🙃ნუთუ მეორე ამბავი?🙃

1K 97 18
                                    

Flashback:
Liza's Pov:
სახეზე რაღაც ცივი მესხმება. ეს გოგო არანორმალურია. ამ შუა ღამეს რაღა უნდოდა, საათს დავხედე პირველი დაიწყო.
-ძროხაააააა, მოგკლაააავვვვ-ფეხზე წამოვდექი და გავეკიდე, მაგრამ რას
დაეწევი სახლიდან გავარდა და თან სწრაფად დარბის, მეც გავარდი და კარებში ჩემს ახალ მეზობელს დავეტაკე.
-იდიოტო, შტერო, ახლა იმას შენ დაეწევი?-მაღლა ავიხედე ძალიან მაღალი იყო, შავგვრემანი და მუქი თაფლისფერი თვალებით. სიცილი დაიწყო, სხვა სიტუაციაში რომ შევხვედროდით მომეწონებოდა რადგან მართლა მაგარი სიცილი აქვს. ჩემს თავს მსუბუქად გავარტი.
-და ასეთ ფორმაში, ამ დროს ვის მიდევ?-ახლა შევხედე ჩემს თავს მხოლოდ მოკლე შორტი და სპორტული ტოპი მაცვია.
-შენი კუდუსუნის საქმე არ არის-თმები უკან გადავყარე და სახლში შევბრუნდი.
-სასიამოვნო იყო შენი გაცნობა-მომაძახა.
-მე იგივეს ვერ ვიტყვი-ესღა ვთქვი და კარები დავხურე. საწოლში ჩავწექი და ჩავიძინე. მეორე დილას ადრე ავდექი, რადგან სამაგიეროს დრო იყო, სწრაფად მოვემზადე და სახლიდან გამოვედი. გზად სტარბაქსში შევიარე და ყავა ავიღე. უკან შემოვტრიალდი და ვიღაცამ ყავა გადამავლო.
-შე სი...-გავჩუმდი რადგან ისევ ის იყო.
-დაასრულე.
-შე დეგენერატო...გამოშტერებულო...
-დებილო..-სიტყვა შემაშველა.
-ხო, კიდე
-საქონელო
-ზუსტად
-სიმპატიურო
-კი-მოიცა რა თქვა, ახლა გავიაზრე იმან კი სიცილი დაიწყო.
-კარგია რომ აღიარე.
-მე არაფერი მიღიარებია.
-კი ზუსტად.
-უკვე ნერვებს მიშლი ასე როგორ წავიდე-დასვრილ მაიკაზე ვანიშნე.
-მანქანაში მაქ ერთი ზედა და მოგიტან დაიცადე-უცებ გაიქცა და უკან ზედით დაბრუნდა. მეც საპირფარესოში შევედი და ზედა გადვიცვი. ვაღირებ დამაკვდა ზედ ისე მიხდება, შანსი არაა დავუბრუნო. საპირფარეშოდან გამოვედი, თვალი მოვავლე შენობას მაგრამ ვერ დავინახე.
-მე მეძებ?-ყურში ჩურჩული გავიგე.
-არა ბებიაჩემს-ლაკონურად გავუღიმე და გამოვედი.
And the flashback:
Vivian's Pov:
-ცოტა თავაზიანი მაინც ყოფილიყავი-ვუთხარი და ბალიში მომხვდა.
-ვინ ვის რას ეუბნება, ის ბიჭი დააფრთხე პირდაპირი მნიშვნელობით.
-სულ არ მაინტერესებს, უი რა დრო გასულა სულ დამავიწყდა ყავა წავედი გავიქეცი-ჩანთას ხელი დავავლე,
ლიზის ვაკოცე და წამოვედი. ზუსტად ორ საათზე სტარბაქსთან ვიდექი. ახლა რომ არ დამხვდეს თმებიგ ვითრევ რა კარგია ცოტას გავერთობი. სამწუხაროდ არ გამიმართლა, რადგან როცა შევედი უკვე მაგიდასთან იჯდა და მელოდებოდა. ახლა დავაკვირდი და ისე კარგი ტიპია ხო. სწორი ცხვირი, ქერა თმები, ცისფერი თვალები მართლა ამშვენებს, მაგრამ მე ვერ შემედრება, ხო ნარცისიც ვარ. ჩემს თავზე გამეცინა. ნაილისკენ წავედი. აშკარად ჩაფიქრებული იყო და ვერ შემამჩნია. მეც მეტი რა მინდოდა, მივედი და ყურში ჩავკივლე, იმანაც იკივლა. ყველა ჩვენ გვიყურებდა და ამაზე კიდევ უფრო გამეცინა.
-რა სასიამოვნო შეხვედრაა.
-ნუ ასეთი თბილი ადამიანი ვარ და რა გავაკეთო.
შეკვეთა მივეცით და ლაპარაკი დავიწყეთ.
-აბა მიამბე რამე რამდენი წლის ხარ?
