~ მე არასდროს მდომია შენი ცხოვრებიდან გაქრობა (თეჰიონი)

~ ჰო მე მინდოდა ასე! მე გთხოვე დაშორება! (ჯონგუკი)

~ ჯონგუკ გთხოვ.. (თეჰიონი)

~ რას მთხოვ თეჰიონი რას!? გესმის მაინც რა გამოვიარე? როცა ლიზაზე იეჭვიანე საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა კი ვხვდები, რომ ეგოისტი ნაბიჭვარი ხარ! (ჯონგუკი)

~ ხო! ეგოისტი ნაბიჭვარი ვარ, რომელსაც უნდა შენ მარტო მისი იყო! (თეჰიონი)

~ მე არავის საკუთრება არ ვარ, განსაკუთრებით შენი! (ჯონგუკი)

~ არა! შენ მხოლოდ ჩემი ხარ! (თეჰიონი)

~ ნუ მაცინებ კიმ თეიჰანგ წადი და სხვით გაერთე (ჯონგუკი)

~ გგონია შენით ვერთობი? (თეჰიონი)

~ არ მგონია, ვიცი (ჯონგუკი)

~ შენით არასდროს მითამაშია! მე უბრალოდ გავბრაზდი იმ დღეს, როცა ჩემში ეჭვი შეიტანე (თეჰიონი)

~ ჰო მართალია! მე შენში ეჭვი შევიტანე ისე, როგორც შენ შეიტანე ჩემში! (ჯონგუკი)

ჯონგუკის სიტყვების შემდეგ ხმა არცერთს ამოუღია. თეჰიონი პატარა დასჯილი ბავშვივით იდგა და ხელებს აწვალებდა, უმცროსი კი გაბრაზებული უყურებდა მას.
~ ბოდიში
თითქმის ჩურჩულით თქვა თეჰიონმა.

~ უბრალოდ გადი ჩემი სახლიდან (ჯონგუკი)

~ ჯონგუკ.. (თეჰიონი)

~ უბრალოდ გადი! (ჯონგუკი)

~ გთხოვ... (თეჰიონი)

~ გაეთრიე! (ჯონგუკი)

~ არ მინდა შენი დაკარგვა (თეჰიონი)

~ უკვე დიდი ხანია დამკარგე (ჯონგუკი)

ბიჭის ამ სიტყვებმა თეჰიონს გული გაუტეხა. საშინელ ტკივილს გრძნობდა.
საკუთარ თავზე ბრაზობდა, ნამდვილი იდიოტი იყო. როგორ დაკარგა ის, როგორ დაუშვა ეს.

უმცროსმა თავად გაუღო მას კარი და ელოდებოდა, როდის დატოვებდა ის სახლს, რათა ნორმალურად ესუნთქა. კიდევ დიდხანს ვერ შეძლებდა ემოციების შეკავებას.
~ გთხოვ თავს გაუფრთხილდი
ჩაილაპარაკა თეჰიონმა, როცა კარისკენ სიარული დაიწყო

~ შენთვის რა მნიშვნელობა აქვს როგორ ვიქნები (ჯონგუკი)

~ ძალიან დიდი (თეჰიონი)

~ რატომ! რატომ გაინტერესებს რა მდგომარეობაში ვარ! (ჯონგუკი)

~ იმიტომ რომ მიყვარხარ! ჯანდაბა! სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ ჯონ ჯონგუკ! (თეჰიონი)

ემოციებისაგან გამოწვეულმა ადრენალინმა ჯონგუკისთვის თავის კონტროლი რთული გახადა.

ვერც კი გაანალიზეს, როგორ დაეწაფენ ერთმანეთის ტუჩებს.

(❗️❗️🔞სმატი🔞❗️❗️)





















ხვალ აიტვირთება😂😂😂
(არ ჩამქოლოთ😂😂😂)
მიყვარხართ💜💜💜

☆instagram star☆თექუქიWhere stories live. Discover now