თავი 1

59 6 9
                                    

5 მაისი

8:00AM

ცხოვრებაში არადროს ყოფილა ღამე ასეთი მშვიდი, ასეთი მოკლე. ნაზი სიოს შეხება, მხურვალე სხივი ფაფუკ კანზე და აი ისევ ცნობილი საათის ხმა მუდამ ჩუმად , წყნარად ,რომ  მოძრაობს და თავისი ფერადი ისრებით უსიტყვოდ მახსენებს დროის სვლას ამ შავ-თეთრ სამყაროში. ნეტავ სანამ გაგრძელდება ეს უკიდეგანო ღამე, ნეტავ როდის მოუბრუნდება მზე მოგონებებით დაღვენთილ მთვარეს.

გვ.50 სამშაბათი

განურჩეველი ფერს მოკლებული დღე. სულ დამძიმებული მთვარე კვლავ მარტოდ მარტო დაძრწის ვიწრო ქუჩებში. დღემდე შერჩენია იმედი იმისა ,რომ გასასვლელი არსებობს, თუმცა ბრძოლის ძალა აღარა შესწევს. დაეხეტება ძალდაცლილი იმის ნუგეშით, რომ მას ჯერ კიდევ ეტრფის ის ერთადერთი ვისთვისაც მიუნდია თავისი წილხვედრი გონება და სული.
განა შესწევს მას ძალა ჰპოვოს ნამდვილი სიყვარული ?! დამათრობელი სურნელის, დამწვავი სხივებისა და დამატყვევებელი მშვენების მფრქვეველი,ნუთუ გაჩენილა ვარსკვლავი ასეთი ძლიერი?! სამუდამოდ გაციებული ქვის მოტრფიალე , ნუთუ არასდროს ქრება ეს სულისშემძვრელი სხივები...სინაზისა და სიტრფიალის მფრქვეველნი...ნუთუ არასდროს გაქრება მზით მოხიბლული მთვარე , მუდამ მორცხვად , რომ შეცქერის სატრფოს და სიტყვა ვერ უთქვამს...განა შეამჩნევს?! გულ დამწვარ ქვას კაშკაშა ვარსკვლავი...

ფურცლების შრიალი გაისმა. ეს გაკვეთილიც დამთავრდა ,  ფიქრებში ჩაფლულმა ბიჭუნამ უეცრად მხარზე ნაცნობი ხელის შეხება იგრძნო.

―ამჯერად რას წერდი ,რომ ასე გაერთე - თქვა და დაამთქნარა მრგვალი სათვალეებით დამშვენებულმა ბიჭმა. ―წამოდი წავიდეთ გაკვეთილები დამთავრდა.

―კარგი ―წყნარად უპასუხა შავგვრემანმა და სახლისაკენ გზას გაუდგნენ.

―გაიგე?! ჩვენთან ახალი მოსწავლე გადმოდის ‒ თავზე ხელებ შემოწყობილმა სათვალიანმა უთხრა შავგვრემანს

გწამდეს კაშკაშა ვარსკვლავის✨Where stories live. Discover now