ეს კოშმარია🙅💫

Start from the beginning
                                    

-ელო - ჩემს წინ მჯდომ ქერა ქალს ხელებს ვხვევ და მჭიდროდ ვეკვრი, ჯერ კიდევ საშინლად მიცახცახებს სხეული, გული საშინლად სწრაფად მიცემს, როდესმე შეიძლება თავი დავაღწიო ამ საშინელ კოშმარს?

- კარგად ხარ?- ხელს ვუშვებ და თვალებს წამით ვხუჭავ, შემდეგ კი თავს თანხმობის ნიშნად ვუქნევ

-უკვე გვიანია თუ გინდა დღეს არ წახვიდე ლექციებზე -ცდილობს შემომაპაროს, მაგრამ როცა ჩემს გაბრაზებულ სახეს აწყდება ჩერდება

- ხომ იცი რომ არ ვაპირებ სახლში დარჩენას ისედაც ამდენი დრო დავკარგე, თანაც დღეს პირველი დღეა, დღეს ახალ ცხოვრებას ვიწყებ, ვერ დავუშვებ რომ წარსულმა ცხოვრება გამინადგუროს- ბოლო სიტყვებს ჩურჩულით ვამბობ შემდეგ კი ფეხზე ვდგები და უნივერსიტეტში წასასვლელად ვემზადები,
როცა ელისო ოთახიდან გადის ტირილი მივარდება
სერიოზულად მართა?
ახალი ცხოვრება?
ჩემს ცხოვრებაზე მეცინება
ბოლოს კი თავს ვიმშვიდებ,
თმას ზევით ვიკრავ, შავ კონვერსებს ვიცვამ და პირველ სართულზე ჩავდივარ, სადაც სამზარეულოში მოფუსფუსე ელისო მხვდება, როგორ მომნატრებია აქაური გარემო, ლოყაზე ვკოცნი, ჩანთას ვიღებ

