😜სრული ბედნიერებისთვის...🤪

Start from the beginning
                                    

   -რა გემახსოვრება გათხლეშილი მთვრალი იყავილიამიც საქმეშია.

  -თუ დავქორწინდით სადაა ქორწინების ბეჭედი-წარბები ავუწიე.

   -თითზე ვივი-თითზე დავიხედე და მაკარონი მეკეთა.

   -აი ახლა შურით მოვკვდები მაკარონით როგორ დაინიშნეთ-ლუი გაწვა და სიცილით ლამის ჩაიფსა.

   -ღმერთო... ჯერ რადროის ქორწილი იყო, ის არ მაპატიებს ღალატს, ღმერთო გამებუტება, რომ დამშორდეა?!-ნაილმა წინდაუკან სიარული დაიწყო.

   -ნაილ ვიზე საუბრობ?-ყველა უცებ დასერიოზულდა.

   -ღმერთო რა კითხვებს სვავთ, რათქმაუნდა მაცივარზე ვსაუბრობ რა გჭირთ.

   -შე იდიოტო გამიკდა გული-ზეინმა შეუღრინა.

   -ახლა რას გააკეთებთ.

   -არაფერს-ერთად ვთქვით.

  -რააა?-ყველამ იკივლა.

  -ხო რა მოხდა, ქორწინებამ მინიმუმ ექვს თვეს უნდა გასტანოს თორე ისე ვერ განქორწინდები, ტყული ჩემი ფაფუკი დროის ხარჯვაა, გარდა ამისა არავინ მყავს არც ნაილს ამიტომ არანაირი პრობლემა.

   -ზუსტად თან მარტო სახლში მოსაწყენია-დაამატა ნაილმა.

   -ზუსტად-დავეთანხმე.

   -რამდენჯერ მითქვამს რომ არ ხართ ნორმალურები?-შოკი კითხვა გააძრო ჰარიმ.

   -ათასჯერ.

   ***
   -ცოლუკ, ჩვენს ბუდეში დავბრუნდით.

   -აბა შემოვფარფატდით-ორივემ გავიცინეთ და სახლში ფეხი შევდგით-უჰ ძლივს არ შევტყლაშუნდი ოჯახში.

  -ხელში აგიყვანდი წელი რომ არ მეტკინებოდეს, თან შენ რომ გიყურებ იმხელა ხარ რომ რავი.

   -ნაგავო ქათმისტვინა ძროხავ.

  -მეც მიყვარხარ-დავეჯღანე და სახლში შევედით.

  ***
-აე ქათამო საჭმელი სად არის?

-მაცივარში.

  -ოუ მე რატო ვერ მოვიფიქრე-ჩაფიქრებული სახე მივიღე- ალბათ არ არის და მაგიტომ-დავუცაცხანე.

  -ააა მაშინ ჩემს კუჭში-გამეკრიჭა.

  -ნაგავუ რომ არ იყო საყვარელი იქნებოდი.

   -რა ვქნა ასეთი გამაჩინა უფალმა-ხელები მაღლა აღაპრო.

  -მოდი ჩვენ გავაკეთოთ რამე.

  -მოდი.

  -პიცა ხაჩუ?

  -იაპ!

  ***
   -ნაილ სუნი გცემს-ღმად შეისუნთქა.

   -კი შენც გცემს ხო?

  -ვაუ ლოგიკის მამა ხარ, რისი სუნია?

  -რაღაც დამწვრის.

  -ნაილ ბოლს უშვებ?!-ნაილის უკან ბოლი ამოდიოდა და სასტიკად სასაცილო იყო.

  -ვივიან ცეცხლიიიი!!

-ღმერთო გადმოგვხედე, ჯერ ახალგაზდები ვართ თან ახლად დაქორწინებულები.

  -ღმერთო.... მამაო ჩვენო, რომელი...

  -ნაილ რას აკეთებ?!-დავუყვირე.

  -ვლოცულობ, შენ?

  -ნაილ ახლა მეც გამოვუშვებ ბოლს! სველი ტილო მომაწოდე-ნაილი წინ დაუკან დარბოდა.

  -ტილო რა არის?-თავში ხელი ჩავარტყი-აა გამახსენდა- წამსვე გაირბინა და უკან რაღაც ნაჭრით დაბრუნდა-ვივიან ახლა მაიკასაც წაეკიდა.

   -ღმერთო ეს ჩემი მაიკაა, ნაილ გაგგლიჯავ.

   -ჯერ გადავრჩეთ და მერე გამგლიჯე-სახანძრო განგაში ჩაირთო, ნაილი მაგიდაზე ახტა და ის რაღაც ჩამოგლიჯა. ახლა წყალიც წამოვიდა.

   -ნაილ გეყოფა გარტყმობანას თამაში და სახანძრო ქაფი მოიტანე.

  ***
  -ხო გითხარი დავრეკოთ სახანძროშითქო-მეუბნება ნაილი, სახლის შესასვლელთან ვზივართ და ჩვენს უკან მთელ სახლს ცეცხლი უკიდია.

  -გენიოსი ხარ, როდის მითხარი ერთი როცა წინდაუკან დარბოდი და ყვიროდი ვკვდებითო, თუ მაშინ მეორე სართულის ფანჯრიდან აუზში რომ გადახტი.

🤣ღმერთო გადმოგვხედე🙏Where stories live. Discover now