-იმდენის და ცოტა მეტის.
-ვა მე უფრო ახალგაზდა მეგონე. საყვარელი ფერი?
-ცისარტყელა მიყვარს საერთოდ.
-ასეთი დაკონკრეტებული როგორ ხარ?
-რავი აბა ასეთი გავჩნდი.
ყავა დავლიეთ და კიდე რაღაცეებზე ვლაპარაკობდით, თან ვიცინოდით, ყოვშემთხვევაში მე ვიცინოდი ნაილი ჭიხვინებდა, ისე არც მე ვაკლებდი.
ბოლოს ჩვენთან ოფიციანტი მოვიდა.
-ბოდიში მაგრამ გარეთ გასვლა მოგიწევთ, ხალხს აწუხებთ-ახლა ნერვები მიმტყუვნებს და ვეცემი თმებში მერე ნახავს ვინ ვის შეაწუხებს, ნაილმა ეს შეატყო და ყურში ჩამჩურჩულა.
-შენ თავში მე ფეხებში-ამაზე კიდევ გამეცინა, რაიმეს თქმის გარეშე ავდექით და წამოვედით.
-მგონი უნდა დაგემშვიდობო, რადგან სამუშაოზე უნდა წავიდე, თორე მერე რომ გამომაგდებენ შენს კისერზე ვიხოვრებ.
-მეც მაეთ მოვდივარ და მიგაცილებ.
-რა ჯელტმენობაა-გულზე ხელი მივიდე. ყურსასმენები გავიკეთე და გზაში ცეკვა დავიწყე. ნაილი კი სიცილს ძლივს იკავებდა.
-მოვედით ჩემს სამოთხეში-
საკონდიტროს წინ გავჩერდით.
-ჩემი ერთი მეგობარიც საკონდიტროში მუშაობს.
-ჰომ, კარგია ახლა წავედი თორემ შენს გამო ფაფუ სამსახურს.
-ნომერი მაინც მომეცი.
-ხომ მოგეცი-წარბი ამიწია-რა იყო არ მოგეწონა? მგონი კარგი ბებო იყო-სიციილი დავიწყე-კარგად-ფეხისწვერებზე ავიწიე, ლოყაზე ვაკოცე და გაშტერებული დავტოვე. სიცილით შევედი შიგნით.
-გამარჯობა კნუტო-ჩემკენ გამოიქცა ჰარი და თავისი დიდი ტორები შემომხვია.
-ნუ გამომასხმევინე ნაწლავები. მომშორდი, დიდი ხანია არ გინახივარ ხო?
-კი მთელი ორი დღე, კნუტო-მომწონს ასე რომ მეძახის საყვარლობაა.
-კარგი ხო მომშორდი.
-შენ რამე რომ არ ჩამაშხამო ისე ხო არ შეგიძლია რა.
მე და ჰარი დიდი ხნის მეგობრები ვართ, ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით და ბევრჯერ გვიცემია ერთად ვიღაცეები. მერე ერთად ვიშოვეთ სამუშაო და თითქმის ორი წელია ერთად ვმუშაობთ. უცებ ტელეფონზე ზარია, დედა მირეკავდა. მე და დედას მაგარი ურთიერთობა გვაქ. მიუხედავად იმისა რომ ცალკე ვცხოვრობ. ბევრი ვიჭორავეთ, ხვალ საღამოს ვახშამზე დამპატიჟა. გათიშვა მომიწია რადგან მალე ჰარი მომკლავდა, რატომ მალე გაიგებთ.
-ვივიანნნნ.....-მალე ჰარი მორბის და თავზე რძე ასხია, კლიენტევი გაოცებულები იყურწბოდნენ.
-ყურადღება არ მიაქციოთ ეს ცოტა ვერაა-ჰარი უკან შებრუნდა რადგან მიხვდა ასე უფრო შერცხვებოდა კლიენტებთან. მეც ყველას მოვემსახურე და ჩამოვჯექი.
-რა გინდოდა არაფერი გამიკეთებია-ჰარიც გვერძე დამიჯდა.
-აბა ცოტა ხომ უნდა გავერთო-გავეკრიჭე და უცოდველი სახე მივიღე. ვიღაც ბიჭები შემოვიდნენ თვალებით ლამის შემჭამეს.
-რას მიყურებთ ციდან ჩამოფრენილი ანგელოზი არ გინახიათ-შევუღრინე.
-არა პატარავ-ღიმილით წინ ამესვეტა ერთ-ერთი.
-ახლა ეს პატარა გაგიერთიანებს თავ-ყბას-ირონიულად ნაზად გავიღიმე.
-ოუ პატარა გაბრაზდა.
-კიდევ ერთხელ დამიძახებ მაგას და ვერ გადარჩები.
-და რას იზავ პატარავ-ახლა გადამეკეტა, ბოროტულად ჩავიცინე, მაგიდაზე ავედი და თავზე დავახტი. მაგრამ ვიღაცამ დამიჭირა და გვერძე გამწია.