-არ ისაუზმებ? - წარბის აწევით მეკითხება

- არააა - თვალებს ვატრიალებ, მომბეზრდა ამდენი ზრუნვა

-არ დაგავიწყდეს წამლების მიღება -გარეთ როცა გამოვდივარ მესმის დეიდაჩემის ტკბილი ხმა, მეღიმება, გულწრფელად მეღიმება,
იმდენი დრო დავკარგე
მთელი ორი წელი,
ტაქსს ვაჩერებ და მისამართს ვეუბნები,
ფანჯრიდან გავყურებ არე-მარეს
დღეს წვიმს,
მეცინება ამინდიც კი ჩემი წინააღმდეგია,
საათს დავყურებ
პირველი დღის დაგვიანებით დაწყება ცუდის მომასწავებელი არ უნდა იყოს,
ნუ მე ამის იმედი მაქვს,
20 წუთში მეორე ლექცია დამეწყება,
რათქმაუნდა პირველს ვერ მივუსწარი,
აიი მანქანაც ჩერდება,
უნივერსიტეტის გარშემო სიცარიელეა,
მძღოლს ფულს ვაწვდიდა მანქანიდან გადავდივარ,
გული თავისას შვრება,
თითქოს საგულედან უნდა ამოვარდესო,
უნივერსიტეტის კარების სახელურს ვეჭიდები,
ყველა მოგონება მირბენს თვალწინ,
ისე თითქოს ეს 2 წლის წინ კი არა გუშინ მომხდარიყოს,
კარებს ვაღებ და შიგნით შევდივარ
თვალები ცრემლებით მევსება როცა ერთ-ერთ კედელზე:
,, გიორგი ხაბაზის და ანასტასია ქობალიას" სურათებს ვხედავ,
გული მეკუმშება და წამში მზერა კიბეებზე გადამაქვს, მახსენდება ის წამები როცა ჩვენ ოთხეული აქ ვიდექით და უმრავ თემაზე ვსაუბრობდით, ვიცინოდით,
ახლა კი ახლა კი არაფერი
მხოლოდ მე დავრჩი,
ყველა წავიდა
მარტო დავრჩი
მარტო დამტოვეს ამ უბადრუკ სამყაროში,
პირველი ლექცია სრულდება და უნივერსიტეტის დერეფნები მხიარული ახალგზრდებით ივსება,
ხალხის ბრბოში ნაცნობ სახეებს ვხედავ მაგრამ ვიცი რომ ეს მხოლოდ ჩემი წარმოსახვააა და უბრალოდ მეჩვენება, თავს ვაქნევ აზრების გასაფანტად და აუდიტორიაში შევაბიჯებ,
ყველაფერი ისევ ისეა როგორც წლების წინ იყო,
ადგილს ბოლო რიგში ვიკავებ და თვალს ვარიდებ ადგილებს სადაც ერთდროს მომღიმარი ვიჯექი და ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანს ველოდებოდი,
მალევე ყველა ადგილს იკავებს თუმცა ლექტორი თავს არ იწუხებს დროზე მოსვლით, ისევე როგორც მე, ჩანთიდან წიგნების ამოღებას ვიწყებ და მალევე მხვდება ჩემთვის ნაცნობი რვეული, ჯერ ვაჩერდები, ვფიქრობ ღირს თუ არა მისი გადაშლა მასში ხომმ ის მოგონებები წერია რომელიც გულს ასე ძალიან მტკენს,
მალევე აუდიტორიის კარი იღება და შიგნით მაღალი მამაკაცი შემოდის,
იქ მყოფთა ყურადღებას იპყრობს,
მესმის როგორ ჩურჩულებენ გოგონები, თუმცა მე შეხედვას არ ვჩქარობ და ისევ ჩემ რვეულს ვაკვირდები, ბოლოს კი როცა ლექტორი თავის ადგილს იკავებს და უკვე ხმას იღებს სუნთქვას ვწყვეტ
მისი ხმის გაგონებისას ვეღარ ვსუნთქავ, რვეულიდან ყურადღება მასზე გადამაქვს და თვალებს ვერ ვუჯერებ, მეცინება მგონია რომ ეს ისევ ჩემი წარმოსაახვაა, თვალებს ერთმანეთზე ძლიერ ვაჭერ როცა მათ გავახელ მინდა ეს გამოსახულება გაქრეს, თვალებს ნელა ვახელ მაგრამ არა ის ისევ ისე დგას და მე მიყურებს, ზუსტად ისეთია როგორიც წლების წინ იყო, გრძელი წაბლისფერი თმა,
ჭაობისფერი თვალები,
განიერი მხრები,
განსხვავება ერთი იყო შარვალ-კოსტუმი ეცვა,
თავი ვერ შევიკავე და ტირილი აღმომხვდა,
მის მზერას ვეღარ ვუძლებდი,
მისი ღიმილი ირონიით და სიძულვით იყო გაჟღენთილი
ფეხზე ავდექი და აუდიტორიიდან გამოვედი,
ფეხები მიკანკალებდა ცოტაც და დავეცემოდი,
ჰაერი აღარ მყოფნიდა,
საპირფარეშოში შევედი, კარები საგულდაგულოდ ჩავკეტე, მუხლებზე დავეცი, მისი სახე გონებიდან არ ამომდიოდა,
ხელით საკუთარ თმას დავეჭიდე და ვქაჩავდი, მინდოდა აქაურობა დამემტვრია, მინდოდა გამქრალიყო, ისე ძალიან მინდოდა გამქრალიყო რამდენადაც მინდოდა რომ ჩემთან დარჩენილიყო, ვერ ვიჯერებდი,
მისი ხმა ჩამესმოდა
ყურებზე ხელები ავიფარე,
მინდოდა გამექრო გონებიდან ყველაფერი რაც მას უკავშირდებოდა,
დღეს ახალი დღე უნდა ყოფილიყო,
დღეს ახალი ცხოვრება უნდა დამეწყო,
არა ეს შეუძლებელია,
ალბათ რაღაც მომეჩვენა,
ეს შეუძლებელია, ის ადამიანი არ შეიძლება ყოფილიყო,
კარების სახელურს ჩავეჭიდე და ფეხზე ავდექი, ონკანთან მივედი და წყალი შევისხი,
ხელები მიკანკალებდა,
თვალები ჩამლურჯებოდა,
ჩემს თავს ვეღარ ვცნობდი,
ამ ორი წლის განმავლობაში არ ვყოფილვარ მართა ხაბაზი,
ჩემს ძმას ვუღალატე,
მისი სურვილი ვერ შევასრულე

Dancing On My OwnWhere stories live. Discover now