🤔რა მოქმედებაა, რა ვითარებაა🤔

810 82 52
                                    

    ცხოვრებაში პირველად სარბენად წავედი დილით. არა რომ გადავწყვეტდი ხვალ დილით უნდა ვირბინოთქო, ადგომა დამეზარებოდა, ცოტა ხანში ავდგებითქო და რომ ვიღვიძებდი უკვე დაწოლის დრო იყო და ვერ წავიდოდი ხოლმე(აბა გამოჩნდით ასეთები🤣). ახლა მართლა გავემზადე რადგან ადრე გამეღვიძა და ვერ დავიძინე. სახლიდან გავედი, პარკში შევედი და რას ვხედავ. ჰაზა და ნაილო დარბიან, ნუ ჰარი მაინც.

 ჰაზა და ნაილო დარბიან, ნუ ჰარი მაინც

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

   დამინახეს და ჩემკენ წამოვიდნენ.
   -ნაილ ცოტა ხო არ დაიღალე? ამდენი ირბინე მაინც, წყალი გინდა?- ბოთლი გავუწოდე, თან სიცილი დავიწყე.
  -კი ცოტა დავიღალე, მადლობა-ბოთლი გამომართვა, თავი მოხსნა და შემასხა.
  -შტერო.
  -შენ თავზე ნუ ლაპარაკობ.
  -შენ წარმოიდგინე შენზე ვლაპარაკობ.
  -ვაა არ გეტყობოდა.
  -გეყოთ, ნუ ხართ პატარა ბავშვები-მკვლელი მზერით შევხედეთ ორივემ-გიშვებთ, ჰაჯიმე!
  -წავედი მე სახლში სირბილსაც არ გაცლიან რა მოკლედ.
  -ოჰ როგორ მეწყინა, წადი ერთი.
  -არ წავალ, აი აქედან ფეხს არ მოვიცვლი, მიდი შენ წადი.
  -არ წავალ, ეგღა მაკლია შენს დაკრულზე ვიარო. მიდი მომშორდი.
  -არ მინდა და არ წავალ, მიდი შენ წადი.
  -ხალხნო ასე აქ საღამომდე ვიქნებით-ამბობს მობეზრებით ჰარი და თვალებს ატრიალებს.
  ნახევარი საათის შემდეგ:
  -წადი მიდი.
  -დადექი და წადი მე ვრჩები.
  -თუ კაია შენ წადი, ძალიან კარგი ადგილია.
  -ხალხნო არ მოქშივდათ მაინც-ბუზღუნებს ჰარი.
  ერთი საათის შემდეგ:
  -წადი დროზე, მე ვრჩები.
  -არ მინდა და არ მივდივარ შენ დაგიჯერებ ახლა.
  -გეყოოთ- ჰარი იქვე ასვალტზე წევს და თავს ურტყავს ასვალტს.
   საათნახევრის შემდეგ:
   -წადი.
   -შენ თვითონ წადი.
   -ღმერთო გადმომხედე და გპირდები დედას აღარ გავაბრაზებ, მამასაც დავუჯერებ ხოლმე-ჰარი მუხლებზე დგას, ხელები მაღლა აუშვერია და ღმერთს ევედრება.
    ორი საათის შემდეგ:
    -წადი.
   -შენ წადი.
   -მოდი ახლა ორივე დარჩით აქ და მე წავალ.
    -ოჰ მომინდომა წავედი მე.
   -მეც წავედი.
   -გვეშველაა.
   -მშია-აწუწუნდა ნაილი.
   -მეც მშია-მხარი ავუბი.
   -მიმბაძველო.
   -მივმართავ კოსმოსურ ძალებს, რათა ამოდღლიზოს ეს გძელი ეშმაკისეული ენები ორივეს და დაასვენოს კაცობრიობა- ჰარიმ რაღაც არაამქვეყნიური ხმების გამოცემა დაიწყო.
   -აქედან ყველა მივდივართ ჩემთან-ვთქვი ხმამაღლა.
   -შენთან რატომ ჩემთან-დაიწყო ნაილმა.
   -ჩემთან.
   -მე ვთქვი ჩემთან.
  -არა ჩემთან.
  -ოღონდ გაჩუმდით და კაფეში წავიდეთ.
  -ჩინური სამზარეულო-ხელწბი ერთმანეთზე გავუსვი მე.
  -არა პიცა.
  -ჩინური.
  -პიცა.
  -ჩინური.
   -ხალხო მოდი ახლა მოვნახოთ რამე შუალედური, მაგალითად წავიდეთ ვივისთან, როგორც მას სურს და შევუკვეთოთ პიცა, როგორც ნაილს სურს. ოღონდ აქედან გამაღწევია და ეშმაკსაც მივყიდი სულს-როგორც ჰარიმ თქვა ჩემთან წავედით და პიცა შევუკვეთეთ.  სანამ მოვიდოდა ოთახში ავედი და გამოვიცვალე. უკან დავბრუნდი და შევცენცხლეთ. შემთხვევით ნაილმა ზედა დამისვარა.
   -დამშვიდდი, დაწყნარდი, ერთი წუთით-თანდათან უკან დაიწია,წყლით სავსე ვედრას გავხედე-მე თვითონ თქვენ არ შეწუხდეთ.

🤣ღმერთო გადმოგვხედე🙏Where stories live. Discover now