-გამიშვი უნდა მოვკლა, თმებით უნდა ვითრიო, მოვკლა და მაგის გვამი მორგში სტუდენტებს საცდელად მივუგდო.
-კარგი გეგმაა-ახლა შევამჩნიე რომ ჩემს წინ ნაილი იდგა.
-ხოდა მიმიშვი ავსრულებ-კიდევ გავიწიე წინ, მაგრამ კიდევ გამაკავა.
-არა შენ მართლა არ ხარ ნორმალური.
-ახალი ამბავი-ამ დროს კაფედან ის ბიჭები გამოვიდნენ. დამშვუდობების ნიშნად ხელი დამიქნია ერთე-ერთმა მე კიდე შუა თითი ავუწიე.
-დაასრულე მუშაობა?
-კი და აქ რას აკეთებ?
-აქვე ახლოს ვიყავი და ვიტრინიდან დავინახე ბიჭებს რომ ელაპარაკებოდი, მერე მაგიდაზე რომ ახვედი და მოვედი.
-ხო კარგი, არა მართლა უნდა გეცდია ჩემთვის მივუნგრევდი ნეკნებს.
-კი შენ იზავდი, სული რომ შეგიბერონ წაიქცევი.
-იცი რა დარტყმა მაქ-მუჭს ვაკოცე-მტრისას.
-ხო როგორ არა.
-ახლა თუ არ გაჩუმდები გამოცდი, მაგრამ დაიმახსოვრე ჩემ ერთ მუჭზე ძლიერი მეორე მუჭია-გაიცინა და დანებების ნიშნად ხელები მაღლა აწია. შიგნით შევედით, ჰარი აქაურობას ალაგებდა.
-ჰაზ გაიცანი ეს ნაილია, ეს კი ჰარია.
-ოხ ხო არ მატყუებ, პრივეტ წიწო-წიწოზე გამეცინა.
-მოიცა თქვენ რა იცნობთ ერთმანეთს?!
-კი ჰაროლდა ჩემი დაქალია.
-ჩვენი მშობლები მეგობრები არიან და ჩვენც მეგობრებად ჩამოვყალიბდით.
-მე აქამდე არ უნდა მცოდნოდა-ხელები გადავაჯვარედინე.
-ბიდიში კნუტო მაგრამ ყველაფერი შენი საქმე არ არის.
-ოხ კაი, მიდი მიალაგე დროზე-მე ვანახებ რა ვისი საქმეა. საპირფარესოში წავედი და ჭიქა წავიღე. საპონი ჭიქაში ჩამოვასხი და გარეთ ჩუმად გამოვედი, ნაილი და ჰარი ლაპარაკობდნენ და ვერც შემამჩნიეს. ბარის შესასვლელთან დავასხი ძირს და კარგად მოვუსვი. რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე.
-ჰარიიიი... დროზე მოდი, წარაფად-ყვირილი დავიწყე. ცოტა ხანში ნაილი მორბის-არა ნაილ გაჩერდი-თავი ვეღარ შეკავა, ფეზი აუცურდა და ძირს დაეცა.
-აუ დედაააა, წლიიი-ნაილმა კივილი დაიწყო.
-ხალხო მიწისძვრა თქვენც იგძენით?-ჩვენთან ჰარი მოდის.
-მაგ მიწისძვრა კი არა ნაილი წაიქცა-ორივემ სიცილო დავიწყეთ.
-რა სასაცილოა პირდაპირ გავიგუდე სიცილით,გოგო შენ ნორმალური თუ ხარ ლამის მოვკვდი.
-მოკვდი არა კვახი კიდე, ჰაჰა რამე მოგეტეხა ან დაჟეჟილობა გქონოდა.
-დედა როგორ დამაწყნარე.
-და ვაბშე რას მოდიოდი შენ, მე ჰარის ვეძახდი.
-იმან წადი ნახეო, მეც ვნახე და ჰა ვკვდები ახლა.
-წარმოიდგინე სამაგიეროა დღეს რომ წამაქციე მაგისთვის-ჰარი ამ დროსი განმავლობაში ჩამოჯდა და ხელში ემემდებსები დაიჭირა, თან გვიყურებდა და იცინოდა.
-მიდი გააგრძელეთ თავი თურქულ სერიალში მგონია.
-იცი თურქები მედიცინაშიც მაგრები არიან და ხო არ გინდა გამოცადო?-შევუღრინე.
-არა გმადლობ.
-წავედი მე მომიშალეთ ნერვები.
-ესეგი დაგვალურჯა, გაგვლანძღა, დაგვემუქრა და კიდე ჩვენ მოვუშალეთ ნერვები.
-ზუსტად გენიოსო-ქურთუკი ავიღე და გარეთ გამოვედი. ჰარიმ კარები დაკეტა, ერთ მხარეს ერთი ამომიდგა მეორე მხარეს მეორე.

🤣ღმერთო გადმოგვხედე🙏Where stories live. Discover now