ეს კოშმარია🙅💫

3.2K 83 20
                                    

თვალებს ფართოდ ვახელ და გარემოს ვაკვირდები,
წითელი მანქანა ხრამშია გადაჩეხილი, შორიდან ვაკვირდები და ვარჩევ ნაცნობ სახეებს, ორი გოგონა და ერთი ბიჭი, ბიჭი 19 წლისა იქნებოდა ისევე როგორც მის გვერდით მჯდომი გოგო, ხოლო გოგონა რომელიც საჭესთან ზის 22 წლის იქნებოდა
ისევ ვაკვირდები გარემოს და ახლა უფრო მარტივად ვამჩნევ სილუეტს რომელიც სწრაფად მიჰქრის მანქანისკენ და ცდილობს იქ მჯდომი ადამიანების გადარჩენას მაგრამ მხოლოდ საჭესთან მჯდომი გოგონას გადმოყვანას ასწრებს, შემდეგ კი ყველაფერი ფერფლად იქცევა

მარტივად მიხვდებოდით სიტუაციას, ბიჭს სახეზე ეტყობოდა ტკივილი რომელსაც განიცდიდა, იმდენად მკაფიოდ ვგრძნობდი მის ტკივილს რომ უნებურად თვალებიდან ცრემლები წამომივიდა

შემდეგ კი ყველაფერი გაქრა და თვალებს სულ სხვა ადგილას ვახელ,
თეთრი კედლები,
თეთრი ჭერი,
ისევ იმ გოგონას ვხედავ რომელიც წითელ მანქანაში საჭესთან იჯდა,
საწოლზე წევს,
ხელების გამოძრავებას ცდილობს მაგრამ უშედეგოდ
საწოლზეა მიბმული,
თეთრი გრძელი კაბა აცვია,
თეთრი ფეხსაცმელი,
სახეზე სულმთლად ფერმკრთალია,
გიჟს ჰგავს,
სტკივა,
ძალიან სტკივა,
ხელები ჩალურჯებული აქვს, ისევე როგორც თვალები,
მისი თვალები მუქი ლურჯია,
როცა ჩახედავდით ცაზე მეხის გავარდნას მოგაგონებდათ,
ის გოგონა მეცნობოდა სასწაულად მეცნობოდა,

გამოსახულება ისევ გაქრა და ახლა ძირს დაგდებულს მეღვიძება,
სწრაფად ვდგები ირგვლივ ვიხედები და ჩემს თავს ვხედავ,
სარკეში საკუთარ თავს ვუყურებ და იმ გოგონას ვხედავ ჯერ მანქანაში შემდეგ კი საავადმყოფოში რომ ვნახე
არა ეს შეუძლებელია,
ხელები სისხლით მაქვს დასვრილი,
მაგრამ ეს ჩემი სისხლი არ არის,
ეს შეუძლებელია,
არა, ეს კოშმარია
მუხლებზე ვეცემი, ხელებს დავყურებ,
ეს კოშმარია....

-მართა, თვალები გაახილე-
სახეზე ხელების შეხებას ვგრძნობ, თვალების გახელის მეშინია, მეშინია რომ ჯერ კიდევ იმ საშინელ კოშმარს ვხედავ და ისევ არ გამოვფხიზლებულვარ მაგრამ არსაიდან ჩემთვის ყველაზე ტკბილი ხმა მესმის და მეც ვფხიზლდები

Dancing On My OwnWhere stories live. Discover now