😲მოკლედ და კონკრეტულად...😲

2.1K 112 58
                                    

ქუჩაში მივღოღავ, ჩემი კუჭი რასაც ქვია დედას მაგინებს. აშკარაა შუა ღამეს ჩემი დაქალის დაფეთება კარგი იდეა არ იყო. მოკლედ სახლში ვიჯექი ჩემთვის და ვფიქრობდი ვის ნერვებზე მეცეკვა ტანგო, ხოდა გადავწყვიტე ჩემი დებილი დაქალი შემეშინებია და შუა ღამეს წავედი ლიზასთან(იმედია მიხვდით ჩემი დაქალია). მისი სახლის გასაღები მაქ და ჩუმად შევიპარე,წყალი დავასხი და გამოვიქეცი, მხოლოდ მაგის კივილი გავიგონე. სიცილით ლამის გავიგუდე. ბევრი ვირბინე თუ ცოტა, ახლა ნელა მივდივარ. ჩემი მუცლის ბუყბუყის ხმა მესმის. ვსო პიცა თუ არ ვჭამე მოვკვდები. ინტერნეტი გადავატრიალე და ძლივს ღია პიცერია ვიპოვე. ყველაფერი დაკეტილი იყოს ისე თითქოს ღამის პირველი საათია. საათს დავხედე და მართლა ღამის პირველი საათია. პიცერიასთან რიგში დავდექი, ასე თუ ისე დიდი რიგია. ერთი კაცი, ორი კაცი, სამი კაცი და ასე ნელა მივდივარ წინ. როგორც იქნა ჩემი ჯერია.
-ვიკეტებით!-დაიყვირა ბიჭმა. ღმერთო ახლა ამას გავლახავ და არ დამიწყო რაღაცეები
-რას ქვია იკეტები, თქვენ ხო არ გაკანკალებთ, ამდენი ხანია აქ ვდგავარ და გიცდით, თქვენ კიდე როცა ჩემი ჯერი მოდის ამბობთ ვიკეტებითო, რა წესია.
-ქალბატონო მეტი პიცა აღარ გვაქ.
-მე ქალბატონის რა შემატყვე ჰა, ახლა ბებოც დამიძახე და ეგაა-ვსო შარზე ვარ. ვგძნობდი ვიღაც მიყურებდა და როდესაც ჭიხვინის ხმა გავიგე მივტრიალდი. იქ კი ვიღაც ქერა ბიჭი იდგა, ხელში სამი პიცის კოლოფი ეჭირა და ერთი ნაჭერს ჭამდა. არა სადაა კანონი, ამას სამი კოლოფი უნდა ქონდეს და მე არცერთი. ამ ცხენს ,, დაგერხა" მზერით გავხედე. მიხვდა რაც მინდოდა.
-შანსი არაა არ მოგცემ.
-ვიყიდი.
-არა ნაილი საჭმელს არავის უყოფს-ცუჩი გადმოვატრიალე და შევეცადე საყვარელი სახე მიმეღო- ახლა უფრო არ მოქცემ რადგან აქლემს დაემსგავსე მასეთი სახით.
-ახლა ეს აქლემი გაგლახავს. გთხოვ რა ძაან მშია და თუ არ მაჭმევ მოვკვდები და შენა ნამისზე იქნება, მერე როგორღა დაიძინებ როცა გეცოდინება, რომ შენი სიღორის გამო სულ ახალგაზრდა გოგო, რომელსაც ცხოვრების გემო ჯერ არ გაუგია მოკვდა. ჰაა ამიხსენი-ისეთი სახე მივიღე თითქოს მართლა ვკვდებოდი. თითქოს მოლბა, მაგრამ...
-არაა-თქვა, ენა გამომიყო და გაიქცა. მეც გავეკიდე, მანქანაში ჩაჯდა და კარები ჩაკეტა. მაინც ვერ გადამირჩება. მანქანის დაძვრა გადაწყვიტა, მეც როგორც მსოფლიოში ყველაზე გიჟმა ადამიანმა უკვე გაქანებულ მანქანას წინ გადავუხტი. ნაილმა უცებ გააჩერა და მანქანიდან რასაც ქვია გადმოვარდა.
-გამატარე!
-არა.
-გოგონი გაიწიე!
-ვივიანი
-რა?
-ვივიანი მქვია, თუმცა ვივს მეძახიან.
-არავის უკითხავს გაიწიე.
-იცი რაც მინდა და გავიწევი.
-კარგი მოგცემ ოღონდ ერთი პირობით-ისე გამიხარდა ცეკვა დავიწყე- ნომერი მომეცი და პიცას მოგცემ.
-ნოუ პრობლემ-ტელეფონში ნომერი ჩავუწერე. ნუ გეშინიათ ჩემი არა. ვიღაც ბებოს ეშლება ხოლმე ნომერი და მირეკავს ხოლმე იმდენჯერ დამირეკა დამამახსოვრდა და მაგ ნომერი მივეცი. ნეტა ცალი თვალით შემახედა რომ დარეკავს. სიცილს ძლივს ვიკავებ. სანამ გამეცინება პიცას ხელი დავავლე და გამოვიქეცი.
Niall's Pov:
ეს ვის გადავეყარე, აშკარად ხონიდან გამოიქცა(ვინც არ იცით ხონში არის საუკეთესო საგიჟეთი საქართველოში😂) . მაგრამ მაინც მევასა და კარგია ნომერი რომ მაქვს. მერე დავურეკავ. ახლა კი გლოვას დავიწყებ მხოლოდ ორი პიცა დამრჩა. სახლში ასეთი მგლოვიარე სახით შევედი.
-აბა ყვავილები მოიტანე?-მეკითხება ლუი.
