29. Green In White

Start from the beginning
                                    

თვალებგაბრწყინებყლმა გამოგვხედა, ჩვენც აღარ დავაყოვნეთ და დამსახურებული აპლოდისმენტები ვაჩუქეთ!!!

ეს გოგო სიგიჟემდე მიყვარს!

Liza's POV

დიდი ხვეწნის შემდეგ, როგორც ყოველთვის ჰარიმ დამითანხმა და საღამოს, უაზრმაზარი პუჰი, რამდენიმე პლედი და ქაფქაფა ჩაი გავიტანეთ ჩვენი ოთახის აივანზე.

ბედნიერი ვარ! ბედნიერი ვარ იმ ყველაფრით რაც ახლა მაქვს! ბედნიერი ვარ ცხოვრების თითოეული წამით. მაგრამ...

-მეშნია-ვეუბნები როდესაც პუჰში იმდენად ღრმად ჩავდჯექით, რომ თითქმის ბოლომდე გვფარავს. ჰარიმ კი გაკვირვებულმა, ამავდროულად დაბნეულმა გამომხედა.
-გეშნია რისი?
-ბედნიერების.- მკერდის ვიბრაციით ვხვდები,რომ ჩაიცინა.ხელები გარშემო უფრო მჭიდროდ მომიჭირა.
-ვიცი რატომაც. მაგრამ ყველაფრის შეცვალა და ახლიდან დაწყება რომ შეიძლება ხომ იცი?
-ყოველთვის როდესაც ბედნიერი ვარ, როდესაც თავს თავისუფლად და უდარდელად ვგრძნობ, ზუსტად მაშინ ჩნდება ისეთი რამ, რაც ამ ბედნიერების არანაირ მიზეზს არ ტოვებს.
-ყოველთვის არა! ელიზაბედ დაივიწყე ყველაფერი. ისიამოვნე მომენტით, რადგან ის მომენტი, როდესაც შენ ბედნიერი ხარ, მოგონებას ქმნის. შეიძლება ბენიერება დროებით გაქრეს, მაგრამ მოგონებე ყოველთვის შენთან იქნება. ასე რომ, ნუ იდარდებ იმაზე, რომ რაღაც მომენტში უბედური ხარ. ხომ იცი ყველაფრის გამოსწორება შეიძლება არა?!-რიტორიკულად მეკითხება. მისი ამ სიტყვების გამო მეღიმება რადგან მისი თითოეული ნათქვამი სიმართლეს შეესაბამება.
-ჰარი, ძალიან მიყვარხარ.-ვეუბნები და თავს მის კისერში ვრგავ.
-მეც ძალიან მიყვარხარ ელიზაბედ.-საფეთქელთან ნაზად მკოცნის.
-არა ჰარი, შენ არ გესმის. მე ძალიან მიყვარხარ. აი იცი როგორ?! უფრო მეტად მიყვარხარ ვიდრე მზე, დედამიწა და სხვა პლანეტები ერთად აღებული-ამოვიბურტყუნე. ცალი თვალით ავხედე. ისე მიყურებდა როგორც მშობელი პატარა ბავშვს.

𝑬𝑳𝑬𝑽𝑬𝑵 𝑫𝑹𝑬𝑨𝑴𝑺Where stories live. Discover now