Chapter 3

44 3 2
                                    

𝐀𝐧𝐝 𝐭𝐡𝐞𝐧, 𝐘𝐨𝐮 𝐜𝐡𝐚𝐧𝐠𝐞 𝐞𝐯𝐞𝐫𝐲𝐭𝐡𝐢𝐧𝐠
თხუთმეტი წუთი ვუცადე, მაგრამ არავინ ჩანდა ამიტომ ბოლოს წასვლა გადავწყვიტე, მაგრამ ზუსტად ამდროს შემოაღო ვიღაც შავ კულულა თმიანმა კარი, მე კი ისევ ჩემს ადგილს დავუბრუნდი.
- გამარჯობა
თბილად მომესალმა, მეც იგივეთი ვუპასუხე
- თქვენი სახელი?
- მილი, მილი ბრაუნი
- ნიკი, ნიკ ვულფჰარდი (აქ ვიღაცეები ფინს ელოდებოდით მაგრამ ნურას უკაცრავად😈)
- სასიამოვნოა
მითხრა და თავის სკამზე მოკალათდა
- როგორც მივხვდი თქვენ ხართ ხომ ამ კაფის მეპატრონე?
- შეიძლება ასეც ითქვას.
გამიღიმა და მანვე განაგრძო
- ქეითმა მითხრა რომ  სამსახურის დაწყება გინდათ ჩვენთან
- დიახ ასეა.
- ჯერჯერობით მხოლოდ მიმტანები გვჭირდება, შემდეგში შეიძლება სხვა ვაკანსიაც გამოჩნდეს
- არა, არვარ წინააღმდეგი მიმტანობაზე
- კარგით მაშინ რამოდენიმე შეკითხვას დაგისვავთ...
ორიოდე შეკითხვა დამისვა, პირობები და ხელფასის რაოდენობა გამაცნო, ორივე ნორმალური იყო, საბოლოოდ რამოდენიმე დღე გამოსაცდელი ვადით დამნიშნა.
- ძალიან დიდი მადლობა, როდიდან შემეძლება მუშაობის დაწყება?
- თუ მოახერხებთ ხვალიდანვე დაიწყეთ, და იქნებ ოფიციალურ მომართვიდან შენობითზე გადავიდეთ? არმიყვარს როცა თქვენობით მომმართავენ, თავს მოხუცად ვგრძნობ, თანაც ყველა თანამშრომელი შენობით მესაუბრება.
მითხრა და გაიცინა
- კარგით... კარგი ნიკ
მხიარულად ვუთხარი და გავუღიმე.
წამოსვლისას მასაც და ქეითსაც დავემშვიდობე, თან ყავაც ავიღე.
გარეთ გამოსულს ძლიერი წვიმა დამხვდა,მივხვდი რომ ფეხით სახლამდე მისვლა თითქმის შეუძლებელი იყო ამიტომ გამვლელ ავტობუსში მომიწია ჩაჯდომა. ავტობუსში მხოლოდ ერთი ადგილი იყო თავისუფალი, ხუჭუჭა ბიჭის გვერდით, მეც მას მივუჯექი.
მგონი ვერცკი შეამჩნია როგორ დავჯექი მის გვერდით, ფანჯარაზე ქონდა თავი მიდებული და ყურსასმენები ეკეთა. მივხვდი რომ სახლამდე შორი იყო, ამიტომ ყავსი წრუპვა დავიწყე, ზედმეტად ცხელი იყო. მოულოდნელად მძღოლმა დაამუხრუჭა და ეს ჩემი ჰოთ ყავა ჩემს გვერდით მჯდომ ასევე ჰოთ ბიჭს გადაესხვა.
წამოხტა და ჯანდაბა, ჯანდაბას ყვირილი დაიწყო, მე ბოდიშებს ვუხდიდი თან მის რეაქციაზე მეცინებოდა, რაზეც ორმაგად მწარდებოდა.
ჩანთიდან სალფეთქი ამოვიღე და ვეცადე მისთვის ლაქა მომეშორებინა, მაგრამ მან მომიშორა უხეშად და ავტობუსიდან ჩავიდა. იდიოტი ეს, რა ჩემი ბრალი იყო ლამის ხელი მომტეხა. არა რაკარგად მიდიოდა დღე მაგრამ განწყობა რაღაცამ ხომ უნდა გამიფუჭოს. მაგრამ ეხლაც რომ მახსენდება მისი რეაქცია სიცილი მიტყდება. ავტობუსში ჯდომისას კიდევ ერთხელ გამახსენდა და ლამის გადავბჟირდი, ხალხს დებილი ვეგონე ალბათ...
საბოლოოდ სახლამდე მივაღწიე, გასაღები სახელურს მოვარგე და ოთახში შევედი. ჩანთა იქვე მდგარ საკიდელზე ჩამოვკიდე და საწოლზე ზანტად დავეხეთქე. კიდევ მიკვირდა, როგორ მოვახერხე აქამდე მოსვლა, თან ისევ იმ ხუჭუჭას რეაქცია მახსენდებოდა და დებილივით ისევ ვბჟირდებოდი.
როგორც აღმოჩნდა ტელეფონი სახლში დამრჩენია,
