გასეირნება

1.5K 67 21
                                    

ახალი წლის დღეეებიც მალევე გავიდა, დრო ზოგადად ძალიან მალე გადიოდა თუმცა მე უფრო უნდა ავაჩქარო და პირდაპირ თებერვალზე გადავიდე, მარის ორსულობის 8 თვეზე... ❤️

სანამ აღვწერ 17 თებერვალს მანამდე მოკლედ აგიღწერთ განვლილ დღეებს:

სესილი და ლაზარე შეყვარებულები გახდნენ,ბექა და ელენე როგორც იქნა მოგვარდნენ,მთავარ წყვილს აგარაკზე ყოფნა მოსწყინდათ და კვლავ თბილისს დაუბრუნდნენ...

რაც დრო გადიოდა მარი მით უფრო მრგვალდებოდა და მისი პრეტენზიები უფრო იზრდებოდა.
გიომ თავის გოგოს 14 თებერვალს რომანტიული საღამო მოუწყო ასევე  სამაჯური და მათი განვლილი წლების ფოტო ალბომი აჩუქა(გიოს ჩანაწერებით)სადაც დეტალურად იყო აღწერილი სკოლის პირველი დღიდან მოყოლებული ყველაფერი მათ ურთიერთობაზე...

მეტი საინტერესო არაფერი მომხდარა ასე რომ გადავიდეთ პირდაპირ 17 თებერვალზე.როგორც უკვე აღვნიშნე მარის ორსულობის 8 თვე:

-დიახ გისმენთ-დილის 10 საათზე წყვილი ბიჭის ტელეფონის ხმამ გააღვიძა
-გამარჯობა გიორგი მე სალი ვარ,ვერ მიცანი?-გიორგის ტელეფონიდან გოგოს ხმა მარიმ გაიგო ხო და აქ დაიწყო ეჭვიანობის სცენებიც...
-რომელი სალი, შემახსენე?
-თქვენი ბარის ბენდის ერთ-ერთი მომღერალი-ვინაიდან ცოლი ახლოს ეწვა ყველაფერი ესმოდა რასაც ის გოგო გიოს ეუბნებოდა
-ხომ გისმენ,რამ შეგაწუხა?-მარი უკვე ბრაზისგან ნაპერწკლებს ყრიდა
-ახალი მომღერლის მოყვანა უნდათ,ჩემზე თქვეს ვერ მღერიო და იქნებ დამეხმარო და არ გააშვებინოთ ჩემი თავი
- გავარკვევ მენეჯერთან
-აუ გიო ძალიან გთხოვ რა-ამხელა სითავხედე ამ გოგოს საიდან? დილის 10 საათზე ურეკავს თავისი ბარის უფროსს და თან შინაურულად ეძახის ,,გიოს"
-გავარკვევ,ნახვამდის-მკაცრად დაემშვიდობა გიორგი გოგოს,თუმცა უკვე ვულკანის ამოფრქვევის მოლოდინში იყო მარის შემხედვარე

-გიორგი იქნებ ამიხსნა 10 საათზე ვიღაც სალო თუ სალი რატომ გირეკავს და თან მოგმართავს ,,გიოთი",ასე ახლოს ხართ ერთმანეთთან?
-პატარავ ხომ გაიგე რომ თავიდან ვერც ვიცანი სანამ არ მითხრა ვინ იყო
-შენ  უფროსი ხარ თუ მაგის ძმაკაცი,რას ქვია ვიღაც თხა გოგო ურეკავდეს უფროსს 10 საათზე?!!!!-წუთი წუთზე აფეთქდებოდა მარი ბრაზისგან
-ვიცი პატარავ მართალი ხარ,მაგრამ გეფიცები არც კი ვიცოდი თუ ბარში მღეროდა,პირველად გავიგე მაგის სახელი
-შენ მაგ ბარში ყველა ასე გეძმაკაცება?თუ რასქვია ,,აუ გიო ძალიან გთხოვ",კარგად მომისმინე გიორგი ეხლა ეჭვიანობის სცენებს კი არ გიდგამ უბრალოდ მაინტერესებს ასეთი შეშინაურებული რატომ გყავს ბარის ვიღაც მომღერალიიი?-მარის ეჭვიანი ხასიათის მიუხედავად ამ სიტუაციაში მართალი იყო(Sorry გიო😂)
-მარი გთხოვ დამშვიდდი, ნუ მიყვირი
-არაა, არა ჯერ იყო და ის ბათუმელი თაკო გიქნევდა ტრაკს და სახლში გეპატიჟებოდა, ეხლა ეს ვიღაც სალო თუ სალიიი!!!! ამომივიდა ყელში,თუ ცოტა მკაცრი არ იქნები შეიძლება ვიღაც რიგითი კახპა კალთაშიც გადაგაჯდეს!!!!!
-პატარავ კარგი რა,რა დაგემართა ვისზე ეჭვიანობ?
-ვეჭვიანოოობ? შენ მართლა ვერ გაიგე რას გეუბნები თუ არ გინდა გაიგო? ვიღაც სალი გირეკავს დილის 10-ზე და თავისი საქმის მოგვარებას გთხოოოვს, უფროსი ხარ თუ მაგის ახლო ძმაკაცი ან საყვარელი?
-რა საყვარელი მარი, კაი რეეებს ბოდავ ტო
-უბრალოდ შედარება მოვიყვანე,იდიოტოოო!ორსულად ვარ უკვე 8 თვის ფეხმძიმე ვარ, ისედაც ძლივს ვიძინებ ამხელა მუცლით და დილის 10 ზე ამიიის ბარის მომღერალი მაღვიძებს!!!!
-ბოდიში აწი სულ აღარ დავიდებ ტელეფონს ოთახში,ოღონდ ეხლა დამშვიდდი,დავიძინოთ ისევ რა
-არაააა მე ვდგები და მივდივარ ჩემს სახლში,ვსო!!! -შეიძლება რეაქცია გადამეტებული ჰქონდა მარის თუმცა ყველაფერში მართალი იყო...

First and lastWhere stories live. Discover now