8

3.2K 201 34
                                    

ჰესუ პოვ:

ამ ბოლოდროს რატომღაც ღამით ვერ ვიძინებ და შესაბამისადაც დილით გვიან ჩაძინებულს მალე არ მეღვიძება. არც ეს დღე იყო გამონაკლისი, ძილის რეჟიმის დარღვევის გამო თავის ტკივილით გავიღვიძე და ძლივს წამოვდექი საწოლიდან. საათს რომ შევხედე უკვე პირველი იყო. ღმერთო თითქმის უკვე შუა დღეა. ზარმაცულად და დაღლილად წამოვდექი საწოლიდან და პირდაპირ ქვევით ჩავედი, ლოგინის გასწორების თავიც კი არ მქონდა, ვიცოდი ამას ნარი გააკეთებდა რომ მეთხოვა, ამით გათამამებულმა კი მეც აღარ შევიწუხე თავი. ქვევით კიბეებით ჩავედი, მოაჯირს ვეყრდნობოდი, გადაადგილება ცოტა მიჭირდა, მაგრამ თავს ძალა დავატანე და მაინც ჩავედი პირველ სართულზე. ჩემს გაჭირვებაში ვიყავი კიბეებზე, რა დროსაც მობილურზე ზარის ხმა მომესმა. თავიდან არც დამიხედავს ისე გადავწყვიტე არ მეპასუხა, თუმცა რომ არ გაჩერდა სხვა გზა აღარ მქონდა. და ჰოი საოცრებავ ისევ ჯონი იყო. მისი ხმის გაგონება რატომღაც მინდოდა, ამის გარდა მისთვის ბოდიშიც უნდა მომეხადა.

-ჰეი საყვარელო როგორ ხარ?* მაშინვე მომესმა მისი ბედნიერი ხმა, როგორც კი ტელეფონს ვუპასუხე. ამაზე გამეღიმა და მივხვდი თუ რა მხიარული ადამიანია იგი*

-ვფიქრობ კარგად*მაშინვე ვუპასუხე მეც და აღარც დავაცადე სიტყვის თქმა* იცი...მინდა ბოდიში მოგიხადო ჯონგუკის საქციელის გამო, მას დიდად პატივისცემა არ გამოუხატავს შენს მიმართ. იცი გთხოვ ნუ გაბრაზდები მასზე, ის ასეთია* ვცდილობდი გუშინდელი ჯონგუკის საქციელი გამემართლებინა მის თვალში*

-არაუშავს მემესმის მისი, მეც ასეთი რეაქცია მექნებოდა. მე უბრალოდ შენს მოსაკითხად ვრეკავ არ მინდა ჩემს გამო შენს მეუღლესთან უთანხმოება გქონდეს*მითხრა მშვიდი და გაწონასწორებული ხმით*

-ვიცი და ამიტომაც შენ დიდ პატივს გცემ, შენ არაფერ შუაში ხარ ჩემი და ჯონ...*სიტყვის დამთავრება არ მაცადა ვიღაცამ, მოულოდნელად რომ ტელეფონი წამართვა, რამოდენიმე წამი ვერ ვიაზრებდი რა მოხდა, თუმცა შემდეგ ჯონგუკის გაბრაზებული სახე რომ დავინახე მაშინვე მივხვდი სიტუაციას. არაფრის თქმის საშუალება არ მომცა, უბრალოდ გაცოფებულმა გამომხედა და ხელით მანიშნა გავჩუმებულიყავი, აღარ მინდოდა მისი მეტად განერვიულება და მეც მშვიდად ყოფნა ვარჩიე. მანაც ტელეფონი ყურზე მიიდო და ჩემს მაგივრად გააგრძელა საუბარი*

დიდი შეცდომაWhere stories live. Discover now