-რა ყვავილები?
-მოიცა გასვენებაში არ მივდივართ?
-ვინმე მოკვდა?
-რავიცი ისეთი სახე გაქ მეგონა სამძიმარში მივდიოდით-თქვა და ბოლო ხმაზე სიცილი დაიწო-კარგი ვინმე თუ არ მოკვდა რაშია საქმე აბა?
-ბიღაც გიჟმა პიცა წამართვა-ლუის ყველაფერი მოვუყევი, რომ გითხრათ სიცილს ძლივს იკავებდათქო მოგატყუებთ, რადგან საერთოდაც არ იკავებდა და დააფრთხო ჩიტები, მართალია ზამთარია, მაგრამ რომ არ არის და დააფრთხობ მაგ უფრო დიდი ნიჭი არაა?!
-ერთ დღეს მაგ გოგოს ცოლად მოვიყვან-თქვა და ბოლო ხმაზე დაიწყო სიცილი-ისე დაურეკე აბა ნომერი ხომ გაქვს- ტელეფონი ავიღე და მაგის ჩაწერილ ნომერზე დავრეკე. ერთი ზარი, მეორე და მესამეზე მიპასუხა.
-ალო უშანგი შენ ხარ?-მეორე მხრიდან ვიღაც ბებოს ხმა მესმის.
-არა უშანგი არ ვარ თუ შეიძლება ვივის დაუძახეთ.
-მაგ ვინ არის?
-ერთი გოგოა ახალგაზდა, საშუალო სიმაღლის, შავი თვალებით.
-აა მაგ მე ვარ-ამ დროის განმავლობაში ტელეფონი სპიკერზე მქონდ და ლუიც ისმენდა, ვეღარ მოითბინა და დაიკაკანა-უკაცრავად სახლში ქათმები გყავთ?-მეკითხება ბებო.
-არა, კარგით ნახვამდის ბოდიში შეწუხებისთვის.
ტელეფონი გავთიშე.
-მაგარი გოგო ითრიე შენს თავს ვფიცავარ-ლუი კიდე კაკანებს.
-დამიწყნარდი შე ქათამო- არა რა როგორ მომატყუა იმ გიჟმა.
-ისე არ მეგონა ასე უფროსებსაც თუ კერავდი ნაილ, ბებიაჩემს არ მიეკარო-ლუიმ სიცილს კიდე უმატა.
  Vivian's Pov:
  დილას მაღვიძარის ჯოჯოხეთური კივილის ხმა მაღვიძებს. ამას ემატება ისიც რომ სახეზე რაღაც ცივი მესხმევა.
   -ლიზიიიიიიიიი, ვერ გადამირჩებიი- ხელში რაც მომყვა ავიღე და გავეკიდე. მთელი სახლი შემოვირბინეთ.
  -მაინც მოგკლავ...
  -ვერ დამიჭერ-თქვა და სახლიდან გავარდა მეც უკან გავყევი და ქუჩაში გავედით.  წარმოგიდგენიათ დილოთ თქვენთვის სეორნობთ ამ დროს კი ქუჩაში მორბის გოგო, ხელში ჩუსტით, პიჟამოები აცვია და თმები ბუჩქად ადევს. ამ დროს ვიღაცას შევეჯახე, წონასწორობა დავკარგრე და ძირს გავიშხლართე.
  -მე წაგაგციე?-წინ ისევ ის ქერა აღმოჩნდა, ეს ტკიპა სულ მე უნდა გადამეყაროს?
  -არა დავიღალე და წამოვწექი-ხელი გამომიწოდა და ავდექი.
  -აქ, ახლა დაასეთ ფორმაში რას აკეთებ?
  -ჩემთვის ვიწექი და ვფიქრობდი რა გამაკეთებინა და მერე მეთქი წავალ ხალხს დავითვლითქო ქუჩაში.
  -ირონიის დედოფალი-უცებ ჩვენთან ლიზი მოვიდა.
  -ოუ ეს ვინ არის?(ლ)
  -ეს არის... ბიჭი სახელი შემახსენე
  -ნაილი-თვალების ტრიალით თქვა
  -ჰო მადლობა, მაგრამ ფრთხილად თვალები ზურგში არ გადაგივარდეს.
  -ნუ მედარდები.
  -კარგი წავიდეთ სანამ ერთმანეთი დაგლიჯეთ.
  -ერთი წუთი ბოდიშის მოსახდელად ყავაზე გეპატიჟები.
  -მმმ... რატომაც არა ორზე სტარბაქსში და არ დააგვიანო თორე კედელზე რელიეფად გაგაკრავ-ნაზად გავუღიმე და წამოვედი. სახლში მივედი ცეცხლი აინთო, დაკითხვა დაიწყო.
  -ეს ვინ იყო?სად შეხვდი? აშკარაა დღეს პირველად არ ნახე. საიდანაა? მშობლები?
  -ვაიმეეე...
  -რა იყო?
  -ფეხისზომა არ მიკითხავს-ხელი თავში შემოვირტყი.
  -მაგ როგორ გამოგრჩა, რომ ნახავ აუცილებლად კითხე. ახლა კი მოყევი-მეც ყველაფერი მოვუყევი.
  -არა რა არ ხარ ნორმალური, ჩემს გარეშე მანქანას როგორ გადაუხტი.
-არაუშავს შემდეგში ერთად ვქნათ, ახლა კი წავალ დილის რუტინას ჩავიტარებ.
  ოთახში შევედი, ოხმე რა წყალი ჩემს ტემპერატურაზე ბევრი გამოთვლების შედეგად ძლივს დავაყენე. ერთ ოც წუთში გარეთ გამოვარდი და კბილები გავიხეხე, ავიკაზმე(⬇️)

🤣ღმერთო გადმოგვხედე🙏Where stories live. Discover now