20 გამოტოვებული ზარი მქონდა სეიდისგან. სკაიპით გადავურეკე, 2 საათიანი ლექციის შემდეგ ყველაფერი მოვუყევი, საუბრისას მუცელმა შემაწუხა, მივხვდი რომ დღეს არაფერი მიჭამია ამიტომ სუპერ-მარკეტში გასვლა მომიწია. რაღაც პროდუქტები ვიყიდე, და ჩემთვის სპაგედი მოვიმზადე, დასრულების შემდეგ უკვე დაღლილობამ შემაწუხა, ამიტომ ისევვ დაძინება გადავწყვიტე...
მეორე დილით ადრე ავდექი, საწოლი გავასწორე და მოვწესრიგდი. მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე ჩემი ახალგაღვიძებული საშინელი სახის დასაფარად.
ზოლიანი გრძელმკლავიანი მაისური, და იგივე ჯინსი ჩავიცვი, თმა უბრალო კოსად ავიწიე, ცხელი ჩაი დავლიე ხელში კი ფუნთუშა ავიღე.  ყურსასმენებთან ერთად ტელეფონსაც დავავლე ხელი, სახლი გადავკეტე და სამსახურისკენ გავემართე. დაახლოებით თხუთმეტ წუთში იქ ვიყავი, ქეითმა სპეციალურად შეკერილი, უნიფორმის მსგავსი რაღაც მომცა და მეც მალევე ჩავიცვი.
დილით არცისე ბევრი კლიენტი გვყავდა ამიტომ ქეითის კარგად გაცნობაც მოვასწარი.
შუა საუბრისას ქეითის ტელეფონმა დარეკა, რაღაც უთხრეს და თქვა რომ სასწრაფოდ უნდა წასულიყო, და ჩანაცვლება მთხოვა, მეც რათქმაუნდა დავთანხმდი.
საღამოს ბევრი კლიენტი ერთიანად მოვიდა, მომსახურება არ გამჭირვებია, უცბად ერთ-ერთ მაგიდასთან მჯდომ იმ ხუჭუჭა ბიჭს მოვკარი თვალი რომელსაც ყავა გადავასხი, მასთან მივედი და ვკითხე რას შეუკვეთავდა. რომ ვუყურებდი მომხდარი მახსენდებოდა და სიცილს ძლივს ვიკავებდი, როგორც ჩანს ამას მიხვდა და ამომხედა. ვფიქრობ მაშინვე გავახსენდი რადგან გამომეტყველება შეეცვალა.
- არაფერი მინდა.
უხეშად მითხრა
- როგორც გენებოთ
მეც იგივე ტონით ვუპასუხე და მაგიდას მოვშორდი. არა ეს ბიჭი ნამდვილად მაღიზიანებს.
დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ ხმამაღლა დაიძახა კაპუჩინოვო, ისე რომ ზედაც არ შემოუხედავს მეც მივუტანე და გამოვბრუნდი, ალბათ ცდუნებას ვეღარ გაუძლო. მალევე ქეითიც მოვიდა, ჩემი სამუშაო საათები დასრულდა და სახლში წასვლა გადავწყვიტე, გარეთ გამოსულს კი  რაღაც განსხვავებული ამინდი დამხვდა. სუსხიანი საღამო იყო, მაგრამ არ წვიმდა, ქარის ზუზუნი მსიამოვნებდა კიდეც. არცისე ბევრი ხალხი იყო გარშემო, ამინდმა ჩემს ხასიათზეც იმოქმედა და ღრმა, ტკბილი მოგონებები ამომიტივტივდა გონებაში, ის მოგონებები რომლებიც სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში. ტაქსის ლოდინისას გადავწყვიტე კაფეში შემევლო, ყავა ავიღე და იქვე მახლობლად სანაპიროზე ჩამოვჯექი. ტალღებს ვუყურებდი, რომლებიც მთელი სისწრაფით ეხეთქებოდნენ ნაპირს, ყველაფერზე ვფიქრობდი: წარსულზე,მომავალზე და სამომავლო გეგმებზე, ზოგადად არ ვგეგმავ მომავალს მაგრამ ახლა რაღაც მიზნები გამაჩნია რომლის ბოლომდე მიყვანისთვის არაფერს დავიშურებ.
ამდენი ფიქრის შემდეგ ჩემს მაისურზე წვიმის რამოდენიმე დაცემულმა წვეთმა დამაბრუნა რეალურ სამყაროში, იმ სამყაროში რომელსაც მხოლოდ ფიქრითა და ოცნებით ვწყდები...
ესეც მესამე. შემდეგ თავს მალე დავდებ, რადგან უკვე დაწერილი მაქვს.
შემდეგ თავში შევხვდებით

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Mar 18, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

𝐀𝐧𝐝 𝐭𝐡𝐞𝐧, 𝐘𝐨𝐮 𝐜𝐡𝐚𝐧𝐠𝐞 𝐞𝐯𝐞𝐫𝐲𝐭𝐡𝐢𝐧𝐠Where stories live. Discover now