცირებს, ცუდს არ ეძებს, ასაჯაროებს და არავინ არავის განსჯის. ამიტომაც ვფიქრობ რომ ყველაზე კარგი აპლიკაცია და სოციალური ქსელია, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ.

ერთ ღამეს ფიქს ვკიხულობდი და ძალიან ჩამითრია, ეს ფიქი იყო "error-unable to love" by:butterfly122334455
და უკვე მართლა რომ დამაფიქრა რა უსამრთლოა ცხოვრება, ტელეფონი გადავდე და საწოლზე გავსწორდი. უნებურად ფიქრი დავიწყე, როგორი ადამიანი ვიყავი და როგორი ადამიანი გავხდი(ამას იმ ფიქთან დიდი კავშირი არ აქვს მაგრამ ხედავთ ფიქრებმა აქამდე მიმიყვანეს😅)და უცებ გავიფიქრე რომ "თუ მიყვარს ადამიანების მოსმენა, მათი გვერდში ამოდგომა და დახმარება, რისთვის ვინახავ ამ 'ნიჭს' " და გადავწყვიტე ვათფადზე წამომეწყო ისეთი რამ რაც მართლა თბილ აურას შექმნიდა და ერთმანეთს გავიცნობდით, ერთმანეთთან კომუნიკაციას დავამყარებდით და ვინ იცის, იქნებ მართლაც კარგი მეგობრებიც გავხდეთ💗

ესეიგი რაში მდგომარეობს ჩემი მიზანი: კომენტარებში ან პირადში მომწერეთ თუ რაიმე პრობლემა გაქვთ, თუ რაიმის შეცვლა გინდათ, ან თუნდაც ისეთი რამ რაც რაღაცის განხორციელებაში ხელს გიშლით(უკეთესი იქნება კომენტარებში რადგან, არამარტო მე, არამედ სხვა ადამიანებიც მოგცემთ რჩევებს💓)და პირადი გამოცდილებიდან ან პირადი გამოუცდელობიდან ასე თუ ისე გამოსადეგარ რჩევებს და აზრებს მოგაწოდებთ , რადგან მინდა რომ ყველას მოსწონდეს და უყვარდეს საკუთარი თავი ისეთი როგორებიც ვართ ან საკუთარი ცხოვრება მოგვწონდეს როგორიც გვაქვს.

ამით არ ვცდილობ ადამიანის გონების გადაბრუნებას, ამ ყველაფრის მიზანია ადამიანობის და თავდაჯერებულობის ცვილება კარგისკენ.

იმედი მაქვს მოგწონთ იდეა და ამით ვინმეს მაინც შევცვლი უკეთესობისაკენ😙

კომენტარებში ყველას გაგცემთ პასუხს და მოგცემთ სხვადასხვა რჩევებს, მაგრამ რაც განმეორდება ან რაც უფრო სერიოზული და რთული მოსაგვარებელი შეიძლება გახდეს დროთა განმავლობაში იმათ ვრცლად დავწერ.

სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა და აუცილებლად მომახსენეთ თქვენი აზრი ამ ყველაფერთან დაკავშირებით🥰

ეს იდეა ძალიან მომწონს რადგან მგონი არავის არ აქვს და შეიძლება ბევრს გაუხარდეს ამის გამო💕

ბოლოს კი ვიტყვი იმას რომ შეიძლება ვიღაცას უკვე ისეთი მოსწონს საკუთარი თავი ან ცხოვრება როგორიცაა, მაგრამ ასეთ ადამიანებს შეგიძლიათ აზრი გაგვიზიაროთ და მოგვიყვეთ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე რა შეიცვალა თქვენში💘

[05•07•2020]
  *01:30am*

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jul 05, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Let's talk💞Stories to obsess over. Discover now